თბილისის გამწვანება და ღია ბაზრობები, დამწვარი ხაშური და ბათუმი, ცესკო ავანგარდში და სტუდენტების განაჩენი

      სანამ აგვისტო საბოლოოდ გამოემშვიდობება 2018 წელს, რამდენიმე ნიუსით კიდევ უფრო გადიდდა დღე - უპირველესად ცესკოს სიახლეებია ავანგარდში, მას მოსდევს დედაქალაქის მომავალი კალაძის ხედვით, იქვეა საქართველოს მოქალაქეობის მარალი სტანდარტები, საოკუპაციო ნიუსები და დღეს გამორჩეულად მნიშვნელოვანი ხანძრები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 აგვისტო, 2018 /

      ცესკო და საარჩევნო სამზადისი - 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 637 საარჩევნო უბნისთვის საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა. თერჯოლისა და სამტრედიის საკრებულოების შუალედური არჩევნები პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად გაიმართება. ეკა გიგაური - მოვუწოდებ თეა წულუკიანს, იმოქმედოს უწყებათაშორისი კომისიის დებულების მიხედვით და შეისწავლოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტები. „ძალა ერთობაშია“ აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, სოციალურ ქსელში წინასაარჩევნოდ გავრცელებული ე.წ. ფეიკნიუსების დაფინანსების საკითხი შეისწავლოს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობამ აქცია გამართა და არჩევნების ბოიკოტით იმუქრება. ზაალ უდუმაშვილი გრიგოლ ვაშაძის შტაბში იმ ამომრჩევლებს შეხვდა, რომლებმაც ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის სურვილი თავად გამოთქვეს. გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩხოროწყუს აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა. გიორგი შენგელაია - საპრეზიდენტო კამპანიის დროს უპირველესად იმას ვეტყვი ხალხს, რომ ქამრები მოიჭირონ - ნახევარი საქართველო ღიპიანია! სალომე ზურაბიშვილი - საფრანგეთის პრემიერმა და შს მინისტრმა ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვით, საფრანგეთის მოქალაქედ აღარ ვითვლები.

      კალაძის, ყველას თბილისი - კახა კალაძე - რესტორან „ოტიუმთან“ სასტუმრო არ აშენდება. კახა კალაძე - ქალაქში არის მწვანე სივრცეების პრობლემა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში დედაქალაქში განხორციელებული ქმედებების შედეგია. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს ახალი ფორმა და აღჭურვილობა ექნებათ. კახა კალაძე კვირაში ერთხელ, დედაქალაქის ყველა რაიონში ღია ბაზრობების მოწყობის ინიციატივით გამოდის. თბილისის მერია დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ საჩივარს განიხილავს. ფუნიკულიორის ფერდობზე შესაძლოა, წარწერა - „თბილისი“ განთავსდეს. კახა კალაძე - გიგანტურ ეშმაკის ბორბალზე საათის დამონტაჟების იდეას და მის განხორციელებას გუნდში განვიხილავთ. კახა კალაძე - საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, მერიის მხრიდან მხარდაჭერა იქნება, რომ კომპანია „სვეტის“ პროექტები დასრულდეს. მაია ბითაძე - დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ბეტონის ნაგებობის მსუბუქი კონსტრუქციით შეცვლა ჩვენი პრიორიტეტია. თბილისის მერიას დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით ორგანიზაცია "უსაფრთხო სივრცის" საჩივარზე დღეს გადაწყვეტილება არ მიუღია.

      საქართველოს მოქალაქეობა შეზღუდვებით - ილია წულაია - ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის უფლების მიღება მნიშვნელოვნად იზღუდება. კახა კალაძე - უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბინადრობის უფლების მისაღებად ერთი და იგივე უძრავი ქონების გამოყენებით, ე.წ. კარუსელს ატრიალებენ. ბექა ოდიშარია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხს ეხმაურება. გოჩა ენუქიძე - საქართველოში ბინადრობის უფლების მიღება მანიპულაციებით ვეღარ მოხდება. ირაკლი კობახიძე - აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის. მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ბინადრობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული.

      ძვირადღირებული სახლი - გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის 5-წლიან პერიოდში ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის შენახვაზე დაახლოებით 7,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

      საოკუპაციო ნიუსები - რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული სოფელ ჭვრინისის მკვიდრი გაათავისუფლეს. გიორგი გახარია თრუსოს ხეობაში დაკავებულებზე - ეს სამწუხარო, დამაფიქრებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი ფაქტია. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე თავისუფალია. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გათავისუფლებული საქართველოს ხუთი მოქალაქე მცხეთის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

      გაუთქმელი საქმე - საქმეზე, რომლის ფარგლებშიც მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში იკითხებოდა, ადვოკატებმა და თავად მაჩალიკაშვილმა გაუთქმელობის ხელწერილი დადეს. მალხაზ მაჩალიკაშვილი უახლოეს მომავალში მის დაკავებას არ გამორიცხავს.

      ხაშურის ხანძარი - ხაშურში ტყის ხანძრის ლოკალიზება დილამდე ვერ ხერხდებოდა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის გადაწყვეტილებით, ადგილზე მეხანძრეების რაოდენობა გაორმაგდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხაშურში ტყის ხანძრის ეპიცენტრიდან ფოტომასალა გაავრცელა. სატყეო სააგენტოს უფროსი - ხაშურის ტყეში, ხანძრის ტერიტორიაზე იშვიათი სახეობის ხეები არ გვხვდება. ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებას დახმარებას და ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ. ხაშურში ტყის ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ხაშურში, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი შემადგენლობა ჩაერთო. შალვა ხუციშვილი - სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება - გარდატეხას ხვალ დილისთვის ველოდებით, რათა საბოლოოდ განვაცხადოთ ხანძრის ლოკალიზებაზე. გუბერნატორი - ხანძართან დაკავშირებით ვითარება სტაბილურია, თუმცა შესაბამისი ძალები მთელი ღამის განმავლობაში სრული შემადგენლობით იქნებიან მობილიზებული.

      შედავების პოლიტიკა განათლებაში - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. განათლების ხარისხის ცენტრის ავტორიზაციის საბჭო - შავი ზღვის უნივერსიტეტის ულტიმატუმი სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისი არ არის.

      შუაღამის ხანძარი ბათუმში - ბათუმში საღებავების მაღაზიები დაიწვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - შესაბამისი კომისია შეისწავლის, რა ზარალი მიადგა მოვაჭრეებს და როგორ შეგვიძლია მათი დახმარება. ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს მაღაზიებიდან გადარჩენილი ნივთები გამოიტანეს.

      ახალი მაღალჩინოსანი - მიხეილ დუნდუა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

      ანონსის ამბები - ბათუმის რიგით მეექვსე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MusicFest 2-12 სექტემბერს გაიმართება.

      ნადირობა უკანონოდ ნადირობი სეზონში - ნადირობის სეზონის დაწყებიდან დღემდე უკანონო ნადირობის 112 ფაქტი გამოვლინდა.

      სამკურნალო მერაბიშვილი - ადვოკატი - ვანო მერაბიშვილი ამ დრომდე მედიკამენტოზურ მკურნალობას აგრძელებს, მას სასუნთქი გზების პრობლემების გარდა, სხვა პრობლემებიც აქვს.

      აბიტურინტების განაჩენი - ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება. წელს სტუდენტი 27 906 ახალგაზრდა გახდა, საიდანაც 10 614-ს სახელმწიფო დააფინანსებს. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და სტუდენტი ვერ გახდა 12 000 ახალგაზრდა, უნივერსიტეტებში კი ვაკანტური 14 569 ადგილი დარჩა. მამუკა ბახტაძე - გილოცავთ, სტუდენტებო, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი. განათლების მინისტრი მომავალ სტუდენტებს - მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. გიორგი მარგველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

      მზარდი ეკონომიკა - „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის შვიდ თვეში ეკონომიკის ზრდა 5,5 პროცენტით განისაზღვრა. სოსო არჩვაძე - რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას, რისი საფუძველიც მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებია. ეკატერინე. მიქაბაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე - საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში.

      მცხეთის განვითარება ახალგაზრდობით - მცხეთაში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს.

საზღვარგარეთულები:

      მაკკეინის გარდაცვალება - ჯონ მაკკეინის ცხედარი არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსში, კაპიტოლიუმის შენობაში გადაასვენეს. „ევროპული საქართველო“ თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებას ითხოვს.

      დაუხეველი თურქეთი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მუქარებით თურქეთს უკან ვერ დაახევინებთ.

      ამერიკული ნიუსი - The Washington Post - დონალდ ტრამპის მითითებით, მაიკ პომპეომ სერგეი ლავროვს შეხვედრა სთხოვა. აშშ არ გამორიცხავს ინდოეთისთვის შემზღუდავი ზომების დაწესებას რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის შესყიდვის გეგმებთან დაკავშირებით.

      მშვიდობისმყოფელი მაკრონი - ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთთან და თურქეთთან ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელვადიან პერსპექტივაში ურთიერთობების დასტაბილურებას მოახდენს.

      გარდაიცვალა რუსი მომღერალი იოსიფ კობზონი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 284

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters