საინფორმაციო დღეები ამინდივით ცვალებადი გამოდგა - დილით იღვიძებ მცველი ზაფხულია, შუადღე გადაივლის და ტროპიკულად ცივდება. დღევანდელი ნიუსფიდიც მრავალმხრივი იყო. გარეჯის პრობლემები და გზების გაწევ-გამოწევა, სასამართლოს დაბრუნება მეინსტრიმში, ლარის ვარდნის გაგრძელება, ტაქსები რეფორმა და თბილისის იერსახე, ამას ემატება ბათუმიუნის სასამართლოც და ცოტ-ცოტა სხვა ამბებიც.
დავა გარეჯზე - ლაშა დარსალია დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობაზე - სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება. დავით გარეჯთან დაკავშირებით ბაქოში შეხვედრა დღესაც გაიმართა. დავით გარეჯთან დაკავშირებით, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ბაქოში შეხვედრა მიმდინარეობს. არქიმანდრიტი კირიონი - ჩიჩხიტურის მონასტრამდე აზერბაიჯანელებს 4-კილომეტრიანი გზა უკვე გაყვანილი აქვთ და დაახლოებით, 500-700 მეტრი რჩებათ. ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ერთობლივად დაათვალიერებენ.
ლარის ვარდნა ლირის ბრალი - მამუკა ბახტაძე - არ გვაქვს ილუზია, რომ საქართველოში არასდროს შემოაღწევს მეზობელი ეკონომიკის ნეგატიური ტრენდი, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ის, რომ მოქალაქისთვის ლარის კურსი არ იყოს ასეთი მტკივნეული. მამუკა ბახტაძე - ჩვენ უნდა გავყოთ ჯანსაღი, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა იმ თაღლითური სისტემისგან, რაც გვქონდა. პაატა კვიჟინაძე - ლარის გაუფასურების არავითარი საფუძველი არ არსებობს. აშშ-ს ვაჭრობის მინისტრი წინადადებით გამოდის, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ხელოვნურად დაბლა წევენ ეროვნული ვალუტის კურსს, სანქციები დაწესდეს. კობა გვენეტაძე ლარის კურსის მერყეობაზე - სამწუხაროდ, არასწორი ანალიზი კეთდება, რომ ეს ინფლაციის დიდ ზრდას გამოიწვევს.
შვიდასლარიანი მოსყიდვა - სუს-ის ინფორმაციით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეს კონდუქტორად დანიშვნისთვის 700 ლარი გამოართვა.
ჩინეთთან თანამშრომლობა - დავით ზალკალიანი - ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, სამაგალითოა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ჩემი ვიზიტი ახალ პერსპექტივებს გახსნის. სალომე ზურაბიშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
მომრავლებული გველები - 1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე, თბილისში 44 გველი დაიჭირეს.
არბიტრაჟი რუსთავი ორს - ადვოკატი - ნინო ნიჟარაძე მზად არის არბიტრაჟის წესით გადაწყდეს მისი დავა „რუსთავი 2“-თან ან წამყვანმა აუდიტორულმა კომპანიამ ფინანსური დოკუმენტები შეისწავლოს.
ტაქსების რეფორმა - ლევან ხაბეიშვილი - ტაქსების შესახებ რეფორმა რომ ჩაშლის პირას არის და შეიძლება არ განხორციელდეს, ამაში დარწმუნებული ვარ. დავით მესხიშვილი - ტაქსის რეფორმა შესაძლოა, ჩავარდეს, თუ მერია გადაწყვეტილებას არ მიიღებს და მძღოლებს ვალდებულებების ნაწილს არ მოუხსნის.
საწვავის სტატისტიკები - რუსული საწვავის მომატება - კვლევის თანახმად, 2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5%-დან 27%-მდე გაიზარდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გადამოწმებული რვა კომპანიის საწვავიდან, მხოლოდ ერთის ხარისხი არ შეესაბამებოდა სტანდარტს. კვლევის თანახმად, 2018 წელს საავტომობილო საწვავის ბიზნესიდან ბიუჯეტი 1.3 მლრდ ლარით შეივსო, რაც მთლიანი საგადასახადო შემოსავლების მეათედია.
სადამოუკიდებლო გადაკეტვები - 25 და 26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ და უკუმიმართულებითაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ქუჩის გავლით იმოძრავებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, გარდა ამისა, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე ამავალი მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ხოლო, წავკისის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, ტაბახმელასა და კიკეთის ავტობუსები მოძრაობას ამაღლების ქუჩა N11-თან დაასრულებენ.
უზენაესობა - მერაბ გაბინაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, შეიტანს თუ არა განაცხადს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე. იუსტიციის საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეები დანიშნა. გიორგი მიქაუტაძე - უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ განაცხადზე და დაწინაურებაზე, თუმცა მაქვს უფლება, უვადოდ გადანიშვნაზე მქონდეს პრეტენზია. გიორგი მიქაუტაძე ანა დოლიძის განცხადებას, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი ფასადურია, არასერიოზულს უწოდებს. გიორგი მიქაუტაძე - უზენაეს სასამართლოში კანდიდატურის დაყენებას არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ ეტაპზე განაცხადი შევსებული არ მაქვს. მოსამართლე რევაზ ნადარაია - თუ ანა დოლიძე კენჭისყრას არ დაესწრება, იმის დადასტურება იქნება, რომ სასამართლო არ აინტერესებს და იყენებს პოლიტიკური განცხადებებისთვის. გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ დაინიშნა. ნაზი ჯანეზაშვილი - ე.წ. კლანი ერთგვარ დათმობაზე მიდის. გიორგი მიქაუტაძე - შესაძლოა, ვფიქრობდე უმაღლეს ინსტანციაზე და ეს იყოს იმის მიზეზი, რომ უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში კონკურსში მონაწილეობაზე.
თბილისის ინფრასტრუქტურა - კახა კალაძე - მე არ ვიცი „არკო“, „მარკო“ და „პარკო”, ადგილმონაცვლეობას მერია ტერიტორიის საფასურის მიხედვით აკეთებს. კახა კალაძის განცხადებით, საკრედიტო ხაზის გახსნა ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის სჭირდებათ. გამგებელი - ყავლაშვილის ქუჩაზე სახლის დროებითი გამაგრებითი სამუშაოები ჩატარებულია - სახლი რეაბილიტირებას საჭიროებს, ამას კომპეტენტური პირი გააკეთებს.
ბათუმიუნი დღის ამბებში - ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე - შესაძლოა, გამოიკითხოს ყველა სტუდენტი, რომლებიც სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ. ადვოკატის განცხადებით, სტუდენტს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, განცდა აქვს, რომ შესაძლოა, ბულინგის მსხვერპლი გახდეს. ლონდა თოლორაია ბათუმში სტუდენტის შესაძლო სექსუალურ შევიწროებაზე - აქტიურად მიმდინარეობს ყველა პირის გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა. ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის სხდომა, რომელმაც სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხზე, რამდენიმე სტუდენტი უნდა გამოკითხოს, განახლდა. თორნიკე რიჟვაძე სტუდენტზე სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე - მიმდინარეობს გამოძიება და რეაქციაც შესაბამისი იქნება, მათ შორის გუნდში. ბსუ-ს დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე - სტუდენტებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს ლექტორის განცხადებაზე, რომ მისი „აიქლაუდი“ არის გატეხილი. შსს-მ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება უფრო მძიმე მუხლით გადააკვალიფიცირა.
მაღაროელების პროტესტი - გაფიცული მაღაროელების ინფორმაციით, ჭიათურაში სამმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. „თავისუფალი საქართველო“ ჭიათურელ მაღაროელებს მხარს უჭერს.
საზღვარგარეთულები:
ტრამპის მზაობა - დონალდ ტრამპი - არა მგონია, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დამატებითი ძალების გაგზავნა გვჭირდებოდეს, თუმცა, ჯარებს გავაგზავნი, თუ ეს საჭირო იქნება.
ტერეზა წავიდა - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.
შეხვედრა - მაიკ პომპეო ბერლინში ანგელა მერკელს შეხვდება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We are pleased to inform you that after meticulously reviewing your situation, We've productively dealt with it as of August 7, 2023. If you…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია