რომ დაგიწყოთ მტკიცება მენატრებითთქო, ალბათ, ზედმეტი იქნება, რადგან ჩვენს სიყვარულს და მონატრებას ბევრჯერ უჩენია თავი უსიტყვოდ და საზღვარიც არასოდეს დაუდვია არავის ამ გრძნობისთვის.

      სისხლის და ხორცის ყივილს არაფერი უდგება წინ, არც მანძილი და არც დრო -- ყველაფერი მენატრება მაქაური, ღამით რომ შემოვიპარებოდი ჩუმად სახლში და ფეხზე დაგაყენებდით დიდს თუ პატარას. ყველაფრის ფასს მაშინ ვერ გრძნობ კაცი, რადგან ჩვეულებრივად იქცევა ყველაფერი დროთა განმავლობაში, მაგრამ რომ მოგაკლდება და შენს თავთან მარტო დარჩები, თავს უბედურად გრძნობ წარსული ბედნიერი წუთების ფონზე. ასეთი რამ მხოლოდ შენი ქვეყნიდან და საყვარელი ხალხიდან შორს შეიძლება იგრძნო. არ ვუსურვებ არავის ამ გრძნობასთან მარტო დარჩენას... არ გამიგოთ ისე, რომ ვწუწუნებდე, ეს გზა მე თვითონ ავირჩიე და არც თუ ისე ცუდად მივყვები, მაგრამ გაძლება არ ნიშნავს ნდომას, ან აქ გატარებული წლები არ შეიძლება ბედნიერების წუთებს მიწერეოს. უბრალოდ, ცხოვრება ხშირად ითხოვს ჩვენგან იმას, რაც ძალიან არ გვინდა და გვეჯავრება. რას იზამ, ასე ყოფილა "საჭირო", მომავლის საძირკველის ჩაყრა ქართველს თურმე საქართველოში არ უნდა ეღირსოს, სადღაც უნდა იხეტიალოს, მისი ფიზიკური და გონებრივი ენერგია სხვას გროშებად უნდა მიყიდოს და უკან მთლიანად, ლიმონივით გამოწურული დაბრუნდეს.

      აქ ყველა ქართულ ფილმს, თუ სიმღერას სხვა თვალით ვუყურებ. ყველა მათგანი გულისმომკვლელი ფრაზებითაა სავსე ემიგრანტობაში მყოფი კაცისთვის, ფრაზებით, რომელსაც მაქ ყურადღებას არ ვაქცევდი და აქ ხანჯალივით ესობა კაცის გულს. "დათა თუთაშხია"-ს მეოთხე სერიაში, "რანი ვართ ქართველებიო" - შეკითხვაზე ასეთი პასუხია: "საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული, ყოფილიყო ერი". და ამ სიტყვებს ვისმენ აქ, გადაკარგულში.

      სავსეა ქართველებით ნიო-იორკის შტატი. ზოგი პატიოსნად შრომობს, ზოგიც ქურდობითა და მაიმუნობით ირჩენს თავს. უმეტესობა საზიზღარია, მაქაც რომ არ ვარგოდა და აქ ქართველობის სახელს არცხვენს. სამწუხაროა, მაგრამ მწარე სიმართლეა ის, რომ ქართველის გარდა აქაც არავინ არაფერს გავნებს და გერჩის.

      ისეთ საქმეს შევეჭიდე, რაც წელიწადნახევარს მაინც გამაჩერებს აქ, მაგრამ ღირს ალბათ, აღმოსავლეთში გადმოვსახლდები და მერე ავინაზღაურებ თქვენთან არყოფნის წუთებს.

      ჯანმრთელობას გაუფრთხილდით და დანარჩენს მოევლება თანდათან. ... ხომ კარგად სწავლობს? რამდენი შეყვარებული ჰყავს? გადაეცით, უნდა ისწავლოს კარგად. ისწავლოს უცხო ენები თავიდანვე და მერე გაუადვილდება. ენა ისეთი რამეა, ყველა ქვეყანაში გაგიკვალავს გზას და თავს კაცად გაგრძნობინებს. იმედი მაქვს მაგის თაობას არ დასჭირდება ქვეყნიდან ქვეყანაში ხეტიალი (გარდა ტურისტული მიზნებისა) და ცოდნასაც უფრო მეტი ფასი მიეცემა.

      ალბათ, ახლა ამაზე ლაპარაკი უტოპიაა ისე გართულდა აქეთ წამოსვლა, თორემ ... რომ წამოსულიყო კარგი იქნებოდა. ეს ქვეყანა მაგის ასაკის ხალხისთვისაა ზედგამოწრილი, ვისაც ძალა და ენერგია მოზღვავებული აქვს და სისტემატურ ფიზიკურ, თუ გონებრივ დატვირთვას უძლებს. 2 წელიწადში ვეღარ იცნობდით, ჩამოყალიბებული და სხვანაირად მოაზროვნე კაცი დაბრუნდებოდა.

      ამერიკა მართლაც შესაძლებლობების ქვეყანაა. ნებისყოფიანი და შრომისმოყვარე ადამიანი აქ ყველაფერს მიაღწევს. თუმცა ერთი რამეცაა, შენი ქვეყანა და ოჯახი თუ გექაჩება, მოსწრებაზე მყოფი კაცი ბევრს ვერაფერს შექმნი. არ ღირს ცოლ-შვილის და დედ-მამის ცრემლებზე აწყობილი ცხოვრება. ვერ ვიტყვი აქაური ცივილიზაციის შემხედვარე მაგ სულელი მთავრობის ანაბარა დატოვებულ საქართველოს მივსტირითქო, მაგრამ ჩემმა ხალხმა რა დამიშავა, მონატრებულმა ხალხმა. ამიტომ, ბევრ რამეზე ვთქვი უარი და დავიხიე უკან. აქ კი, ერთი ნაბიჯით ჩამორჩენას არ გაპატიებს ეს ქვეყანა, თუკი რამე სერიოზულის შექმნას აპირებ. ახლა ზღაპრულ სიზმარში მყოფ კაცს ვგავარ, რომელსაც სიზმრის უსასრულოდ გაგრძელება უნდა, თუმცა დილის ხმაურისგან წყენანარევად გაღვიძებულს მაინც რეალური ცხოვრება ეჩვენება უფრო ლამაზი.

      მინდა ყველა კიდევ ერთხელ მოგიკითხოთ, გუში ჩაგიხუტოთ, ჩაგკოცნოთ და ჯანის სიმრთელე გისურვოთ. იმედია, მალე მოგინახულებთ, თუმცა ყველაფერი ღმერთის ნებაა და ეს დღეც მის მიერ ნაკარნახევ კალენდარს დაემთხვევა.

დიდი სიყვარულით და მონატრებით,

...
30.08.2000 წ.

P.S. მობოდიშებას არ ვეცდები, ვიცი მაინც უყურადღებო კაცის სახელს ვიმსახურებ, მაგრამ თქვენი ატეესის გადამკიდე ვერაფერს გავხდი. ინდიელების ბელადს, ან იუგოსლავიაში ბრძოლის ველზე მყოფ გენერალს უფრო დაუკავშირდება კაცი ვიდრე ...-ს. ავტომატი მეუბნება "თქვენ არასწორად აკრიფეთ კოდი" და იმეორებს 3 ენაზე. თუ კოდი შეიცვალა და ... არ არის, მაშინ გამიგეთ ახალი და ...-ს უთხარით.

Qwelly, ამერიკა, ბლოგი, ემიგრაცია, მონატრება, ქველი, წერილი, werili amerikidan

ნახვა: 289

ტეგები: Qwelly, ამერიკა, ბლოგი, ემიგრაცია, მონატრება, ქველი, წერილი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters