აგვისტო 2014 ბლოგ პოსტები (19)

ღამემშვიდობის, ელიოზ.!!

Good night, Elioz.!!

ყოველი დღის გადაფურცვლისას ხვდები,

რომ შენი ცხოვრების ბოლო გვერდამდე

კიდევ ერთით ნაკლები დარჩა...

რამდენიმე კვირაა,

რაც ყოველდღე ელიოზი მახსენდება...

ჰო, ის…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2014 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ჩემებურად ბედნიერი!

ბედნიერი ვარ, აი ისეთი ბედნიერი, როდესაც იტყვიან უმიზეზოდ ვბედნიერობო, უმიზეზოდ ვარ კარგ ხასიათზეო. თუმცა რომ დაფიქრდე, იმდენ მიზეზს იპოვი საბედნიეროდ. 

მე სუნთქვა შემიძლია, ვსუნთქავ და არანაირი "გაციება" ამაში ხელს არ მიშლის. ისე ღრმად შევისუნქავ ხოლმე, რომ…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 29, 2014 წელი. 11:00am — 5 კომენტარი
________________

ძალაუფლების შვილები - გიორგი ლოგუა

-შეიკარით ღვედები და მოემზადეთ ასაფრენად. – სტიუარდესამ ხალხი გააფრთხილა და კაბინისკენ დაიძრა, თავი დაიმაგრა და უკვე შეეძლოთ აფრენილიყვნენ.

   თვითმფრინავი ადგილიდან დაიძრა, ჯერ ძრავის ხმა ისმოდა და შემდეგ კი მცირე ბიძგი იგრძნეს მგზავრებმა. თვითმფრინავი მიწას მოსწყდა. ყველას შეკრული ჰქონდა ღვედი, სანამ ფრენისთვის დასაშვებ სიმაღლემდე ავიდოდა ირყეოდა თვითმფრინავის კორპუსი და მგზავრებსაც საშინლად არყევდა. ღვედების გარეშე, მართლაც შეუძლებელი იყო, რომ თავი…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 27, 2014 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ცივი ქველმოქმედება

ვიდეო რგოლი - …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 26, 2014 წელი. 9:00pm — 4 კომენტარი
________________

Timens Group & მე - ახალი საშინელებათა ფილმი

ჩემი და Timens group-ის ისტორია კვლავ გრძელდება, მაგრამ ოდნავ სხვაგვარად. მინდა ჩვენი სამომავლო გეგმები გაგიმხილოთ და ის, რაც გუშინ მოხდა. ახლა უკვე ახალ ამპლუაში წარვსდგები თქვენს წინაშე – სცენარისტის ამპლუაში.

ჯერ კიდევ სამი დღის წინ გავიგე, რომ ირაკლი დონაძე (რეჟისორი) აპირებდა საშინელებათა ფილმის გადაღებას და მე მინდოდა დავხმარებოდი, რომელიც სიამოვნებით მიიღო. ერთი იდეა შევთავაზე, რომელზეც ბევრი არც მიფიქრია მაშინვე მომივიდა თავში, უბრალოდ ცოტა…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2014 წელი. 4:00pm — 5 კომენტარი
________________

აიზეკ აზიმოვი - მე, რობოტი

     უილ სმიტი შესანიშნავი მსახიობია, მისი ფილმები ძალიან მომწონს. ისეთი ტიპია დრამატულ სიტუაციაშიც, რომ გაგეცინება. ჩარლი ჩაპლინს ან რომელიმე სხვა კომიკოსს არ შევადარებ, რადგან ეს ადამიანი სრულიად განსხვავებული ტიპაჟია და ჩემი აზრით ძალიან მაგრად ასრულებს თავის როლს ყველა ფილმში. განსაკუთრებით კი ის ფილმი მიყვარს, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო - მე, რობოტი.

     მე, რობოტის…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2014 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დეფისი

რა უნდა ერქვათ დღეებს,

ძალაუნებურად არსებულს,

როცა რომელიღაც კუთხეში

ხმას დაგუბებულს ინახავ,

რადგან ერთი ბგერის წარმოთქმასაც კი,

სწორედ ის ძალა სჭირდება,

რომელმაც უკანასკნელ წამს

ზურგი გაქცია და თვალები მილულა...

როცა შენი სუნთქვა შენს ყურებს კი არა,

ფილტვებსაც აღარ ესმით...

როცა საკუთარი ხელები

იმ ტოტებს გაგონებს

სველი თოვლით დამძიმებულნი

უღონოდ რომ დახრილან...

ლურჯი ვენებით დასერილს…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2014 წელი. 12:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ერთი დღის ჩანაწერი

პაულო უჩელოს იდეები გიჟად "მონათლეს",

რადგან ნორმალურობა ყელში ამოუვიდა

და თავის მიერ მოხატულ საათს

ისრები 'უკუღმა' დაატრიალებინა...

ხანდახან, ჩემნაირებს ჩამოვთვლი ხოლმე,

თითებზე, ჩემთვის,

სულ რაღაც ორი ათეულიც ჰყოფნის ნაცნობებს,

და მეფიქრება -

არ შეიძლება აქედან წასულებს

მანძილი,

სინათლის წელიწადი,

გალაქტიკები გვაშორებდნენ ერთმანეთს...

მარტოვარსკვლავებად ვცხოვრობდეთ,

და მერე,

ცას ვწყდებოდეთ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 19, 2014 წელი. 10:18am — 2 კომენტარი
________________

ჩემი დღიური!!!

დღეს ძალიან საინტერესო და შემეცნებით ქართულ სოციალურ ქსელს მივაგენი,მას ასე ჰქვია "qwelly". ამ საიტიდან ბევრ სახალისო და ჩემთვის სასარგებლო ინფორმაციებს ვიღებ!

დაამატა თაკო_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 18, 2014 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სწავლულთა შეცდომები

  ესაა ამონარიდი წიგნიდა: "ჩესტერფილდის წერილები ვაჟს"

       ყოველ ღირსებასა და ხასიათის სიკეთეს ენათესავება ესა თუ ის ცოდვა ან ბიწიერება კაცისა. თუ ზომაზე მეტად განვითარდა ისინი, ან ერთად გადაიქცევა ან მეორედ. გულუხვობა და ხელგაშლილობა ხშირად მფლანგველობად იქცევა, მომჭირნეობა და ყაირათობა – სიძუნწედ, სიმამაცე თავზე ხელაღებად, სიფრთხილე სილაჩრედ და ა.შ. ბიწიერების ჭეშმარიტი სახე იმდენად…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 13, 2014 წელი. 12:30am — 2 კომენტარი
________________

8 აგვისტოს ომი

8, august, blog, georgia, post, qwelly, russia, war, აგვისტო, ბლოგი, დღიური, ომი, პოსტი, ყაყაჩო, ჩანაწერი, 8_agvisto, agvisto, რუსეთ-საქართველოს ომი, omi, მეზობლების_ომი

      განა ვინმე არის ისეთი, ვისაც არ ახსოვს? განა არის ადამიანი ეს საშინელი დღე პირადად რომ არ შეეხო და რამე გავლენა არ მოახდინა მის ცხოვრებაში?

      არ დავიჯერებ ამას, რადგან ასეთი ადამიანი პრაქტიკულად შეუძლებელია იყოს საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ჩვილებს, რომლებიც დედის ძუძუს ეკვროდნენ და არ იცოდნენ ირგვლივ რა ხდებოდა, არც ადარდებდათ რადგან არ ესმოდათ რას მოასწავებდა ეს ყველაფერი და რაზე ნერვიულობდნენ…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2014 წელი. 11:30pm — 2 კომენტარი
________________

სოციალური ასოციალურობისთვის

       ინტერნეტსივრცეში გამოჩენისა და მისი ,,გადატრიალების“ დღიდან ,,ფეისბუქის“ შესახებ უამრავი კვლევა ჩატარდა და  დასკვნა დაიდო. ,,ფეისბუქმა“ მან მოიცვა მსოფლიოს ყველა წერტილი. მილიარდობით ადამიანს, ჯერ დაუბადებელ ბავშვებს, კატებს, ძაღლებს და ყველას, ვინც ამქვეყნად რამედ ღირს, მოუყარა თავი. მავანნი დღემდე საუბრობენ მისი ავ-კარგიანობის შესახებ. რომ მას ბევრი დრო მიაქვს, რომ მისი საშუალებით უამრავ ინფორმაციას ვიღებთ და  მათ შორის გავცემთ კიდეც. ,,შპიონაჟშიც“ კი…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2014 წელი. 1:30pm — 5 კომენტარი
________________

უნივერსიტეტის არჩევა მაგისტრატურისთვის

2010 წელი იყო სკოლა რომ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 7, 2014 წელი. 3:30pm — 17 კომენტარი
________________

memories

შენ რომ აქ იყო,

ახლა ვიქნებოდით წვიმის ქვეშ,

ახლა ვიქნებოდით სველი ერთმანეთი...

დავიმახსოვრებდი შენი პერანგიდან

ჩემს თითებში მოხვედრილ

სითბოს სუნს,

წვეთებს,

ნეკნებს...

შენი ზურგის ყველა ხაზს...

დავიმახსოვრებდი ჩემს თვალებში

შენით აციმციმებულ ვარსკვლავებს,

რადგან შენ ხარ სინათლე,

რომელიც ათენებს ჩემს ღამეებს...

შენ დაიმახსოვრებდი

ჩემს თმაში წვიმისგან შეტოვებულ სუნს,

ჩემს…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2014 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

რატომ ვწერ?!

ბევრი მეკითხება და თან სერიოზული ტონით, თითქოს გულუბრყვილოდაც, მაგრამ უფრო ისეთი საქმიანი ტონით, რომ ძნელია ამას გულუბრყვილობა უწოდო. მეკითხებიან თუ რატომ ვწერ და რატომ ვკარგავ ამაზე დროს. ბევრს პირდაპირ პასუხიც გავეცი, მაგრამ მაინც ბევრი დამრჩა პასუხგაუცემელი და მინდა ამით მაინც გაგცეთ პასუხი, მათაც ვისაც ჯერ კიდევ არ დაგისვამთ ეს შეკითხვა ჩემთვის და უახლოეს მომავალში აუცილებლად დამისვამდით.

რატომ ვწერ?!

იმიტომ, რომ ჩემთვის ეს…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2014 წელი. 5:00pm — 1 კომენტარი
________________

წმ. სერაფიმ საროველის სახელობის დედათა მონასტერი

ბორჯომის წმინდა სერაფიმ საროველი სახელობის დედათა მონასტერი ასლი საროვის მონასტრისა

ეს კელია არის ასლი იმ კელიისა, რომელშიც სიცოცხლის…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 3, 2014 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

უსათაურო

ხანდახან, იქ გრძნობ თავს

ყველაზე უცხოდ, სადაც წესით,

ყველაზე შინაურად უნდა გრძნობდე...

ან უნდა დადუმდე და იყო ის,

ვინც ხარ, ან ილაპარაკო

ათასი სისულელე,

"დაემსგავსო" სხვებს

და მათ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 3, 2014 წელი. 10:00am — არ არის კომენტარები
_______________

როცა მენატრები, მე ვწერ შენზე - სალომე ბენიძე

"როცა მენატრები, მე ვწერ შენზე,

ვწერ ისე, როგორც დაწერდა ნებისმიერი ქალი,

ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო,

ჩემსავით რომ გამართლებოდა,

ჩემსავით რომ აღმოეჩინე,

მე ვწერ შენზე, რადგან მჯერა _

არ არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები,

უბრალოდ, ჩვენვე შეგვიძლია სხვა ადამიანების

განსაკუთრებულებად გადაქცევა,

მე ვწერ შენზე და ვიცი _

შენი განსაკუთრებულობა ჩემი ლექსებია.

როცა მენატრები, მე ვიხსენებ ოთხჯერ შეხვედრას…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 1, 2014 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სიკვდილის თავისებურება

   საშინლად ცხელოდა და ბიზნესმენი გიორგი გიორგაძე ჯერ არ ჩქარობდა ოფისიდან გამოსვლას, თუმცა იცოდა წუთი წუთზე რომ არ გასულიყო თავის რეისზე დააგვიანებდა. ის საქართველოდან ნიუ-იორკში მიფრინავდა, რომ შეხვედროდა და მოლაპარაკებოდა მსხვილ ბიზნესმენს. იგი ახალ პარტნიორს ეძებდა საქმეში, რომელიც უნდა წამოეწყო და დიდი ფული მოეტანა. მან წინასწარ დაჯავშნა ტელეფონით ბილეთები ახალი კომპანიის მეშვეობით.

   „კომპანია “ერ ფრანსი” პირველ ფრენას განახორციელებს ახალი “ერბუს…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 1, 2014 წელი. 6:30am — 5 კომენტარი
________________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters