- წავედით, ვიპოვეთ ახალი თავშესაფარი. კედლებიც გვექნება და ჭერიც. რბილი საწოლიც თოვლის ქულასთვის - სიხარულით შემოვარდა კოლომბო.
- შორს არის?
- არა, მალე მივალთ და დაცულებიც ვიქნებით.
- კოლომბო, იცი დღეს აქ ჯესიკა იყო - თოვლის ქულა თამაშ-თამაშით მივიდა კოლომბოსთან.
- ჯესიკა? - კოლომბომ მარიას გადახედა.
- ჰო, მგონი ჯესიკა ერქვა. რავიცი, მარიამ ასე დაუძახა და... მარია, ხო ჯესიკა იყო? - მიმართა თოვლის ქულამ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 12, 2016 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მთელი წელი ვირუსის გარშემო ტრიალებდა, მაგრამ როგორც ერთ ცნობილ ბეჭედზე ეწერა, ესეც ჩაივლის და კიდევ ბევრი რამ ჩაივლის.
ამიტომ
სიკეთის, სიუხვის, სიყვარულის, ბედნიერების, უღალატობის, მეგობრობის და მრავალი, მრავალი სიხარულის და რაც მთავარია, ქველობის წელი ყოფილიყოს 2021!…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2021 წელი. 12:00am —
1 კომენტარი
________________
გვმართებს ვიცოდეთ, რომ სურვილი რომელიც არ იქნება გამოხატული(ვნახეთ საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი ან უბრალოდ დავინტერესდით ვინმეთი რომელზეც გვქონდა სურვილი რომ ახლოს "მივსულიყავით"), ის იქნება "გადატანილი" (მოხდა მისი გადატანა) რამაც წარმოქმნა მინიმალური დონით ნერვოზის გამოღვიძება, ზოგი ფსიქ.ანალიტიკოსი (მაგ.ფროიდი) მცდარად უწოდებს რომ საზოგადოების ტაბუმ(კლიშემ) იმოქმედა ადამიანზე, და მან საკუთარი სურვილი "ჩაიბრუნა" ან საქმე გვაქვს მორცხვობასთან, ორივე და…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 11, 2020 წელი. 8:30pm —
2 კომენტარი
________________
წმინდა წერილიდან:
"და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 19, 2013 წელი. 1:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობაი…
დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2013 წელი. 12:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც…
დაამატა კოტე ჩაჩიბაია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 25, 2012 წელი. 4:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 21, 2015 წელი. 6:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარტოსული იყო ლაზარე და ამ მარტოობას დასტიროდა მუდამ.
- რა გატირებს, ლაზარე, შე ღვთის გლახა?
ლაზარეს უამრავი რამე ატირებდა.... ის, რომ აღარ უყვარდათ, სილამაზით ტკბობა აღარ შეეძლოთ და ერთმანეთისაც აღარ სჯეროდათ ადამიანებს... და კიდევ ის, რომ ყველას დახმარება არ შეეძლო.
- ქვეყანა ვის გაუსწორებია, რომ შენ გაასწორო, ლაზარე, შე საცოდავო....
თავისას…
დაამატა ნათი მორბედაძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2012 წელი. 3:00am —
3 კომენტარი
________________
როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1, 5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი "იყვნეს... წინაშე ღმრთისა მართალ", მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. ერთხელ, როცა ზაქარია იერსუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, "ეჩუენა მას ანგელოზი…
დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 7, 2013 წელი. 4:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დაამატა George_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2018 წელი. 12:30am —
არ არის კომენტარები
_______________
მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა - უნეტარესი იერონიმე II
დაიბადა 1938 წელს ბეოტიის ინოფიტაში. დამთავრებული აქვს ათენის ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ფაკულტეტები.…
გაგრძელება
დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: მაისი 8, 2012 წელი. 5:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მახსოვს, წმინდა წერილზე საუბრისას, გალილეის ნაზარეთში გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელის შესახებ, ლუკა მახარებლის მოთხრობილ ამბავს განგვიმარტავდა ლექტორი. ამ საუბარში, მან თქვა ასეთი რამ - მართალია, აღდგომა არის უდიდესი დღესასწაული, მაგრამ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის ყველაზე ამოუხსნელი, შეუცნობელი და გონებით მიუწვდომელი, არის ხარების დღესასწაული. (ცხადია არ ვციტირებ, პერიფრაზია) ერთი შეხედვით, რა დღესასწაულია ასეთი?…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 7, 2019 წელი. 6:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია - დღესაც გაგრძელა აქცია, ამჯერად პროპორციული სისტემის დანერგვის მოთხოვნით, ვადამდელი არჩევნებით და ა.შ. დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო, ხოლო უფრო ვიწრო მაგრამ უფრო მტკივნეული და საჭირბოროტო გახლავთ, ქართველი ექიმის ოკუპაციური გატაცების ამბავი,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 15, 2019 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
დაამატა ani jashi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 15, 2012 წელი. 9:51pm —
2 კომენტარი
________________
საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სხდომა გაიმართა დღეს, საქართველოს საპატრიარქოში. სხდომა დაიწყო ჩანიშნული დროისამებრ - 12:00 საათზე. ტრადიციულად სხდომას თავმჯდომარეობდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, ხოლო დამსწრეთა შორის იყო - 42 მღვდელთმთავარი.
…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 31, 2019 წელი. 8:00pm —
2 კომენტარი
________________
სამება ქრისტოლოგიური დოგმატის ყველაზე ინტელექტუალურ სტრუქტურაში, ანუ პირისა და ბუნების განყოფაში იმყოფება. სამება ერთი ბუნებაა სამ პიროვნებაში, ქრისტე ერთი პიროვნებაა ორ ბუნებაში. მიუხედავად იმისა, რომ ღმრთაებრიობა და ადამიანურობა უსასრულო მანძილით არიან განყოფილნი, ისინი შეერთებულნი არიან ერთი პიროვნების ერთიანობაში.
ტრიადოლოგიასა და…
დაამატა m.ch_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 21, 2012 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
27 სექტემბერს, წელსაც მოიგონეს აფხაზეთის, სოხუმის დაცემა. კადრები ომიდან, გამარჯვებულები და დამარცხებულები, გმირები, გმირობები და ა.შ. და ა.შ. აფხაზეთის თვალწარმტაცობაზე ბევრი თქმულა, ზოგი ნამდვილი, ზოგი გაზვიადებული და ქართულად ლეგენდებით აღვსილი, ზოგი ასე და ზოგიც ისე. ჩემი დღევანდელი პოსტი კი ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის, აურელიენ ვილეტეს (Aurélien Villette) შემოქმედებას ეხება. ეს ფოტოგრაფი ცნობილია თავისი კოლექციებით - დანგრეული,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გინდა ბედნიერი იყო და სხვებსაც მიანიჭო ბედნიერება? მაშინ გაუღიმე ცხოვრებას და ისიც გაგიღიმებს... დეპრესია??? ეგ მხოლოდ ზარმაცებს ემართებათ, ვისაც გაღიმება და ღიმილიანი ცხოვრება ეზარება... მხოლოდ გაიღიმე... გტკივა?... გაიღიმე და გაგივლის.....აჩუქე ღიმილი ყველას და ყოველივეს ამ სამყაროში... გაიღიმე ისე, როგორც მზე იჭყიტება ხოლმე ჩვენს ფანჯრებში, სიცოცხლის ხალისს გვმატებს და გვჩუქნის ნათელ დღეს, ისევე თბილად…
დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 26, 2012 წელი. 11:30pm —
22 კომენტარი
________________
ხვალ - 13 ივლისს - მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს თორმეტი მოციქულის შე-კრების დღესასწაულს!
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი სწორედ თორმეტი მოციქულის სახელობისაა, ამიტომ ხვალინდელი დღეს მცხეთისთვის და სვეტიცხოვლისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია.
დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II_მ საღამოს მსახურება (მწუხრი, წისკარი) შეასრულა სინოდის წევრ რამდენიმე მღვდელთმთავართან ერთად:…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 12, 2013 წელი. 10:30pm —
13 კომენტარი
________________
-დამლოცავთ, მამაო?
-ღირსი ხარ, შვილო ჩემო?
-არა, მამაო...
-ღმერთმა დაგლოცოს, ...შვილო...
-დიდ არს ქრისტე ღმერთი! მამაო...
-და უძლეველი, შვილო ჩემო...
-რომ მოვკვდები სად წავალ, მამაო?
-სადაც აირჩევ, შვილო.
-ეგ როგორ, მამაო? ცოდვილი თუ მოვკვდი ხომ ჯოჯოხეთში მოვხვდები?
-შენც ცოდვას ნუ აირჩევ, შვილო ჩემო და არ მოკვდები ცოდვილი!
-მართალია მამაო, სადაც ავირჩევ იქ…
დაამატა nino geldiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 4, 2012 წელი. 9:18pm —
2 კომენტარი
________________
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2021.
საათი: 11:23pm
1 კომენტარი
3 მოწონება
მაშინ როდესაც ქუჩაში გააადგილება აკრძალულია, ქართულმა პოლიტიკურმა სამყარომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - ისტოირულს ამბობენ, თორემ რეალურად, მოკინკლავე პარტიებმა ხელი მოაწერეს დამეგობრების დოკუმენტს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევა. დღის ბოლოს, ხელმოწერის შემდეგ შარლ მიშელმა მოგვილოცა და ხვალ ჩამოვალო. გარეთ კი წვიმის ანონსებია - 23 აპრილამდე წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია -…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2021.
საათი: 10:04pm
0 კომენტარი
3 მოწონება
აპლიკაციების ეპოქაში ცხოვრობთ. განსაკუთრებული სიმრავლე მაინც ფოტოგრაფიასა და ფოტომანიპულაციაში შეინიშნება - იმდენი გაჯეტი და აპლიკაციაა შექმნილი, რომ ძნელია გაიგო რომელი ფოტოა რეალური და ნამდვილი და რომელი გაყალბებული. ადრე თუ ფოტომასალა რამეს ნიშნავდა და დოკუმენტად გამოდგებოდა, ახლა ასე მყარი არგუმენტი აღარ არსებობს. უმრავლესობა მაინც გასართობად იყენებს ამ აპლიკაციებს და დღევანდელი ჩვენი ბლოგიც, სწორედ ამ შინაარსისაა. როგორც ცნობილი გახდა,…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2021.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
4 მოწონება
დენიელსონს ტყუილად არ უწერია - მთავრობამ ხელი მოაწერა და დღის მთავარ ამბად იქცა, თუმცა ოპოზიციას უხარია, მაინც აქციებს აანონსებს. ამინდი უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს გვპირდება. ჰესის მოწონებას გვპირდება მინისტრი და ავლაბარში ტერორიზმი გააქტიურდა. პანდემია არ დასრულებულა - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 293321, ბოლო დღე-ღამეში - 1077, გამოჯანმრთელებული - 279831, ბოლო დღე-ღამეში - 442, გარდაცვლილი -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
სითბოსთან ერთად აქციების ანონსები ისმის, მაგრამ რეალურად დღეს მხოლოდ სამი ძირითადი მიმართულება გვქონდა - ოპოზიცია, ძველი, ტრადიციული სახეებითა და ტრადიციული ულტიმატუმებით, ჯერ კიდევ ოპოზიციად ვერ შერაცხული და არ ჩამოყალიბებული ახალი შეკრება გახარიას გარშემო და ცხადია, ნამახვანი ჰესის პრობლემატიკა. პანდემია არ დასრულებულა - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 292244, ბოლო დღე-ღამეში - 1030, გამოჯანმრთელებული - 279389,…
© 2021 George.
•