აქცია გარეჯში და სადაო მიწები და დაბრუნებული უკრაინელობა

      სეტყვამ ერთი თვალის გადავლებით გადაუარა აღმოსავლეთ საქართველოს და მეტ-ნაკლები სიძლიერით გაიმეტა ზოგიერთი ქალაქი თუ სოფელი. მაგრამ დღის მთავარ თემებში სეტყვა ძალიან მცირედით მოხვდა, მთავარი ამბავი იყო გარეჯის აქცია, ჭიათურის გამოსვლები და მასზე ფიდბექი და ასევე სააკაშვილისთვის დაბრუნებული უკრაინელობა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 მაისი, 2019/

      გარეჯის ხმაური - დავით გარეჯში სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების აქცია - „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" გაიმართა. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დავით გარეჯზე - ორმხრივი კომისია მუშაობს და ვიმედოვნებთ, რომ კარგი შედეგები იქნება. მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი - მზად ვარ, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში ჩავერთო. ლევან დავითაშვილი - ორ მოძმე ერს შეუძლია მოილაპარაკოს ისეთ მნიშვნელოვან და მგრძნობიარე საკითხზე, როგორიც დავით გარეჯია. თეიმურაზ კუპატაძე - დავით გარეჯში არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას - ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობას და აქციას. მეუფე ეფრემი - დავით გარეჯი, ყველა მიწიერი თუ სულიერი კანონით, საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ეს გადახედვას არ ექვემდებარება. ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე - 9 წელი ჰქონდა მას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა როგორ მოაგვარა, ძალიან კარგად ხედავთ. ირაკლი კობახიძე - ჩვენ საქმე გვაქვს მეგობარ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან და არსებობს ყველა რესურსი, რომ აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს დავით გარეჯის საკითხი. დიმიტრი ცქიტიშვილი დავით გარეჯზე - როდესაც მოსალოდნელია პროვოკაციები, ყოველთვის იქნება მესამე ძალა, რომელსაც შუღლის გაღვივების სურვილი ექნება. აქცია-მსვლელობა „გარეჯი საქართველოა ჩვენ კავკასიის შვილები ვართ“ აღდგომის ტაძართან დასრულდა. კობა ნარჩემაშვილი პარლამენტს დავით გარეჯის საკითხზე სპეციალური განცხადების მიღებისკენ მოუწოდებს. სერგი კაპანაძე დავით გარეჯზე - ხშირად ვაი პატრიოტული ქმედებები და განცხადებები შეიძლება სიტუაციის კიდევ უფრო გართულების გამომწვევი იყოს. ეკა ბესელიას განცხადებით, დავით-გარეჯის საკითხზე შექმნილი კომისიის მანდატი პარლამენტმა უნდა განსაზღვროს. ზვიად კვაჭანტირაძე - აუცილებელია, მოვიწვიოთ დელიმიტაციის კომისიის ქართული მხარე პარლამენტში და მოვისმინოთ, რა მანდატით მოქმედებენ და რა ამოცანებს ისახავენ მიზნად. ემზარ კვიციანი დავით გარეჯზე - მინდა, ვიკითხო, ვინ არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი და რატომ არ იღებს ხმას სუს-ი. გიგა ბოკერია - ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას და აგრესიას და ამავე დროს აზერბაიჯანს, პირდაპირ მტრობს ჩვენ ქვეყანას. სალომე სამადაშვილი - დავით გარეჯში უხილავი რუსული დროშა ფრიალებს, იმიტომ, რომ ყველგან, სადაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის პრობლემა იქმნება, იქ რუსული დროშა ფრიალებს. დავით ჭიჭინაძე დავით გარეჯზე - პრეზიდენტის გაუაზრებელმა თუ განზრახ ნასროლმა ფრაზებმა არსებულ რეალობამდე მიგვიყვანა. გიგი წერეთელი - დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტას სჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა მხოლოდ ემოციური მუხტი. პრეზიდენტი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე - პოლიტიკური მანიპულაციები, რომელიც ავნებს ორივე ქვეყანას და კავკასიაში სტაბილურობას, არავის სჭირდება.

      თბილისის ანონსები - მაია ბითაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაორმაგდება, მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქურა, რაც ამ ტრანსპორტის სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

      აგროდაზღვევა - ლევან დავითაშვილი აგროდაზღვევაზე - მედია უნდა მოგვეხმაროთ, მეტი პოპულარიზაციაა საჭირო - ადამიანების ჩართულობა არის ერთადერთი გამოწვევა და მეტი არაფერი.

      საპენსიო განხილვები - აკაკი ზოიძე - მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ერთვებიან საპენსიო რეფორმის განხილვაში.

      დავა რუსთავი ორთან - ადვოკატი - საფინანსო კომპანია „საქართველო" და კომპანიის გაკოტრების შედეგად დაზარალებული ადამიანები „რუსთავი 2-ს" 70 მილიონ ლარს ედავებიან.

      ჭიათურის ამბავი - ჭიათურის მაჟორიტარი - სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მცდელობა იყო, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი, პოლიტიკურად ანგაჟირებული. ირაკლი კობახიძე - ჭიათურის შემთხვევამ აჩვენა, რომ შრომითი საკითხების სერიოზული გაუმჯობესების შესაძლებლობაა. ეკა ბესელია - რომ არა ბავშვების ქუჩაში გამოსვლა, ალბათ, კიდევ ბევრი დღე დასჭირდებოდათ მაღაროელებს, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. სერგი კაპანაძე საპარლამენტო უმრავლესობას - თქვენ გგონიათ ჭიათურაში პრობლემები მოაგვარეთ? „ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულთათვის ხელფასების დაკლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

      შეწყვეტილი ლექტორობა - ბათუმის უნივერსიტეტმა ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ხელშეკრულება შეუწყვიტა.

საზღვარგარეთულები:

      ომი დონბასში - დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ დაირღვა.

      ხანძარი კანადაში - კანადაში ტყის ხანძრის ჩაქრობაში 600-მდე მეხანძრე და 28 ვერტმფრენი მონაწილეობდა.

      დაბრუნებული მოქალაქეობა - ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. გია ვოლსკი სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებაზე - ვლადიმერ ზელენსკისთან ურთიერთობა არის გაცილებით უფრო პრიორიტეტული, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება. ლევან კობერიძე სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებაზე - ვლადიმერ ზელენსკის მოუწევს შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა. მიხეილ სააკაშვილი - ხვალ კიევში ჩავფრინდები და დავეხმარები ახალ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს. ვიტალი ბალა - თუ ზელენსკი არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლებსაც მისგან მოსახლეობა ელოდება, მაშინ სააკაშვილს შეუძლია სათავეში ჩაუდგეს ზელენსკის მმართველობით უკმაყოფილო ადამიანებს. ვიტალი ბალა - უკრაინაში სააკაშვილის რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნა არასწორი იქნებოდა, თუმცა ამას არ გამოვრიცხავ. ვალერი ჩეჩელაშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური ძალა მონაწილეობას მიიღებს რადას არჩევნებში და პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, კოალიციას შექმნის ზელენსკის პარტიასთან. გრიგოლ ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ძალიან ცოტა დრო დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც მას დაუბრუნდება საქართველოს მოქალაქეობა. უკრაინის გენპროკურორი - მიხეილ სააკაშვილი მოღალატეა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 263

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

George: მაისი 29, 2019||12:53am

აჰა, და სეტყვა ვარკეთილში ამბებში არ მოხვდა ? რით ჩამოვრჩებით კანადის ხანძარს ? #qwellynews

George: ივნისი 10, 2019||1:57pm

მიშა-ლილუ მულტიპასს

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters