არასრულწლოვანი დამნაშავე, ხორავას ბრალდებულები, საარჩევნო უკუკავშირი, ლექტორი ზრახვებით და თბილისური განახლება

      მაისის ვარდებს წვიმა არ აკლიათ და როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, არეული ამინდები კიდევ გაგრძელდება, იქამდე კი ახლადჩატარებული არჩევნების გამოხმაურებები არ დასრულებულა. ამას დაემატა დღის საზარელი შემთხვევა სოფელ აღაიანში. იყო ფეხბურთელთა კორუფციაც და ლექტორის ახალგაზრდული გატაცებებიც. თბილისისგან გათავისუფლება სანაგვე ურნებისგან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 მაისი, 2019/

      საარჩევნო უკუკავშირი - დავით ჭიჭინაძე - მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია შეთანხმება და ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილებაზე აუცილებლად აისახება. გიგა ბოკერია - ლევან კობიაშვილის დღევანდელი განცხადება ადეკვატურია. გიგა ბოკერია - ალეკო ელისაშვილის გზავნილი ერთი ერთში ის გზავნილია, რა ბინძურ კამპანიასაც ატარებს „ოცნება“, რომ შალვა შავგულიძე „ნაცების“ კანდიდატია. გიგა ბოკერია - ძალიან მცდარი და საზიანო გზავნილი არის ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერისგან, მათ შორის სააკაშვილისგან, რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს. სოფო კილაძე - არა მგონია, ღარიბაშვილი იმას გულისხმობდეს, რომ სადამსჯელო ღონისძიებები უნდა გაგვეტარებინა და “ნაცმოძრაობისთვის” იგივე გაგვეკეთებინა, რასაც ის საზოგადოებას უკეთებდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ცხადია, რომ „ქართული ოცნება" მთაწმინდაზე გარკვეული სახით გაიმეორებს იგივეს, რაც ვნახეთ ზუგდიდში. მამუკა მდინარაძე ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაზე - რაღაცას ამბობენ შანტაჟზე, იმ სიბინძურეზე, რაც მათი ხელწერა იყო, მაგრამ ეს არც ჩვენი ხელწერაა და არც ინტერესი. მიხეილ სააკაშვილი - რა თქმა უნდა, მთაწმინდაზე მხარს ვუჭერთ შალვა შავგულიძეს და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

      ლექტორის დადანაშაულება - ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - სხვა სტუდენტები მაფრთხილებდნენ, რომ ეს კაცი გოგონებს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს ხშირად უგზავნიდა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, სტუდენტებთან საქმიანობის უფლება შეუჩერდა. ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭო ითხოვს, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს „ქართული ოცნების“ წევრს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ ბათუმის უნივერსიტეტში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით.

      მაღაროელები მიწის ზემოთ - „ჯორჯიან მანგანეზი“ - ჭიათურის მაღაროს გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასის 25%-იანი მატება შევთავაზეთ, თუმცა მათ უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს.

      კორუფცია ფეხბურთში - ადვოკატი ლანჩხუთის „გურიის“ ფეხბურთელის, რატი იმერლიშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულებიდან პროკურატურა ოთხის მიმართ პატიმრობას, 7-ის მიმართ კი 10-ათას ლარიან გირაოს მოითხოვს. ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე მოსამართლეს - შეცდომა დავუშვი, 22 ივნისს ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ. გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ჯონი შეროზიას ადვოკატის განცხადებით, ფეხბურთელები ერთ-ერთი პირის სიცოცხლის გადასარჩენად დათანხმდნენ გარიგებას. გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ყოფილი ფეხბურთელი ვახტანგ ჯაყელი დანაშაულს აღიარებს. გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ 4 პირს პატიმრობა, შვიდს კი 10-10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

      ხორავას საქმე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. არასრულწლოვანი დ.ღ.-ს მამა - ეს არის სამართალი? ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებულ დ.ღ.-ს ადვოკატი - განაჩენი პოლიტიკურია, ახლა უნდათ სხვა არასრულწლოვნების დაჭერა. არასრულწლოვან დ.ღ.-ს საქმის პროკურორის განმარტებით, იმაზე საუბარს, მისაღებია თუ არა სასამართლოს განაჩენი, მხოლოდ სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ შეძლებს.

      კარჩაკეტილობა პირდაპირი მნიშვნელობით - სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი.

      უმოწყალობა - სოფელ აღაიანში 7 თვის შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დედა დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანია. შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა გოგომ საკუთარი 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა. 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 16 წლის გოგოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის გოგოს ახლობლების ინფორმაციით, ოჯახს კონფლიქტი არ ჰქონია. ვრცელი ჩვენება - მამამ გამთენიისას იპოვა შვილი გაგუდული. ბავშვი ჩაცმულ მდგომარეობაში საწოლში იწვა. დაიწყო ცოლის ძებნა, ვერსად იპოვა. ოჯახში ატყდა ამბავი. ბავშვის მამამ საკუთარ მამას დაუძახა, რადგან ცოლი ვერსად იპოვა, ამიტომ ეჭვი გაჩნდა. რატომ გაიქცა, თუ მას არაფერი დაუშავებია? პოლიცია ადგილზე მალევე მოვიდა. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ჯერჯერობით ექსპტერტიზის პასუხი ცნობილი არ არის. დაკავების შემდეგ დედამ დანაშაული აღიარა. ის დეტალურად მოჰყვა, რა და როგორ ჩაიდინა. ბავშვის დედა ყვება, რომ მას შემდეგ, რაც მეუღლემ დაიძინა და დაიძინეს ოჯახის სხვა წევრებმა, საკუთარი ხელით გაგუდა ბავშვი. მოტივი რა იყო, არ ვიცი. როგორც ყვება, ქმრის გამწარება უნდა, ოღონდ არ უჩხუბიათ, რამე კონფლიქტის სერიოზული მიზეზი არ ყოფილა არც ქმართან და არც ოჯახის წევრებთან. ვერც ქმრის და ვერც გოგოს მხარე ვერაფრით ხსნის, რა შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო. რა ვითარებაში დააკავეს ბავშვის დედა, არ ვიცი, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიღაც ბიჭს ჩააკითხა. ოჯახს ამ გოგოს დასჯა უმკაცრესი წესით უნდა. შსს-ს გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვან მ.შ-სთან დაკავშირებით 2017 და 2018 წლებში მიღებული შეტყობინებები. პოლიციამ არასრულწლოვანი დედის მიერ 7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში პირები უკვე გამოკითხა. 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან მ.შ-სთან დაკავშირებით გასულ წელს შესულ შეტყობინებაზე არასათანადო რეაგირებისთვის შსს-ს ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუწყდა. 16 წლის მ.შ-ს 7 თვის შვილის მკვლელობისთვის ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

      თბილისური ამბები - თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის. კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის ბაგა-ბაღების კვებით მომარაგების უზრუნველსაყოფად კომპანია უახლოეს დღეებში შეირჩევა. კახა კალაძე - ყველანაირი თვალსაზრისით, ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორც ორბელიანის მოედანზე განხორციელდა, ჯერ სხვა არ განხორციელებულა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობის გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები ამოქმედდება. სანაგვე ურნებს მიწისქვეშ გადაიტანენ. ჭავჭავაძის გამზირზე, ნაგვის ურნების მიწის ქვეშ განთავსების შემდეგ, „თბილისერვის ჯგუფს“ სპეციალური ტექნიკის შეძენა მოუწევს.

      იაფი ლარი და ძვირი დოლარი - რომან კაკულია ლარის კურსზე - ისეთი ფაქტორი, მყისიერად რეაგირება რომ შეეძლოს მთავრობას, ამ წუთას არ არსებობს. ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარზე - თუ ვართ ნაფოტი ტალღაზე და გარეფაქტორებზე ისე ვართ დამოკიდებული, რომ თუ ტალღა მაღლა მიდის, ნაფოტიც მაღლა მიყვება, მთავრობა რაში გვჭირდება?

      გაყიდვის მოლოდინი - სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა სავარაუდოდ, მალე გაიყიდება. რომან გოცირიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს - თქვენი პოლიტიკური თოქ-შოუები, რომლებიც მიკერძოებულია, დროის კარგვაა.

      საქსტატი აბედნიერებს - გიგა ბოკერია „საქსტატის“ დირექტორს - თუ გაყალბებაა, ბოლომდე გაყალბება იყოს, რომ ხალხიც ბედნიერი იყოს და მთავრობაც, ბოლომდე ბედნიერი ციფრები დაწერეთ. ბოკერია - თუ გვახარებთ, ბოლომდე გაგვახარეთ. დაწერეთ, რომ ეკონომიკური ზრდა არის -8%, რომ სიღარიბე საერთოდ აღარ არის, ეს ნახევარი ზომები რად გინდათ? თუ გაყალბებაა, ბოლომდე იყოს, რომ ხალხიც ბედნიერი იყოს და მთავრობაც.

საზღვარგარეთულები:

      დათხოვილი რადა - უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი რადა დაითხოვა.

      ამერიკული პროგნოზი - გამოკითხული ამერიკელების ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში აშშ ირანთან ომს დაიწყებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 137

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters