აბრეშუმის გზა მკვეთრად დამოკლებულა. ვირუსი დღის მთავარი თემაა და რაც უფრო მატულებს გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა, მით მეტად ხმაურობს კორონა ვირუსი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. პარალელურად, ქვეყნის შიგნით ისევ საგარეო წერილების ხმა ისმის - კონგრესმენების წერილი ამჯერად პრემიერმა გახარიამ მიიღო და მის გარშემო კეთდებოდა განცხადებები. მეუფე პეტრე კი საეკლესიო სასამართლოს დამკვიდრებას ითხოვს, ხოლო პირველ განსასჯელად…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2020 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სხვა მოლოდინი ვერც იქნებოდა - მთელი დღის განმავლობაში ჩვენი პრეზიდენტის სტუმართმოყვარეობის განხილვა იყო, მითუფრო რომ ეს სტუმართმოყვარეობა კანონის გვერდის ავლით უნდა განხორციელდეს. ვერც განმარტებებმა და ვერც ფრაზების შინაარსის თარგმანებამ ვერ გაანეიტრალა ოპოზიციის კრიტიკა პრეზიდენტის ევროსაბჭო-გამოსვლაზე. დღის მეორე თემა მაცალიკაშვილებს უკავშირდებოდა და მამის პარლამენტში შესვლის სურვილს, ბრძოლას კართან.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 29, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
იანვარი დასასრულისკენ მიდის და ქვეყანა საგაზაფხულო სამზადის იწყებს - ამინდში წვიმებმა თოვლის მოლოდინი ჩაანაცვლა და ყინვაც უბრალოდ დაბალ ტემპერატურად გადაკეთდა. ქვეყანაში და მთავარი ამბავი მეგრულია - იზოროების სატელევიზიოდ გახმაურებული საქმე დღის პირველი თემაა, მეორე კი პრეზიდენტის ევროპული გამოსვლა და კრიტიკული კითხვები კოლეგებისა და თუ დეპუტატებისგან. მაჩალიკაშვილების გამოძიებაც შეწყდა. ცხადია ბოლო დღეების მთავარ თემად რჩება ჩინური ვირუსი,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 28, 2020 წელი. 6:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
იანვრის ვირუსებმა შიდა ზამთრის ციება აღმოსავლეთიდან მოიტანეს და სიცივის ნაცვლად, ცხოველების ჭამისგან აკიდებული სასიკვდილო შხამი გაავრცელეს მსოფლიოში. ამიტომ ჩინური კორონავირუსის ამბავი დიდი ხანია გასცდა რომელიმე ქვეყნის შიდა პრობლემას. საქართველოშიც ერტ-ერთი ყველაზე აქტუალური აბავი სწორედ ამ თემას უკავშირდება, დღის მეორე თემა ამერიკასა და ევროპაში ქართული სახელმწიფოს იმიჯი და პრობლემების მათეული ხედვა-შეფასება-განხილვა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 27, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
იანვარში ზამთარმა კუდი იმდენად მოიქნია, რამდენადაც საშინელი ყინვა, ქარი და სიცივე გაუჯდა ძვალ-რბილს, თოვლი და წყაპი არ გვაქვს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 25-27 იანვარს ყინვაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემაო. ტემპერატურამ ძალიან აიწია ბარში - მაღალი ტემპერატურის თემები - მაღალი ჩინის ოჯახის წევრობა, მოზარდების ზრდასრული დანაშაული, ნაცემი დეპუტატი, ძვირი რეკლამა და კონგრესმენების ახალი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 24, 2020 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
ჩვენი სწრაფვა დასავლეთისკენ იმდენად დიდია, რომ საკმარისია რომელიმე კონგრესმენმა 535_დან, რამე დაწერს ჩვენზე, მთელი დღის მეინსტრიმი სწორედ კონგრესმენის წერილს ეძღვნება - ასე იყო დღესაც, როდესაც კონგრესმენისგან კრიტიკული წერილი დავიმსახურეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. დღის ამბებში აქტიურად დაბრუნდა სარალიძე-კალანდიების ამბები, ასევე, ავსტრალიიდან უკვე ჩინეთში გადავიდა მსოფლიო ყურადღება და ამჯერად ახლადგამოჩეკილი ვირუსის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 23, 2020 წელი. 11:30pm —
3 კომენტარი
________________
დღის მთავარი ამბავი, ერთმნიშვნელოვნად, ომბუდსმენისა და მინისტრ წულუკიანის საპარლამენტო გამოსვლები და დაპირისპირება გახლდათ. კომპეტენცია, ცოდნა, საქმიანობა, რეფორმები, პრობლემები - ეს ის საკითხებია, რომლებსაც ეს ორი ქალბატონი დიდის მონდომებით უწუნებდა ერთმანეთს. დღის ერთ-ერთი ხმაურიანი თემა შორიდან, ევროპარლამენტიდან ისმოდა - პარლამენტარებმა კრიტიკული კითხვებით, შეფასებებით დახუნძლეს ქართული წარმომადგენლობა. კალაძი ისევ თბილისის ტრანსპორტსა და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 21, 2020 წელი. 7:00pm —
1 კომენტარი
________________
როგორც ჩანს წყენამ წყალბურთელებსაც ავნო - დღეს ის იყო წარმატებას ულოცავდნენ ქართველ წყალბურთელებს, რომ საღამოს ტრაგიკულად დამარცხდნენ რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან - ანგარიშით 14 - 13. თუმცა დღის მთავარი ამბავი, განათლებისა და კულტურის სამინისტროების განყოფა იყო, სავარაუდო სამთავრობო ცვლილებები, სტატისტიკა, და სხვა წვრილ-მსხვილი ამბები.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
ქველინიუსის მთავარი აბავი - ქართული სოციალური ქსელი, მილიონიანი მკითხველით - დიახ, www.qwelly.com-ის მკითხველთა რაოდენობა მილიონზე მეტია. დღის სხვა ამბებში, NDI-ის კვლევის შედეგებია,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 17, 2020 წელი. 11:30pm —
3 კომენტარი
________________
როდესაც NDI კვლევას აქვეყნებს, მაშინვე დღის მთავარი ამბავი სწორედ კვლევის შედეგები ხდება, კვლევის პროცესის, კითხვარის, შერჩევის და მთელი წინარე პროცესის გამოუკვლეველად. დღესაც ასე იყო - შედეგების განხილვას, მოწონება-დაწუნებას დაეთმო მთელი დღე. ასევე დღის მთავარი თემა იყო აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, შოთაძის სავარაუდო დაბრუნება პროკურატურაში - გენერალურ პროკურორად, ასევე სერგეენკოს მინისტრობისას მედიკამენტების ვადაგასულობის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 16, 2020 წელი. 7:00pm —
2 კომენტარი
________________
ზამთარი კუდის ქნევას თავს არ ანებებს და ამ შუა ღამისას წვიმა-თოვლი წამოაყარა, ალბათ ნალექი იქნება, მაგრამ სითბო შენარჩუნდება - თოვლს არავინ ელის. ამას გარდა, ქვეყანაში მთავარი თემა, ამჯერად, მორიგი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა-რეკომენდაციებია - ადამიანის უფლებები. დღის მეორე თემა, პარლამენტარების თავშეყრის ქუთაისურ შენობას ეხებოდა, ასევე რუსეთის გადამდგარ მთავრობასა და სემეკის ტარიფებს.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 15, 2020 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
ახალი ათწლეულის მეორე სამუშაო კვირა მიიწურა და ქვეყანაში, დღის მთავარი თემა ოკუპირებული ტერიტორიების ბედ-იღბალია. ამჯერად, არა მათი შემოერთების ან დაბრუნების საკითხი, არამედ ტერიტორიებზე არსებული ე.წ. მთავრობების შიდა საქმეები (რომლებში ჩახედვის მცდელობაზეც კი უარს გვეუბნებიან). ცხადია ანაკლიის პროექტი აქტუალურ თემებში ბრუნდება და საზღვარგარეთიდან ცხელი ომისა და ცეცხლოვანი კუნძულ-კონტინენტის მოუშუშებელი პრობლემები…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2020 წელი. 8:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვეყნის შიგნით დღის მთავარი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჯერ-ჯერობით ერთადერთ ინვესტორტან შეწყვეტილი ხელშეკრულება გახლდათ - ანაკლიის განვითარების კონსორციუმტან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და მთავრობა აპირებს პირგასამეხლოც გადაახდევინოს, საპირწონედ - კონსორციუმი ჩივის. დღეს გახდა ცნობილი, რომ ერთ თვეში ვანო მერაბიშვილი ნანატრ თავისუფლებას მიიღებს, ხოლო აფხაზეთში ხაჯიმბას აუმხედრდნენ. ცხადია, ირან-ერაყ-აშშ-ს ამბები არ ტოვებს…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2020 წელი. 11:23pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქველინიუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო საზღვარგარეთული ამბები, რომელიც ბოლო დღეებია ისეთი დიდი ოდენობით განიხილება ჩვენს მედია სივრცეში, უკვე რთულია თქმა, რამდენადაა საზღვარგარეთული ის, რაც მთელს მსოფლიოს აწუხებს? ცხადია, ირანსა და ამერიკის დაპირისპირების ამბავი ამ ორი ქვეყნის საზღვრებს გასცდა (საზღვრებში არც არასოდეს ყოფილა). ჯერ თვითმფრინავი აფეთქდა, შემდეგ კი ირანმა ამერიკის ბაზაზე შეტევა განახროციელა. ქვეყნის შიგნით მთავარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 8, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
არც შობას იგეგმება თოვლი, პირიქით, გაზაფხულის საღამოს ჰგავს ამჟამინდელი ამინდი. მაგრამ სინოპტიკოსები, 8 იანვრიდან ამინდის გაუარესებას და აციებას ვარაუდობენ. საშობაოდ დიდი მოლოდინი იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებაზე, რაც ამჯერადაც არ გამართლდა - პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი განაცხადა. დღის მეორე მთავარი თემა ლავროვის შესაძლო ვიზიტი იყო, ხოლო თემა რომელიც მთელს მსოფლიოს ეხება აქტუალობას ყოველდღიურად ზრდის - ახლო აღმოსავლეთის საომარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 6, 2020 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქველინიუსი გილოცავთ 2020 წელს. კარგი აბების, კეთილი სიახლეების და დადებითი ნიუების წელი ყოფილიყოს. ახალი წლის შემდეგ, თითქმის არაფერი ხდებოდა გარდა ნაძვის ხის კრიტიკისა, საახალწლოდ გახარჯული მილიონების გამოძიება-გამოჩხრეკვისა და ტრადიციული კრიტიკისა, მეორეს მხრივ - მილოცვებისა, მიღწევებისა და მომავალი წლის გეგმებისა. თოვლიც კი 4 იანვრისთვის ჩაინიშნა.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Creswellda_მ.
თარიღი: სექტემბერი 27, 2023.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
However the sound quality is just like wellknown Diablo great that consists of a pleasant surroundings heritage tune buy Diablo 4 Gold, and brilliant voice acting.
I am now not mad at Diablo Immortal. I will imagine that some gamers may. It is a minor title in a storied series, and the F2P gameplay mechanics are as disturbing as they appear. However, if (and this is an full-size "if") you can get past that, there is an extremely…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 26, 2023.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Thermal interface materials are integral to any thought of thermal administration answers. They not just make improvements to dependability and longevity of factors without any sacrifice in general performance, and also lessen thermal administration costs Over-all by making elements simpler to awesome. In more compact marketplaces together with, around the one particular hand, organization customers in search of to Enhance the performance and longevity of higher-functionality…
გამოაქვეყნა Ekaterine_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2023.
საათი: 10:30pm
3 კომენტარი
2 მოწონება
ჯემალ ქარჩხაძის შესახებ აბიტურიენტობის პერიოდში შევიტყე 4-5წლის წინ. მისი ნაწარმოები „იგი“, როგორც მოგეხსენებათ, მე-12 კლასის პროგრამაშია შეტანილი. შესაბამისად, პირველი გადაკვეთა ავტორთან იმ პერიოდში მქონდა. რატომღაც ქარჩხაძის ამ ნაწარმოებმა დიდად ვერ მომხიბლა და რომ არა იმდროინდელი საჭიროება, ალბათ ჩემს მეხსიერებაში არც ჩარჩებოდა ეს გაადაკვეთა. ასეთი შთაბეჭდილებები შესაძლოა დატვირთული წლის და გადაღლილობის ბრალიც იყო... ამ გადმოსახედიდან მხოლოდ ეს თუ შემიძლია…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2023.
საათი: 8:21pm
0 კომენტარი
3 მოწონება
© 2023 George.
•