გარემოს დაცვა, ნატოს საპარლამენტო სამიტი და ჩვენი კონსტიტუცია

      დღევანდელი დღის პირველი და შეიძლება ითქვას, მთავარია სიახლე ისაა, რომ დღეს მართლმადიდელური ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს, წელს არა მხოლოდ მართლმადიდებლური, არამედ კათოლიკური ეკლესიაც დღეს ზეიმობს ამაღლებას. იხილეთ (ამაღლების შესახებ). წირვა პატრიარქმა აღავლინა საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში, ქადაგებაში კი მამობრივი, პატრიარქალური სურვილი გაახმიანა - ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ სულიერად ავმაღლდეთ და ვიხილოთ დიდება უფლისა.

      თუმცა, საინფორმაციო ვებ-პორტლები, განსაკუთრებულ ყურადრებას მაინც პოლიტიკურ სიახლეებს უთმობენ, დღეს ამ მხრივ ქვეყანაში სხვადასხვა საკითხები იყო პოპულარული.

      დავიწყოთ ტრადიციულად, ყველაზე მკვეთრად გაშუქებული მოვლენებით.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /25 მაისი, 2017/

      გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევებზე კანონმდებლობა მკაცრდება, კომპანიები, რომლებიც განსაკუთარებით მავნე და საშიში პირობების მქონე საწამოების ჩამონათვალში მოხვდებიან, ვალდებულება ექნებათ შესაბამისი რეგისტრაცია გაიარონ. ასევე, შრომის ინსპექციას უფლება ექნება მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე შემოწმება ჩაატაროს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სანქციები აამოქმედოს. შრომის ინსპექციის მხრივ განსაკუთრებით სოლიდარული იყო პრეზიდენტი, „სახელმწიფო რომც არ აწესებდეს სტანდარტს, დამსაქმებელს გააჩნია დაუწერელი ვალდებულება, თანამშრომლები ისეთ პირობებში ამუშაოს, რომ არ დაზარალდეს მათი ჯანმრთელობა“. თამარ ჩუგოშვილი უფრო პოზიტიურია, აცხადებს, რომ პარლამენტში ძალიან მალე ვიხილავთ შრომის უსაფრთხოებასთან და შრომის ინსპექციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს. კიდევ ერთი წონიანი განცხადება - იანოშ ჰერმანი - ევროკავშირი მხარს უჭერს სრულფასოვანი შრომითი ინსპექციის შემოღებას.

      სახალხო დამცველის საქმიანობაზე დღეს პრეზიდენტმაც განაცხადა: „იმ ადამიანებს, ვისაც მიაჩნია, რომ ომბუდსმენი გუნდრუკს უნდა უკმევდეს ხელისუფლებას, მინდა ვუთხრა, რომ სახალხო დამცველის სამსახური ამისთვის არ არის შექმნილი“. აქვე გეტყვით, დღეს გიორგი მარგველაშვილი ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

      ბარემ ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ ომბუდსმენის შეფასებით, ლაშა თორდიასთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერის გავრცელება კითხვის ნიშნებს აჩენს. სახალხო დამცველი შრომის უსაფრთხოების საკითხზე სპეციალურ კამპანიას იწყებს.

      თორდიას რაც შეეხება, ახლა უკვე მის ინტერესებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტები დაიცავენ. თორდია აცხადებს, რომ „თუ დამაკავებენ, ეს მხოლოდ მათ დააზარალებს, არასდროს დავანებებ თავს ოთარ ფარცხალაძის თავდასხმის ფაქტს"

      არ დავივიწყთ ენერგეტიკაც და მისი მინისტრიც, კახა კალაძეს სჯერა, რომ ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს ენერგეტიკის სფეროში პროგრესის მიღწევის დიდი პოტენციალი აქვთ.

      რუსეთის ელჩის ამბებს, დიმიტრი ხუნდაძეც ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა კულახმეტოვის ე.წ. ელჩად დანიშვნით ოსებს “საპატიო ყარაული“ დაუყენა.

      საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების, ქონების გადამალვის ფაქტზე, 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს. გავაგრძელოთ დაკავების თემა: დღეს, გაიმართა ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებული დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველის სასამართლო. სხვა დაკავებებიც ბარემ აქვე იყოს, შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა.

      გორთან მომხდარ ინციდენს უკვე ჰყავს „მსჯავრდებულები“ - შსს-მ დეპუტატის შვილის ავტოავარიის შედეგად დაღუპვის საქმეზე შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

      აუდიტის სამსახურის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, ერთდროს მრჩეველს კვლავ სთხოვენ დახმარებას - გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა აუდიტის სამსახური მას ჩაებარებინა. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის ბოლო დროის მთავარ საქმიანობას ხეების გადარგვა წარმოადგენს, დღესაც გადაიანა ერთი ხე, რაზეც გიგლა აგულაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის საკითხები ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სანებართვო საქმიანობის სფეროა. როგორც ჩანს, გიგლა აგულაშვილს კითხვები არ დააკლეს, მათ შორის გარემოს დაცვაზეც, რაზეც მან თქვა - თუ ავტომანქანიდან დანაგვიანების ფაქტი დაფიქსირდება, მოხდება მფლობელის იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

      სიახლეებია სასამართლო ხელისუფლებაშიც, სულ მცირე სამწლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მქონე მოსამართლეები შესაძლოა, გამოსაცდელი ვადის გავლის გარეშე, უვადოდ გამწესდნენ.

      არ კარგავს აქტუალობას კონსტიტუციის განხილვები, არჩილ თალაკვაძე: „ახალ კონსტიტუციაში პრეზიდენტს მნიშვნელოვანი სტატუსი ექნება“, ასევე, „თვითმმართველობის გარანტიები ახალ კონსტიტუციაში უფრო ძლიერდება“.

      კიდევ ერთი წერილი ინგლისელ ხალხს, ამჯერად პატრიარქისგან. ილია II-მ მანჩესტერის ტერაქტთან დაკავშირებით ელისაბედ II-ს, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს და ტერეზა მეის სამძიმრის წერილები გაუგზავნა. თავის მხრივ, სამართალდამცავებმა მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავეს.

      მსოფლიო ამბებშიც გვაქვს კონსესუსები, მაგალითად, საფრანგეთი და გერმანია დათანხმდებიან აშშ-ის გეგმას, რომ ნატო-მ უფრო დიდი როლი ითამაშოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ, თავად იენს სტოლტენბერგი ამბობს „ნატო დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩართული საერთაშორისო კოალიციისთვის მხარდაჭერის გაფართოვებაზე“. ამავე ქვეყნებთან არის დაკავშირებული შემდეგი სიახლეც, დღეს ნატო-ს წევრი ქვეყნების სამიტში დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი პირველად მიიღებენ მონაწილეობას. ამ სამიტს ჰოლანდიელები დაიცავენ - ნატო-ს სამიტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებში ჰოლანდიელი არწივი იქნება ჩართული. ნატოს სამიტი თურქეთსაც ადარდებს და მისი პრეზიდენტი ნატოს წევრებს მეტი სოლიდარობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

      ნატოს ანსამბლეა ჩვენც შეგვეხება, ერთი რომ თბილისი მეორე ბრიუსელად იქცევა, როგორც ირაკლი სესიაშვილი ამბობს „ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატო-ს პოლიტიკური ცენტრი“ და მეორე, რომ პრემიერმინისტრი აცხადებს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული. ასევე გიორგი კვირიკაშვილი ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველომ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. აქტიური იყო პრემიერი სხვა მიმართლებითაც, ის „საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მლნ ლარის ობლიგაციების განთავსებას ეროვნული ვალუტისადმი ნდობის გამოვლინებად აფასებს. ვიქტორ დოლიძე პროგნოზებსაც აკეთებს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დაფიქსირდება, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს. იგი იმასაც ამბობს, რომ არ უნდა ავიღოთ იდეაფიქსად და აპრიორად ის, რომ MAP-ის გარეშე ჯერჯერობით არც ერთი ქვეყანა არ შესულა ნატო-ში.

      მიწის გასხვისებაზე ყველა წინააღმდეგია, მაგრამ მაინც სხვისდება და ვერ გავიგე რანაირად ხდება ეგ. აგერ, ვიცეპრემიერი კალაძე კიდევ ერთხელ „საქართველო პატარა ქვეყანაა და სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა“.

      არადეკლარილებული ნიუსები. სადახლოსა და ნინოწმინდაში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს, მეორე თითქმის იდენტური ამბავი, სადახლოსა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.  როგორც ჩანს, დღეს არადეკლარილებული პოპულარული სიტყვაა ან საქმიანობა, რადგან წითელ ხიდზეც აღმოაჩინეს მსგავსი საქონელი. გგონიათ ამით დამთავრდა, ვერ მოგართვით - სარფში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს.

თითოხაზიანი ამბები:

      დოლარი იაფდება - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4076 ლარი გახდა.

      სამხედრო პოლიციამ სენაკის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, ქურდობის მცდელობა აღკვეთა

      თბილისში წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო, რომელიც 25-28 მაისს გაიმართება.

      მელომანებიც გავახაროთ: „ჰარდ როკ ინთერნეიშენალი“ ქართულ ბენდებს საშუალებას აძლევს დადგნენ დიდ სცენაზე.

      მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთარებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა იწყება

      ბოლნისის ორი სოფლის სკოლებს ქართული წიგნები გადასცეს.

      ბორჯომის მუნიციპალიტეტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შშმ ვეტერანებს 100 ლარი გადასცა.

      ზესტაფონი-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

      რუსთაველის თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

      პრაღაში საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა.

      “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ, მაგრამ იმ შუშებში ხმა არ აღწევს!

     არ ვიცი, კარგი ეწოდება თუ არა ამ ამბავს, მაგრამ - C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება.

     პრეზიდენტმა ერთი ლოზუნგიც შემოგვთავაზა დღეს - დამოუკიდებლობა თავისუფლებად უნდა გადავაქციოთ.

     მეტროპოლიტენის მგზავრებს საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი“.

     N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონები ესტუმრნენ.

     შემაშფოთებელნიუსი - საატესტატო გამოცდების ზღვარი დაახლოებით 11 000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 231

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Qwelly World

free counters