გამარჯვებიდან მეორე დღეს კიდევ აქტუალურია მაჩალიკაშვილის, პანკისის, ტერორიზმის და მომიჯნავე თემები, არეულობები და კომეონტარები. ასევე დღეს საგანმანათლებლო ამბები ისმოდა და ტრადიციულად სამართლის უზენაესობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ევროპელი სტუმრები და ევროპული გაშინაურების ბედი.
ტერორიზმის ქართული ბედი - პანკისელები, მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვის პარალელურად, დუისში მის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. ანრი ოხანაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე - სავარაუდოდ, იგეგმებოდა უმძიმესი დანაშაულის ჩადენა - სუს-მა აღნიშნულის პრევენცია მოახდინა, ეს არის მნიშვნელოვანი. გიგა ბოკერია მაჩალიკაშვილის საქმეზე - როდესაც ისეთ ექსტრაორდინალურ ნაბიჯს, როგორიც არის სუს-ის მიერ ჩანაწერის გასაჯაროება, არ მოჰყვება ნაბიჯები, ეს აღძრავს სერიოზულ კითხვებს. სულხან სალაძე მაჩალიკაშვილზე - თუ ამ ადამიანმა რეალურად დაგეგმა, რომ ტერაქტი ყოფილიყო ჩადენილი, როგორც სუს-ი აცხადებს, ცხადია, მიღებული უნდა იყოს სხვა ზომებიც. მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ დამაკავეს, აქციებს ჩემი მეუღლე გააგრძელებს. გიორგი მშვენიერაძე სუს-ის მასალაზე - მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორც ამ ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე მასში მონაწილე სუბიექტების იდენტიფიცირება დადასტურებული იყოს. ადვოკატი მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებას არ გამორიცხავს. მედიკო მარგოშვილი - ერთი კვირის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილის მანქანის საბურავი ვიღაცამ შეგნებულად დააზიანა, რომ მანქანა გადაბრუნებულიყო. პრემიერი - პანკისში გვაქვს ისტორიულად დაგროვილი პრობლემების საკმაოდ დიდი რაოდენობა და ჩვენ ამას ობიექტურად უნდა შევხედოთ. პანკისის ხეობაში შეკრებილები - საკითხის პოლიტიზირება არ გვინდოდა, ამიტომ არ ვიდექით პარლამენტის წინ, თუმცა არავინ იფიქროს, რომ მაჩალიკაშვილისადმი ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდა. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი ძმის შვილი არ ყოფილა სოსო გოგაშვილის მამის საფლავზე. გიორგი გახარია პანკისზე - როგორც ჩანს, არასაკმარისი ანალიზი იყო გაკეთებული - არ წარმოვადგენ ეკონომიკის სამინისტროს და რა პირობებში უნდა აშენდეს ჰესი, ჩემი კომპეტენცია არ არის. ნატა მაჩალიკაშვილი - თუ მამაჩემი ნამდვილად ტერორისტია, ფაქტზე დაეკავებინათ. მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
საგანმანათლებლო ამბები - მამუკა ბახტაძე - პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა და ეს ძალიან მძიმე მოცემულობაა. მამუკა ბახტაძე - წელს სასწავლო ვიზით 10 გამარჯვებული პედაგოგი გაემგზავრება ესტონეთში და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნობა. ანრი ოხანაშვილი - ნინო გვენეტაძის გამოცდილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წაადგება. მიხეილ ბატიაშვილი - 2022 წლისთვის ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი განათლების მიმართულებით დაიხარჯება.
უზენაესობა - ანრი ოხანაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ყველანაირი ინტერესთა კონფლიქტი გამორიცხულია. გიგა ბოკერია - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის ერთადერთი გზა, მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ თვითონ მონაწილეობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში. შალვა შავგულიძის განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოება სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის შემცირებას შეუწყობს ხელს. ლევან გოგიჩაიშვილი - სასამართლო არის ხელისუფლების, კონკრეტულად პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური გავლენის ქვეშ.
დამარხული პირუტყვი - სურსათის სააგენტო - მარნეულში დახოცილი პირუტყვი დაიმარხა და ხორცის სარეალიზაციო ბაზარზე მოხვედრა გამორიცხულია.
ევროპაში გათქვეფა - შსს კოლეგა - საქართველოს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია. დავით ზალკალიანი - ევროპაში თავისუფალი გადაადგილების სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი გზის გამოყენება რომ არ მოხდეს, საზოგადოებას სწორი გზავნილი უნდა გაეგზავნოს. საქართველოს მოქალაქეების მიერ საფრანგეთში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაში, ფრანგულ პოლიციასთან ერთად, საქართველოდან ორი ოფიცერი ჩაერთვება. გიორგი გახარია - საფრანგეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ოფიციალურად გვეყოლება საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლები. გიორგი გახარია - საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებლების ზრდაა, თუმცა გვაქვს გეგმა - მსგავსი გეგმები ევროპის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით განვახორციელეთ და იქ პოზიტიური შედეგია. საფრანგეთის შს მინისტრი უვიზო რეჟიმზე - შეჩერების მექანიზმზე არ მისაუბრია, მაგრამ ეს შესაძლებლობა ალბათ, არსებობს. აეროპორტებში მგზავრებს ქართველ მესაზღვრეებთან ერთად საფრანგეთის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებიც შეამოწმებენ. მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა. დავით ბაქრაძე - სადამსჯელო ღონისძიებებით ვერ შევაჩერებთ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ხვალინდელი დღის პერსპექტივის განცდა და ამისთვის მიდიან ევროპაში. მამუკა ბახტაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას.
ღვინის ფესტივალი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი - აუცილებელია, რომ ღვინის და ვაზის ფუნდამენტური კვლევები განვახორციელოთ.
ვაჭრობა თავისუფლებისთვის - ადვოკატი საპატრიარქოს და მამა ანდრია ჯაღმაიძეს - დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფლების სანაცვლოდ თქვენს სამარცხვინო ვაჭრობას არ დათანხმდა.
ლეგალური პროსტიტუცია - დავით მათიკაშვილი „გირჩის“ მიერ პროსტიტუციის ლეგალიზების მოთხოვნაზე - ამ საკითხის ლეგალურად დაწესება, ჩემი აზრით, არაკონსტიტუციურია და ამ საკითხზე მსჯელობა არც შემდგარა. ადვოკატებმა როენა ხუცურაულის მიმართ 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენეს. როენა ხუცურაული - სასტუმრო „მამიდას“ კათარზისად გადაკეთება მქონდა მოფიქრებული. როენა ხუცურაული - ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს. როენა ხუცურაული - პენსიონერი ვარ, მეორე ჯგუფის ინვალიდი და სასტუმრო მაქვს გაქირავებული. როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ადვოკატი - სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულმა როენა ხუცურაულმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღესვე დატოვა.
ადიდებული მდინარე - თელავში, სოფელ ლეჩურში, სადაც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, მაშველებმა დახმარება 15 ოჯახს გაუწიეს. გელა სამხარაული - თელავში, სოფელ ლეჩურში მდინარე სტორთან ერთად, კიდევ ერთი მდინარეა ადიდებული, რომელიც ასევე საფრთხეს წარმოადგენს. კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა.
გარეჯის ამბავი - დავით გარეჯთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია შეიქმნა, რომელიც პირველ სხდომას მომავალ კვირაში გამართავს.
წილხვდომილობის ძვირადღირებული დღე - მიხეილ გიორგაძე - წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცენტრალური ღონისძიება მახათას მთაზე გაიმართება. საქართველოს მთავრობამ ღვთისმშობლის წილხვდომილობის სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 694 000 ლარი გამოყო.
დეტალურად:
გამყოფილი თანხიდან 480 000 ლარი განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროს გადაეცა - უწყება შემდეგ ღონისძიებებს გაატარებს:
საზღვარგარეთულები:
დაშლის დრო - Facebook-ის თანადამფუძნებელი - უკვე დროა Facebook-ი დაიშალოს.
დეზინფორმატორი ბოტები - დეზინფორმაციის გამავრცელებელი რუსული „ბოტები“ სავარაუდოდ, 241 მილიონ ევროპელს შეეხო.
ძვირად დამზადებული - აშშ-მა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფი 10-დან 25%-მდე გაზარდა.
ირანი - დონალდ ტრამპი საჭიროების შემთხვევაში, ირანთან სამხედრო კონფრონტაციას არ გამორიცხავს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.
Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…
© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია