დღევანდელ სიახლეებს შორის გამორჩეული იყო მამების აქცია, რომელიც სამართლიანობიდან და მთავრობის გადადგომამდე მივიდა. ასევე, ცნობილი გახდა საპრეზიდენტო ნომრები. იბერიის ჩანაწერები და ერთი სიახლეც - მარიხუანა შეიძლება ექსპორტზე გავიტანოთ.
საპრეზიდენტო მარათონი - ზაზა გაბუნია - სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა ისე იქნება ფორმულირებული, რომ მმართველი გუნდისთვის მისაღები იყოს. ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს ვუჭერთ მხარს, ვინაიდან ის პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსია. დავით ბაქრაძის განცხადებით, საწვავზე აქციზის ფასის განახევრება პროდუქტების გაძვირების პროცესს შეაჩერებს. ირაკლი სესიაშვილი - არასწორია ოპოზიციის მხრიდან აპელირება, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ქართული ოცნების" კანდიდატურა. დავით ბაქრაძე - ქმედით პრეზიდენტთან ერთად ქვეყანას აუცილებლად ექნება უკეთესი ხვალინდელი დღე. საპრეზიდენტო ნომრები ასე გამოიყურება:
ამასთან, ცესკოს ცნობით, წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით 9 პარტიას მიენიჭა შემდეგი რიგითი ნომრები: №13 – „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” - ზვიად მეხატიშვილი; №21 – „თავისუფალი საქართველო” - კახა კუკავა; №22 – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” - ოთარ მეუნარგია; №23 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ირაკლი გორგაძე; №25 – „თავისუფალი დემოკრატები” - დავით უსუფაშვილი; №30 – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (ედპ) - ზვიად იაშვილი; №35 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - გელა ხუციშვილი; №36 – „გირჩი” - ზურაბ ჯაფარიძე; №40 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - ლევან ჩხეიძე.
ღამენათევი მამების აქცია - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ. ზაზა სარალიძე - აღარ არის უკვე საუბარი რომელიმე კონკრეტულ მაღალჩინოსანზე, მოვითხოვ ხელისუფლების გადადგომას. მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ ხელისუფლებას დანაშაულის აღიარება არ უნდა, მოგვიწევს სხვა გზას მივმართოთ. დავით მათიკაშვილი - სარალიძის მიმართ პატივისცემისა და ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად, ხელისუფლების გადადგომაზე მოთხოვნა, გადამეტებულია. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ადვოკატები გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვენ. მალხაზ მაჩალიკაშვილი - შოთაძეზე უკეთესი პროკურატურაში არ მივა, ყველანი ნაძირლები არიან. ადვოკატი - სამართალდამცველები ცდილობენ საზოგადოებას აჩვენონ, ვითომ დ.ღ.-ს მიერ მიცემული ჩვენებით დავით სარალიძის მკვლელი არ დადგინდა, რაც აბსურდია. პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს პოლიციამ კარვები არ გააშლევინა.
იბერიას ჩანაწერები - აკაკი ზოიძე „იბერიას“ შესახებ - უნდა დადგინდეს, გავრცელებული ჩანაწერი ავთენტურია თუ არა, დიდი შანსია, რომ თაღლითობა იყოს. თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ, 5 წლის წინანდელია. დავით მათიკაშვილი - არ შეიძლება ტელეკომპანია, მედიის თავისუფლება გამოყენებული იყოს ფარად, რომლის უკან გადასახადების გადაუხდელობა იმალება. არჩილ თალაკვაძე გავრცელებულ ჩანაწერზე - ღიმილის მომგვრელია ბრალდებები, თითქოს ხელისუფლებას რომელიმე ტელევიზიის მითვისება სურს. ანა ნაცვლიშვილი - განცხადებები, რომლებიც ტელეკომპანია „იბერიას” წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა, ძალიან საყურადღებოა. დავით ბაქრაძე - ტელეკომპანია „იბერიასთან” დაკავშირებულ ჩანაწერებზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. ნატო ჩხეიძე - „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერები არ არის არც 5, არც 3 წლის და არც 2 წლის წინანდელი. კახა კალაძე „იბერიასთან“ დაკავშირებულ ჩანაწერზე - თუ არსებობს კითხვები, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან, მე რას მეკითხებით, ქალაქის მერს?! ანა ნაცვლიშვილი - "იბერიას" წარმომადგენლებს აქვთ ნათელი სურათი, რომ შემთხვევით არ დაგროვილა დავალიანება.
მარიხუანა ექსპორტზე - არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, იყო თუ არა საუბარი უმრავლესობის სხდომაზე მარიხუანას ექსპორტზე გატანის საკითხზე. დავით ჭიჭინაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა მძიმე ნარკოტიკებზეც გავრცელდეს და მძიმე ნარკოტიკების წარმოება უნდა დავიწყოთ? ნინო წილოსანი - კონკრეტულ დეპუტატებს შორის მარიხუანას მოყვანაზე საუბარი შესაძლოა, იყო, თუმცა ეს საკითხი, უმრავლესობის ფორმატში არ განიხილებოდა. საქართველოში კანაფის წარმოება მკაცრად ლიცენზირებული იქნება
ნატოს დასანახად - მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვინდა, ნატო-ს წევრებმა დაინახონ, რომ საქართველო იმსახურებს სრულუფლებიანი წევრის სტატუსს. დავით ზალკალიანი - ჩვენი პოზიცია ნათელია - ვითხოვთ ნატო-ს წარმომადგენლობას საქართველოში, რათა ეს იყოს დემონსტრირება, რომ ჩვენი მოკავშირეები ჩვენთან არიან.
ოკუპაციის საშინელება - მამუკა ბახტაძე - ის, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, არის ჰუმანიტარული კატასტროფა.
შემოდგომის ვირუსი - პაატა იმნაძე - შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად, წითელა-წითურას ვირუსის გააქტიურებაა მოსალოდნელი. პაატა იმნაძე ფერმერებს აფრთხილებს, საქონელი ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრან.
კვლევა საწვავზე - კვლევის მიხედვით, საქართველოში საწვავში დაშვებულია 100 მილიგრამი გოგირდის შემცველობა, როდესაც ევროპაშია - 10.
ელჩის შეგონება - ბრიტანეთის ელჩი - ძალისხმევა არ უნდა დაიშუროთ, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს საზოგადოება, სადაც კანონის უზენაესობაა მთავარი და კანონი ყველასთვის არის კანონი.
ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში - ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში მის კარიერაში საუკეთესო, 31-ე პოზიციაზე დაწინაურდა.
გამოძიება თუ მონანიება - სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძეს - ივანიშვილმა თქვა, რომ ყოფილი პრემიერი კორუფციულ გარიგებებში იყო ჩართული, ამას გამოიძიებთ თუ მონასტერში გაუშვებთ ცოდვების მოსანანიებლად? გიგა ბოკერია - ყოფილი პრემიერები რომ შეიძლება პოლიტიკურად გაქრნენ, ეს საქართველოს პრობლემაა.
განათლების სივრცე - გია მურღულია - განათლების სისტემის ერთიანი სივრცე უნდა შეიქმნას, სადაც ყველა კომპონენტი სინქრონულად იმოქმედებს.
ღვინის ანაზღაურება - ღვინის ეროვნული სააგენტო - კახეთში მევენახეების შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა.
ქურდობა აჭარულად - ხულოში ორი ეკლესია გაქურდეს.
საზღვარგარეთულები:
საგანგებო ამერიკა - ამერიკაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. ქარიშხალ „ფლორენსის“ გამო, აშშ-ს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ტრამპული ანონსი - დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე შედგეს. ტრამპის ადმინისტრაცია ჰააგის სასამართლოს სანქციებით ემუქრება.
ერდოღანი სირიის გეგმებზე - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიის ხელისუფლება ტერორიზმთან ბრძოლის ცრუ საბაბით იდლიბის პროვინციაზე შეტევას გეგმავს, რასაც სისხლისღვრა მოჰყვება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია