წამიერი აკორდები და მუსიკას აყოლილი სხეულები

რითმის განცდა და წყვილების ნელი ტანგო,

გაბნეული თითო ბგერა და დადგმული ვნების ვალის

მჩქეფარე და ემოციით სავსე ბედნიერი სახეები.

 

უღიმღამო ფერგასული, ცარიელი მაგიდები

გრძნობისაგან მარტოსული და ეული ნაბიჯები.

კუთხის ბლოს შემომჯდარი მოხუცი და ყალიონი

ბოლისაგან განჟღენთილი გაცრეცილი ალიონი.

 

ჩამომჭკნარი ფერგასული სევდიანი უპეები

სიყვარულით გაჟღენთილი ცეცხლისფერი ბაგეები.

მოგონების ქარიშხალი ემოციის ქარტეხილი

თვალს მომდგარი ცხელი ცრემლი დაქანცული სხეულები.

 

და უძირო სევდისფერი მოგონების ნელი სხივი

ვნებიანი თავს გასული სიყვარულის წრფელი სიმი,

სიბერისგან სისუსტისგან მაგრამ მაინც ურჩი ტერფი

კუთხის ბოლოს შემომჯდარი მოხუცი და მისი ფიქრი. 

ნ.გ.

ნახვა: 238

ტეგები: Qwelly, Qwellyland, poetry, tango, ვნება, პოეზია, ტანგო

George: აგვისტო 8, 2016||6:20pm

ოცნების ტანგო !

ninikela: აგვისტო 8, 2016||7:39pm

რა არ მოგოწნს სათაურში? ვფიქრობ რომ ვნება უფრო შეეფერებოდა :)

George: აგვისტო 8, 2016||8:10pm

სამბასთან შემეშალა ! ისაა - ოცნება )

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters