მაისის მიწურულია და ლარის პრობლემა ისევ არ გვარდება, პირიქით, რაც შეიძლება ზემოთ იწევს და სადაცაა ფრენას ისწავლის. ამიტომ ლარი დღის მთავარი ამბავია, მას თან მისდევს თბილისური თემებიც და დღეს დაემატა პორტების ამბავიც - უკვე ორი ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება. უცხოეთის ამბავიც დიდი რაოდენობით იყო ჩვენში, რადგან ახლადმიღებული მოქალაქეობის მიუხედავად, მაინც ითხოვენ ექსტრადირებას.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სეტყვამ ერთი თვალის გადავლებით გადაუარა აღმოსავლეთ საქართველოს და მეტ-ნაკლები სიძლიერით გაიმეტა ზოგიერთი ქალაქი თუ სოფელი. მაგრამ დღის მთავარ თემებში სეტყვა ძალიან მცირედით მოხვდა, მთავარი ამბავი იყო გარეჯის აქცია, ჭიათურის გამოსვლები და მასზე ფიდბექი და ასევე სააკაშვილისთვის დაბრუნებული უკრაინელობა.
გარეჯის ხმაური - დავით გარეჯში სასულიერო პირებისა და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2019 წელი. 11:30pm —
2 კომენტარი
________________
დამოუკიდებლობის დღის ტრადიციულ მილოცვას შეუერთდებით - გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას! ცხადია, დღის მთავარი თემა დამოუკიდებლობა იქნებოდა, რომ არა მაღაროელების დაუღალავი და ხმამაღალი პროტესტი რომელსაც მთელი ქალაქი და სხვა ქალებიც და დეპუტატებიც შეუერთდნენ. ამას გარდა სხვა მთავარი ამბავი იყო დავით გარეჯის ტერიტორიის კუთვნილება და გაურკვეველი საზღვარი.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 27, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
საინფორმაციო დღეები ამინდივით ცვალებადი გამოდგა - დილით იღვიძებ მცველი ზაფხულია, შუადღე გადაივლის და ტროპიკულად ცივდება. დღევანდელი ნიუსფიდიც მრავალმხრივი იყო. გარეჯის პრობლემები და გზების გაწევ-გამოწევა, სასამართლოს დაბრუნება მეინსტრიმში, ლარის ვარდნის გაგრძელება, ტაქსები რეფორმა და თბილისის იერსახე, ამას ემატება ბათუმიუნის სასამართლოც და ცოტ-ცოტა სხვა ამბებიც.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2019 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღის მთავარი ამბავი არ იყო, მაგრამ ძალიან მხიარული ჭეშმარიტება კი გამოუვიდა ქალბატონ ადას - ადა მარშანია - 10 პოლიტიკოსიდან 8 „შიზოფრენიკია“. სხვა ამბებში იყო ჭიათურელების პირამოკერილი პროტესტი, განათლება და მასწავლებლობა, ლარის გაუფასურების ახალი ნიშნულები, გარეჯის და აღაიანის ამბები.
მაღაროელების ხელფასები - „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მაისის ვარდებს წვიმა არ აკლიათ და როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, არეული ამინდები კიდევ გაგრძელდება, იქამდე კი ახლადჩატარებული არჩევნების გამოხმაურებები არ დასრულებულა. ამას დაემატა დღის საზარელი შემთხვევა სოფელ აღაიანში. იყო ფეხბურთელთა კორუფციაც და ლექტორის ახალგაზრდული გატაცებებიც. თბილისისგან გათავისუფლება სანაგვე ურნებისგან.
საარჩევნო უკუკავშირი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
არაფერიც არ გამოვიდა ამდენი პროტესტისა და ოპოზიტიური განწყობების მიუხედავად, მთაწმინდის გარდა, ყველგან, სადცა არჩევნები ჩატარდა, ქათულმა ოცნებამ გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, ბოლო ორი დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. მას არ ჩამორჩა NDI-ს კვლევა და ვალუტის ამბავნარი, ასევე მაღაროელების პროტესტი, რომელსაც დღეს მთელი ქალაქი შეუერთდა.
შუალედური არჩევნები 2019 -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2019 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
დღემ კვლავინდებურად საარჩევნო არეულობებით და მერე ამ არეულობებზე კომენტარებით ჩაიარა - ისევ ზუგდიდიდან, ისევ დაძაბულობებით და ისევ არეულობით. დღის მეორე მთავარი ბლოკი იყო გადამდგარი მინისტრის ვრცელი ინტერვიუ. დღეს ასევე ოჯახების წმინდა მსვლელობის ამბავიც დაანონსდა.
ოჯახის სიწმინდის მსვლელობა - 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 16, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მეფის ხსენების დღეს, მთლად სამეფო ამბები არ ისმოდა ქართულ მედიაში, ძირითადი აქცენტები კვლავაც არჩევნებს უკავშირდებოდა და ტრადიციაც ქცეულ, წინააარჩევნო არეულობებსა და ხმაურს - ამჯერად ზუგდიდიდან. სხვა ამბავი იყო გარეჯის ტერიტორიის სადავოობა, დღეს ომბუდსმენმაც ბევრი თემა მიმოიხილა, იყო პრემიერის ევროპული ნიუსებიც.
შუალედური არჩევნები - დავით უსუფაშვილი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 14, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახალი კვირაც სამაისო არჩევნებით დაიწყო - მინდოდა დამეწერა, სავარდო, მაგრამ ვაითუ ვინმემ პოლიტიკურ მიკუთვნებულობაში ჩამითვალოს. დღის ამბებში მოახლოებული არჩევნები რომ იქნებოდა ეს ცხადია, მაგრამ ამას გარდა, ექს პრეზიდენტის ინტერვიუებიდანაც იყო ამონარიდები, ამჟამინდელი პრემიერის მახათაზე ნათქვამი სიტყვაც და ცოტა ეკონომიკურ-ფინანსური რიცხვომანია. დღის მნიშვნელოვან ამბებს შეუერთდა მასწავლებლების ანაზღაურების საკითხიც.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 13, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გამარჯვებიდან მეორე დღეს კიდევ აქტუალურია მაჩალიკაშვილის, პანკისის, ტერორიზმის და მომიჯნავე თემები, არეულობები და კომეონტარები. ასევე დღეს საგანმანათლებლო ამბები ისმოდა და ტრადიციულად სამართლის უზენაესობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ევროპელი სტუმრები და ევროპული გაშინაურების ბედი.
ტერორიზმის ქართული ბედი - პანკისელები, მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 10, 2019 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
ფაშიზმზე გამარჯვების დღე რა თქმა უნდა ვეტერანებს და ამ დღით მოზეიმეთა გაგმოსვლებს მიეძღვნა, თუმცა ტერორიზმის სახელით მონათლული საქმეც არ კარგავს აქტუალურობას, ამიტომ დღის ორი მთავარი ამბავი ეხებოდა - ვაკის პარკის ამბებსა და მაჩალიკაშვილის ჩანაწერებს. ასევე იყო სამთავრობო ნიუსები და ჭორებიც.
გამარჯვების დღე - ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი შესრულდა. ვაკის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 9, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვიდრე ფაშიზმზე გამარჯვების მოზეიმე ქვეყნებს შეუერთდებით და 9 მაისს საზეიმოდ ავწევთ ქართულ დროშებს, მანამდე დღის ამბებს თვალი უნდა გადავავლოთ, მაგრამ მთელი დღის მეინსტრიმი მაჩალიკაშვილის ტერორისტობამ დაიკავა. ყველაზე მეტი ამბავი სწორედ მას უკავშირდებოდა. ამას გარდა იყო თბილისური, სტუდენტური, საარჩევნო და მედია ამბები.
მაჩალიკაშვილის ტერორიზმი - ირაკლი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 8, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მაისში ვიდრე ზაფხული სიცხე გაზაფხულს დაჯაბნიდეს პოლიტიკურად ცხელი ამბები გააქტიურდა. დღეს რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდა დღის ამბები - რუსთავი ორმა მფლობელების ამბავი დღის წესრიგში დააბრუნა, ასევე გარეჯის დაცვის თემაც გააქტუალურდა, სამეფო კარის თამაშები არა, მაგრამ სამართალი მალე დასრულდება. და დღის მთავარ თემად, ასევე მაჩალიკაშვილის ტერორისტული გეგმების ჩანაწერი იქცა!
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 7, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მაისის ოთხიდან წვიმები ბრუნდებაო ამბობენ სინოპტიკოსები, თუმცა იქამდე, დღევანდელ დღეს, პარლამენტი გომელაურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უსმენდა. დღის თემებში იყო გარეჯიც, უბედური შემთხვევა თბილისში, ენერგეტიკა და ტოტალიტარიზმი ინტერნეტში.
გიორგი გაჩეჩილაძე - წინა ხელისუფლების დროს 200 ათასით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 3, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
საპირველმაისო ზეიმი არ ჩატარდა მაგრამ ქველინიუსი სადღესასწაულო შესვენებიდან დაბრუნდა. პირველ რიგში გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწიყნვალე დღესასწაულს!
ქრისტე აღსდგა!
დღის მთავარ ამბებში იყო შრომის დაცვა, რომელიც საპირველმაისოდ დიდი ხანია ანონსდება. ასევე მოსამართლეების დანიშვნის დილემა და კამათები, ეროვნული უსაფრთხოება და ქალაქის მთავარი ნიუსები.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 1, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…
გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Surviving the Crucible of Raid Bosses
The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.
Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.
Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.
Despite facing significant adversary firepower, the Snow's…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.
But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.
But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…
© 2024 George. •