ფაშიზმზე გამარჯვების დღე რა თქმა უნდა ვეტერანებს და ამ დღით მოზეიმეთა გაგმოსვლებს მიეძღვნა, თუმცა ტერორიზმის სახელით მონათლული საქმეც არ კარგავს აქტუალურობას, ამიტომ დღის ორი მთავარი ამბავი ეხებოდა - ვაკის პარკის ამბებსა და მაჩალიკაშვილის ჩანაწერებს. ასევე იყო სამთავრობო ნიუსები და ჭორებიც.
გამარჯვების დღე - ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი შესრულდა. ვაკის პარკში დილიდან ომის ვეტერანები, საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით პრორუსული ორგანიზაციებისა და მათი მოწინააღმდეგების აქციები გაიმართა. „დემოკრატიული მოძრაობა“ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. მამუკა ბახტაძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო. კახა კალაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. შალვა შავგულიძე - ეს იყო ცივილიზებული მსოფლიოს გამარჯვება ბოროტებაზე, ვინაიდან ფაშიზმი ბოროტებაა. ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე 5 პირი დააკავეს და მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. უკვდავი პოლკის“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი - სამწუხაროდ, არავინ გვაფინანსებს და არც პუტინის ინტერესებს ვატარებთ. ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. ნინო ბურჯანაძე - ომის ვეტერანებს დაფასება სჭირდებათ და სამწუხაროა, რომ ბევრი გულისტკივილი შეხვდათ მათ მომდევნო თაობებისგან. ალეკო ელისაშვილი - გულისამრევი იყო, როცა პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე წითელი დროშის ფრიალში ღია აგენტებთან ერთად იდგნენ ვაკის პარკში. დავით ბაქრაძე - დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ ვეტერანების და ჩვენი უფროსი თაობის ნორმალური ცხოვრებისთვის.
მაჩალიკაშვილის საქმე - მალხაზ მაჩალიკაშვილი - სუს-მა დიდი შეცდომა დაუშვა. მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ დააკავონ. პრემიერი მაჩალიკაშვილის საქმეზე - ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ფაქტი არის ერთი რამ - უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ძალიან მძიმე დანაშაულის პრევენცია. დავით ბაქრაძე სუს-ის ინფორმაციაზე - თუ ასეთი მძიმე უბედურება აიცილა თავიდან სახელმწიფომ, მაშინ რატომ არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს? მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სუს-ში გამოკითხვაზე დღეს მისვლას არ აპირებს და ხვალ მივა. მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მისვლაზე - რასაც ჩემი ორი იურისტი მეტყვის, ისე მოვიქცევი. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი ადვოკატები და სუს-ის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ხვალ დაიკითხება. მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩატაევი და მისი რაზმი სუს-მა შემოიყვანა, მათ თბილისში ჩამოიტანეს ის ფული, რომელიც მოიპარეს სირიაში. მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს მოუწოდებს, რომ შეხვდეს. მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაზა სარალიძეზე - მაგ კაცს დაღლა შევამჩნიე და მეორეც - მისი შვილი სახელმწიფომ არ მოკლა, ჩემი მოკლა. მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ხვალ მოითხოვს მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას და თუ ეს შეუძლებელია, იძულებული იქნება სუს-ს მისცეს ჩვენება. მალხაზ მაჩალიკაშვილი - 20 დღის წინ კარავში წერილი შემომიგდეს: „ღირსეული რომ იყო, შენი შვილის მკვლელს დასჯიდიო“. მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის მოსამართლის წინაშე დაკითხვას ვერ მოითხოვს, რადგან კანონი ამის შესაძლებლობას არ აძლევს.
სამთავრობო-საეკლესიო შეკრება საპატრიარქოში - გუშინ საღამოს საპატრიარქოში მთავრობამ, საპატრიარქომ და ფონდმა „ივერიისა“ ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს. მახათას მთაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება. მამუკა ბახტაძე - ძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და ძლიერი ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს. ილია მეორე მთავრობას, საპატრიარქოსა და ფონდ „ივერიისას“ შორის მემორანდუმზე - არის ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯები და ასეთი ნაბიჯია გადადგმული დღეს.
სამთავრობო ჭორაობა - მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებსა და პრემიერად გიორგი გახარიას დანიშვნის შესახებ კითხვაზე - რაც მთავრობაში ვარ, მას შემდეგ მესმის მსგავსი ჭორები. მამუკა ბახტაძე - მოვუსმინე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებებს და მინდა გითხრათ, რომ დიახაც, იყო აცდენა ხედვებში. დავით უსუფაშვილი - საქართველოში პრემიერ-მინისტრი არის გიორგი გახარია და არა მამუკა ბახტაძე.
აწყურის რესტავრაცია - ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მეუფე თეოდორესთან ერთად დაათვალიერა.
თსუს პრორექტორი - ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორად დაინიშნა.
ქველმოქმედება თუ მოსყიდვა - ირაკლი კობახიძე საია-ს კვლევაზე - როდესაც ადამიანს აღდგენილი აქვს ასობით ტაძარი და დღეს ბრალდებას აყენებ მოსყიდვაზე იმიტომ, რომ საქმე ეხება ერთ-ერთი ტაძრის მოხატვას, ეს უბრალოდ სასაცილოა. კახა კალაძის ცინიკური პასუხი ჟურნალისტებს - დიახ, მგონია, რომ ყველა საქველმოქმედო ღონისძიება, რაც კი ბიძინა ივანიშვილს ჩაუტარებია, საარჩევნო მოსყიდვა იყო.
გუბაზიც წავიდა - გუბაზ სანიკიძემ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა.
მკვდარი ძროხები - მარნეულში ფერმერს 150-მდე ძროხა დაეხოცა. მარნეულში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. მარნეულში ძროხების მასობრივ დახოცვამდე, მეპატრონემ პირუტყვი „კრეოლინის“ ხსნარით დაბანა, რომელიც ტკიპებისა და მწერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაახლოებით 54 სული მსხვილფეხა პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა იმ ოჯახის ინფორმაციით, რომელთა ფერმაშიც მასობრივად დაეცა პირუტყვი, სულ დახოცილია 130 ძროხა.
საზღვარგარეთულები:
დიპლომატია რუსეთში - რუსეთმა ორი შვედი დიპლომატი გააძევა.
გაწყვეტილი ვაჭრობა - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთმა ვაშინგტონთან სავაჭრო მოლაპარაკებები გაწყვიტა.
ახალი სანქციები ირანს - დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ევროპული ქვეყნები ირანს მოუწოდებენ, პატივი სცეს საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც თეირანის ბირთვული ამბიციების შემაკავებელია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია