ნაწილი პირველი

Qwelly, ისტორია, კულულა, მონამღერი, ფიქრი, ცხოვრებისეული, წარსული      გათენდა ერთი ჩვეულებრივი დღე, თითქოს არაფრით გამოირჩეოდა უკვე გათენებული და დაბნელებული დღისგან. მე, როგორც ყოველთვის მარტოდ-მარტო მივვუყვებოდი თბილისის ნაწვიმარ ქუჩებს... ფიქრებში გართული ვერც კი ვამჩნევდი ხალხის მოძრაობას, ირგვლივ. მივდიოდი და ვფიქრობდი ჩემს წარსულზე, მომავალზე, და აწმყოზე...

      ფიქრებში მოვიწყე სრულყოფილი მომავალი და უკვდავი სხეული... თუმცა ოცნება და ფიქრები შესაძლოა ყველაზე და ყველაფერზე ისეთი როგორიც ჩვენ გვსურს, ან გვაწყობს...

      მივდიოდი და გამახსენდა ჩემი დიადი გრძნობა, რომელსაც სიყვარული ჰქვია. გამახსენდა ლამაზი დღეები, წუთები რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება ჩემს შთაგონებას, ამ ფიქრებით გატაცებულმა ვერც კი შევამჩნიე თუ როგორ ჩავიდა მზე. როცა ეს გავაცნობიერე გავეშურე სახლისაკენ, სადაც ჩემი ოჯახის წევრები მელოდებოდნენ...

      მე, როგორც ყოველთვის შევედი ჩემს ოთახში, წამოვწექი ჩემს ფუმფულა საწოლზე და ჭერს დავუწყე ცქერა...

      თვალებს ოდნავ ვხუჭავდი და ვხატავდი სხვადასხვა ფიგურებს ... ასე ვითომდა შემოქმედებით ხატვაში ჩამეძინა... ჩამეძინა და შენ გნახე ჩემო ერთადერთო... იცი როგორ მომენატრე... გიყურებ და გაოცებული ვრჩები შენით, გიყურებ და არც მინდა თვალი მოგაშორო, შენ სუფთა და სპეტაკი ხარ... გიყურებ და ვოცნებობ მხოლოდ შენ გიყურო, შენ ერთადერთს...

      ვცდილობ თვალებით გაგაგებინო ჩემი ფიქრები, აზრები... ისე მენატრები... ისე მინდა გიყურო და არასოდეს გავიხედო სხვისკენ. არასოდეს მომიწიოს სხვისი თვალების ყურება, შენი თვალების ძებნაში...

      მინდა ჩემი მზერის საიდუმლო შეგასწავლო რომ შენც ალაპარაკდე ჩემსავით. მინდა რომ არასოდეს დაივიწყო, ასე საოცარი ჩვენი საუბარი. საიდუმლო იცი რაშია? მხოლოდ ჩემს თვალებს შეუძლია საუბარი და სიყვარულის გამოხატვა შენდამი. ჩემს თვალებს შენს სწყურიხარ, შენ გელიან და გეტრფიან. კიდიდან-კიდემდე...

      გამოვფხიზლდი და მივხდი. თურმე სიზმარი ყოფილა ეს რეალობად ქცეული ზმანება. საოცარი განცდა დამეუფლა, თვალები მოვიფშვნიტე და ვიფიქრე რეალობად მექცია ეს ყველაფერი.

      გინატრე... ამიხდეს ნეტავ, ამას ვფიქრობდი... წარმოვიდგინე რომ იღიმოდი, ნაბიჯებს დგავდი თითქოს.
გინატრე, ნატვრა ხომ ჩემია მხოლოდ... ამაშიც ხომ არ მსჯის უფალი... და თუ არ ახდა... გინატრე მაინც... ჩემს გულს და სულს უნდოდი, ჩემს გულში ხარ მუდამ, არასოდეს მტოვებ მარტო...

      გინატრე და გავიფიქრე, ჩემია მხოლოდ ეს ნატვრაც და სანატრელიც... ფიქრებში და ოცნებებში ჩემი ხარ მხოლოდ... გინატრე, ისევ გინატრე... გინატრებ სანამ რეალობად არ გადაგაქცევ ჩემო ერთადერთო, ისევ შენ გინატრე...

      ისეთი ხელშეუხებელია ჩვენი სიყვარული, ისეთი სუფთა.. მინდა ჩემი გრძნობები გაგიზიარო... მინდა რომ შენც იგრძნო თუ რა საოცრებაა ამის შეგრძნება და გათავისება... ღვთაებად ქცეულო, ჩემო ზმანებვ... მოდი მომხვიე ხელი გულს ნატკენს და გავქრეთ უსასრულობაში...

      გვერდით ოთახიდან ხმაურის ხმამ შემაწუხა და თითქოს გამომაფხიზლა კიდეც...

      დამაინტერესა თუ რატომ მოხდა ეს აურზაური,ბავშვების სიცილ-ტირილი, ღრიანცელი, ქალების საუბარი და მამაკაცების გაბმული ბანი ისე მშვენივრად მღეროდნენ გადავწყვიტე გავსულიყავი და პირადად მენახა თუ ვისი პირიდან ამოდიოდა ასეთი საოცარი ხმა. ფეხაკრეფით წამოვხტი საწოლიდან და კარი გავაღე... გავედი ოთახში და დამხვდა სრულიად უცხო მამაკაცი რომელიც მამაჩემს მოჰყოლია სამსახურიდან სტუმრად... ვაკვირდებოდი თითქოს სადღაც მყავდა ნანახი და თან ვერც ვიხსენებდი სად... მამამ დამიძახა და მეც მივუახლოვდი... გამაცნო ეს ახალგაზრდა რომელსაც ნიკა ერქვა... ხელი ჩამომართვა (რაც ყველაზე მეტად მძულს) და თვალებში ჩამხედა... მისმა მზერამ დამაბნია და შევცბი... სწრაფად გავაშვებინე ხელი, ბოდიში მოვიხადე და დავბრუნდი ჩემს ოთახში. ჩემს საწოლზე დავჯექი, არ ვიცი რა დამემართა ან რა ვიგრძენი მისი შემოხედვით... თითქოს სულიც გამეყინა და სხეულიც...

      ამ გაურკვევლობაში ვიყავი, დაბნეული, შეუცნობელი გრძნობით შებყრობილი... თვალებს რომ ვხუჭავდი ყველაფერი მეორდებოდა სულ მას ვხედავდი... მის მზერას ვერ ვივიწყებდი და თან ვიხსენებდი თუ საიდან მეცნობოდა მისი თვალები... ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა კიდეც...

      გათენდა და მზის სხივებმა ჩემს თვალებში დაიწყეს ცეკვა... ისეთი ენერგიით აღვსილმა გავიღვიძე თითქოს ახალდაბადებული ვყოფილიყავი და არ მცოდნოდა ცხოვრების მწარე დღეები თუ როგორი იყო, თითქოს არ გამომივლია არცერთი ცუდი წუთი ჩემი დაბადებიდან დღემდე...

      წამოვდექი საწოლიდან და გავედი სამზარეულოში სადაც მამა საუზმეს მიირთმევდა... მივედი ხელები შემოვხვიე კისერზე და ლოყაზე ვაკოცე . მამამ მითხრა... რა ბედნიერი თვალები აქვს ჩემი ცხოვრების სიხარულსო... და მაკოცა... . მეც შევიფერე სიტყვაძუნწი მამისგან სანაქებო სიტყვები... ჩემში ვფიქრობდი მეკითხა თუ არა რაც მე მაინტერესებდა... ხან იქით მივედი, ხან აქეთ და თავად მან მკითხა ... ნინიკო... რა გჭირს. რამე მოხდა? როგორც წესი ასეთი ქცევებით ვხვდები რომ რაღაც უნდა მთხოვოო... ცოტა არ იყოს შევყოყმანდი ვუთხრა თუ არა თქო... თუმცა გაჩუმება ვარჩიე... შემდეგ თავად მკითხა... მოგეწონა გუშინ რომ ნიკოლოზი გაგაცანი?! იცი რა კარგი ბავშვია?! მას დედ-მამა არ ჰყავს... ობოლია...ძალიან ზრდილობიანი და სანდო ადამიანია შვილო... გამიხარდება თუ დამეგობრდებით... მას უჭირს ცოტა და ჩემს თანაშემწედ ავიყვანე ... თავზე ხელი გადამისვა და მითხრა,კარგი ახლა წავედი ნიკოლოზი მელოდება უნდა ვიმუშაოთ... მაკოცა და კარი გაიხურა... მე გავუღიმე, და კარი ჩავკეტე...

      ნიკოლოზი... ნიკოლოზი... ობოლი... ნეტავ რა დაემართათ მის მშობლებს მეთქი გავიფიქრე... თან გავეშურე ჩემი ოთახისკენ ტანზე ჩავიცვი და წავედი მეგობრებთან ... თუმცა ექოს ძახილივით ჩამესმოდა ხმა ნიკოლოზი, ნიკა, მისი ხელების სიცივე და მისი თვალების სითბო წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს... ჩემში..რაღაც ამოუცნობი გრძნობასავით იყო...

      გარეთ რომ გავედი დამხვდა სადარბაზოსთან მისი თბილი თვალები... გამარჯობა ნინიკო... თითქოს არ ველოდი მის შეხვედრას ... მეც მივესალმე...
გამარჯობა ნიკა... მან მითხრა... იცი... ერთ ადამიანს მაგონებ... შენი ხმის ტემბრი მეცნობა ... ადრე ხომ არ შევხვედრილვართ? კიდევ უფრო დავიბენი და სწრაფად ვუპასუხე... არ მგონია... და გავეცალე იქაურობას...

      თუმცა იმხელა ეჭვი დატოვა მისმა სიტყვებმა ჩემში... რომ უფრო გააღვივა მისდამი ჩემი ინტერესი...

      მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი თბიილისის მშვენიერ ქუჩებში... განცალკევებით მივდიოდი . ისე გავერთე ფიქრებში რომ არც კი მესმოდა მათი შეძახილი... ნინი, ნინი, ნინი, რა გჭირს?! ცუდად ხომ არ ხარ... გამეცინა და ვუთხარი. ახლა ისე ვარ როგორც არასდროს... გაეცინათ მათ ჩემს ნაბოდვარზე და ჩაილაპარაკეს... ჩვენი ნინი შეყვარებულია მგონი... თან ერთმანეთს გადახედ-გადმოხედეს... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე არაფერი მითქვამს ამ ყველაფერზე...

      ისევ... შეყვარებული... ნიკა... უდედმამო... ობოლიი... ეს სიტყვები ამეკვიატა ... და ვერაფერს ვამჩნევდი იგვლივ, არაფერი მესმოდა... დავემშვიდობე მეგობრებს და წავედი სახლში... შევედი ჩემს ოთახში და ნიკას სიტყვებზე ვფიქრობდი... ნაცნობი ტემბრი გაქვსო... ნეტავ საიდან ეცნობა ჩემი ტემბრი ან მე რატომ მეცნობა მისი თბილი თვალები... სად მინახავს ნეტავ... მისი ნარნარა ხმაც ჩამესმა... რა ლამაზად მღეროდა ხალხურს, ნამდვილი ქართველი კაცია... და რარიგად უხდებოდა წვერი მის სახეს... ამოვიოხრე ... ოხ. ნიკა... ნიკოლოზ ...

      მოსაღამოვდა, მამა მოვიდა და დამიძახა, ნინიკო... აბა შენ რომ იცი ისე დატრიალდი დღეს ნიკოლოზი გვეწვევა სტუმრად... ეს რომ გავიგე გული ამიჩქარდა... კარგი თქო... გავიქეცი ჩემს ოთახში, და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე... ლამაზად ჩავიცვი, თმა გავიკეთე და გავედი... ყველაფერი ისე გავამზადე მე რომ მიყვარს... მზადების მომენტში იმდენი კარგი სიმღერა მიმღერია ლამაზად... რომ ეს ვერც კი შევამჩნიე... მე გართული ვარ საქმეში და მამამ შემოაღო სამზარეულოს კარი რას შვები აბა ნინიკო დაასრულე გამზადება ? და ნიკაც შემოჰყვა...

      მშვენიერი ხმა შემომესმა, გავბედე და ბატონ დავითს შემოვყევი ... არაჩვეულებრივად მღერი ნინი... მომიახლოვდა და ხელზე მაკოცა... დღეს მშვენივრად გამოიყურები... ძალიან მესიამოვნა ამ სიტყვების გაგონება მისგან... სწრაფად სუფრა გავუშალე და დავსხედით... ცოტა დალიეს მამაკაცებმა ... როცა სიმღერის დრო დგებოდა მამა ბანს გვაძლევდა, ნიკა მეორეს და მე პირველი ხმა ვიყავი... სიმღერ-სიმღერაში შემოგვაღამდა კიდეც... მამამ თქვა... აბა, ახალგაზრდებო წავალ ახლა მე ცოტას დავისვენებ თქვენ ისაუბრეთ, და სიმღერით გამართეთო, ნიკას ხელი ჩამოართვა, მე მაკოცა ... მშვიდი ძილი ვუსურვეთ და ასე გავაცილეთ მამა ...

      დავრჩით მე და ნიკა სასაუბროდ...მან კვლავ მკითხა... შენი ხმის ტემბრი მეცნობა ძალიან... ნეტავ სად მომისმენია ან სად მინახავს ეს ლამაზი თვალები ადრე... მე თვალებში შევციცინებდი მას... გავბედე და ვკითხე...

      რა მოუვიდათ შენს მშობლებს?! მან თავი დახარა მივხვდი რომ მოიწყინა... იცი, თუ გინდა ნუ მიპასუხებ მგონი მტკივნეული თემა უნდა იყოს ეს შენთვის...

      ნიკამ მითხრა... ერთ საღამოს მე დედა და მამა, სახლში მივდიოდით ჩვენი მანქანით, ირგვლივ სიბნელე იყო, გზაზე უეცრად კაცი გამოჩნდა. მამამ საჭე ვერ დაიმორჩილა, იმ კაცს ააცილა და ჩვენ დიდ ხეს შევეჯახეთ... იმ მომენტიდან გათიშული ვიყავი 2 თვის მანძილზე, სასუნთქ აპარატზე ვიყავი შეერთებული... ღვთის წყალობით დღეს ცოცხალი ვარ... როცა გამოვედი მდგომარეობიდან, ჩემს ნათესავებს ვეკითხებოდი თუ რატომ არ მნახულობდნენ დედა და მამა, თუმცა... პასუხის გაცემას თავს არიდებდნენ... ამდენმა ცრემლიანმა თვალებმა მიმახვედრა რომ იმ დროს დედა და მამა დაიღუპნენ და მე გადავრჩი...

      იმ დღიდან დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება როცა საავადმყოფოდან გამოვედი... სრულ დეპრესიაში ვიყავი მომხდარის გამო თუმცა თავს ვაიძულე ცხოვრება გამეგრძელებიინა უკეთესი მომავლისათვის...

      და ამ დროს შეწყვიტა ნიკამ საუბარი, შემატყო თვალებში ცრემლის გუბე მედგა. მეეჭვება შევძლო

      არ ვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას რაც მაშინ მე ვიგრძენი, ისე მინდოდა ჩავხუტებოდი... თუმცა თავი შევიკავე... შუა ღამეც მოვიდა და ნიკამ წასვლა გადაწყვიტა მეც არ შევაჩერე და დავემშვიდობე...

      მივედი, დავწექი ჩემს საწოლში, ცრემლორეული... ვერაფრით ვიკავებდი ცრემლებს... ეს ის ისტორია იყო რომელსაც ამდენი წლები ვეძებდი... სწორედ რომ ის ის იყო... ნიკა ჩემი ცხოვრების პირველი სიყვარული იყო... მასაც იგივე დაემართა, იგივე ასაკში,.. კი, კი, ისაა ნამდვილად ჩემი ნიკაა... ალბად დრომ და გაჭირვებამ შეცვალათქო ასე, გავიფიქრე... კი, კი, კი ნამდვილად ისაა... თითქოს ჩემს თავს ვუმტკიცებდი მის არსებობას ჩემში

      ერთი სული მქონდა გათენებულიყო რომ კვლავ მენახა ნიკა მინდოდა ყველაფერი მეთქვა მისთვის, თუ როგორ გავიდა 10 წელი მის შემდეგ რაც მე ის არ მინახავს თუ როგორ შეიცვალა ცხოვრება და როგორ შევიცვალეთ ჩვენ...

      გათენდა დილა... მე მთელი ღამე ამაზე ფიქრში გავათენე... მამასთან მივედი დილით და ნიკას ნომერი გამოვართვი... დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე... ნიკას გაოცებული ხმა ჰქონდა ალბად გაუკვირდა რომ მე მას დავურეკე... დავთქვით ადგილი საღამოს 8 საათზე... მივედით დანიშნულების ადგილზე და დავსხედით სკამზე...

      ნიკამ მკითხა... ხომ მშვიდობაა, მოხდა რამე ?! ცოტა აფორიაქებული ვიყავი... და ვუპასუხე... დამშვიდდი უბრალოდ მინდა რაღაც-რაღაცეები გითხრა...

      ყურადღებით გისმენ ნინიკო... იცი... მაინტერესებს რა ხდებოდა 10 წლის წინ შენს ცხოვრებაში?!

