აგვისტო 2016 ბლოგ პოსტები (24)

მოგონება

წყლიან სიბნელეში ერთდროულად

თვალი და ფოთოლი.

წარღვნის შიში, რომელიც ყველა

დროში ხელახლა იბადება.

გადარჩენილა სამყარო,

ნოეს თვალებში შეფრინდა მტრედი.

ციდან გადმოეშვა ცისარტყელა,

ფანჯრიდან ფარდა.

მოგონებას იქ უნდა ჩამოუარო,

სადაც დატოვე,…

გაგრძელება

დაამატა გიო_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 28, 2016 წელი. 2:00pm — 2 კომენტარი
________________

ურწყულ ადგილას

ურწყულ ადგილას უსახური არსება ვნახე,

ნადირის მსგავსი,

დედიშობილა,

ბოროტადქმნილი.

მიწაზე იჯდა.

ამოეგლიჯა მკერდიდან გული,

თავისი გული და სიამით თქვლეფდა.

გემრიელია მეგობარო ? - ვკითხე მე უმალ.

"მწარეა, მწარე!

მაინც მიზიდავს - მომიგო სწრაფად,

რადგან გულია, მწარე,…

გაგრძელება

დაამატა გიო_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 28, 2016 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დაგუბება

პირში ვიგუბებ ზღვას,

თვალებში ხსოვნას.

სილუეტები ანარეკლებს ერწყმიან ბოლოს.

ღია ფანჯარა,

სადაც ქარი შემოყრის ხელებს,

სარკეში ვჩანვარ,

სარკის მიღმა სხვა სული ცხოვრობს.

მოდის საღამო,

ვეფარები უხილავ მინებს,

ცათა კივილში ტანჯვას…

გაგრძელება

დაამატა გიო_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 28, 2016 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დიდი ბრალდება

დიდი ბრალდების საკუთარ თავზე
მიღებისა და აღიარების
უნარით მუდამ ღარიბია
ადამიანი
ვინემ სხვა ნიჭით...
შიშის დამთრგუნველს
და უდიადესს ზიარებულს
ერთხელ გამსჭვალავს
ეს უნარი...
და მაშინაც კი,
აღიარება ვერ მოხსნის
ცოდვას.

აპოლონ ადონია

დაამატა გიო_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 28, 2016 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

წარსულის მონამღერი

ნაწილი მეორე

წარსულის მონამღერი, Qwelly, ისტორია, წარსული მონამღერი, ფიქრი

დასაწყისი

      როგორც მოგახსენეთ... ჩვენი ბედნიერება თითქოს ცას სწვდებოდა, უჩინარი ფრთებით და დაფრინავდა…

გაგრძელება

დაამატა KuLuLa_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 28, 2016 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

წარსულის მონამღერი

ნაწილი პირველი

Qwelly, ისტორია, კულულა, მონამღერი, ფიქრი, ცხოვრებისეული, წარსული       გათენდა ერთი ჩვეულებრივი დღე, თითქოს არაფრით გამოირჩეოდა უკვე გათენებული და დაბნელებული დღისგან. მე, როგორც ყოველთვის მარტოდ-მარტო მივვუყვებოდი თბილისის ნაწვიმარ ქუჩებს... ფიქრებში გართული ვერც კი ვამჩნევდი ხალხის მოძრაობას, ირგვლივ. მივდიოდი და ვფიქრობდი ჩემს წარსულზე, მომავალზე, და აწმყოზე...

      ფიქრებში მოვიწყე სრულყოფილი მომავალი და უკვდავი სხეული... თუმცა ოცნება და ფიქრები…

გაგრძელება

დაამატა KuLuLa_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 27, 2016 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გამოუსადეგარი და უნივერსალური განათლება

      განათლების ახალი მინისტრი, საკმაოდ ენერგიული და ხმაურიანი აღმოჩნდა და მიუხედავად მრავალი მოწინაღმდეგისა, პირადად მე, ჯერ კიდევ მომწონს მისი პოზიციები თუ იდეები. სულ ბოლოს, მგონი დღეს, მინისტრს უთქვამს: "რატომ უნდა დავიმახსოვრო მე, მოსწავლემ, რომელ ქვეყანაში რა სასარგებლო წიაღისეულია, როცა არსებობს Google? პასუხი არის: არც რატომ". ატყდა ერთი აჟიოტაჟი, აბუჩად აგდება და გამასხარავება, ეს როგორ თქვაო, განათლების სისტემის აზრზე არ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2016 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

წყენანარევად გაღვიძებული ცხოვრება

      რომ დაგიწყოთ მტკიცება მენატრებითთქო, ალბათ, ზედმეტი იქნება, რადგან ჩვენს სიყვარულს და მონატრებას ბევრჯერ უჩენია თავი უსიტყვოდ და საზღვარიც არასოდეს დაუდვია არავის ამ გრძნობისთვის.

      სისხლის და ხორცის ყივილს არაფერი უდგება წინ, არც მანძილი და არც დრო -- ყველაფერი მენატრება მაქაური, ღამით რომ შემოვიპარებოდი ჩუმად სახლში და ფეხზე დაგაყენებდით დიდს თუ პატარას. ყველაფრის ფასს მაშინ ვერ გრძნობ კაცი, რადგან ჩვეულებრივად იქცევა ყველაფერი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 24, 2016 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

საფეხურები წიგნის დაწერისა

      წიგნის წერა რთული პროცესია, სქელტანიანი თანამედროვე წიგნები ქართულ რეალობაში იშვიათად გვხვდება. საზოგადოების უმეტესი ნაწილი გადართულია სხვა სფეროებზე რასაც თითქმის მთელი დრო მიაქვს და კითხვისთვის დრო აღარ რჩებათ, მითუმეტეს წერისთვის, თუმცა მცირე ჩანახატებს და მოთხრობებს შევხვდებით დღესდღეობით. წიგნის წერისას გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტორი, საიდან დაიწყოთ წერა, ან წიგნში ჩადებული აზრი მკითხველამდე სწორად და გასაგებად როგორ მიიტანოთ. ამ…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 23, 2016 წელი. 2:00pm — 1 კომენტარი
________________

მხატვრის აღსარება

  რაოდენ გულში ჩამწვდომია შემოდგომის დღეთა აღსასრული! გულში ჩამწვდომი და სევდისმომგვრელი! ხომ არსებობენ მომხიბვლელი გრძნობანი, ბუნდოვანნი და ძალუმნი, და არ არსებობს ლახვარი, მარადისობის ლახვარზე უბასრესი.

რაოდენ მომხიბლავია ჭვრეტა ცისა და ზღვისა, უსაზღვროების სიმარტოვე, სიჩუმე, ლურჯი ტატნობის შეუდარელბელი ლივლივი. აი, პაწაწინა აფრაც მოსჩანს თვალსაწიერზე... ეული და მიუსაფარი, როგორც ჩემი ბედკრული ყოფა. ზღვის…

გაგრძელება

დაამატა Goga Karaberishvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 22, 2016 წელი. 4:30pm — 2 კომენტარი
________________

"განსხვავებულ" მოაზროვნეთა ბედისწერა ქართულ რეალობაში

ეფრემი ფირანაშვილი:                                                      

  1. თნანამედროვე მსოფლიო ერთგვარ,როგორც ტექნიკურ ასევე ინტელექტუალურ რევოლუციას განიცდის.დღესდღეობით რთულია ადამიანი რაიმე ტექნიკური სიახლეებით გააოცო და გაკვირვებაში მოიყვანო.გარემო სამყარო ისეთ დახვეწილ და მოულოდნელ ინოვაციებს გვთავაზობს,რომ ამ წინსვლებით განებივრებულებს გვიჭირს რაიმე ისეთის დაჯერება,რამაც შიძლება მომავალში ჩვენი განცვიფრება…
გაგრძელება

დაამატა irakli piranashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 22, 2016 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პატარა ერის ჭირთა ამბავი ფერისცვალებას

      ღამე კი საწერად მოუგონია შემოქმედს, მაგრამ დღევანდელ საღამოს, თუ ასეთი პოსტის წერა მომიწევდა, არც წარმომედგინა. პატარა ადამიანების ამბავი მგონია და მეტი არაფერი, ან უბრალოდ მთელი საქართველო მაია ასათიანად გადაიქცა დღეს(აც). სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს ერს მრავალ სხვა და ზოგიერთ უკურნებელ დაავადებათა შორის კიდევ ერთი სჭირს - ყველა ოლიმპიელის ისტორიას თან მოჰყვება ამბები მათ გაჭირვებაზე, ღარიბ ცხოვრებაზე, პირობების არ ქონასა და სხვა, და ეს რომ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 19, 2016 წელი. 1:00pm — 1 კომენტარი
________________

ფანტაზიის ბოტი და ბეტა ვერსიები

If there's something about Final Fantasy VIII that surpasses its predecessor, this is it. Every CG cinema sequence is great visual treat to RPG fans and non-RPG fans alike, representing one of RPG greatest moments (if not THE greatest).Naturally, details on pre-rendered graphics are unmatched by any other, but I have my gripes on pre-rendered backgrounds. First, it greatly reduces interactions with the backgrounds (like Final Fantasy VII) therefore all you need to do is run through the…

გაგრძელება

დაამატა fanzhou_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 16, 2016 წელი. 12:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გადაუდებელი სიკეთე

      დარწმუნებული ვარ თქვენც მოგისმენიათ, თუ არ გითქვამთ კიდეც, რომ სიკეთე გადამდებია. არ ვიცი, ვის გადაედო ან ვინ გადასდო, მეტიც, სამყაროში ერთადერთი კეთილი კაცის ისტორია სულ სხვა რამეებს გვეუბნება და შესაბამისად, როგორც სხვა ბევრი ფრთოსანი და მოფარფატე ფრაზა, ესეც სადღაც, კოსმოსში გამოკიდებული მგონია, მაგრამ ცდად ღირს. ქველნი ვართ და მნიშვნელოვანიც მგონია ისეთ ქველობაზე ვისაუბროთ, რომელიც მაინცდამაინც კამერებისთვის არ შემდგარა და ვინაიდან თავად…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2016 წელი. 9:00pm — 1 კომენტარი
________________

გილოცავთ მარიამობის მარხვის დაწყებას !

მარხვა, მარიამობა, ქველი, ბლოგი, ამბიონი, Qwelly, mariamoba, blog, marxva

      14 აგვისტოს მარიამობის მარხვა იწყება. ეს მარხვა უძველესი დროიდან იღებს სათავეს.

      წმინდა სიმეონ თესალონიკელი ამბობს: "აგვისტოში მარხვა დაწესებულია ღვთის სიტყვის ლოგოსის დედის საპატივსაცემოდ, რომელმაც უწყოდა რა ჟამი თვისი განსვენებისა, იღვწოდა და მარხულობდა ჩვენთვის, თუმცა თავად მყოფი წმიდა და შეუმწიკვლელი, ამას არ საჭიროებდა. ის ლოცულობდა ჩვენთვის, როდესაც აპირებდა წუთისოფლიდან მარადისობაში…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 14, 2016 წელი. 11:30am — არ არის კომენტარები
_______________

ნაცრისფერი გრძნობები

ფერი დაეკარგა თითქოს ემოციას

ვეღარ ვუმკლავდები  ამდენ შეცოდებას

თითქოს დავიკარგე ძალა აღარ შემწევს

თავი დავაღწიო მწარე რეალობას.

 

ირგვლივ ყველაფერი ნელა განაცრისფრდა

გრძნობებს გაქრობიათ მკვეთრი სურნელება…

გაგრძელება

დაამატა ninikela_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 13, 2016 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ქვეწარმავალი წარმატების გზაზე

      წარმატების ფენომენის განხილვა ჩემს ბლოგზე მაინცდამაინც ახალი ამბავი არ არის. რამდენჯერმე უკვე ჩავჯღაპნე იმის შესახებ, როგორ სხვადასხვაგვარად ესმით წარმატება ადამიანებს და ზოგჯერ რომელია უპირატესი წარმატება, როგორი უნდა იყოს წარმატებული და ა.შ. ის ფაქტი, რომ წარმატების რაობის კვლევებიც ტარდება, სადღაც ნათქვამი მაინც მექნება. მინიმუმ, ახლა რაც კარგად მახსენდება, ესაა ორი პოსტი წარმატებაზე, ერთი -…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 11, 2016 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მომავლის ქალაქი

   მსოფლიო მოსახლეობა თანდათან იზრდება, შესაბამისად  დგება საკითხი თუ სად უნდა იცხოვროს ამდენმა ხალხმა. საუკუნეების წინ ვერავინ წარმოიდგენდა რომ ცათამბრჯენები მსოფლიოს მოწინავე ქალაქების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა, მაგრამ სამყარო იცვლება, ჩნდება ახალი იდეები. მომავალში შესაძლოა ადამიანის საცხოვრებელი არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ხმელეთით. ახალი ინოვაციური ნაგებობები ბევრ პრობლემას…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2016 წელი. 8:00pm — 5 კომენტარი
________________

თვითგამორკვევის თერაპია გარდაცვალებით

      ვერც აგვისტოს დავაბრალებ, ვერც წუხანდელ ფილმს (არადა, ისეთი ფილმია, მომავალში რომ უნდა მოვყვე, შემახსენეთ თუ დამავიწყდა) და ვერც რაიმე მიზეზს ვიპოვი, რითიც შეიძლება აიხსნას სიკვდილის ფიქრებში ჩაძირვა. თქვენი ბავშვობიდან ის მომეტი გაიხსენეთ, როცა უფროსები გიწყრებოდნენ და უცბად, წარმოიდგენდით, მათთვის გულისტკენის ყველაზე საზარელ მომენტს - "მოვკვდები და მერე ხომ იტირებენ კარგად". აი, დაახლოებით ასეთი ფიქრები მეწვია, მაგრამ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2016 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ვნების ტანგო

წამიერი აკორდები და მუსიკას აყოლილი სხეულები

რითმის განცდა და წყვილების ნელი ტანგო,

გაბნეული თითო ბგერა და დადგმული ვნების ვალის

მჩქეფარე და ემოციით სავსე ბედნიერი სახეები.

 

უღიმღამო ფერგასული, ცარიელი მაგიდები

გრძნობისაგან…

გაგრძელება

დაამატა ninikela_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2016 წელი. 12:30am — 3 კომენტარი
________________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters