მსოფლიო მოსახლეობა თანდათან იზრდება, შესაბამისად  დგება საკითხი თუ სად უნდა იცხოვროს ამდენმა ხალხმა. საუკუნეების წინ ვერავინ წარმოიდგენდა რომ ცათამბრჯენები მსოფლიოს მოწინავე ქალაქების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა, მაგრამ სამყარო იცვლება, ჩნდება ახალი იდეები. მომავალში შესაძლოა ადამიანის საცხოვრებელი არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ხმელეთით. ახალი ინოვაციური ნაგებობები ბევრ პრობლემას გადაჭრის. ისინი არამარტო წყლის ზედაპირზე, არამედ მის სიღრმეშიც იქნება.

შესაძლებელი გახდება უზარმაზარი წყლის ქალაქების გაშენება, მსოფლიოს წინაშე უამრავი ახალი შესაძლებლობა გაჩნდება, მოხდება წყლის რესურსების უკეთესი ათვისება, წინ წაიწევა სხვადასხვა სფერო, როგორიცაა ტურიზმი, ქვეყნის ეკონომიკა, სპეციალური დანადგარების მეშვეობით მოხდება წყლის ენერგიის ათვისება.

მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, შესაძლოა გამოიწვიოს წყლის დაბინძურება, რაც თავისთავად ზღვის ეკოსისტემის რღვევის საფუძველი გახდება და ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს, თუმცა შეიძლება ამ ყველაფრის გათვალისწინება და თავიდან აცილება.


წყლის ქალაქების იდეა ეკუთვნის არქიტექტორ ვინსენტ კალბოს. ჯერჯერობით არ იგეგმება ამ პროექტის დაწყება, შეიძლება მსოფლიო ჯერ არ არის ამისთვის მზად, თუმცა მომავლისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელია.

ნახვა: 292

ტეგები: Qwelly, future, ocean, world, ბლოგი, მომავალი, მოსახლეობა, ნაგებობა, ქალაქი

Kakha: აგვისტო 11, 2016||5:32pm

ყველაზე საინტერესო იქნება, წყალქვეშა ქალაქში ბოტანიკური ბაღი )

mariam kubaneishvili: აგვისტო 11, 2016||7:01pm
კი ძალიან, მრავალფეროვნებით გამორჩეული
ლაშა: აგვისტო 12, 2016||2:21am
არა მარი, ასეთი რამეების გაკეთება ნამდვილად არ შეიძლება. კომპიუტერული კონსტრუქტორებით ერთობა ხალხი და ეგაა რა ))
mariam kubaneishvili: აგვისტო 12, 2016||3:52pm

ჩემი აზრით პირიქით, რეალურია და წარმატებული პროექტი იქნება, თან სიამოვნებით ვიცხოვრებდი მანდ :D

ლაშა: აგვისტო 12, 2016||4:20pm

ერთი მულტფილმი გადიოდა ჩემს ბავშვობაში, აი "აგლაგლა" რომ დაამახსოვრდა ყველას, ის მულტფილმი, იქაურ სახლებს ჰგავს, არ მომწონს. თევზი მიყვარს საჭმელად, თანაცხოვრებისთვის კი არა )) 

Kakha: აგვისტო 12, 2016||4:35pm

აგლაგლა ძაან მეორე ხარისხოვანი იყო და მაინც ის დაიმახსოვრე? :D ორგაული და ზუთხი მეზობელი რომ გეყოლება იწუნებ? :D

Maiko: აგვისტო 12, 2016||4:52pm
აგლაგლა მაგარი ვინმეა:D მეორეხარისხოვანი კი არა მთავარი ფიგურა იყო :D
Kakha: აგვისტო 12, 2016||4:59pm

აბა სტრაიკერი და თოვლის პაპა რას აკეთებდნენ იქ? :D მათი ომი იყო და მერე მომხრეები იყვნენ ჩართულები! :D

ლაშა: აგვისტო 12, 2016||5:04pm

მთავარი იყო ის ხმა - აგლაგლააას ვინც ეძახდა ))

ზუთხი და ორაგული, მეზობლად კი არა, წინ უნდა გედოს, თეფშზე, ლამაზად, თვალებდაჭყეტილი )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მცხეთიდან ქუთაისში გადატანილი აქციები, ოცნების შიდა სამზარეულო და სასამართლოების საქმიანობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 6, 2019.
საათი: 9:08pm 0 კომენტარი

      დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები…

გაგრძელება

ცისფერი ჩხიკვის უცნაური სიტყვები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2019.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს…

გაგრძელება

ორპარტიათა აქტივისტები და ახალი განაჩენი მელიას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და ცამ ფერის ცვლის ნაცვლად, გააგრძელა წინა დღეების სითბო-სიცივე, წვიმა-ქარი, მზე და ღრუბელი. ამბობენ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება ასეო (მერე ალბათ ზამთარიც დადგება).…

გაგრძელება

კლასიკა სხეულზე, სხეული ტილოზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2019.
საათი: 10:35pm 1 კომენტარი

      შეუძლებელია კლასიკა გაიმეორე, თუკი ეს კლასიკა უკვე ვიღაცამ შექმნა, მაგრამ შეიძლება კლასიკა შენი ნამუშევრების თანმდევი გახადო. ფრთოსანი ფრაზა კი გამომივიდა შესავალში, მაგრამ ჩვენი დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters