ინტერნეტსივრცეში გამოჩენისა და მისი ,,გადატრიალების“ დღიდან ,,ფეისბუქის“ შესახებ უამრავი კვლევა ჩატარდა და  დასკვნა დაიდო. ,,ფეისბუქმა“ მან მოიცვა მსოფლიოს ყველა წერტილი. მილიარდობით ადამიანს, ჯერ დაუბადებელ ბავშვებს, კატებს, ძაღლებს და ყველას, ვინც ამქვეყნად რამედ ღირს, მოუყარა თავი. მავანნი დღემდე საუბრობენ მისი ავ-კარგიანობის შესახებ. რომ მას ბევრი დრო მიაქვს, რომ მისი საშუალებით უამრავ ინფორმაციას ვიღებთ და  მათ შორის გავცემთ კიდეც. ,,შპიონაჟშიც“ კი დასდეს ბრალი. მოკლედ, დასკვნათა ერთობლიობას ჩემეული შეხედულებაც მინდა დავამატო.

       ზემოთხსენებული სოციალური ქსელის მომხმარებელი პირადად მე 2010 წელს გავხდი. დღეს ვხვდები, რომ ფეისბუქი არის ადგილი, სადაც სოციალური არსებები, ანუ ჩვენ, ვეძებთ თანამოაზრეებს; მათ, ვინც დაინტერესდება, თუ რა გვკტივა, რა გვაწუხებს, რა გვიხარია, რა ვჭამეთ, რა ჩავიცვით, სად ვიყავით, რატომ ვართ ,,კარგები“, ზოგადად რა შეხედულებები გვაქვს და ა.შ. რატომ არ შეიძლება ეს ყველაფერი პირად ურთიერთობებში გავავრცელოთ? ხომ გვაყვს მეგობრები, ახლობლები, ,,სოულმეითები“ და ა.შ. ?? იმიტომ, რომ ისინი არ არსებობენ მგონი...  რაც უფრო მეტად უსაქმური ან ,,საქმური“ ხარ, მით უფრო ნაკლები მეგობარი გყავს. ყველა საკუთარი საქმითაა დაკავებული. ზოგი ასწრებს ისწავლოს სანამ, გათხოვდება/დაქორწინდება, სანამ სანუკვარ სამუშაო ადგილში სხვა შეეცილება, რომ ჯარში არ წაიყვანონ, მუშაობს, ოჯახი ჰყავს, ბავშვს ზრდის, სერიალებითვის სცალია და რაც ყველაზე მთავარია, ფეისბუქითაა დაკავებული. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე მგონია, რომ ჩვენ, ადამიანები, დავრჩით მარტო. არავინ გვყავს, ვისაც გავაკვირვებთ, დავაინტერესებთ.  მე მგონია, რომ საქართველოში ალბათ განსაკუთრებით დაბალი პროცენტია სოციალური ნდობისა, ღიმილისა და დადებითი ემოციებისა. ჩვენ არ ვენდობით ადამიანს, რომელიც პირისპირ გვიდგას, მაგრამ ჩვენს გრძნობებს ვანდობთ 500 + კაცს ერთად და რატომღაც ბოლომდე ვართ დარწმუნებული, რომ ეს ინფორმაცია ჩვენს წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენც ბევრი ვიცით მათ შესახებ და საერთოდაც, ყველა ,,ერთ ქვაბში ვცურავთ“ და ფეისბუქზე ეს ,,მოსული“ ამბავია.

რეალურად, ფეისბუქი ხომ იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებმა გაიცნონ ერთმანეთი, დამეგობრდნენ. ის, რაც რელურ ცხოვრებაში ჭირს, სოცილური ქსელის საშუალებით მოახერხონ; სახელიც აქედან მოდის- ,,სოციალური“. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანები უფრო მარტოსულები გახდნენ. ყველა შეეფარა ,,ფეისბუქს“ და უფრო დაშორდა ერთმანეთს.  აქ ჩვენ კიდევ უფრო არ ვაქცევთ ერთმანეთის გრძნობებს ყურადღებას, აქ უფრო მეტად დავემალეთ ერთმანეთს, უფრო გართულდა ურთიერთობები. გამოხედვას, შეხებას და სიტყვებს, ლაიქები, შეარები და კომენტარები დაემატა, რამაც უფრო ჩახლართული გახადა ბრძოლა სულის ნაწილისთვის.

როცა თავს ცუდად ვგრძნობთ, პირველი რას ვაკეთებთ? ვრეკვათ მეგობართან? შეყვარებულთან? დედასთან? მამასთან? ძმასთან? არა! ფეისბუქზე ვდებთ სტატუსს : ,,ფილინგ სედ“, ან ,,დისთროიდ“, ან, ან და ა.შ. იმიტომ რომ გვსიმოვნებს ფართო სცენაზე გამოტანილი ჩვენი ცხოვრება, სელებრითობა. პლუს ამას, ზოგიერთი მარტოსულია და ეძებს ვინმეს, ვინც შეიძლება ზრდილობის ხათრით, ან მივიწყებული მეგობრობის ხათრით ჰკითხავს: რა ხდებაა???? და მასაც გაუხარდება, რომ მსოფლიოში მარტო არ არის. ასევე, მეგობრებიც ერთმანეთის სულიერი მდგომარეობის შესახებ იგებენ სტატუსებით. ამაში გამოიხატება, მე თუ მკითხავთ, ,,ფეიბუქის“ სიკეთენი.

მეორე საინტერესო ფაქტი არის ის, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჩვენ ასობით ადამიანს ვაცნობთ ჩვენს თავს.  ეს არ გამოიხატება იმაში, რომ ვდებთ ახალი სამოსის სურათებს, იმას, თუ სად ვართ, რას ვჭამთ .. მოკლედ, სია გრძელია და არ ჩამოვთვლი.  ხანდახან ისეთ სტატუსებს გამოგვტყუებს ხოლმე ეს ცისფერი სივრცე, რომ ძაალიან ადვილია გაიგო, თუ როგორ შინაგან სამყაროს ატარებს ესა თუ ის ადამიანი: რასისტია, ჰომოფობია, მელანქოლიკია, სანგვინიკია.. მოკლედ ვინც არის. ბოლოს ისე გამოდის, რომ სხვებმა შენზე უკეთ იციან, ვინ ხარ და რაც ხარ. როცა ამაზე ვფიქრობ, სულაც არ მომწონს ეს ამბავი. იმიტომ რომ, მგონი, ამით უფრო უინტერესოები ვხდებით.  და ალბათ მალე რამე ახლის მოგონება მოგვიწევს, რომ ჩვენ, სოციალურ არსებებს, ეს სოციალურობა და ინტერესი ერთმანეთის მიმართ არ გაგვიქრეს. იქამდე მივიდა საქმე, რომ ლამისაა სულის სიშიშვლესთან ერთად სხეულის შიშვლით მოვიზიდოთ ადამიანები ირგვლივ.

ისე გამომივიდა, რომ თითქოს ფეისბუქი ცუდია. პირიქით, მეც ძალიან მიყვარს ის. მართლა უამრავ ინფორმაციას ვიღებ, თუნდაც მათზე, ვინც მაინტერესებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისი ბოროტად გამოყენება ურთიერთობებს კლავს... გვაფიქრებინებს, რომ მეგობარი, რომელიც გვერდით გვიზის, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი 500+ კონტაქტი.

ნახვა: 318

ტეგები: blog, internet, social, social network, ბლოგი, გადატრიალება, დღიური, ელისაბედის ბლოგი, ინტერნეტსივრცე, სოციალური ასოციალურობისთვის, მეტი...სოციალური ქსელი, ფეისბუკი, ქველი

ლაშა: აგვისტო 8, 2014||1:47pm

ელის, სიკეთე ვერ დავინახე, გარდა იმისა რომ შენ გიყვარს ის - სიკეთეში მხოლოდ ინფორმაციულობაა? ყველაფერი ერთ სივრცეში? CCCP?

რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ამაში ნამდვილი კაგებეა - დეტალურ ინფორმაციას აგროვებს შენს შესახებ და ვითომ ძალდაუტანებლად ყოველდღე მოფირებული ახალი გაჯეტით გამოგტყუებს ხოლმე დამატებით ინფოს.

მაშინ როცა მე დავრეგისტრირდი 2008 წელს, სახელი და გვარი იყო ჩასაწერი მხოლოდ და საიტი, თუკი გქონდა ასეთი და ძირითადად ბლოგის მისამართებს ვწერდით ხოლმე. 

დღეს უკვე "ფეისბუკ" საინფორმაციოში შედის - რომელი სკოლა დაამთავრე, რამდენი იყავით კლასში, რომელ წელს სწავლობდი, პირველად როდის შეჭამე ანანასი, უნივერსიტეტი, სამსახური, ოჯახური მდგომარეობა, რამდენი საწოლი გიდგას საძინებელში, კბილებს რამდენხანს იხეხავ, კვირაში რამდენჯერ ბანაობ, რომელი მიკროავტობუსით მგზავრობ და ა.შ. მართალია ამათი შევსება სავალდებულო არ არის, მაგრამ მიმზიდველია და ჩემი 900 + კონტაქტიდან დამიჯწერე 800 +_ს თითოეული ეს ჩამოთვლილი შევსებული და გამოქვეყნებული აქვს :) + ფილინგები, რომელიც სრული მარაზმია. :) 

ხომ იცი, ფეისბუკ მარაზმოლოგიას დიდი ხანია ვსწავლობ, ასე რომ არ ჩამომათვლევინო :D 

elisabed: აგვისტო 8, 2014||10:44pm

სიკეთე მართლა მარტო ისაა რომ ინფორმაციას ვიღებ თუ რა ხდება ირგვლივ რა იგეგმება და ა.შ და  სსრკ რა შუაშია ვერ გავიგე? :დ

ლაშა: აგვისტო 8, 2014||11:04pm

სსრკ სწორედ იმ შუაშია რომ ყველაფერს თავის თავში აქცევს, ყველაფერს ყიდულობს და ითვისებს :) მისი წყალობით საიტები ფუნქციონირებას იწყებენ მხოლოდ ფეისბუკ ლაიქ გვერდებზე :) აი - ამას ჰქვია საბჭოთა კავშირი ;) 

elisabed: აგვისტო 8, 2014||11:15pm

ჰოო მაგაში გეთანხმები, იმიტომ რომ ყველა აქ არის, ყველამ ცხოვრება ფეისბუქზე გადაიტანა და ცხოვრება დარჩა მარტო 

ლაშა: აგვისტო 8, 2014||11:43pm

აჰა, ახლა მთავაზობს ქოვერის ფოტო დააყენეო :D 2 წელია არ დამიყენებია და რატომ უნდა დავაყენო?? მაგრამ არა - ჩამაბნელა საიქიოს მოციქულივით და თუ არ დააყენებ იქნები ეგრე ბნელშიო :D :D :D სსრკ რა! სადაც გაქვს თავისუფლება აირჩიო ის რაც მათ უნდათ რომ აირჩიო ;) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters