ანაკლიის პორტი ახალი ინვესტორის ძიებში, ვანოს დაბრუნება, ჯანყი აფხაზეთში და გამოძიება ბოინგის ჩამოვარდნაზე

      ქვეყნის შიგნით დღის მთავარი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჯერ-ჯერობით ერთადერთ ინვესტორტან შეწყვეტილი ხელშეკრულება გახლდათ - ანაკლიის განვითარების კონსორციუმტან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და მთავრობა აპირებს პირგასამეხლოც გადაახდევინოს, საპირწონედ - კონსორციუმი ჩივის. დღეს გახდა ცნობილი, რომ ერთ თვეში ვანო მერაბიშვილი ნანატრ თავისუფლებას მიიღებს, ხოლო აფხაზეთში ხაჯიმბას აუმხედრდნენ. ცხადია, ირან-ერაყ-აშშ-ს ამბები არ ტოვებს მეინსტრიმს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 იანვარი, 2020

      სიმშვიდე საქართველოში - პრემიერი - ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს, რათა გაანალიზდეს საფრთხეები, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოსთვის შეიძლება შეიქმნას. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსების საკითხი არ განიხილება.

      უწყლოობა კურორტებზე - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - ბაკურიანს წყალმომარაგება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად აღუდგება. გიორგი გახარია - წყალმომარაგების პრობლემა ბაკურიანსა და გუდაურში უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო. წყალმომარაგების კომპანია - ბაკურიანში სტაბილური წყალმომარაგების შენარჩუნებისთვის დამატებით, სარეზერვო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

      განათლება და დაფასება - გიორგი გახარია - პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და მათი საშუალო ხელფასი დაახლოებით, 1800 ლარი გახდება. ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს.

      უსაფრთხო - თურქი ექიმების ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

      ვანო გამოდის - ვანო მერაბიშვილი საპატიმროს 20 თებერვალს დატოვებს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას, ე.წ. მატროსოვის ციხეს 20 თებერვალს დატოვებს. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ ამ დღეს ეწურება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

      შეწყვეტილი ხელშეკრულება - ანაკლიის პორტი - მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო - „ანაკლიის კონსორციუმისთვის“ ვალდებულებების შესრულების მორიგი გადავადება ვერ უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მიღწევას. მაია ცქიტიშვილი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ მთავრობის წინააღმდეგ დავის დაწყების საფუძველს ვერ ხედავს. საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძებნას იწყებს. მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში დასავლური პარტნიორის ყოლა პრიორიტეტულია. აკაკი ცომაია - ანაკლიის პორტით დავკარგეთ დიდი ინვესტიცია და მეტი დასავლეთი საქართველოში - მთავრობამ ლანგრით მორთმეული შანსი გაუშვა ხელიდან. მაია ცქიტიშვილი - ვერ დავდებ პირობას, როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში. გრიგოლ გეგელია - როგორც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა ანაკლიის კონტრაქტი, ისევე დაასრულებს ქართველი ხალხი „ოცნებასთან“ კონტრაქტს. ფადი ასლი - „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამ ძირი გამოუთხარა საქართველოს სანდოობას, როგორც ადგილს, სადაც უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნესის კეთება ღირს. ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, როდესაც აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება. ბადრი ჯაფარიძე - ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა განზრახული, „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტით დაასრულეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს. ლევან ახვლედიანი - მთავრობის მხრიდან ზოგ შემთხვევაში პირდაპირი შეჩერების ნაბიჯი იყო გადადგმული, როცა კონკრეტულ ინვესტორს ეთქვა, რომ არ შემოსულიყვნენ პროექტში. რომან გოცირიძე - ხელისუფლებამ დააფრთხო ყველა სავარაუდო ინვესტორი, ამერიკული კომპანია იძულებული გახადა ანაკლიის პროექტი დაეტოვებინა და ჯამში, დაიკარგა 7 წელიწადი. გიგა ბოკერია - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა მავნებლური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონსორციუმს სახელმწიფოსთვის დასაბრუნებელი მიწები არ აქვს, რადგან პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწები სახელმწიფოს ბალანსზეა. გიორგი ვაშაძე - ანაკლიის პორტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებისთვის და ამას ებრძვის "ქართული ოცნება"- ფიქრობენ, რომ მშიერი ადამიანები უფრო მარტივად სამართავი არიან. რეგიონული განვითარების სამინისტრო - პირგასამტეხლოს მოცულობა, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ უნდა გადაიხადოს, 115 ათას აშშ დოლარამდეა. ნათია თურნავა - „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა აბსოლუტურად ლოგიკურია - პროექტის გაგრძელების აუცილებლობას ვხედავთ, თუმცა ამ ინვესტორის გარეშე. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა. ელიზაბეთ რუდი - ანაკლიის პროექტი არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი საქართველოსთვის და ჩვენ მივესალმებით ამ პროექტში ამერიკულ ინვესტიციებს.

      მოურიგებლობა - ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილის საქმეზე მხარეთა შორის მორიგება არ შედგა.

      ნაზიარები დეკანოზი - მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია დეკანოზ გიორგი მამალაძის საზიარებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა. მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ გლდანის ციხეში მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე აზიარა.

      არეულობა ხაჯიმბას კარზე - მომიტინგეები სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ. ოკუპირებულ აფხაზეთში „პარლამენტის დეპუტატები“ შეიკრიბნენ, სოხუმში მიმდინარე მოვლენების განსახილველად. მომიტინგეები სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. "რია ნოვოსტი" - აფხაზეთის ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბლოკირება დაიწყო. რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს.

საზღვარგარეთულები:

      ცოდვა ავსტრალიაში - ავსტრალიის ვიქტორიას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ავსტრალიაში ხანძრების შედეგად მილიარდამდე ცხოველი და ფრინველი განადგურდა.

      უკრაინული თვითმფრინავის ბედი - ირანული გამოძიების ინფორმაციით, „უკრაინული ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე ცეცხლში იყო გახვეული. ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში გლოვის დღე გამოაცხადა. ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინა ბოინგ-737-ის კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ირანული გამოძიების ინფორმაციით, ბოინგ-737 აფრენიდან მალევე აეროპორტში დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა მფრინავებს პრობლემის შესახებ საგანგებო შეტყობინება არ გაუგზავნიათ. უკრაინული Unian.info-ს ინფორმაციით, კიევი თვითმფრინავის ჩამოგდების ერთ-ერთ ვერსიად რუსული „ტორ“-ის ტიპის რაკეტის გაშვებას განიხილავს. ამერიკული მედია - უკრაინული თვითმფრინავი, რომელმაც თეირანის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა, ირანული საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო. ტრამპი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე - ვეჭვობ, რომ შესაძლოა, ვიღაცას შეცდომა დაეშვა. პატრიარქი - გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

      ახელი რაკეტები - ბაღდადში, მწვანე ზონაში, სადაც სამთავრობო შენობები და დიპლომატიური მისიები არიან განთავსებული სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - ორი რაკეტა ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა აშშ-ის საელჩოსთან 100 მეტრის მანძილზე დაეცა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. კანადას ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებაში ჩართვა სურს. მაიკ პენსი - ირანი მოკავშირე დაჯგუფებებს უგზავნის შეტყობინებას, ამერიკის პოზიციებს თავს არ დაესხან. ვაშინგტონი მზადაა, ირანთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყო.

      უარი მეფობაზე - პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარის თქმას და მუშაობით ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას აპირებენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 1837

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters