წყლიან სიბნელეში ერთდროულად
თვალი და ფოთოლი.
წარღვნის შიში, რომელიც ყველა
დროში ხელახლა იბადება.
გადარჩენილა სამყარო,
ნოეს თვალებში შეფრინდა მტრედი.
ციდან გადმოეშვა ცისარტყელა,
ფანჯრიდან ფარდა.

მოგონებას იქ უნდა ჩამოუარო,
სადაც დატოვე,
ის უძრავია.
ვარდის ბაგით ჩურჩულებს,
და მოლოდინის ცრემლებით ასველებს გზას.

თევზის ტანივით გასრიალდა ცაში ღრუბელი.
მომავალში სახის ზედაპირზე
სხვისი ანარეკლი,
უფრთებო ჩიტები,
ტყე ხის გარეშე.
სიზმრის წამწამებზე ღამე,
და ყველაფერი ცხადზე მეტი...

რამდენჯერაც დაიფურცლა მთვარე,
იმდენჯერ ბავშვის გული მიჩვენა...

ზაალ ჯალაღონია

ნახვა: 147

ტეგები: Qwelly, Qwellyland, memory, poetry, მოგონება, პოეზია, წისარტყელა

გიო: აგვისტო 28, 2016||2:08pm

გენიალურია

ლაშა: აგვისტო 28, 2016||6:14pm

საინტერესო საკითხავი. სამომავლოდ, სხვა ლექსებს, პოეზიის ვრცელ ჯგუფში დაველოდებით. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters