წიგნის წერა რთული პროცესია, სქელტანიანი თანამედროვე წიგნები ქართულ რეალობაში იშვიათად გვხვდება. საზოგადოების უმეტესი ნაწილი გადართულია სხვა სფეროებზე რასაც თითქმის მთელი დრო მიაქვს და კითხვისთვის დრო აღარ რჩებათ, მითუმეტეს წერისთვის, თუმცა მცირე ჩანახატებს და მოთხრობებს შევხვდებით დღესდღეობით. წიგნის წერისას გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტორი, საიდან დაიწყოთ წერა, ან წიგნში ჩადებული აზრი მკითხველამდე სწორად და გასაგებად როგორ მიიტანოთ. ამ რჩევებმა შესაძლოა გაგიმარტივოთ წერის პროცესი.
სხვადასხვა თემაზე შეიძლება იყოს წიგნი, პირველ რიგში აირჩიეთ შინაარსი, იქნება ეს ფანტასტიკა, რომანი, სამეცნიერო თუ სხვა, შემდეგ უნდა განსაზღვროთ რა ასაკის მკითხველისთვისაა გამიზნული წიგნი, ბავშვებისთვის თუ ზრდასრულებისთვის, და რაც მთავარია რისი თქმა გსურთ წიგნით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით წერის დაწყება გაგიიოლდებათ.
როდესაც მოიფიქრებთ თუ რაზე უნდა იყოს წიგნი, შემდეგ შექმენით წიგნის სამყარო, ახალი გარემო, იქაური პერსონაჟები, მათი ცხოვრება, დაფიქრდით როგორები იქნებიან, რა მოეწონებათ და რა არა.
მწერლების ნაწილმა არ იციან როგორ განვითარდება წიგნის სიუჟეტი, სანამ წერას არ დაიწყებენ, ამის განსაზღვრა რთულია, მაგრამ დაფიქრდით რაზე გინდათ რომ თქვენი წიგნი იყოს და როგორ დაასრულებთ მას.
როდესაც ყვლაფერი მოფიქრებული და განსაზღვრული გაქვთ შეგიძლიათ დაიწყოთ წერა, ამას დიდი მოთმინება, მონდომება და მოტივაცია სჭირდება, მაგრამ რაც მეტი იდეა გაქვთ მით უფრო ადვილი იქნება, ეცადეთ ყველაფერი თანმიმდევრულად გადმოსცეთ და გასაგებათ აღწეროთ თითოეული სცენა.
როდესაც დაასრლებთ წერას, თავიდან წაიკითხეთ ისევ, კორექტირება გაუკეთეთ, დაფიქრდით როგორ მიიღებს მას საზოგადოება, სანამ გამოაქვეყნებთ წააკითხეთ თქვენს მეგობრებს ან ნათესავებს, შეცდომების აღმოსაჩენად და ობიექტური შეფასებისთვის.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 1, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
ესეც გაზაფხული. იმედით, ვაქცინისა და გამოკეთების მოლოდინით მოსული გაზაფხული, თუმცა ჯერ-ჯერობით, საინფორმაციო ამბებში მსგავსს ვერაფერს ვკითხულობთ. ამინდმა, ძლიერი ქარია მოსალოდნელიო, პოლიტიკურ არეულობის დასალაგებლად კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოიგვევლინა და ოფიციალური შეხვედრების პირველსავე დღეს ოპოზიცია-პოზიციის ამბავი მოაგვარა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 270918, ბოლო დღე-ღამეში - 160; გამოჯანმრთელებული -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm
1 კომენტარი
4 მოწონება
კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
© 2021 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია