არჩევნების დასაწყისი და ცესკოს დარღვევები, მტაცებლობა საზღვარზე, იბსუს დაუცხრომლობა, კურორტები და ინტერნეტზე გაბრაზებული ტრამპი

      აგვისტო დღეებს ითვლის და ყოველდღიური ამბები მაინც არ ცხრება. დღევანდელი დღე გამორჩეული იყო არჩევნების დაწყებით - დღეს ოფიციალური წინასაარჩევნო პროცესი დაიწყო და ამოქმედდა შესაბამისი რეგულაციებიც. ბევრი ისაუბრეს ცესკოზეც. ამას გარდა, აქტუალურია ოკუპაცია, სწუდენტების წყურვილი ზღვაოსნობის სწავლისა, კაშია და ტრამპის ანტიინტერნეტიზაცია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 29 აგვისტო, 2018 /

      არჩევნების ოფიციალური დასაწყისი - დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე სახელმწიფო სტრუქტურებისა და თანამდებობის პირების მიმართ დადგენილი შეზღუდვები ძალაში შედის. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მაუწყებლებს მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი დაიცვა მოეთხოვებათ. ცესკო 10 ოპოზიციური პარტიის მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებზე პოზიციას უახლოეს მომავალში დააფიქსირებს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო. მამუკა ბახტაძე - წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მაქსიმალური პრევენციისთვის მთავრობა დადგენილებას განიხილავს. ICDI ცესკოს ამომრჩეველთა ბარათების დარიგების საკითხთან დაკავშირებით მიმართავს. ცესკომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადააყენა, გავრცელებულ ვიდეოზე კი აცხადებს, რომ ჩანაწერი გამოითხოვეს, თუმცა არ მიუღიათ. თერჯოლის საარჩევნო ოლქის ძევრის თემსა და ქალაქ სამტრედიის ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები დაინიშნა. ოპოზიცია კიდევ ერთ დოკუმენტს აქვეყნებს, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების ტოტალური გაყალბების სისტემის ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებს. გიორგი ვაშაძე - ცესკოს არანაირი ჩანაწერი არ გამოუთხოვია, თუმცა პრობლემა არაა, დღესვე ვაახლებთ. ცესკოს სპიკერი - თუ დადგინდება, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან დარღვევა არსებობდა, ინფორმაცია შესაბამის უწყებებს გადაეგზავნებათ. პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცესკოში უკვე 32 კანდიდატის განაცხადია შესული. გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ცესკოს სპიკერი ოპოზიციური პარტიების მიმართვაზე - გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ყოველთვის ხდება. დავით ბაქრაძე მზადაა, მისი საარჩევნო ბანერების ნაწილი საზოგადოებრივ მოძრაობას დაუთმოს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ ბილბორდების განთავსება სურს. ანა მიქელაძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე - მსგავსი ტიპის განცხადებები ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას. 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 637 საარჩევნო უბნისთვის საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა. ირაკლი კობახიძე - საარჩევნო გარემო მთლიანობაში არის სათანადო, უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ეს არის უმნიშვნელოვანესი.

      პრეზიდენტის თავშეკავებების განხილვა ანუ მოსამართლეს რა ვუყოთ?! - მამუკა ახვლედიანი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს. ლევან ბოძაშვილი - პრეზიდენტის კონსტიტუციური დანიშნულება არ არის გახდეს ოპოზიცია - თითქმის ყველა კანდიდატი კი სწორედ ამას ამბობს.

      მტაცებელი და დამკავებელი ოკუპაცია - რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჭვრინისის მკვიდრი, 62 წლის მამაკაცი გაიტაცეს. თრუსოს ხეობაში სალაშქროდ მყოფი საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. ჯავას რაიონში, ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი დააკავეს. ყველა დაკავებული თბილისში ცხოვრობს.

      ელექტრო ენერგიით სავსე მთა - მთის განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, 100-მდე სოფლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაცია და პარამედიკოსების პროგრამის განხორციელება მოხდება.

      სტუდენტების მოთხოვნები ისწავლონ იბსუში - პრემიერი შავი ზღვის უნივერსიტეტზე - სტუდენტების ინტერესი სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მიხეილ ბატიაშვილი - გადაწყვეტილების გადახედვის ერთადერთი საშუალება სააპელაციო კომისიაა, სადაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მასალები უნდა წარადგინოს. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი - პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ავტორიზაციის საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, კანონით გარანტირებულია ჩვენი ფუნქციური დამოუკიდებლობა ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. რაც შეეხება შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოთხოვნას რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და მიღებული გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ მსგავსი მოთხოვნა არ არის მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისი.

      კურორტების საკითხი - მამუკა ბახტაძე საკურორტო ზონების მომზადების დონით უკმაყოფილოა და შესაბამის პირებს „ბოლო გაფრთხილებას“ აძლევს. მინისტრის მოადგილე - უნდა არსებობდეს ელემენტარული შესაძლებლობა, რომ ტურისტულ ადგილებში ადამიანმა ბარათიდან თანხის განაღდება შეძლოს.

      დაუსრულებელი დაკითხვები - მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში კიდევ ერთხელ გამოკითხავენ. მალხაზ მაჩალიკაშვილი - სუს-ში მოსვლა ჩემთვის სიკვდილზე მეტია, დღეის შემდეგ დაკითხვაზე მოსვლას და ცირკში მონაწილეობას აღარ ვაპირებ. ადვოკატი - მოლოდინი გვაქვს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი შესაძლოა, დააკავონ.

      ვიდეოჯარიმები უნდა გადაიხადოთ, ვერ დაემალებით - შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

      დასეტყვილი ყურძენი დამუშავდა - კახეთში სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის ყურძნის გადამუშავება დასრულდა.

      ქართულ-უკრაინული უსაზღვრობა - მამუკა ბახტაძე - საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით შევლენ.

      ქართულ-გერმანული ახალი ლეველი - პრემიერი - გერმანიის კანცლერის ვიზიტმა ერთმნიშვნელოვნად ახალ დონეზე აიყვანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები.

      კაშიაზე გაბრაზება - შსს-მ გურამ კაშიას საქმეზე კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა. კონსტანტინე მორგოშია - გურამ კაშიას მიმართ დაწერილი სტატუსი მუქარის შემცველი არ არის - მე რომ დამაკავონ, უარესს მიიღებენ. სანდრო ბრეგაძე - გურამ კაშია ცდილობს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგი გულშემატკივრები დააპატიმრებინოს - ასეთი სამარცხვინო კაპიტანი ჰყავს ნაკრებს. სოფიო კილაძე - ასეთი ფსიქოლოგიური ძალადობა, დაჩაგვრა და აგრესია გურამ კაშიაზე არავის გვეკადრება.

      სამომავლო აფხაზური თხოვნები - სერგეი შამბა - ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ და თუ ამ კრიზისიდან არ გამოვალთ, მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ. ირაკლი კობახიძე - რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად ის აღიარა დღეს შამბამ.

      ბანკების საქართველო - ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შემცირება გაზრდის დაკრედიტებას და ჯანსაღი სესხის მიღებას ალბათობას.

      მერყეობა როგორც ჯანმრთელობა - ფინანსთა მინისტრი - ლართან დაკავშირებული მერყეობები პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს - ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მყარი და ჯანმრთელი ეკონომიკა გვაქვს. კობა გვენეტაძე - სავალუტო ფონდის პოზიციაა, რომ ეკონომიკის მდგრადობა შოკების მიმართ გაიზრდოს, აუცილებელია მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნება. აუცილებელია მცურავი გაცვლითი კურისის შენარჩუნება და რეზერვების დაგროვება. ჩვენ არ გვაქვს ინფლაციის პროგნოზი, გვაქვს საშუალოვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც 3 პროცენტია.

      ახალი ტრანსპორტი ბათუმს - ბათუმში, 1-ელი სექტემბრიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. დღეს უკვე ბათუმის ავტოპარკს ახალი ავტობუსები შეემატა.

      ცრუ-ჩვენებები ხორავა საქმიდან - ადვოკატი - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულის პატიმრობას სადამსჯელო ხასიათი მიეცა.

საზღვარგარეთულები:

      გაწყვეტილი მეგობრობა - პეტრო პოროშენკომ უკრაინის საგარეო უწყებას რუსეთთან „მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ გაწყვეტა დაავალა.

      სომხური „ემბარგო“ რუსეთს და სხვა სომხური სიახლეები - სომხეთმა რუსეთიდან ღორისა და ფრინველის ხორცის შეტანა შეაჩერა. სომხეთში შეიარაღებული პირები საკასაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის აგარაკზე შეიჭრნენ.

      ტრამპმა გუგლსაც მიხედა - დონალდ ტრამპი - Google-ი ჩემს შესახებ ძირითადად „ფეიკ“ მედიით გავრცელებულ ინფორმაციებს აქვეყნებს, ეს საკითხი აუცილებლად იქნება განხილული. Google-ი დონალდ ტრამპის პრეტენზიებს პასუხობს - როდესაც მომხმარებლები კრეფენ მოთხოვნას საძიებო ფანჯარაში, ჩვენი მიზანია, მათ წამებში მიიღონ მეტნაკლებად რელევანტური პასუხები. ძიება არ გამოიყენება იმისთვის, რომ მოხდეს პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირება. ჩვენ არ ვართ დაკავებული ჩვენი შედეგების მიკერძოებულად შეცვლით ამა თუ იმ პოლიტიკური იდეოლოგიის მიმართულებით. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ Google-ის ძიების გასაუმჯობესებლად და არასოდეს მოვახდენთ ძიების შედეგების რანჟირებას პოლიტიკური განწყობებით მანიპულირებისთვის. დონალდ ტრამპი - Google, Twitter და Facebook-ი სახიფათო გზას დაადგნენ და ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.

      დაკრძალვაზე მოფიქრალი მაკკეინი - ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯონ მაკკეინმა ის პირებიც კი წინასწარ განსაზღვრა, რომლებმაც ვაშინგტონის ტაძარში მისი კუბო უნდა შეიტანონ.

      გაზრდილი სამხედრო მასშტაბები - რუსეთის თავდაცვის უწყება 1981 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას ჩაატარებს.

      ვენესუელა-ბრაზილია არეულობაში - ბრაზილიის პრეზიდენტმა ვენესუელას საზღვართან მდებარე შტატში შეიარაღებული ძალები გააგზავნა.

      მექსიკური წარმოება - მექსიკაში ნარკოტიკების მწარმოებელი ლაბორატორია და 4 ტონა მეტამფეტამინი აღმოაჩინეს.

      მოლაპარაკების შეუძლებლობა - აიათოლა ხამენეი - აშშ-სთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზე წარმოუდგენელია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 197

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: აგვისტო 30, 2018||9:22pm

რომ ვიხენებ, ტრამპი კარგი ტიპი მარტო მარტო სახლშის მეორე სერიაშია :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters