სულიერი მამები ერის შვილებად, ფრაქციებში გადაადგილება, ამერიკული შეგულიანება, პარტიები საპრეზიდენტოდ და აუდიტი განათლებაში

      მთელი ქვეყანა ვერ გამორკვეულა მარიხუანას თემით. ისე ჩანს, თითქოს რაღაც უფრო დიდი საქმე იმალება და წინა პლანზე ყველაზე ხმაურიანი ამბავი წამოწიესო, თან ამ ხმაურს სასულიერო პირებიც აყვნენ და უფრო გამწვავდა თემა. პარალელურად პრემიერი ამერიკაში ვიზიტით იმყოფება, პარლამენტარები ფრაქციებში გადადიან-გადმოდიან, აუდიტი კი განათლებასაც ამოწმებს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 სექტემბერი, 2018 /

      კულტივირებული კანაფი და სხვა ნარკოტიკული ნიუსები - მამა ვლადიმერ ვახტანგაძე - ეკლესია არ დაუშვებს მარიხუანას კულტივაციას და ამ მხრივ დათმობებზე არ წავა. მეუფე იაკობი კანაფის კულტივაციაზე - არანაირ სამუშაო ჯგუფში არ ჩავერთვებით, ან პრემიერს რატომ შევხვდეთ, რას წყვეტს? არავითარ დათმობაზე წამსვლელები არ ვართ! შსს-მ მიმდინარე წელს 25 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო და 143 ნარკორეალიზატორი დააკავა. საია-მ მარიხუანასა და კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა. მამა შალვა კეკელია სალომე ზურაბიშვილზე - ე.ი გვეუბნებიან რომ გავჩუმდეთ?! - ჩვენ მარტო სასულიერო პირები არ ვართ, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ! დეკანოზი დავით ქვლივიძე - ის, რაც დღეს ხდება, არის ქვეყნის ავღანეთიზაცია და პაკისტანიზაცია - ჩვენი მოწოდება იქნება, ხალხი, რომელთაც ასეთი კანონი შემოაქვს, არ აირჩიოთ. ნათია მეზვრიშვილი მარიხუანას მოხმარებაზე - მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი სამართლებრივი არგუმენტაცია და მზად ვართ, შეკითხვებს ვუპასუხოთ. მარიხუანას მოხმარების საკითხზე, სასულიერო პირების მონაწილეობით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. დავით მათიკაშვილი - ჩვენ გვსურს ფართოდ შევიდეთ დიალოგში ყველა მხარესთან, განსაკუთრებით საპატრიარქოსთან, რათა ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. გია ვოლსკი - მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული რეგულაციები საზოგადოებას დაიცავს, რომ ეს მცენარე გამოყენებული არ იყოს შავი ბაზრისთვის. სასულიერო პირი უმრავლესობას - გამოდის, რომ ვითვალისწინებთ სულიერად სნეული ადამიანების პირად, ეგოისტურ ინტერესებს და არა ჯანსაღი საზოგადოების ინტერესებს. სასულიერო პირები მმართველ გუნდს მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ. გედევან ფოფხაძე - მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი. ვანო ზარდიაშვილი - საზოგადოება გამოვიდა ქუჩაში - მარიხუანას პირდაპირ ეთერში ეწევიან, სტადიონებზე ეწევიან, ყველგან ეწევიან და ამ კუთხით ბაკქანალიაა. გიგა ბოკერია – ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს არ აქვს ვეტოს უფლება.

      ფრაქციებში გადაადაგილება პარლამენტში - ადა მარშანია - არ არის გამორიცხული, ჩვენს ფრაქციაში გადმოსვლა გედევან ფოფხაძეს შევთავაზოთ - თუ მას ბრძოლა უნდა, არ ინანებს. გედევან ფოფხაძე - „საქართველოს პატრიოტებში“ ყოფნა რომ მდომოდა, მაინცდამაინც ფრაქცია უნდა დაშლოდათ, რომ მათთან მივსულიყავი? ამაზე საუბარი არასწორია.

      ამეკულ-ქართული მეგობრობა - მამუკა ბახტაძე ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა. ჯონათან კატცი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დროული და მნიშვნელოვანია. ბრაიან უიტმორი - აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში. მამუკა ბახტაძემ და სენატორებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანი - ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაა. სტივენ ნიქსი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ. დავით ზალკალიანი - ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც საქართველოში ხორციელდება, ამერიკისთვის სამაგალითოა. ანდჟეი დუდა - პოლონეთი მზადაა, ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა დააფინანსოს.

      პირველი არხი ინტერნეტნიუსებში - ნინია კაკაბაძე საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრ გია იაკობაშვილს იმ თანამშრომლებთან დაკავშირებული ჩანაწერის განადგურებაში ადანაშაულებს, რომლებსაც გათავისუფლება ემუქრებათ.

      საპრეზიდენტო პარტიების ბრძოლა - რამაზ საყვარელიძე - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არა კანდიდატების, არამედ პარტიების ბრძოლა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებზე - ეს არის დარღვევა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმების, როგორ შეიძლება ამ დონის ჩარევა? - როგორც პრეზიდენტს ამაზე მექნება ძლიერი პროტესტი. სალომე ზურაბიშვილი - 15 წელია, რაც პოლიტიკაში ვარ და პირველად წელს დაიწყო ამ ჩემს ქართულზე ლაპარაკი - ან წლოვანებასთან ერთად დამავიწყდა, ან რა მოხდა, არ ვიცი. დავით ბაქრაძე - ხალხს სჭირდება უკეთესობა, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი. დავით უსუფაშვილი - სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აპირებს ეკლესიას, მეუფეებს და სხვა სასულიერო პირებს ასწავლოს ჭკუა. რატი იონათამიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ - გრიგოლ ვაშაძე სულ რაღაც 10 წელი სამუშაოდ იყო მოსკოვში და ისე დაავიწყდა ქართული ენა, რომ შტაბბინის ნაცვლად დღესაც „შტაბკვარწირას“ ამბობს. სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილის არჩევის შედეგი იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული საფუძვლისთვის ძირის გამოთხრა. ლევან გოგიჩაიშვილი - ქართული საზოგადოება სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს. მამუკა მდინარაძე - არჩევნები პირველივე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება

      მოზარდების საქმე - მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს ადვოკატები საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის დართვას ითხოვენ. მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - დღეს დაკითხულ არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ დ.ღ.-ს ცრუ ჩვენება აქვს მიცემული.

      რა ღირს ცემა?! - ზაქარია ქუცნაშვილი - ცინიზმის აპოგეაა - ”ქართული ოცნების“ აქტივისტისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლის ცემა 3000 ლარი ღირს.

      განათლება და აუდიტი - აუდიტის ანგარიში - უნივერსიტეტებს არ აქვთ შეფასებული და ბალანსზე აღრიცხული მიწა, რომლებზეც შენობა-ნაგებობებია განთავსებული. აუდიტის სამსახური - განათლების სამინისტროს მიერ საწვავის მოხმარებაზე 716.03 ათასი ლარის ხარჯი გაწეულია „სუბსიდიის“ მუხლით, რაც გაუმჭვირვალოს ხდის ინფორმაციას.

      შავი ზღვის განმანათლებლობა - „გუშინ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები არ მიიწვიეს. სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ავტორიზაციის პროცესის კორექტირება გამოწვეულია განვლილი პროცესისა და მიმდინარე ავტორიზაციის პირობებში გამოვლენილი ხარვეზებით. მინისტრი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად არსებული პროცედურები მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს არ უნდა ატარებდეს“. იმის მიუხედავად, რომ იბსუს საკითხი მწვავედ დგას დღის წესრიგში და ერთი თვეა უნივერსიტეტი აპროტესტებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უსამართლო გადაწყვეტილებას, ერთი წლით პირველკურსელების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით, - ჩვენი მოსაზრება სამინიტროში არ მოუსმენიათ,“- ნათქვამია „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

      ქართული ეკონომიკა - საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან.

საზღვარგარეთულები:

      ტრამპის რჩევა ესპანელებს - დონალდ ტრამპმა მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად ესპანეთს საჰარას უდაბნოში კედლის აშენება ურჩია.

      კორეული სამიტი - ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა ფხენიანში მიმდინარე სამიტზე შეთანხმება გააფორმეს, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს. სამხრეთ კორეა და ჩრდილოეთ კორეა 2032 წლის ოლიმპიადის ერთობლივ ჩატარებაზე განაცხადის შეტანას აპირებენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 192

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters