ტერორისტული გეგმები ტელეფონში, უუფლებო მფლობელი, სამეფო კარის სასამართლო და გარეჯის დაცვა

      მაისში ვიდრე ზაფხული სიცხე გაზაფხულს დაჯაბნიდეს პოლიტიკურად ცხელი ამბები გააქტიურდა. დღეს რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდა დღის ამბები - რუსთავი ორმა მფლობელების ამბავი დღის წესრიგში დააბრუნა, ასევე გარეჯის დაცვის თემაც გააქტუალურდა, სამეფო კარის თამაშები არა, მაგრამ სამართალი მალე დასრულდება. და დღის მთავარ თემად, ასევე მაჩალიკაშვილის ტერორისტული გეგმების ჩანაწერი იქცა!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 მაისი, 2019/

      დღეიდან ცხრა მაისის ჩათვლით, რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება - მიზეზი - გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოები.

      მოსამართლეთა ამბები - მოსამართლე გიორგი ტყავაძე - უზენაეს სასამართლოში მუშაობა იდეაფიქსი არ არის, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული.

      საარჩევნო ინიციატივები და მზადება - ლადო კახაძე საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის 100%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. სოფიო ხორგუანი ოქროყანელთა პრობლემების მოსაგვარებლად თბილისის მერიასა და მთაწმინდის გამგეობას მიმართავს. ლადო კახაძე - ადამიანებს აქვთ რწმენა, რომ ეშველება თბილისის იმ პრობლემას, რომელიც ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს ეხება. კახა კალაძე - ჩვენ შევძლებთ რთული ბარიერების გადალახვას.

      რუსთავი ორის მეწილეები - ნიკა გვარამია - „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ჩემგან და სხვა მეწილეებისგან 26 მილიონ ლარს ითხოვს. ჩვენ გადავდივართ თავდასხმის მდგომარეობაზე. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დირექტორი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მაქსიმალურად გაკონტროლებას ცდილობს. შალვა შავგულიძე - მნიშვნელობა არა აქვს ვისი სახელით შეეცდება ივანიშვილი „რუსთავი 2“-ის დაპატრონებას და მის გაჩერებას - ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. დავით ბაქრაძე - „რუსთავი 2“-ის ბედი განსაზღვრავს, ვიცხოვრებთ 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში, თუ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრების არსებობაა შესაძლებელი. მაია ცქიტიშვილი - „რუსთავი 2“-ზე არანაირი შეტევა არ მიმდინარეობს და ეს არის მორიგი მცდელობა, შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი მოქალაქეები და საერთაშორისო საზოგადოება. რომან გოცირიძე - ივანიშვილის დავალებაა, რომ „რუსთავი 2" არჩევნებამდე გააჩერონ. მარიამ ჯაში - საზოგადოება თავად არის მომსწრე, თუ რამდენად თავისუფალია ნებისმიერი მედიის სარედაქციო პოლიტიკა ცენზურისგან. სალომე ზურაბიშვილი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დაცულია. სერგი კაპანაძე - დაუშვებელია, რომ ივანიშვილმა „რუსთავი 2“ გააჩუმოს.

      პრეზიდენტი პოლონეთში - სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს. ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებებზე იმსჯელეს.

      გარეჯის დაცვა - დავით გარეჯის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დღეიდან პატრულირებას იწყებს. საპატრიარქოში დავით გარეჯთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ელჩთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა. დავით ქაცარავა - დავით გარეჯის ტერიტორიაზე ჩვენი ჯგუფის 5 წევრი პატრულირებს, აქ იქამდე დავრჩებით, ვიდრე საჭიროება იქნება. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, მცდარია მოსაზრება, რომ დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტს უკავშირებენ.

      სამეფო კარის სასამართლო - დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. ადვოკატი - დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ნებაყოფლობით გამოცხადდა გამოკითხვაზე, რათა უპასუხოს ნებისმიერ კითხვას. ადვოკატი - მოწინააღმდეგე იმ დონეზე დავიდა, რომ თურმე დავით ბაგრატიონი სიგარეტს ღერებით ყიდულობდა - როცა სამეფო ოჯახის ამბიცია გაქვს, თავი ხომ უნდა დაიჭირო შესაბამისად? ანა და დავით ბაგრატიონებს შორის სამოქალაქო დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება 8 მაისს გამოცხადდება.

      ქურდობა მწერალთა სახლში - მწერალთა სახლიდან დავით სარაჯიშვილის ნივთები მოიპარეს. მწერალთა სახლი დაკარგულ ნივთებზე - კომპანიის თანამშრომელმა, რომელიც შენობას იცავდა, ნივთები საცავიდან გაიტანა.

      ოჯახური ბიზნესი - ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის 7 პირი დააკავეს, რომელთა შორის ერთი ოჯახის 4 წევრია. ადვოკატის ინფორმაციით, ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებული ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკი „ჩაუდეს“. ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებული ოჯახის ერთ-ერთი წევრის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ცოტა ნარკოტიკი ჰქონდა.

      აუღწერელი უსახლკაროები - ქეთი ხუციშვილი - უსახლკაროების ერთიანი ნაციონალური სტატისტიკა არ არსებობს, ამიტომ უცნობია, ქვეყანაში რამდენი ადამიანი საჭიროებს საცხოვრისს.

      ძვირადღირებული დოკუმენტაცია - მეტროსადგურების რეაბილიტაციისა და კაპიტალური შეკეთების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 258 000 ლარი დაიხარჯება.

      ანაკლიის საქმე - მაია ცქიტიშვილი - იმის გამო, რომ ანაკლიის კონსორციუმს დასჭირდა სახელმწიფოს დახმარება თანხების მოზიდვაში, იძულებული გავხდით პროცესში ჩავრთულიყავით. მაია ცქიტიშვილი ანაკლიის აქციების ემისიაზე - პროექტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით ჯერ ბევრი კითხვაა. მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ კომპანია white&case-სგან სახელმწიფოს რაიმე რჩევა კვლავ არ მიუღია. ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი - 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არის მობილიზებული, რომ პროექტში 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი - ვიმედოვნებ, შემდგარი შეხვედრისა და მაია ცქიტიშვილის ანაკლიაში ჩამოსვლის შედეგად, მოლაპარაკების პროცესი დაჩქარდება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი - კიდევ არის შესაძლებლობა, რომ 2021 წლის დასაწყისში ანაკლიის პორტში პირველი გემი მივიღოთ.

      პოლიტიკოსი მაჩალიკაშვილის ჩანაწერი - სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის გავრცელებულ ჩანაწერში - მე პოლიტიკურად ვცდილობ ესენი გავანადგურო. მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდა, თუმცა ადვოკატების გარეშე მედიასთან კომენტარს არ აკეთებდა. ანრი ოხანაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე - ტერორიზმი წარმოადგენს ყველა ცივილიზებული საზოგადოების გამოწვევას - ყველამ უნდა დავგმოთ მსგავსი ქმედებები. გია ხუხაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - ეს კაცი თუ გეგმავდა რამეს, გეგმავდა შურისძიებას და ტერაქტის კვალიფიკაციას რატომ აძლევენ?! მარიამ კუბლაშვილი - ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული. სუს-ი - მალხაზ მაჩალიკაშვილმა ძმის შვილს სოსო გოგაშვილზე „მუშაობა“ დაავალა. სუს-ი სავარაუდოდ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მოწყობას სოსო გოგაშვილის მამის სასაფლაოზე გეგმავდა. მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე - იცის, რომ ყველა ტელეფონი ისმინება, მაშინ დასაბმელი გიჟი ყოფილა ჩემი მეუღლე, ტელეფონით, თუ რამეს გეგმავს. მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ტაქსით დატოვა. მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე - ასეთი ჩანაწერი არ არსებობს, ეს არის ფაბრიკაცია. მამუკა მდინარაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - სახელმწიფომ მძიმე დანაშაული აიცილა თავიდან. მორის მაჩალიკაშვილის დედა - ჩვენ არ ვართ ტერორისტები - ჩემს შვილს ყველაფერს უგონებენ. სუსი - მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი სატელეფონო ჩანაწერი არ არის. გიგა ბოკერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე - თუ ეს ფაბრიკაცია არ არის, ძალიან მძიმე სურათია და მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. მამუკა არეშიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე - ხმა ჰგავს, მოქმედების წესი ჰგავს, სისხლის აღების ადათი ამ ერის ტრადიციაში არის ისევე, როგორც ზოგიერთ ჩვენს მთიელებში. მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილმა სუს-ი დატოვა. მარიამ კუბლაშვილი - გამოკითხვაზე მორის მაჩალიკაშვილის მიმართ კითხვები დაისვა იმ მინიშნებით, რომ „სუს-ი არის შენს გვერდით“. მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი - მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემის ხმა ვიცანი, არ მჯერა ჩანაწერის შინაარსის. უხუცესი ხასო ხანგოშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - სუს-ი დიდ შეცდომას უშვებს და ეს პროცესი მიზანმიმართულია. მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი - მზად ვართ, მივიდეთ გამოკითხვაზე და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ მათი მიზანი არის მალხაზ მაჩალიკაშვილის დისკრედიტაცია.

საზღვარგარეთულები:

      პრეზიდენტის დაკითხვა - უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გენპროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, მაგრამ პოროშენკო გენპროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა.

      არჩევნების გაუქმება - თურქეთის საარჩევნო ადმინისტრაციამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა. თურქეთის ოპოზიციის ლიდერი - სტამბოლში მერის ხელახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება დიქტატურის ნიშანია. ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლებას სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებას სთხოვს.

      ტრაგედია მექსიკაში - თურქეთის საარჩევნო ადმინისტრაციამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა. მექსიკაში ავიაკატასტროფის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

      გადაშენება - გაერო - უახლოეს ათწლეულში მილიონამდე ბიოლოგიური სახეობა გადაშენდება.

      ზესახელმწიფოების სატელეფონო საუბრები - ნიკა გვარამია - „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ჩემგან და სხვა მეწილეებისგან 26 მილიონ ლარს ითხოვს.

      გამოსვლები ჩეხეთში - ჩეხეთში პრემიერის და იუსტიციის ახალი მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 127

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters