საშინლად ცხელოდა და ბიზნესმენი გიორგი გიორგაძე ჯერ არ ჩქარობდა ოფისიდან გამოსვლას, თუმცა იცოდა წუთი წუთზე რომ არ გასულიყო თავის რეისზე დააგვიანებდა. ის საქართველოდან ნიუ-იორკში მიფრინავდა, რომ შეხვედროდა და მოლაპარაკებოდა მსხვილ ბიზნესმენს. იგი ახალ პარტნიორს ეძებდა საქმეში, რომელიც უნდა წამოეწყო და დიდი ფული მოეტანა. მან წინასწარ დაჯავშნა ტელეფონით ბილეთები ახალი კომპანიის მეშვეობით.

   „კომპანია “ერ ფრანსი” პირველ ფრენას განახორციელებს ახალი “ერბუს A380″-ით. ეს ფრენა დაგეგმილია 23 ივლისს ნიუ-იორკის მიმართულებით. მსოფლიოში უდიდესი თვითმფრინავი გვთავაზობს 538 სამგზავრო ადგილს და მნიშვნელოვან პრეცენდენტს ქმნის ავიაციის ისტორიაში.“ – ერთი კვირის წინ ტელევიზორში მოისმინა და მაშინვე შეუკვეთა სამი ბილეთი: მისთვის, მისი ცოლის სანდრასთვის და მათი შვილის დათოსთვის, ხოლო მეორე პატარა ვაჟკაცი ბაჩო უფასოდ იმგზავრებდა, რადგან იმ ასაკში იყო, რომ უბილეთოდ მგზავრობა შეეძლო.  ბაჩო მხოლოდ 4 წლის იყო და მას დღეს, 23 ივლისს პირველად მოუწევდა თბილისი და სრულიად საქართველო ზემოდან დაენახა. შეიძლება ვერ მიმხვდარიყო რა იყო ეს და სად იჯდა, მაგრამ დიდ სიამოვნებას მიანიჭებდა თავისუფლების შეგრძნება და ჰაერის გაჭრა. საერთოდ გიორგი მარტო უნდა წასულიყო, მაგრამ სანამ ის ბიზნესმენთან მოლაპარაკებას დაასრულებდა, მანამდე მისი ცოლ-შვილი ნიუ-იორკს მოინახულებდნენ და საყიდლებზეც შეივლიდნენ.

   -რამე, ხომ უნდა ჩამოვიტანოთ ნიუ-იორკიდან სუვენირად არა? – ეუბნებოდა სანდრა მას, წინა დღით, როცა ორივე საწოლში დასაწოლად ემზადებოდნენ.

   -ხო, რა თქმა უნდა. ეიფელის კოშკი იყიდეთ მცირე ზომის…

   -რა ეიფელის კოშკი გიუშ, პარიზში კი არ მივდივართ. -სანდრა მის გამოწეულ კუნთებს დააშტერდა, ხელი მკერდზე დაადო და მაგრად გადაიხარხარა. – მიყვარხარ, საყვარელო. -ფეხის წვერებზე დადგა და ვნებიანად აკოცა ქმარს.

   -მეც მიყვარხარ ჩემო პრინცესა. ძალიან მიყვარხარ, მთებს შევძრავ შენთვის. ხომ იცი არა როგორც მიყვარხარ. – სანდრამ თითით ანიშნა გაჩუმებულიყო და კვლავ აკოცა.

   -ვიცი, ძვირფასო, ვიცი. სიტყვები არ არის საჭირო. მოდი დავწვეთ. ხვალ დიდი გასეირნება გველის და კარგად უნდა გამოვიძინოთ.

   -კარგი. – საწოლისკენ მიმავალ სანდრას ხელში წაავლო ხელი და თავისკენ მოიწია. კოცნა დაუწყო და საწოლისკენ ნელი ნაბიჯებით წაიყვანა. სანდრაც აჰყვა მას, მაგრამ ცოტახანში თავი უკან გასწია. – რა ხდება საყვარელო? არ გინდივარ?

   -დღეს ძალიან დავიღალე გიო, კი მინდა, მაგრამ ხვალ ბევრი საქმეები გვაქვს ნუ დაგავიწყდება. ხვალ ნიუ-იორკში მივფრინავთ და კარგად უნდა გამოვიძინოთ.

   -მოიცა რა, თვითმფრინავშიც მოვასწრებთ გამოძინებას. მოდი ჩემთან.

   -არა, გიო არ გინდა. გთხოვ. ეხლა სჯობს, რომ დავიძინოთ. უკვე გვიანია. ძალიან მიყვარხარ. ამას ყოველთვის მოვასწრებთ.

   -ჩემი ცხოვრება ხარ ხომ იცი?

   -კი, გიო ვიცი. – ორივე ჩაწვა ლოგინში სანდრამ ქმარს ზურგი აქცია, მაგრამ ქმარმა ხელეები საბანში შეაცურა და მისკენ მიტრიალდა. ჩაეხუტა და ასე ჩახუტებულებს ჩაეძინათ. ორივე საკმაოდ დაღლილან, მაგრამ გიოს ამის აღიარება არ სურდა. მას ეს ღამე სანდრასთან ალერსში უნდოდა გაეტარებინა, მაგრამ ალბათ ჯობდა კარგად გამოეძინათ. ხვალ მნიშვნელოვანი დღე იყო მათ ცხოვრებაში უფრო კი ბაჩოს ცხოვრებაში, რომელიც პირველად ჯდებოდა თვითმფრინავში. ეს საოცარი განცდაა, როდესაც გგონია, რომ ჩიტი ხარ და მიფრინავ. თვალებს ხუჭავ და წარმოიდგენ, როგორ აქნევ ფრთებს, როგორ გეხება სახეზე ჰაერი და ხედვაში ხელს გიშლის, მაგრამ შენ მიფრინავ წინ და ხვდები, რომ ვერავინ შეგაჩერებს, ვერავინ გადაგეღობება წინ, რადგან ამ სიმაღლეზე მხოლოდ შენ ხარ.

   გამოერკვა გიო ფიქრებიდან და საათს დახედა. მაშინვე გათეთრდა. „რამდენი დრო გასულა“ – თავისთვის ჩაილაპარაკა და მაშინვე შურდულივით გავარდა აეროპორტში. სასწრაფოდ ტაქსი გააჩერა(გაუმართლა და სწორედ მაშინ გაჩერდა მისი ოფისის წინ). მაშინვე ელვის სისწრაფით გააღო კარები და წინ, მძროლის გვერდზე დაჯდა.

   -აეროპორტში სასწრაფოდ.

   -ღვედები შეიკარით. – ამოიღო ხმა ტაქსის მძღოლმა. უკვე ჭაღარა შერეული 55 იოდე წლის თუ იქნებოდა, რომელიც ალბათ სამუშაოდან დაითხოვეს და შემდეგ ტაქსისტობას მიჰყო ხელი. იგი დაემორჩილა და მაშინვე შეიკრა ღვედები. ხელით ანიშნა სწრაფად ევლო. გიო ძალიან ნერვიულობდა არ სურდა, რომ დაეგვიანებინა აეროპორტში და არავისთან საუბრის თავი არ ჰქონდა, არადა იცოდა რომ ტაქსის მძღოლი აუცილებლად გაუბამდა მას საუბარს. „სანდრა უკვე აეროპორტში იქნება და მე მელოდება ალბათ. ბილეთები ხომ მას ჩავაბარე. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. რატომ ჩავფიქრდი გუშინდელ დღეზე, რა მინდოდა. უბრალოდ ხასიათზე არ იყო. დარწმუნებული ვარ ჩვენს შორის ყველაფერი რიგზეა.“ – ფიქრობდა გიო.

   -გზას უყურეთ! – მისკენ სალაპარაკოდ, რომ მიატრიალა თავი საჭესთან მჯდომმა გიომ გაღიზიანებულმა დაუყვირა. – გთხოვთ. – ცოტა შეარბილა, არ უნდოდა ახლა უთანხმოება მოსვლოდა მასთან. მას ერთი საფიქრალი ჰქონდა. – უბრალოდ აეროპორტში ძალიან ვაგვიანებ და ცოტა დროზე იარეთ რა. – საათს დახედა, უკვე 4:45 წუთი იყო, ხოლო რეისი დანიშნული იყო 5:20 წუთზე. თითქოსდა დრო ჰქონდა თავზესაყრელად, მაგრამ ეს ასე არ იყო. 5:20 წუთზე უკვე უნდა აფრენილიყო და უკვე იქ უნდა მჯდარიყო, მაგრამ ეს უკვე შეუძლებლად ეჩვენებოდა. თავს იმშვიდებდა, ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა სახეზე და ხელსახოცით წარამარა იწმენდდა. ეს ალბათ სანახევროდ სიცხის და სანახევროდ ნერვიულობის ბრალი უნდა ყოფილიყო. არ უნდოდა თბილისში დარჩენა და ასე ცოლ-შვილს ხომ მარტო მოუწევდათ გაფრენა. ტელეფონმა დარეკა და მაშინვე ნერვიულობისგან ტანი შეაქანა.

   -მშვიდად, მეგობარო, მშვიდად. – აუღელვებლად წარმოსთქვა ეს სიტყვები, თითქოს მისი ყვირილი საერთოდ არ გაეგონოს.

   ტელეფონს როცა იღებდა, ხელიდან გაუვარდა და ფეხებთან დაუვარდა. ამან გაამწარა და საერთოდ ჭკუიდან გადაიყვანა. დაიხარა ასაღებად, რადგან მალე ზარის ხმა შეწყდებოდა. ხელით მისწვდა თითქოს, მაგრამ უფრო გაჰკრა და წინ წაიწია. გრძნობდა, რომ ღვედი აშკარად ხელს უშლიდა დახრაში. გასწორდა და მაშინვე მოიხსნა ღვედი, ტელეფონს ძლივს მისწვდა და ყურზე მიიდო. სულ რაღაც წამებით, რომ დაეგვიანებინა ალბათ გაითიშებოდა და ამაზეც დრო დაეკარგებოდა. სანამ ყურზე მიიდებდა ნახა, რომ მისი ცოლი რეკავდა და უპასუხა.

   -ხო, საყვარელო. – ცდილობდა ის ნერვიულობა მის ცოლს არ შეემჩნია და ოდნავ მშვიდი ხმით დაიწყო ლაპარაკი.

   -სად ხარ? ჩვენ უკვე აეროპორტში ვართ და შენ კი 20 წუთის წინ უნდა ყოფილიყავი აქ.

   -მოვდივარ საყვარელო, მალე მოვალ. დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე და გვიან გამოვედი ოფისიდან მაპატიე. ტაქსში ვზივარ და მოვდივარ. – თითი აუწია მძღოლს, რომელიც რაღაცის თქმას აპირებდა მისთვის, მაგრამ გააჩერა გიომ. „ამ მძღოლებმა ზრდილობა სულ დაკარგეს, ლაპარაკს აღარ გაცდიან“ გაიფიქრა. – თქვენ სად ხართ?

   -ჩვენ უკვე შემოწმებას გავდივართ და მალე თვითმფრინავშიც ავალთ, დროზე მოდი მერე აღარ შემოგიშვებენ ძვირფასო, ბილეთები მე მაქვს.

   -მალე მოვალ, გპირდები. მიყვარხარ. – წარმოსთქვა ეს სიტყვები თუ არა ტელეფონს აკოცა და სანდრამაც იგივე გაიმეორა. როცა ტელეფონზე ლაპარაკობდნენ, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, ისინი ყოველთვის ასეთი ჟესტით ამთავრებდნენ საუბარს. თითქოს ასე უმტკიცებდნენ ერთმანეთს სიყვარულს და არ აინტერესებდათ ვინ რას იფიქრებდა მათზე, არც ის შეიმჩნია როგორ შეხედა მძღოლმა, რომლის სახელიც არ იცოდა და არც აინტერესებდა. უცებ გუნება შეეცვალა. ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, თითქოს ცოლთან დაშორება მოუწევდა, ან რამე მსგავსი. ნერვიულობისგან სულ უფრო იოფლებოდა და უფრო სწრაფად ევლო იმას სთხოვდა. მას ძალიან უყვარდა თავისი ცოლი სანდრა, უკვე თვრამეტი წელია რაც ცოლ-ქმარნი იყვნენ და ისიც ახსოვდა თუ როგორ სთხოვა ცოლობა და როგორ დასდევდა წარამარა კუდში. დარწმუნებული იყო, რომ სანდრას საერთოდ არ ჰქონდა მისდამი გრძნობა, როცა პირველად შეხვდა გეპეის უნივერსიტეტში მეექვსე კორპუსის კარებთან. როცა შედიოდა თვალი ვერ მოსწყვიტა და გადაიფიქრა შესვლა, მაშინვე გოგოსთან მიიჭრა.  სჯეროდა, რომ ის იყო ვინც სჭირდებოდა, ვინც გაუნათებდა თავის გზას გეპეის წლებს. მიეჭრა მაშინვე და უხეშად დაუწყო ლაპარაკი, ახსოვდა როგორ კითხა სახელი და გვარი, მაგრამ გოგომ უპასუხოდ მოიცილა. უკარებას როლს თამაშობდა. გიოც არ მოეშვა უკან დაედევნა და მეტრომდე ტვინი გამოუჭედა ათასი სისულელით, რომელიც მას ეხებოდა. მაშინ მოახერხა და სახელი გაიგო, სანდრა. ეს იყო ულამაზესი დღე მის ცხოვრებაში, როცა გრძნობდა სადაცაა გაფრინდებოდა. „სანდრა ლამაზი სახელია“ – ამის თქმა იყო და სანდრა მის გვერდით აღარ იყო. ამაოდ სცადა აქეთ-იქით თვალების ცეცება. იმ ხალხში ის ვეღარ იპოვა. დანაღვლიანდა, და იგრძნო მის სახეზე წყლის წვეთები. არა, ცრემლი არ ყოფილა წვიმა დაიწყო. ის წვიმაში იდგა, თავს მარტოდ გრძნობდა, არ აინტერესებდა რომ დასველდებოდა და შეიძლება გაციებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ადრე რამდენიმე წლის წინ ფილტვების ანთებაც ჰქონდა გადატანილი საკმაოდ რთულად. იდგა და თავი ზეცისკენ ჰქონდა. ხელები გაშალა და მთელი ხმით იყვირა „მიყვარხარ“, არ აინტერესებდა გაიგებდა ადრესატი თუ არა, ან თუ გაიგებდა მიხვდებოდა თუ არა, რომ მასზე იყო. მას სჭირდებოდა, რომ მთელი ხმით ეყვირა, მთელი გრძნობები გადმოეცა ერთადერთი სიტყვით და დაცლილიყო ამისგან. სულ მთლად სველი იყო, დაავიწყდა ის, რომ გეპეიში პირველი დღე ჰქონდა და პირველ დღეს აუცილებლად უნდა მისულიყო საგნების სია და დღეების განრიგი რომ გაეგო, მაგრამ ახლა სწავლა და სია საერთოდ არ აინტერესებდა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ის გოგო სამუდამოდ დაკარგა და ვეღარ შეხვდებოდა. უღონოდ იყო, თავს ომში წინა ხაზზე გაშვებულ მეომრად გრძნობდა, რომელიც მტერს მარტო უნდა კვეთებოდა. მაშინ მხოლოდ ეს უნდოდა და მეტი არაფერი, უნდოდა ენახა ის გოგო კიდევ ერთხელ. სიხარული მისი სახელის და ხმის გაგონებისა იმდენად დიდი იყო, რომ ყურადღება ვეღარ მიაქცია საით წავიდა და დაკარგა კვალი. „მაშინ, რომ დავნებებოდი, ალბათ ჩემი ცოლი სხვა იქნებოდა. ვინ იცის ვინ“ – ფიქრობდა თავისთვის. მეორე დღეს ძალიან ადრე ადგა, თუმცა მეტროები უკვე ამუშავებულიყვნენ. სახლიდან გავარდა, რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა. მთლად ვერ იყო კარგ ტანზე, მაგრამ ახლა ეგ არ ადარდებდა. იგონებდა სიზმარს, რომელშიც მისი სახე დაინახა. თითქოს მინიშნება მისცა ღმერთმა ამ სიზმრით. სიზმარში იდგა ისევ იმ ადგილას, სადაც ის გოგო ნახა და სრულიად მარტო ელოდა მის გამოჩენას. დიდი ხნის ლოდინით დაღლილმა უკვე წასვლა დააპირა, მაგრამ ამ დროს შორიდან დაინახა მომავალი ის ერთადერთი, ვინც უკვე მთელ ქვეყანას ერჩივნა და ყველგან გამოარჩევდა მის სილამაზეს. სიარულის დროს თმები მხრებზე ეყრებოდა და  მის მშვენიერებას მეტ ელფერს აძლევდა. მისი ბრწყინვალე ნაკვთები და უნაოჭო სახე ძალიან მიმზიდველი იყო და ყველა მას შეჰყურებდა, როგორც ფილმებში ხდება, როცა უნივერსიტეტის ყველაზე ლამაზი გოგო მათ წინ ჩაუვლის. გოგოებს კი შურდათ მისი სილამაზის და იბოღმებოდნენ. ვინც თავის ბიჭთან ერთად იყო და ისიც მას გახედავდა, გოგო მუცელში ჩააზელდა მუშტს და გაებუტებოდა. მერე კი ბიჭი გაქცეულს აუცილებლად გაეკიდებოდა, რომ შემოერიგებინა. იმის თქმა მინდა, რომ ბევრი უთანხმოება ხდებოდა სანდრას გამო და ეს ძალიან ჰგავდა რეალობას. გამოეღვიძა თუ არა მაშინვე იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა, იცოდა რომ ბრძოლა იყო საჭირო და არ უნდა დანებებოდა. „არა აქვს მნიშვნელობა სად ხარ და როგორი რთული გზით მიდიხარ, ნუ შეწყვეტ წინსვლას და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ყოველი გვირაბის შემდეგ სინათლეა“ – გაახსენდა, რომ სადღაც ჰქონდა ამოკითხული ან ესეც მინიშნება იყო და დილის 6:30 წუთზე უკვე მეექვსე კორპუსის წინ იდგა და სანდრას ელოდებოდა. მზემ ჩამოაცხუნა, ძალიან დასცხა, მაგრამ მაინც ადგილიდან არ განძრეულა. ერთი შეცდომა და შესაძლოა თავისი ბედი სამუდამოდ დაეკარგა. ამას ხვდებოდა და იდგა მარტო იმ ადგილას, სადაც პირველად შენიშნა ულამაზესი პრინცესა, რომელიც ახლა მისი ცოლია. არც მანქანები ჩანდნენ და არც სტუდენტები, სრულიად მარტო იყო, მაგრამ ეს არ ანაღვლებდა. ერთი წამითაც არ უნდა გამოჰპარვოდა არაფერი, რადგან ეს ძვირად დაუჯდებოდა. გული უგრძნობდა, რომ აქ აუცილებლად გამოივლიდა და მის არაჩვეულებრივ სახეზე ლამაზ ღიმილს დაინახავდა. ეს მიახვედრებდა იმას, რომ არ ღირდა მისთვის თავის დანებება, არ ღირდა ცხოვრება მუდამ ტანჯვისთვის გაემეტებინა, მისი ერთი უარის გამო. იცოდა ერთს კი არა რამდენიმე უარს მიიღებდა, იცოდა რომ ეს ქალისთვის სრულიად ნორმალური იყო, რადგან მას ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლებოდა და ალბათ სათითაოდ ყველას უარს ეუბნებოდა. იცოდა, რომ ქალს ამით უფრო ხიბლი ემატებოდა და არ უნელდებოდა მამაკაცს მის მიმართ ლტოლვა. ბევრი შეიძლება უბრალოდ გასცლოდა, მაგრამ ვისაც მიუწვდომელი და უკარება ქალები იზიდავდა ის აუცილებლად გადაწყვეტდა, რომ მოეწყვიტა ხის კენწეროზე განმარტოებულად დაკიდებული ვაშლი და არ შეშინებოდა იქიდან გადმოვარდნის. გიო სწორედ ასეთი იყო და მათი ურთიერთობა სწორედ უნივერსიტეტიდან დაიწყო, იმ დღეს, როცა სიზმარს დაუჯერა და ლოდინის მიზნით 5 საათი მზეზე იდგა. იმ დღეს შეძლო შეუძლებელი და მისმა დანახვამ პირიდან ისეთი ფრაზები ამოასროლინა, რომ თვითონაც გაუკვირდა. შემდეგ ლექსადაც უთხრა მის სილამაზეზე ბევრი, რამ რაც გოგონას ჯერ არ სმენია არავისგან. მან მაშინ გაუღიმა პირველად და ნომერიც მისცა, რომ დაკავშირებოდა. ის გააოცა მისმა სისხარტემ და სხვა ბიჭებისგან გამოარჩია. ის მართლაც გამორჩეული იყო. ცხოვრებამ მას კიდევ ერთი შანსი მისცა და ის კარგად გამოიყენა. შემდეგ დაფიქრდა, იხსენებდა იმას, რაც იმ გოგოს უთხრა, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა. ეს სპონტანურად მოფიქრებული ლექსი უმალ გადაავიწყდა თითქოს სიტყვები მას არ ეკუთვნოდა, არამედ ვიღაც სხვამ უთხრა მისი პირიდან. როცა უკვე მისი ცოლი იყო სანდრა, მაშინ უთხრა ქმარს რატომ მოეწონა ყველაზე მეტად ის და რატომ მისცა მეორე დღესვე ნომერი. „შენ ერთადერთი ბიჭი იყავი, ვინც ამ სიტყვებით მომმართა და ლექსი მითხრა, მართლაც საოცარი ლექსი იყო, რომელიც არასოდეს მქონდა მოსმენილი“, როცა ჰკითხა ლექსი ხომ არ გახსოვსო სანდრამ თავი გააქნია. გიოც დაეთანხმა და უთხრა, რომ არც მას ახსოვდა და ამის შემდეგ კი ორივემ კარგად გადაიხარხარა. რისთვის უნდა მიეწერა ეს ყველაფერი თუ არა ღმერთისთვის. სჯეროდა, რომ ეს სასწაული იყო და ის ლექსი მისი არ იყო, თუმცა იმის მერე არაერთი ლექსი დაუწერა მას და ახლაც კი, როცა დრო გამოუჩნდება, ხშირად არა, მაგრამ მაინც უწერს ხოლმე ლექსებს, ჰაეროვანი და ლამაზი სიტყვებით ამკობს, სანდრას კი ყოველთვის სიამოვნებს. ცოლობა მას პარკში სთხოვა, როცა მათ უნივერსიტეტი დაამთავრეს მაშინ ძალიან მოსწონდათ უკვე ერთმანეთი და ერთ საღამოს სეირნობის დროს უცებ სანდრას სთხოვა თვალები დაეხუჭა. ეს სანდრამ მის მორიგ გამოხტომად ჩათვალა, მაგრამ ძალიან უყვარდა როცა იმას აკეთებდა, რასაც გიო ეუბნებოდა. როცა თვალებს ახუჭინებდა იცოდა, რომ მისთვის სურპრიზი ჰქონდა და პატარა ბავშვივით უხაროდა, ან თვალის ქუთუთოებზე ჰკოცნიდა ხოლმე, რაც ძალიან მოსწონდა და შემდეგ გადაეხვეოდა ხოლმე.  სანდრას ყოველთვის ჟრუანტელს ჰგვრიდა, მაგრამ ტანში სასიამოვნოდ უვლიდა. ხელი 18 წლის წინ 25 ივლისს სთხოვა. გააჩერა და თვალები დაახუჭინა, ოდნავ ნერვიულობდა, მაგრამ ჩაიმუხლა. ჯიბიდან საკმაოდ ძვირადღირებული ბეჭედი ამოიღო, რომელიც ბანკის სესხით იყიდა. შემდეგ სთხოვა თვალები გაეხილა და როცა გაახილა არ აცადა ბეჭდის დანახვა მაშინვე ჰკითხა – ცოლად გამომყვები? – რა თქმა უნდა მისთვის ეს მოულოდნელი იყო და გიოსთვის კი სანდრას რეაქცია იყო მოულოდნელი. მაშინვე ცრემლები წასკდა და ბავშვივით აზლუქუნდა. გიომ ჰკითხა რა მოგივიდაო და პასუხად თანხმობა მიიღო. – კი, კი თანახმა ვარ. გამოგყვები. -მაშინ აკოცა პირველად ბაგეზე სანდრას. აქამდე თავს იკავებდა სანდრა და გიოც არ სთხოვდა ამას, ხოლო იმ დღეს ეს სანდრას ინიციატივით მოხდა.“მიყვარხარ გიო“. ყურში თავისი ცოლის სიტყვები ჩაესმა, მაშინ რომ უთხრა, როცა ცოლობაზე დათანხმდა.

   რეალობას დაუბრუნდა, მაგრამ  ჯერ კვლავ არ მისულიყო ადგილზე. წინათგრძნობა უფრო მძაფრდებოდა, მაგრამ არ იცოდა ეს რატომ ხდებოდა. გული საშინლად უცემდა და ვერ წყნარდებოდა. იმ კაცს ჰგავდა, ვისაც ეგონა რომ ცოლი ღალატობდა და ახლა სადაცაა თავზე უნდა წასდგომოდა ფაქტს. წყობიდან, რომ გამოვიდა აქსის მძღოლს ისევ დაუყვირა და საშინლად ინანა. იმ წამსვე გაიაზრა, მაგრამ ახლა ბოდიშის მოხდას აზრი აღარ ჰქონდა. კაცმა ხმა არ ამოიღო და გზა გააგრძელა აეროპორტისკენ. ჰორიზონტზე უკვე გამოჩნდა თბილისის აეროპორტი, მაგრამ აქ ძალიან ნელა მოუწევდა მანქანის მართვა, რადგან წინ უამრავი მანქანები იყო და საცობს ქმნიდა. გიომ გაჩერება სთხოვა. ფული სასწრაფოდ გადაუხადა, ხურდაც კი არ გამოართვა და მანქანიდან გადმოვიდა. გადაირბინა გზაზე და აეროპორტისკენ გაიქცა. საათს დახედა, უკვე 5:00 გამხდარიყო, დრო ცოტა ჰქონდა და არც იცოდა, რომ მიასწრებდა. ცხოვრებაში ასე დიდი ხანია არ შეშინებია. იმის მერე ასე არ უგრძვნია თავი, როცა პირველად შეხვდა სანდრას. მაშინ მისი დაკარგვით გამოწვეული სევდა ახრჩობდა, მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი კლავდა და მთელი ხმით ყვიროდა სიტყვა „მიყვარხარ“-ს წვიმაში. ახლაც იმავეს გრძნობდა, ეგონა დაკარგა სანდრა და ბავშვები, ფიქრობდა რაღაც საშინელებაზე, მაგრამ ოდნავადაც კი არ ფიქრობდა საკუთარ თავზე. ახლა მხოლოდ ის უნდოდა სანდრა და ბავშვები კვლავ ენახა და ამისთვის ყველაფერს იზამდა. ბედმა კიდევ ერთხელ დასცინა, ყოველშემთხვევაში თვითონ ასე ფიქრობდა და რაღაც დეჟავუს მსგავსი გრძნობა ჰქონდა. სანდრას სახელს ყვიროდა და თან წინ მირბოდა. ნელ-ნელა უახლოვდებოდა აეროპორტს, იცოდა რომ უკვე დაგვიანებულად ითვლებოდა და ისინი უკვე თვითმფრინავში იქნებოდნენ, მაგრამ მაინც მირბოდა. მირბოდა და რაც ძალა ჰქონდა ფეხებში გადაჰქონდა, რომ არ გაჩერებულიყო. ჯერ კიდევ მზე აჭერდა, მაგრამ მაინც არ აპირებდა გაჩერებას. ძალიან სცხელოდა, სულ სველი იყო, გეგონებოდათ წვიმაში დასველდაო, მაგრამ წვიმა რამდენიმე დღეა არ ყოფილა. ეგონა, სადაცაა გული ამოუვარდებოდა და იმაზე სწრაფად გაიქცეოდა ვიდრე მისი ფეხები დარბოდნენ. უნდა ეღიარებინა, რომ უკვე აღარ ჰქონდა ძალა იმისა, რომ სწრაფად ერბინა. ამის შემდეგ გაახსენდა თავისი ჩემოდანი, რომელშიც დოკუმენტები ჰქონდა ჩალაგებული ხელი რომ უნდა მოეწერა უცხოელ, მომავალ პარტნიორს, ტაქსში დარჩა მაგრამ ამაზე ფიქრის თავი არ ჰქონდა. სანდრას გარეშე მისი ცხოვრება აზრს დაკარგავდა და ის ჩემოდანი კი ამ დროს არაფერში გამოადგებოა. საერთოდ არაფერში, რადგან სამსახური და ფული მისთვის მეორე ხარისხოვანი იყო. პირველ ადგილას ყოველთვის ცოლი და შვილები იყვნენ და მას ისინი ძალიან უყვარდა. რასაც სთხოვდნენ ყოველთვის უსრულებდა და უარს თითქმის არაფერზე ეუბნებოდა, გინდ შვილს გინდ ცოლს. სანდრას მანქანა უყიდა, რომელიც ახლა აეროპორტთან იდგა ან რომელიმე სადგომზე დაეტოვებინა. შვილს, 14 წლის დათოს კი ყოველთვის ყიდულობდა კარგ ჩასაცმელს, კარგ სკოლაში ატარებდა, რომ მასზე არ ეთქვათ როგორ აცვია შეხედეთ, ან რა უტვინოაო. დათოს ნიჭი ჰქონდა, მამამისივით. ისიც წერდა მოთხრობებს და ლექსებს, მამა კი ხელს უწყობდა რომ შვილს ის ეკეთებინა რაც სურდა. გიოს ისეთი პირობები არ ჰქონდა, როგორც მის შვილს, არ ჰქონდა ფუფუნება, არ ჰქონდა კარგი ცხოვრება, მაგრამ ოცნება ჰქონდა, ოდესმე ცნობილი მწერალი გამხდარიყო და გახდა კიდეც. ტაქსისტი ალბათ ავტოგრაფის სათხოვნელად ან მის კარგად გასაცნობად ცდილობდა დალაპარაკებას, მაგრამ ისეთი განერვიულებული იყო, რომ თავი შეიკავა. მართალია არ ჰქონდა მილიონები, როგორც მას ეგონა, მაგრამ იმდენი ჰქონდა რომ უზრუნველად ეცხოვრათ და ჰქონდა ხალხის სიყვარული, რაზეც ყველაზე მეტად ოცნებობდა. უნდოდა ყველა ცნობილი ადამიანივით ქუჩაში გაეჩერებინათ და ავტოგრაფი ეთხოვათ მისთვის, მართალია ამ გზის გავლა ძალიან ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ სანდრასთან ერთად ეს სრულიად მარტივი იყო, მისი თანადგომა დაეხმარა მას და მისი დამსახურებაა პირველი წიგნი, რომ გამოსცა. სანდრამ ხელნაწერი ნაგვის ურნაში აღმოაჩინა, წაიკითხა და ძალიან მოეწონა, იმდენად რომ ქმრის უკითხავად წაიღო გამომცემლობაში და მათაც იმდენად მოეწონათ, რომ თავისი ხარჯებით დაუბეჭდეს და პირველივე წიგნით საკმაო პოპულარობა მოიპოვა. გიომ ეს მაშინ გაიგო, როცა დეტალების დასაზუსტებლად სახლში დაურეკეს, თავიდან გაბრაზდა, მაგრამ ცოლს არ აგრძნობინა, გაუღიმა და მათთან გაემართა. ასე გამოვიდა მისი პირველი წიგნი.

   საათს კვლავ ნერვიულად დახედა. უკვე 5:05 წუთი იყო და ბარგის შემოწმების პუნქტში იყო. არაფრის თავი აღარ ჰქონდა, არაქათგამოცლილი იდგა და  ორ ფორმაში გამოწყობილ ოფიცერს უყურებდა, რომელიც ბარგს ამოწმებდა. ხელები მუხლებზე დაედო და ღრმად სუნთქავდა, თუ ამას სუნთქვა ერქვა. ეგონა ახლა დაეცემოდა და მოკვდებოდა, როგორც სირბილისგან დაღლილი ცხენმა იცის ხოლმე.  სული მოითქვა და ოფიცრებთან მიიჭრა, ბარგი არ ჰქონდა და უკვე უნდა გაევლო მოწყობილობა, რომელიც ამოწმებს რკინა ხომ არ შეგაქვს თან, მაგრამ ოფიცრებმა ხელით შეაჩერეს.

   -ჩემი თვით…მფრინავი მიფრინავს ახ…ლა და გამატარეთ ძალიან გთხოვთ. ჩემი ცოლ-შვილი უკვე იქ იქნებიან. – დაღლილმა ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვები, მაგრამ მათ სახეზე თანაგრძნობის არანაირი ნიშანი არ იყო.

   -ბოდიშით მისტერ, მაგრამ ვერ გაგატარებთ. თვითმფრინავი „ერბუს A380” ემზადება გაფრენისთვის და ახლა შესვლა აკრძალულია. მისი პირველი გაფრენა 10 წუთში მოხდება, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით სერ.

   -რას ქვია ვერაფრით დამ…ეხმარებით. გამატარეთ ახლა იქ უნდა ვიყო, ცოტა დამაგვიანდა და გამონაკლისი დაუშვით და შემიშვით გთხოვთ. – დაუჩოქა კიდეც მათ. მაშინ კი ისევ 18წლის წინ დაბრუნდა, მაგრამ მალევე გამოერკვა ახლა ამის დრო არ იყო.

   -გთხოვთ უკან დაიხიეთ. ნაბრძანები გვაქვს არავინ შევუშვათ, რაც 5:00 გადაცდა. თვითმფრინავის კარი უკვე დაიხურა და პილოტები წუთი წუთზე აფრინდებიან. ახლა თქვენ იმ თვითმფრინავში ვერანაირად ვერ მოხვდებით. – თავისი იარაღი გამოაჩინა, რაც ხელში ეჭირა, მაგრამ გიო არ უყურებდა საერთოდ. თითქმის სახემდე აუტანა, რომ დაენახვებინა არ ვხუმრობთო და ვერ შეგიშვებთო. ჯიბიდან მობილური ამოიღო, აკრიფა სანდრას ნომერი და დარეკა. კვლავ ნაჭერი მოისვა სახეზე, რომ ოფლი გაეწმინდა სახიდან. მობილური გათიშული ჰქონდა, ამან უფრო დააეჭვა, რომ საქმე კარგად იყო და თვითმფრინავში ისხდნენ მართლა, თუმცა იცოდა რომ ფრენისას მობილური გამორთული უნდა ყოფილიყო. შენობაში დატრიალებული ცივი ჰაერიც ვერ ანეიტრალებდა იმ სიცხეს, რაც მაინც აღწევდა შიგნით. გიომ იცოდა, რომ ისინი უკვე იქ იყვნენ ადგილზე, მაგრამ არ იცოდა თუ არ შეუშვებდნენ მას, ანდა რატომ არ უნდა სცოდნოდა ბილეთი არ ჰქონდა. მერე გაახსენდა, რომ უბილეთოდაც შევიდოდა, რადგან მისი სახელი და გვარი სიაში იქნებოდა, თუმცა „A380”-ზე ალბათ ყველაფერი სხვაგვარად იყო და ის უკვე ასაფრენად ემზადებოდა.

   გიორგი მოულოდნელად დაუძვრა მათ ხელიდან და თვითმფრინავისკენ გავარდა. თავს იყრუებდა თითქოს არ ესმოდა ის, როგორ ეძახდნენ გაჩერდი თორემ გესვრიო. მას მხოლოდ იქ მოხვედრა უნდოდა, სადაც მისი ცოლ-შვილი ეგულებოდა, ასე უფრო არ ინერვიულებდა და გულიც დაწყნარებული ექნებოდა, მაგრამ ახლა ფორიაქს არ წყვეტდა. ფრთები რომ ჰქონოდა აფრინდებოდა და იმაზე სწრაფად მივიდოდა თვითმფრინავამდე ვიდრე ეხლა ფეხებით, სამწუხაროდ კი ფრთები არ ჰქონდა, რაც უძნელებდა იმაზე ფიქრს, რომ ვერ მიასწრებდა. უკვე საფრენ ბილიკზე გავარდა, მათ არ უსვრიათ, რადგან არ სურდათ ალბათ კაცი შემოკვდომოდათ. არ უსვრიათ, რადგან რომ ესროლათ შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე ენანათ და სინდისს შეეწუხებინა. ვერ დაიჭირეს, მაგრამ ნაწილობრივ ესმოდათ კიდეც მისი, ცოლ-შვილი იქ იყო, ეს კი აქ. მათ შორის მალე დიდი მანძილი იქნებოდა და ეს არ უნდა დაეშვა, ასე რომ ის აღარ შეუჩერებიათ თუმცა კი იცოდნენ, რომ ვერ მიასწრებდა. გამწარებული იქნევდა ხელებს და ფეხებს, ვერაფერს გრძნობდა გარდა მათი დანაკლისისა, თითქოს მათ გარეშე იცხოვრა ამდენი ხანი და ახლა ძალიან მოენატრა. გიჟს ჰგავდა, არანორმალურს რომელიც მხეცივით იცავს თავის ქონებას. მთელი მისი ქონება კი სანდრა და ორი არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, რომელთა გამოც სიცოცხლეს გაწირავდა. მოულოდნელად დაიჭექა და წვიმა წამოვიდა, როგორც იმ დროს, როცა პირველად დაკარგა პირველად ნანახი, მაგრამ მისთვის უკვე უძვირფასესი ადამიანი. თვითმფრინავი მოსწყდა მიწას და ზევით აიჭრა, როგორც ჩიტი, რომელსაც შეეშინდა ადამიანის გამოჩენის და სასწრაფოდ გაშალა ფრთები, რომ გაქცეოდა. გიორგი მუხლებზე დაეცა, გული ბაგა-ბუგს არადა არ წყვეტდა, სწორედ ახლა ინატრა, რომ გაჩერებულიყო და ის არ ეგრძნო რასაც ახლა გრძნობდა. ტკივილი მის ცხოვრებას კვალად აჩნდა, თუმცა იმდენად ბედნიერი იყო სანდრას გვერდით, რომ სამსახურში პატარ-პატარა წარმატებებს  ყოველთვის გულგრილად უყურებდა.

   და აი ცხოვრებამაც უპოვა მას თავისი სუსტი წერტილი. მან არ დაინდო სწორ ბილიკზე მოსიარულეც კი და სევდანარევი ტკივილით გააყოლა თვალები თვითმფრინავს. ცოტაც და აღარ გამოჩნდებოდა თვითმფრინავი, მაგრამ ის უეცრად ცეცხლის დიდ ბურთად იქცა. თვალები გაუფართოვდა, საშინელი ტკივილის გრძნობა ჰქონდა მუცლის არეში, თითქოს დანა ჩაარტყესო.

   -არაააააააააააააააააააააააააა. – მუხლებზე დავარდნილმა, თავიც ასფალტზე დადო და ცრემლები გადმოსცვივდა. ჩარლი ჩაპლინის სიტყვები გაახსენდა „ვტირი მაშინ როცა წვიმს, რადგან ვერასდროს ამჩნევენ ჩემს ცრემლებს“. უეცრად გააჟრიალა და გაიაზრა, რომ დაკარგა სამუდამოდ ცხოვრების მეგზური. მისი წინათგრძნობა გამართლდა, მაგრამ არ იცოდა კონკრეტულად რას გრძნობდა. ახლა კი უკვე მიხვდა რატომაც იყო ასეთ ხასიათზე და რატომ ჩქარობდა ასე ძალიან. კომპანიისთვის შეეძლო ეჩივლა კიდეც, მაგრამ ეს მის ცოლ-შვილს გაუცოცხლებდა? არა, ალბათ არა. არ გაუცოცხლებდა და მათ ცხედრებსაც კი ვერ იხილავდა. ისინი ღმერთმა სამუდამოდ წაიყვანა ცაში და ელოდა, რომ ახლა რამეს ეტყოდა ამის შესახებ. აუხსნიდა რატომ გაუკეთა მას ეს, რატომ წაართვა ოჯახი, მაგრამ ხმა არსაიდან არ ისმოდა. ძალიან უნდოდა კვლავ იმ თვითმფრინავში მოხვედრა, მზად იყო მათთან ერთად დაღუპულიყო და არა მარტო დარჩენილიყო, ბედის ანაბარა. თავიდანვე სწორ გზას მიუყვებოდა, ღმერთი კი არასდროს არ ხედავდა ამას და არ ეხმარებოდა. ადრე ფიქრობდა, რომ ყველაფერი ღვთის ნება იყო და ყოველგვარ ცუდსაც გასამართლებელ საბაბს უძებნიდა, ან თვით უფალი ჩააგონებდა იმას, რისთვისაც გაუკეთა ეს, მაგრამ ახლა? ახლა მან ცოლ-შვილი დაკარგა, თვითონ კი გადარჩა. რათ უნდა სიცოცხლე მათ გარეშე, ნუთუ ესეც საჭირო იყო, ნუთუ ესეც იმისთვის იყო საჭირო, რომ უბრალოდ მხოლოდ მისი საქმე ეკეთებინა ან რამე მსგავსი. მას ხომ ცოლ-შვილი ისე უყვარდა როგორც არავინ. ერთი ამოიღრინა, არ უნდოდა ღმერთის დადანაშაულება, არ უნდოდა ამის გამო მისი უარყოფა, ღმერთი ჩვენს შორის არის და ყველას გვხედავს. ქრისტიანი იყო და სწამდა ღვთის, რწმენა გამჯდარი ჰქონდა სისხლსა და ხორცში, მაგრამ მისგან ეს უკვე მეტისმეტი იყო, არ ელოდა რომ ის ამას გააკეთებდა და წაართმევდა ცოლსა და შვილებს.

   -რატომ ღმერთო, რატოოოოოოომ? – სასოწარკვეთილი იყო, ფეხზე ვეღარ დგებოდა. თავი ასწია, კვლავ გაიხსენა ის დღე, როცა პირველად დაკარგა სანდრა. იმდენად, რომ გაუხარდა ყურადღება ვერ მიაქცია და ხალხში დაკარგა. ამ დროს სწორედ ისე გრძნობდა თავს, რომ მას ვეღარასდროს ნახავდა. სწორედ ისე იყო თითქოს ყველაფერი დასრულდა, არადა ჯერ დაწყებულიც არ იყო. სახელი იცოდა, მაგრამ არც ნომერი ჰქონდა და არც მისამართი, ის ღმერთის წყალობით იპოვა, მაგრამ მაშინ ის მაინც იცოდა, რომ ცოცხალი იყო. იცოდა, რომ შეიძლება ოდესმე შეხვედროდა, თუნდაც უკვე გათხოვილს, თუნდაც მრავალი წლის მერე, მაგრამ მაინც შეხვდებოდა და მაშინვე იცნობდა მას. პირველ სიყვარულს ხომ ვერ ივიწყებენ ისე მარტივად. მას რა დაავიწყებდა, ვინც ერთი ნახვით შეუყვარდა და მის გულში ცეცხლი დაანთო. აგიზგიზებული და ძალიან ლამაზი ცეცხლი, რომელიც მისი დანახვისას სანდრასკენ იწევდა და ცეკვავდა. მოცეკვავე ცეცხლი ჰქონდა გულში, რომელიც არასდროს განელდებოდა, თუნდაც ის შორს ყოფილიყო. წლების მერეც არ ჩაქვრებოდა, მაგრამ მისი დანახვისას მაშინვე იმაზე მეტად გაღვივდებოდა, ვიდრე იყო და ძალიან უნდოდა ეს მალე მომხდარიყო. მაგრამ იმედები ჰქონდა გადაწურული და საერთოდ არ ელოდა იმ სიზმარსაც კი, რაც უფლის მოვლენილ სასწაულად ჩათვალა. ღმერთი ბევრ რამეში ეხმარებოდა მას, ყოველთვის თვალს უხელდა და ახვედრებდა რა უნდა გაეკეთებინა. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ საშინელი რამ მომხდარა მის ცხოვრებაში ერთი მხრივ, მაგრამ სხვა თვალით რომ შეხედა ამ ყველაფერს კარგიც დაინახა და უფალს ყოველთვის მადლობას სწირავდა. გრძნობდა მის თანადგომას ყველაფერში, ყოველთვის და საერთო ჯამში ის ეხმარებოდა და არა პირიქით.

   ცრემლებს ვერ იკავებდა, ეს ყველაზე საშინელი რამ იყო მის ცხოვრებაში, რაც კი მომხდარა. ძალიან სტკიოდა გული, ვერ აზროვნებდა ჩვეულებრივი ადამიანივით, შეეძლო ყველაფერი ჩაედინა ამ მომენტში. ყველაფერს იზამდა ოღონდ კვლავ მათთან ყოფილიყო, მაგრამ ჯერ წამოდგომასაც ვერ ბედავდა. თავის აწევა არც უნდოდა, ეგონა რომ როცა აიხედავდა თავისი ცოლი ან შვილი დაენახვებოდა და ჰკითხავდა თუ რატომ დააგვიანა ასე ძალიან. ეგონა, რომ იმას უსაყვედურებდა, რომ მათთან ერთად არ იყო ამ დროს და ამას ვერ გაუმკლავდებოდა. ვერა და ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ ახლა მოუწევდა მარტო ცხოვრება, მათ გარეშე. როცა გაიღვიძებდა ვერ დაინახავდა მის ცოლს გვერდით, რომელსაც ყოველთვის ჰკოცნიდა მძინარეს ლოყაზე და უყვარდა მისი ცქერა. ისე ტკბილად ეძინა, რომ ენანებოდა გაეღვიძებინა. ძილშიც კი საამო იყო მისი ცქერა და არ მოგბეზრდებოდა მისი ნაკვთებით ტკბობა. იყო მასში რაღაც ველური, რომელიც შიგნიდან იმზირებოდა და გატყვევებდა, გბოჭავდა. მისი ცქერისას ახსენდებოდა ის მწარე დღეები, რაც ოთხი წლის განმავლობაში მისი დევნისას განიცადა, მაგრამ ეს სიამოვნებდა კიდეც, რადგან საკუთარი ბედნიერება თვითონ მოიპოვა, არავინ დახმარებია და ამას უფრო მეტი ფასი აქვს. მხოლოდ მაშინ დააფასა საკუთარი ტანჯვით მოპოვებული ბედნიერების ფასი, მაშინ მიხვდა რა ძვირფასი გახდა ამ დროის განმავლობაში სანდრა მისთვის და მის გარეშე ვერ გაძლებდა ერთი წუთითაც. რადას არ უნდა დაჯდომოდა მას უნდა მოეპოვებინა მის ცხოვრებაში ადგილი და მის გულში უნდა დაემკვიდრებინა თავი, რაც სამი წლის მერე გამოუვიდა. მანამდე კი იმდენ უარს იღებდა ვინმე ამის მომსწრე, რომ ყოფილიყო იფიქრებდა მაზოხისტია ეს უბედურიო, მაგრამ ის ვერ მიხვდებოდა რა იყო სიყვარულის ძალა და მას არ ექნებოდა ეს გამოცდილი. გიჟივით შეყვარებული ასე არ იტყოდა ამ ადამიანზე, რადგან ის კარგად გაუგებდა მის სიგიჟეებს და გაიხსენებდა თვითონ როგორ იქცეოდა შეყვარებული, რომ იყო. სახეში სილაც არაერთხელ მიუღია, ამის შემდეგ კი თავისი საქციელს მაინც არ ნანობდა. მას უნდოდა, რომ ის ცოლად მოეყვანა და თავიდანვე ჩაფიქრებულს მიჰყვებოდა. სილასაც იტანდა, დამცირებასაც და მის ნათქვამ უარსაც, სიყვარული ყველაფერს აძლებინებდა მისი სასიყვარულო ობიექტისგან მიღებულს. არ აღელვებდა ის, რომ არ მოსწონდა, მაგრამ იცოდა რომ ასე რთულადაც არ იყო საქმე. იცოდა, რომ რაღაც გრძნობები მასაც გააჩნდა, უბრალოდ თავს იტყუებდა და ამის აღიარება არ სურდა. მისი ღიმილი ამბობდა ყველაფერს, რაც გოგოს არ უნდოდა ეთქვა. ღიმილმა გასთქვა და ამის გამო არ შეწყვიტა დევნა. ხანდახან უეცრად გაჩნდებოდა, ხოლმე მის გვერდით და სადაც მიდიოდა მიჰყვებოდა. სანდრა არ გარბოდა, წიგნებით ხელში მკაცრი გამომეტყველებით ეუბნებოდა, რომ თავი დაენებებინა, მაგრამ როცა არ ანებებდა და მაინც მისდევდა ლაპარაკ-ლაპარაკით მის სახეზე წამიერად ღიმილი და კმაყოფილების გრძნობა გამოსჭვიოდა. იმასაც ნიჭი უნდა, რომ ეს დაინახო და იგრძნო. გიორგი ხედავდა, რომ არ სურდა სანდრას წასულიყო, მართალია უკარებას როლს დიდხანს თამაშობდა, მთელი სამი წელი, მაგრამ თანდათან უფრო მეტი გრძნობა უჩნდებოდა გიოს მიმართ და ყოველთვის გრძნობდა, რომ მოსწონდა. ამას მის ღიმილში კითხულობდა, თუმცა ძალიან უნდოდა ეს დაემალა, მაგრამ უჭირდა. ეს მისდა უნებურად ხდებოდა და ამის გაკონტროლება მართლა რთული საქმე იყო. ახლა კი მის საოცარ ღიმილს მხოლოდ სიზმარში თუ დაინახავდა, ისიც თავს დაიდანაშაულებდა, რომ ისინი მან დახოცა, ამას კი დიდხანს ვერ გაუძლებდა და ალბათ ვინმე მის სახლში, როცა დააკაკუნებდა და კარებს არავინ გაუღებდა საეჭვოდ მოეჩვენება, შემტვრევასაც ეცდება, მაგრამ ერთი შეხედვით ეს ადვილი არ იქნება. რკინის კარების შემტვრევა შეუძლებელია, მაგრამ ამ დროს ნოხს გასწევს შემთხვევით, ან გაბრაზებული და მხარნატკენი ფეხს ნოხს წაარტყავს და გვერდზე გადააგდებს, ნოხის ქვემოთ კი დაინახავს გასაღებს, რომელიც იმ შემთხვევისთვის დევს თუ სახლში არავინ არ იყო, გააღებს კარს და შიგნით შევა, ყველა ოთახს დაათვალიერებს და ბოლოს მას სააბაზანოში ჩამომხრჩვალს აღმოაჩენს. ის წავა, გაფრინდება, როგორც „ერბუს A380” აფრინდა, ცაში აიჭრა ჩიტივით და უკან მოიტოვა უამრავი შენობა, შემდეგ კი ნაკუწებად იქცა. გიორგიც გაფრინდება ალბათ იმ ჩიტივით, რომელსაც თავისუფლება სწყუროდა და აბაზანაში შესული მეზობელი კი ამასობაში ყვირილს მორთავს. საშინლად დაიზაფრება და შოკში ჩავარდება, შეიძლება სიგიჟის ზღვარზეც მივიდეს…

   თავი ასწია, როგორც იქნა გაბედა. არავინ დაუნახავს, ისე წვიმდა რომ ვერ გაარჩევდი ვერაფერს, ვერც შენს გვერდით მდგომ ადამიანს დაინახავდი. მსხვილი წვიმა იყო და ტანზე დაცემისას გრძნობდა როგორ ხვრეტდა მის კანს. გრძნობდა, როგორ ეწვოდა მთელი სხეული, თითქოს ისიც იმ თვითმფრინავში იყო და ცეცხლი ნელ-ნელა წვავდა. ცეცხლის ენები ედებოდა, მაგრამ ერთბაშად არ იწვებოდა, თითქოს ჯოჯოხეთში იყო. სწორედ ასეთი წარმოედგინა ჯოჯოხეთი, სწორედ ასეთი ტანჯვის მსხვერპლი შეიძლებოდა ჯოჯოხეთში ყოფილიყო და ვერ გაეაზრებინა. წამოდგა, ზუსტად ისე დადგა, როგორც მაშინ მეტროს წინ იდგა. ხელები გაშალა და ხმამაღლა იყვირა „მიყვარხარ“. „მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ სანდრააააა“ ეგონა ახლა მაინც მიაწვდენდა ხმას, ეგონა რომ გაიგებდა, ღმერთს მაინც შეეცოდებოდა და დაუბრუნებდა კვლავ. „ჩემი ბრალი….ა, ვიცი ჩემი ბრალია ეს ყველაფერი. ვერ ვძღებოდი იმით რაც მქონდა. სულ მეტი და მეტი მინდოდა და აი რა მოხდ….ა.  ცხოვრება დამენგრა, მე აღარ ვარსებობ. ჩემი ცხოვრება წარსულს ჩაბარდა, რადგან თქვენ აღარ მყავხართ. მიყვარხარ სანდრააააა, მიყვარხართ ბავშვებოოო“ -ღრიალებდა, როგორც პატარა ბავშვმა იცოდა ხოლმე, როცა არ სურდა დედა სამსახურში გაეშვა. ფიქრობდა, რომ აღარ დაბრუნდებოდა და მის კალთებს ებღაუჭებოდა, რომ არსად წასულიყო დედამისი.

   წამით გაიფიქრა ნეტავ ეს სიზმარი იყოს და ახლა გამეღვიძოსო, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ეს გრძნობები, ტკივილი და ცრემლები რეალური იყო, სრულიად რეალური. უფალმა ამდენი კარგი რამის შემდეგ, ამდენი დახმარების შემდეგ ასე უმოწყალოდ გაწირა და დააკარგვინა ყველაფერი რაც გააჩნდა, დააკარგვინა მთელი მისი ძვირფასი ქონება. ფული მატერიალურია, ის ბედნიერებას ვერ მოგიტანს, მაგრამ სიყვარული ეს ზებუნებრივი ძალაა, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. სიყვარული ვისაც გამოუცდია ის აუცილებლად დაეთანხმებოდა მის ფიქრებს და აზრებს, აუცილებლად გაიზიარებდა მის ტანჯვას და ტკივილს. ცხოვრება ხომ ერთი ბეწვის ხიდია, რომელზეც უნდა ეცადო ისე გავლა, რომ არ ჩაგიწყდეს ან არ დაკარგო წონასწორობა, თორემ შეიძლება ეს საბედისწერო აღმოჩნდეს.

   შეგიძლია იცხოვრო იმისთვის, რომ გადარჩე? თუ შეგიძლია გადარჩე იმისთვის, რომ იცხოვრო? ეს ორი სხვადასხვა კითხვაა, რომლებიც ადამიანის ცხოვრების პრინციპს განსაზღვრავს. უნდა იცხოვრო შიმშილისთვის თუ ჭამისთვის? გიორგის ღრიალის მსმენელები ერიდებოდნენ მას, მხოლოდ ისევ ის ორი მცველი მივიდა, რომელიც თავიდან არ ატარებდა. 538 მგზავრი დაიღუპა, არა 537. გიორგიც იმ თვითმფრინავში უნდა ყოფილიყო და არა გარედან ეცქირა, როგორ აფეთქდა თვითმფრინავი. კიდევ ერთი გაიბრძოლა, მაგრამ არაფრის თავი არ ჰქონდა მას. წვიმაც გიორგის მდგომარეობას გამოხატავდა, მასავით გლოვობდა ცა და წვიმაც სწორედ ამიტომ წამოვიდა. ურთულესია იმის გააზრება, რომ შენი ცოლ-შვილი შენზე ადრე იღუპება, თან ასეთ ადრეულ პერიოდში. ისინი ჯერ ახალგაზრდები იყვნენ და სიბერის სტადიაში არც მისი ცოლი იყო შესული. ისევ ისეთი ლამაზი არსება იყო, როგორც 18 წლის წინ და ისევ ამშვენებდა მისი ღიმილი, ისევ ერჩივნა ყველა ქალს დედამიწაზე მყოფს თავისი სანდრა. აგონიაში იყო, ძალიან ენატრებოდა. ცამაც კი მოიწყინა მის შემხედვარე თითქოს მისი სევდა გადაედოო. ისევ უკან დააბრუნეს, წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ ჰქონდა, არადა მას ძალიან უნდოდა ახლა ორივესთვის სახეში მუშტი ეთავაზა, რადგან არ გაუშვეს და არ მისცეს უფლება მათთან ერთად სიკვდილისა. ორივეს იარაღი მხარზე ჩამოეკიდა და მკლავში გაეყარათ გიოსთვის ხელი. მიჰყავდათ შენობაში, რადგან სულ სველი იყო და ასე შეიძლებოდა მომკვდარიყო კიდეც.

   -გამიშვით. – სუსტად ამოიგმინა, შემდეგ ხველება აუტყდა.

   -აქ დამტოვეთ, სიკვდილი მინდა. – ხველება, როცა შეწყვიტა კვლავ მიმართა ოფიცრებს.

   – მისტერ, ჩვენ აქ ვერ დაგტოვებთ. ვერ ვუყურებთ იმას, როგორ იკლავთ თავს. ღმერთმა შანსი მოგცათ, კიდევ ერთი შანსი რომ იცოცხლოთ. – მარჯვნივ მდგარმა ოფიცერმა მგრძნობიარედ მიმართა მას. ეტყობოდა, რომ ნაკითხი და განათლებული იყო, მან ეს თავიდანვე შეამჩნია.

   -მოიცა. – დაიწყო ახლა მარცხნივ მდგომმა. – ზურა ეს გიორგი არაა?

   -ვინ გიორგი?

   -გიორგი გიორგაძე ბიჯო ვერ სცნობ? რა გჭირს? ცნობილი წიგნების ავტორი.

   -ღმერთო, ჩემო, მართლა ისაა. აქამდე როგორ ვერ ვიცანით. – ხელი შუბლში იტკიცა მაშინვე.

   -არ ვიცი, უცებ თავიდან ამომივარდა მეც. – დაამატა მეორემ. გიო უსმენდა მათ საუბარს და ეს სიამოვნებას აღარ ანიჭებდა. ოცნებობდა იმაზე, რომ ქუჩაში ეცნოთ, მაგრამ იმაზე არ ოცნებობდა, რომ სიყვარული დაეკარგა. თავისი ცოლ-შვილი დაღუპვოდა ამის შედეგად, ეს ნამდვილად არ სურდა. ამ იარებს ვერასდროს მოიშუშებდა. შეიძლება შეხვედროდა ქალს, ვინც შაყვარებდა თავს, მაგრამ ეს იარები სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა მას.

                                                                                         *

   შენობაში შეიყვანეს, ის არ მოჰყვებოდა და ფეხებს არ ადგამდა, ოფიცრებს ძალით უხდებოდათ მისი ტარება, რადგან ჭირვეული ბავშვივით ჯიუტი იყო. ფეხებს მოათრევდა, რომ არ წაეყვანათ მარტივად და იმ წვიმაში მომკვდარიყო. უკვე ცემინებაც დაეწყო, მაგრამ ჯერ ცოცხალი იყო. სიცოცხლეს უკვე ისე უყურებდა, როგორც გამოუსადეგარ საგანს, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია მოისროლო დაუნანებლად. ერთ დროს ის მართლა საჭირო იყო, მაგრამ ახლა აღარაფერში სჭირდებოდა. აღარ იყვნენ მისთვის ძვირფასი ადამიანები ამქვეყნად და იცოდა ადრე თუ გვიან მაინც ჩაიდენდა სისულელეს, მაინც გადააბინჯებდა თავმოყვარეობას და თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს, მაგრამ რაც უფრო ადრე მოხდებოდა ეს მით უკეთესი იქნებოდა. ოფიცრები კი არ ანებებდნენ სიკვდილს. რაღაც ჩაილაპარაკა თავისთვის. ზურგს უკან კი ქალის ხმა მოესმა. ნაზი სურნელი მიელამუნა სახეზე და ხმა აშკარად ეცნო, კი, ნამდვილად ნაცნობი ხმა ჰქონდა. „ოღონდ ეს არა, კიდევ ეგ მინდა? ვიცი რომ ჩემი ბრალია ყველაფერი, არ მინდა თქვენი შეხსენება, ნამდვილად არ მინდა ძვირფასო, მეც მალე შემოგიერთდებით.“ – გაიფიქრა და ცრემლები კვლავ წასკდა.

   -სანდრა? ბავშვებო. ეს თქვენ ხართ? – გაოგნებული უყურებდა, როგორ გავდნენ ნამდვილებს და გადაავიწყდა ის, რომ ისინი დაიღუპნენ.

   -მამა. -დაიყვირა ბაჩომ და მამასთან გაიქცა, ბავშვს სახეზე სიხარული აღბეჭდვოდა და მაგრად გადაეხვია მამას. გიომ იგრძნო მისი ჩახუტება და ვერ იჯერებდა, რომ ეს გრძნობები, ეს შეხება რეალური არ იყო.

   -თქვენი შვილია მისტერ? – ჰკითხა მარჯვნივ მდგარმა ოფიცერმა.

   -თქვენც ხედავთ? თქვენც ჩემსავით ხედავთ? – აქეთ-იქით ხან მარჯვნივ იყურებოდა, ხან მარცხნივ და მის უკან მდგომ ფორმიან მცველებს, ვისაც აქამდე მოეყვანა. უყურებდა და მათ სახეებს აკვირდებოდა, ისინიც უყურებდნენ მის შვილებს დათოს, ბაჩოს და ცოლს სანდრას.

   -დიახ, რა თქმა უნდა. – ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა, რადგან ეს გიოს ხუმრობად ჩათვალა.

   -ცოცხალი ხარ ჩემო ბიჭო? ძალიან მიყვარხარ. – ბაჩოს სახე ხელებით ჩაიხუტა.  გიორგი იწვა აეროპორტის შენობაში და ბაჩოს ეფერებოდა, დათო და სანდრაც მიუახლოვდნენ და ყველა ერთად ჩაეხუტნენ გიოს.

   -შენ რომ დაიგვიანე ჩვენც აღარ ავედით ძვირფასო. გავიგეთ რაც მოხდა, თვითმფრინავი აფეთქებულა. ეს ფრენა წარუმატებელი გამოდგა.

   -ტელეფონი რატომ გქონდათ გათიშული?

   -ამ არეულობაში ტელეფონისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ძვირფასო. შენ გეძებდით და ახლაღა გიპოვეთ. მეგონა, რომ თვითმფრინავში ახვედი ჩვენს მოსაძებნად და საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ბავშვებისთვის კი იმის თქმას არ ვჩქარობდი, რომ მამამისს ვეღარ ნახავდნენ. – თვალები აუწყლიანდა სანდრას, გიომ თვალებზე ხელი მოუსვა და შეუმშრალა ცრემლები. შემდეგ კი მთელი ძალით ჩაიხუტა ის.

   -მე მეგონა, რომ თვითმფრინავში იყავით. არ ვიცოდი რა მეფიქრა. თავის მოკვლაზეც დავფიქრდი…

   -ჩუუ საყვარელო, ბავშვებიც აქ არიან. მიყვარხარ გიო ძალიან.

   -მეც მიყვარხარ, ჩემო ანგელოზო და ღვთაებავ.  ჩემი საოცრება ხარ და შენს დაკარგვას ვერ გადავიტანდი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყველაფერი დაინგრა, რასაც კი ვქმნიდი და ვაშენებდი. ანალოგიურად ალბათ, როგორც ბაბილონის გოდოლის მშენებლები იგრძნობდნენ თავს მათი შენობის დანგრევის ყურებისას.

   -მესმის ძვირფასო. ეხლა შენთან ვარ და არასდროს არ დაგტოვებ. შენ ჩემი ხარ და სულ ჩემი იქნები… – სანდრამ სიყვარულით სავსე თვალები მიაპყრო გიოს, გიო კი დაატყვევა მისმა გამაოგნებელმა მზერამ და ყველაფერი გადაავიწყდა.

   სიკვდილი ჩაფიქრდება ხოლმე იმის შესახებ თუ რას აკეთებს და რას სჩადის. როცა კი სიყვარულით სავსე მზერას და მოსიყვარულე წყვილს ხედავს ცდილობს, რომ კი არ წაიყვანოს არამედ დაიფაროს და აარიდოს საფრთხე მათ. ეს ის შემთხვევაა, როცა სიკვდილსაც კი ეტირება…

ნახვა: 324

ტეგები: Qwelly, blog, death, ბლოგი, გიორგი_ლოგუა, თავისებურება, სიკვდილი, სიკვდილის_თავისებურება

makuna: აგვისტო 1, 2014||5:43pm
მათი გადარჩენა მართლაც კარგი სიურპრიზი აღმოჩნდა.:)
გიორგი ლოგუა: აგვისტო 6, 2014||3:29pm

ხო, არ მინდოდა ცუდად დამემთავრებინა, თუმცა მინდოდა მკითხველს ცუდის მოლოდინი ჰქონოდა :)) ანუ ერთგვარ ჩიხში, შეცდომაში შემეყვანა მკითხველი. ესეთი რამეები ძალიან მიყვარს და ამიტომ გადავწყვიტე ასეთი მოულოდნელი დასასრულით. ვფიქრობ, რომ კარგი მწერალი მაშინ ხარ, როცა შეგიძლია მკითხველი შენს ნაწერში დააჯერო. :*

გიორგი ლოგუა: აგვისტო 6, 2014||3:29pm

მადლობა <3

makuna: აგვისტო 9, 2014||3:51pm

სამადლობელო არაფერია:)უსაზღვროდ დიდ წარმატებებს გისურვებ.))

გიორგი ლოგუა: აგვისტო 18, 2014||9:32am

გაიხარეთ <3  მადლობა თუ არა ამას მაინც გეტყვით :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters