მთელი მსოფლიოს სკულპტუროლოგია ამაყოფს მრავალფეროვანი და მრავალმხირივი შედევრებით, მაგრამ როგორც წესი ძეგლებს უდგამენ საზოგადო მოღვაწეებს, მეფეებს, პრეზიდენტებს, გმირებს, სახელოვნებო დარგის წარმომადგენლებს - პოეტებ, მწერლებს, მომღერლებს, მხატვრებს, თავად სკულპტორებს. მხედართმთავრების და ჯარისმთავრების ძეგლებიც არაა იშვიათობა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ბლოგი და მისი სტუმარი ცოტა განსხვავებულად ხედავს სამყაროს. წარმოიდგინეთ მსოფლიოს ერთ-ერთი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 21, 2021 წელი. 11:07pm —
1 კომენტარი
________________
შუშის მხატვრობა არის უძველესი ხელოვნება, რომელსაც ტრადიციულად იყენებდნენ შუასაუკუნეების საკათედრო ტაძრების ფანჯრების გასაფორმებლად. თუმცა მაშინ, შუშის გაფერადების გარდა, ფერად შუშებსაც იყენებდნენ კიდევ უფრო მაღალი ეფექტისთვის. დღევანდელი ჩვენი ბლოგის მასპინძელია უკრაინელი მხატვარი, ხელოვანი მარია (ფსევდონიმით არტმასა (ArtMasha)). მარია ტრადიციულ ხელოვნებას მისდევს - აფერადებს შუშებს და კონტურებს ოქროს ან მოოქროვილი სპილენძი შენადნობით კრავს.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 6, 2021 წელი. 10:40pm —
1 კომენტარი
________________
საჩუქრის არჩევა ყოველთვის დიდი პრობლემაა - რაც არ უნდა ახლობელი და საყვარელი ადამიანი იყოს, მაინც ჭირს ზუსტად განსაზღვრო საჩუქრისადმი მისი ინტერესი და ჩუქებისას სიხარული. ამასთანავე საჩუქრის პრაქტიკულობაც მნიშვნელოვანია. ბოლო წლებია, ამ ყველა პუნქტს აკმაყოფილებს ჭიქები, ფინჯანები, რომლებსაც ადრე თუ სავიტრინე დანიშნულება ჰქონდათ, ახლა უფრო პრაქტიკულნი გახდნენ - ფოტოები ჭიქებზე, ფუნჯით შესრულებული ნამუშევრები, სხვადასხვა ფორმები და მოზაიკები.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2021 წელი. 10:22pm —
1 კომენტარი
________________
მიუხედავად პანდემიისა, შეზღუდვებისა და აკრძალვებისა მთელი მსოფლიოს გარშემო, ქორწილობა არც ისე ადვილი ასაკრძალი გახდა. არაერთმა შეყვარებულმა წყვილმა მოახერხა მარადიული სიყვარულის ფიცის დადება და ამ ყველაფრის ფოტოზე აღბეჭდვა (ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მთელი ქორწილის იდეა, ფოტოგადაღებაა და მეტი არაფერი). საქორწილო დღესასწაულების ერთ-ერთი ცნობილი კომპანია, Junebug Wedding, აგერ უკვე მეექვსე წელია, წლის საუკეთესო საქორწილო ფოტოგადაღების…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2020 წელი. 11:07pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს, შავ-თეთრ ფოტო ფოტოგრაფის სტილს გამოხატავს ან ამა თუ იმ სურათზე ეფექტის შერჩევის ვარიანტს. ტონების, კონტრასტების, ჩრდილების გამოსაკვეთად, ფოტოგრაფები ხშირად აშავთეთრებენ სურათებს, თუმცა ეს ახლა. იყო დრო, როდესაც უბრალოდ სხვა ვარიანტი არ არსებობდა - განა მაშინ სამყარო შავ-თეთრი იყო?! არა, უბრალოდ ამ სამყაროს ფერადი აღბეჭდვა პრობლემას წარმოადგენდა და მხოლოდ მხატვრებს შეეძლოთ. მაშინ სიშავთეთრე არა ფოტოშოპ ეფექტი, არამედ ფოტოს ერთადერთი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2020 წელი. 10:01pm —
1 კომენტარი
________________
რამდენიმე კვირის წინ, გერმანულენოვამა ტვიტერ პროფაილმა წამოიწყო კამპანია გერმანულად ვრცელ ჰეშტეგზე: #KunstGeschichteAlsBrotbelag. ქართული ენისა არ იყოს, არც გერმანულია მაინცდამაინც ტვიტერზე მორგებული. ჰეშტეგი ითარგმნება შემდეგნაირად: ხელოვნების ისტორია, როგორც სენდვიჩი. როგორც ბოლო პერიოდში ხშირად ხდება, მსგავსი წამოწყებები, ე.წ. ჩელენჯები სწრაფად ვრცელდება, რომ იტყვიან - ვირუსულად. საქმე ისაა, რომ დედამიწის გარშემო, როგორც ჩანს…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2020 წელი. 10:02pm —
1 კომენტარი
________________
თანამედროვე მონე და რენუარი, იმპრესიონისტების ახალი თაობის წარმომადგენელი და კიდევ ბევრი სხვა ეპითეტი მიუძღვნეს ჩვენს დღევანდელ მასპინძელს რემინგტონ რობინსონს (Remington Robinson). მისი ფერები მართლაც კლასიკოსი იმპრესიონისტების ფერებს ჰგავს, მაგრამ ტექნიკა, რომელსაც რობინსონი იყენებს, ერთობ უჩვეულო და საწვალებელია. მოგზაურობა შორს არ უწევს, წარმოშობით ამერიკელია, კოლორადოს შტატიდან და ამ უკანასკნელში ყველაფერი აქვს, რისი გადატანაც…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 8, 2020 წელი. 8:58pm —
არ არის კომენტარები
_______________
იმ თაობის გოგოებს მივეკუთვნები, რომაული არდადეგები რომ ყველაზე რომანტიკული და საყვარელი ფილმი მიაჩნიათ და ველოსიპედით კატაობა არა უბრალო გართობა, არამედ გრეგორისთან ერთად სეირნობად აღიქმებოდა. ოდრი ხომ ყველა ჩვენგანის სათაყვანებელი გოგო იყო. კალათიანი ველოსიპედი იშვიათობა იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ ბიჭებისგან ნათხოვარს, კბილს ვინ გაუსინჯავდა რომ დაეწუნებინა? რას მოვაყოლე ამხელა ტექსტი? ამ ველოსიპედის ჯაჭვები „ცეპები“ ხშირად წყდებოდა და უბის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 18, 2020 წელი. 10:24pm —
არ არის კომენტარები
_______________
წარმოიდგინეთ გასული საუკუნის სამოცდაათი-ოთხმოციანი წლების რიგითი საბჭოთა სამსახური, სადაც მბეჭდავი, ხშირად ამერიკულ დანადგარზე, რომელსაც ჯერ რუსული ასოები ჰქონდა მიხატული და შემდეგ ქართული ჩაწერილი - მელნით, ცდილობს როგორმე, განცხადების ტექსტი ხელნაწერიდან ბეჭდურად აქციოს. ამ დრომდე, დიდი ხნით ადრე გაჩნდა თანამდებობა და დღემდე არსებობს, რომელსაც ჰქვია მბეჭდავი-ამკრეფი ანდა მკრეფავი. ჰოდა, ასეთი მბეჭდავისთვის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 4, 2020 წელი. 10:11pm —
3 კომენტარი
________________
ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2020 წელი. 9:07pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბებიის შემწვარი ერბო-კვერცხი მართლაც ტკბილი მოსაგონარია. ახლა ვინღა შეწვავს კვერცხს ერბოში? საშინელ 90-იანებში, მარგარინში შემწვარიც რომ არ გვქონდა, მერე მთელი თაობა გავზარდეთ ზეთში შემწვარი კვერცხით. ახლა სხვაგვარად აღარ გვეგემრიელება. ყიყლიყო, თოხლო კვერცხი, თვალებად შემწვარი, ათქვეფილი ყველთან ერთად და მრავალი სხვა ვარიანტი, ყველა მოშიებულმა ადამიანმა იცის, მაგრამ ზოგჯერ ბავშვები უფრო მეტს მოითხოვენ, განსაკუთრებით უჭმელი ბავშვები. ამიტომ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2020 წელი. 10:19pm —
3 კომენტარი
________________
დღეს გერმანელი თინეიჯერი გოგონა, მილენა (Milena) უნდა გაგაცნოთ. ის სულ რაღაც 17 წლისაა, მაგრამ მისმა პოპულარობამ ინსტაგრამზე უკვე მიიქცია მრავალთა ყურადღება. მილენა არც მომღერალია, არც სექსუალური ტოპ მოდელი, არც რომელიმე ფეხბურთელის ცოლი. მილენა მოყვარული, დიახ, ის ასე უწოდებს საკუთარ თავს, მოყვარული სტილისტია და თმების დეკორატიული მოწყობის სიყვარულით არის აღვილი. თმებისა და თმის წნულებისადმი მისმა სიყვარულმა უკვე ინტერნეტ აღიარება…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2020 წელი. 10:47pm —
3 კომენტარი
________________
კორონას ეპოქის შემოქმედება არ მგონია მსოფლიო კულტურის ისტორიასი ახალ რენესანსად შევიდეს, მაგრამ ეპიდემიების ისტორიაში ყველაზე არტისტულ ხანად ნამდვილად შევა. რამდენიმე კვირის წინ ალბომებზე დისტანციის დაცვა უკვე შევეხეთ - სოციალური დისტანცია ალბომებზე, ახლა კი ერთ საკარანტინე სასტუმროს ფოტოგრაფია უნდა შემოგთავაზოთ. ლონდონის ერთ გარეუბანში არის პატარა სასტუმრო, სიდმარ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 9, 2020 წელი. 11:38pm —
2 კომენტარი
________________
მთელი დედამიწა სცენაა - ასეთი სლოგანი გაეშურა ანა ულმანი (Anna Ulman) ესპანეთის ქუჩებში და მარბელას სანაპიროებზე მოცეკვვავეების გადასაღებად. ცხადია, მოცეკვავეებიც თან გაიყოლა, მაგრამ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდა. ცეკვა როგორც სულის გამოძახილი, ანდა სულის მოძრაობა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახასიათო და გამომსახველობითი ხელოვნებაა, სწორედ ამიტომ ცეკვამ ქალაქები გამოაცოცხლა. ანას ობიექტივი ძირითადად ბალერინებსა და ბალერონებს დაეთმო,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2020 წელი. 7:46pm —
3 კომენტარი
________________
უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ოდიუბონის ეროვნული საზოგადოება (The National Audubon Society) სწავლობს და იცავს ფრინველებს, ქმნის სამეციერო ლიტერატურას მათ შესახებ, აქვეყნებს სტატიებს, აჯილდოებს მოყვარულებს და ქმნის პლატფორმას ფოტოგრაფებისთვის. 2020 წლის წლის გამარჯვებულებიც უკვე გამოვლენილია და შთამბეჭდავი ფოტოების ათეული, ავტორებითა და თემატიკით, ცნობილია.
მონადირე ჩიტები, ან შეიძლება ასეც ვიწოდოთ -…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2020 წელი. 4:14pm —
4 კომენტარი
________________
გასულ კვირას, 31 მაისს, თითქმის 85 წლის ასაკში, გარდაიცვალა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ხელოვანი, არტისტი კრისტო (Christo). კრისტო ყველას თავისი გრანდიოზული (პირდაპირი მნიშვნელობით გრანდიოზული) ნამუშევრებით დაამახსოვრდა ხალხს და ასეც შევა ხელოვნების ისტორიაში. მისი გარდაცვალებით, მსოფლიომ ერთ-ერთი დიდი ინოვატორი და იდეატორი დაკარგა - ასე გამოეხმაურა ხელოვანთა საზოგადოება კრისტოს…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2020 წელი. 11:08pm —
1 კომენტარი
________________
ჰოლანდიის სავიზიტო ბარათი მისი წისქვილები და ტიტების ულამაზესი, უვრცელესი პლანტაციებია. ეს ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ამ საოცარ თვალუწვდენელ ტიტების მინდვრებს შორის, გამორჩეულია კუკენჰოფის ბაღი (Holland’s Keukenhof), რომელშიც ჩვენი დღევანდელი მასპინძელი ხელოვანი, ფოტოგრაფი ამ კორონა-კომენდანტის პირობებში შეიპარა და ხალხისგან დაცლილი და ლაღად აყვავებული ბუნების შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღო. ალბერტ დროსის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 2, 2020 წელი. 10:30pm —
2 კომენტარი
________________
ვინაიდან ჯერ პიკის პერიოდშიც კი არ ვართ, წინ კიდევ დიდი ხნის კორონობანა მოგვიწევს, ეგეც არ იყოს, უკვე გვეუბნებიან რომ უნდა ვისწავლოთ კორონასთან ერთად ცხოვრობა, კოჰაბიტაცია უნდა მოხდეს ვირუსთანო და ა.შ. ცხადია, ადამიანი, როგორც ყველა გარემოსა და სიტუაციასთან ადვილად შემგუებელი, ახალ დროშიც ადვილად გამონახავს არსებობის ფორმებს, მანამდე კი პირბადეების (აუცილებელია მათი ტარება ყველა დახურულ სივრცეშიც კი) ახალი დიზაინები გვაქვს -…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 25, 2020 წელი. 11:05pm —
1 კომენტარი
________________
კორონავირუსმა ბევრი დრო გამოგვიჩინა, ეს დრო სახლში უნდა გავატაროთ - სახლში ჯდომამ კი სახლის დალაგება, ძველი და მივიწყებული ნივთების აღმოჩენა, გაცოცხლება ან სანაგვეზე მოსროლა დააყენა დღის წესრიგში. თითქოს იწინასწარმეტყველაო ჩვენმა დღევანდელმა მასპინძელმა ხელოვანმა, როდესაც წლების წინ წამოიწყო ყველაზე დროტევადი და ნერვმსუბუქი საქმიანობა - ქსოვა. შვედეთში მოღვაწე ხელოვანმა ულა სტინა-ვიკანდერმა (Ulla Stina-Wikander) ძველი ნივთები,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 11, 2020 წელი. 10:58pm —
არ არის კომენტარები
_______________
ცხელი პური გემრიელია, პური და ყველი გემრიელია, პური არსობისა, კიდევ უფრო გემრიელია, მაგრამ არსებობენ ხაბაზები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პური უფრო მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე მხოლოდ „ყველაფარზე მისაყოლებელი“ პროდუქტი. ეს საცხობი, ვისზეც ახლა უნდა დავწერო, „ქერი და ხორბალა“ (Blondie + Rye), ოკეანის გაღმიდან, ოკეანის გამოღმა აოცებს დამთვალიერებელს, ხოლო თავის ქალაქში - დამგემოვნებლებს. როცა გემო ასეთი წარმატებული გამოვიდა, შეფუთვაზე ფიქრი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 5, 2020 წელი. 10:55pm —
2 კომენტარი
________________
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:09pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm
3 კომენტარი
3 მოწონება
დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 22, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დღის მთავარი ამბავი ალბათ სხვა ვერც იქნებოდა - დღეს, პარლამენტმა კიდევ ერთი ახალი მთავრობა დაამტკიცა. აწ უკვე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მთავარობა წარადგინა და პარლამენტისგან თანხმობა მიიღო. ასევე, დღეს ოპოზიციის აქციები გაიმართა. თებერვლის მომდევნო დღეები ისევ ნალექიანი იქნებაო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268502, ბოლო დღე-ღამეში - 147; გამოჯანმრთელებული - 262244, ბოლო დღე-ღამეში - 607;…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: თებერვალი 21, 2021.
საათი: 11:07pm
1 კომენტარი
4 მოწონება
მთელი მსოფლიოს სკულპტუროლოგია ამაყოფს მრავალფეროვანი და მრავალმხირივი შედევრებით, მაგრამ როგორც წესი ძეგლებს უდგამენ საზოგადო მოღვაწეებს, მეფეებს, პრეზიდენტებს, გმირებს, სახელოვნებო დარგის წარმომადგენლებს - პოეტებ, მწერლებს, მომღერლებს, მხატვრებს, თავად სკულპტორებს. მხედართმთავრების და ჯარისმთავრების ძეგლებიც არაა იშვიათობა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ბლოგი და მისი სტუმარი ცოტა განსხვავებულად ხედავს სამყაროს. წარმოიდგინეთ მსოფლიოს ერთ-ერთი…
© 2021 George.
•