      მმმმმმ, 10 წლის წინ?! ... მაშინ პატარა ვიყავი, ბედნიერი... მყავდა დედა და მამა... დედისერთა ვარ მე... თუმცა დედა იმ დროს ორსულად იყო ... იმ ბავშვის დაბადება არ მოისურვა ალბად ღმერთმა... კარგად არ მახსოვს იმ ავარიის შემდეგ ბევრი რამ დამავიწყდა... რატომ დაინტერესდი ჩემი ცხოვრებით ნინი?

      ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, ერთმანეთის თვალები, თითები, ხმის ტემბრი ამიტომ არაა უცხო ჩვენთვის... ეცადე გამიხსენო მე ვინ ვარ... მაპატიე ნინი... ძალიან დავიბენი... არ ვიცი რა ვიფიქრო... ან რა ვთქვა... მე ცრემლები წამომცვივდა თვალებიდან... და ნიკას ვუთხარი: გახსოვს? ჩვენ ერთად ვსწავლობდით ერთ სკოლაში, ვთვლიდით რომ ბავშვურად გვიყვარდა ერთმანეთი... შენ მე გიყვარდი... მე შენ მიყვარდი, იმ წუთიდან დღემდე... გთხოვ გაიხსენე, ჩვენი ერთად გატარებული წუთები... რა ბედნიერები და ლაღები ვიყავით გახსოვს?! გაიხსენე გთხოვ...

      ნიკას თვალები აემღვრა... შევატყე უხერხულად იყო და ბოდიში მომიხადა, მაპატიე მაგრამ არაფერი მახსენდება მსგავსი... ეს სიტყვები რომ გავიგე თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა...

      წავიყვანე სახლში და ჩემს ძველ ფოტოებში მოვნახე ჩვენი იმდროინდელი სურათი როცა ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა ჩვენს ბაგეებს...

      ორივე სურათს დავყურებდით ნახე ნიკა ეს შენ ხარ გახსოვს?! ნიკა..

      გაოცებული იყო... კი ნამდვილად მე ვარ... არ ვიცი ნინი არ ვიცი რა დამემართა, ყველაფერი დამავიწყა იმ ავარიამ და ორმა თვემ... გთხოვ იქნებ გაიხსენო ისევ ვუმეორებდი ამ ფრაზას, იქნებ გამიხსენო... ნიკამ ბოდიში მომიხადა და წავიდა... რამოდენიმე დღე აღარ შემხმიანებია, არც ზარებს პასუხობდა... მე ვნერვიულობდი მაინტერესებდა რა სჭირდა... გავიდა რამოდენიმე დღე და კარზე კაკუნია... გავედი, გავაღე კარი და ნიკა დავინახე, თვალები ჰქონდა ცრემლიანი, ვკითხე თუ რა სჭირდა და სახლში შემოვიპატიჟე... ნიკამ ხმა არ ამოიღო და გულში ჩამიკრა... თან იძახოდა მახსოვხარ, მიყვარდი, მიყვარხარ... მახსოვხარ, მიყვარდი... მიყვარხარ...

      ეს სწორედ ის წუთი იყო რომელზეც ამდენი წელი ვოცნებობდი... უბედნიერესი წუთი, რომელზე ფიქრშიც ამდენი წელი გავლიე, რამდენი ღამე ვათიე... და ახდა კიდეც, სრულიად უიმედო ვიყავი, აღარ მეგონა ჩემს სიცოცხლეშივე თუ მოხდებოდა ეს ყველაფერი... ის რაც შეუძლებელი მეგონა... ჩვენ ვტიროდით, ორივე ერთად, ბედნიერებისაგან...

      ახლა სწორედ. ის სიცარიელე შევუვსე, რომელიც ასე აკლდა ნიკას, სითბო, სიყვარული, მზრუნველობა... ჩვენი ბედნიერება სამყარომ გაიგო... ფესვები გაიდგა სამარადჟამოდ, სასიხარულოდ ... ამ მკვდარ ცხოვრებას აზრი შევძინეთ, მე მისით, მან ჩემით... ჩვენი სიხარულით სამყარო განათდა თითქოს ცას ასწვდა ბედნიერების ალი.. და იმ დღიდან მე და ნიკა ვცხოვრობდით სიყვარულზე, დროზე და ერთმანეთზე შეყვარებულები ერთად ...

      ბედნიერებაც სწორედ ეს არის... ბნელ ცხოვრებაში განათებულ სანთელთა შესვლა... და გზა გაიკვალა უსასრულო ბილიკთან ერთად...

ნინო გოგილაშვილი 12.03.2013

გაგრძელება

ნახვა: 495

ტეგები: Qwelly, ისტორია, კულულა, მონამღერი, ფიქრი, ცხოვრებისეული, წარსული

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters