ბევრი მეკითხება და თან სერიოზული ტონით, თითქოს გულუბრყვილოდაც, მაგრამ უფრო ისეთი საქმიანი ტონით, რომ ძნელია ამას გულუბრყვილობა უწოდო. მეკითხებიან თუ რატომ ვწერ და რატომ ვკარგავ ამაზე დროს. ბევრს პირდაპირ პასუხიც გავეცი, მაგრამ მაინც ბევრი დამრჩა პასუხგაუცემელი და მინდა ამით მაინც გაგცეთ პასუხი, მათაც ვისაც ჯერ კიდევ არ დაგისვამთ ეს შეკითხვა ჩემთვის და უახლოეს მომავალში აუცილებლად დამისვამდით.

რატომ ვწერ?!

იმიტომ, რომ ჩემთვის ეს საუცხოო გრძნობაა, ეს არის ყველაფერი რაც გამაჩნია და ის რაც არასდროს მიღალატებს და მუდამ ჩემი ერთგული დარჩება. ბევრს იმიტომ არ გაგეცით პასუხი, რომ თქვენი კითხვა ირონიულად ჟღერდა, მაგრამ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. მინდა ყველას წარსულში ან მომავალში ვინც დამისვამთ მსგავს კითხვას ამით მინდა გაგაგებინოთ ყოველივე რა ხდება ჩემს გულში, იმ დროს როცა ვწერ.

დავიწყოთ იქიდან, რომ წერა მაშინ დავიწყე ჯერ ბავშვი, რომ ვიყავი, ლექსებს ვწერდი 11 წლის ასაკში და პირველი ლექსი სიყვარულს არ დაუწერინებია, როგორც ეს ალბათ ყველა პოეტს ემართება ხოლმე. ლექსების წერას მხოლოდ სიყვარულის შემდეგ იწყებენ და მათი მუზა თავიანთი სიყვარულის ობიექტია. მე ასე პატარას არავინ შემყვარებია და პირველი ჩემი ლექსი გალაკტიონს ეძღვნებოდა. პირველი ლექსი დავუწერე მას, ვინც თავისი პოეზიით აღმაფრთოვანა. ასე დაახლოებით სამი წელი ან ცოტა მეტხანს ვწერდი ლექსებს და მერე უცებ შევწყვიტე. არ ვიცი რატომ გავჩერდი, უბრალოდ აღარ ვწერდი ლექსებს და თუმცა მაინც მქონდა ამბიცია მწერალი გავმხდარიყავი. ახლაც, როცა ვიხსენებ როგორ ვწერდი უშუქობის დროს, სანთლის ან ლამფის შუქზე ლექსებს და პირველად დედაჩემს ვაკითხებდი თვალი მისველდება ხოლმე. ის პერიოდი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ლექსების გამო კარგად მახსენდება, ძალიან კარგად.

გავიდა წლები და მხოლოდ მას შემდეგ ავიღე კალამი კვლავ, როცა სიყვარული მეწვია. მინდოდა მისთვის დამემტკიცებინა, რომ შემიძლია უფრო რომანტიულად, უფრო ლამაზად და განსხვავებულად მიმემართა მისთვის და ისეთი რამეები გამეკეთებინა, რასაც არცერთი ბიჭი თავის შეყვარებულს არ გაუკეთებს. მინდოდა მისთვის ლექსები მეწერა. ეს კი 2013 წლის ნოემბერში დაიწყო, იმ სუსხიან ნოემბერს, როცა ხეებზე ფოთლები აღარ იყო და ნაძვები ეულად იდგნენ განმარტოებით, ელოდნენ როდის მოვიდოდა ახალი წელი, ან შეიძლება ზაფხულის დადგომაც სწყუროდათ, რომ ეხილათ მათ გვერდით გაცოცხლებული ხეები და ბუნება. ლექსების წერის ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რომელი დავწერე პირველად და რომელ თვეში დავწერე. ისეთი ლექსი დავწერე, რომ ამით მინდოდა მისთვის სიყვარული ამეხსნა ყველაზე ორიგინალურად, ყველაზე მაგრად და იდეალურად, რაც კი ვინმეს გაუკეთებია. თუმცა ეს ლექსი პირადად ვერ წავუკითხე გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა ძალიან ვცდილობდი, მაგრამ ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა. დავამატებ, რომ ჩემი მიზეზით არ მომხდარა…

ადრესატი უცნობია

მაშინ ალბათ სწორადაც მოვიქეცი პირველად ეს ლექსი მას რომ წავაკითხე, შევაფასებინე თუმცა ის კი არ იცოდა, რომ მასზე დავწერე. ვხვდებოდი ამის სათქმელად არ ვიყავი მზად თან ეს არ უნდა გამეკეთებინა Facebook-ით ან მესიჯით. მინდოდა პირადად მეთქვა და შესაფერის დროს ველოდებოდი, მაგრამ ეს დრო არ მოვიდა, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, ისე მოხდა რისიც ასე ძალიან მეშინოდა. ეს იყო ჩემი პირველი ლექსი და ამის დასრულების შემდეგ ჩემში პოეტის ძალა ვიგრძენი, არ ვიცი როგორ აღვწერო ის, რაც შეუძლებელია სიტყვებით გადმოგცეთ, მაგრამ ვეცდები რომ გარკვევით ვწერო. ეს ლექსი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო იმ დროს ორი რამის გამო. იმიტომ რომ მას ეძღვნებოდა და კიდევ იმიტომ, რომ მე დავწერე. ორმაგ ფასს იძენდა ჩემს თვალში და ისევე ძვირფასი იყო, როგორც თავად “ის”. წერის დროს თავი სამყაროს მბრძანებელი და ყველაზე მაგარი ვინმე მგონია, აი რატომ ვწერ. თქვენც რომ შეიგრძნოთ იმის მეასედი მაინც, რასაც მე ვგრძნობ შემოქმედებითი სამუშაოს პროცესის დროს და მისი დასრულების შემდგომ მაშინ ალბათ გამიგებდით და ამის დაწერაც საჭირო აღარ გახდებოდა, მაგრამ ეს ჩემი სურვილიცაა რომ ოდნავ მაინც ჩაწვდეთ ჩემს გრძნობებსა და მისწრაფებებს. ოდნავ მაინც გაიზიაროთ და დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩემთვის ეს ისევე საჭიროა, როგორც თევზისთვის წყალი.

27 ნოემბერს კი დეტექტივის წერა დავიწყე სახელად “მკვლელის ბუნაგი”, ვიცოდი რომ ამას ყველა ვერ წაიკითხავდა ჯერ-ჯერობით მაინც, რადგან ვერ გამოვცემდი წიგნად, თან დიდი ტირაჟით. ამის იმედი არ მქონდა, მაგრამ მე მაინც ვწერდი, ვწერდი რომ ჩემი ეგო დამეკმაყოფილებინა და ჩემი სულისთვის საკვები მიმეცა. იქნებ იმხელა ამბიცია მქონდა, რომ არ დამეწერა არ შემეძლო, ფაქტი ერთია ვგრძნობდი რომ წერის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი, როგორც ადამიანი ვერ იცოცხლებს საჭმლის, წყლის ან სიყვარულის გარეშე. მე კი ყველაფერი მქონდა ამისთვის, მაგრამ წერა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მინდოდა ჩემი სიცოცხლე გამეხანგრძლივებინა, რასაც წერის დროს სრულიად თავისუფლად ვაკეთებდი. გადავვარდებოდი სხვა სამყაროში, იქ სადაც იმ დროს ვიყავი. განუმეორებელ გამოძიებებს ვატარებდი და პრეზიდენტთანაც კი მქონდა ლაპარაკის შესაძლებლობა, თან საქართველოს კი არა ამერიკის პრეზიდენტთან. არც ბუშთან, არც ობამასთან, არამედ სხვა ჩემი ფანტაზიის ნაყოფთან ჯორჯ ჰამონდთან, მაგრამ ის იყო ჩემთვის ნამდვილი პრეზიდენტი, ის იყო ყველაზე რეალური, ვიდრე აქედან ასეული კილომეტრებით შორს მყოფი ობამა. მე ვახერხებდი ერთდროულად ორ ადგილას ვყოფილიყავი სახლში და პრეზიდენტთანაც, სახლში და მკვლელობის ადგილზეც. აბსოლუტურად ყველგან სადაც კი მოვისურვებდი. ეს დროის მანქანასავითაა, სადაც გინდა იქ რომ მიგიყვანს, გადაგაგდებს თუნდაც 2414 წელს ან ძველი აბორიგენების ხანაში. ჩემთვის აი რა არის მთავარი, მთავარია მქონდეს ფურცელი, კალამი და გონება. მათი დახმარებით ვაკეთებ იმას, რაც ნორმალურ ცხოვრებაში არ ხდება და არც მოხდება. ჩემს ცხოვრებას ვგულისხმობ, თორემ მკვლელობების მეტი რა ხდება მსოფლიოში.

ეს ამ მოთხრობის ყდის პირველი ესკიზი იყო, რომელიც მე გავაკეთე. მგონი არც ისე ცუდი გამოვიდა არა? მე მომწონდა ამის ცქერა, მაგრამ ახლა მაქვს წიგნი, რომელშიც შესულია სხვადასხვა დეტექტიური მოთხრობები და “გამოსამშვიდობებელი წერილი” დავარქვი. გეტყვით რატომაც. თავიდან მკვლელის ბუნაგის დარქმევას ვაპირებდი, როგორც პირველ ადგილზე მყოფი დეტექტივის, მაგრამ სიზმარში ვნახე წიგნი, რომელსაც მწვანე ყდა ჰქონდა და ზედ პატარა ასოებით “გამოსამშვიდობებელი წერილი” ეწერა და მის გვერდზე კი ჩემი სახელი და გვარი. იმ სიზმრის მერე გადავწყვიტე, რომ წიგნისთვის დამერქმია ის, რაც ვნახე და არა რომელიმე სხვა. გამოსამშვიდობებელი წერილი არ არის დეტექტივი, ის პატარა ჩანახატია, რომელიც ამ ბლოგზეც მიდევს და მისი დაწერის იდეაც ძალიან უცნაურად გაჩნდა.

ჩემი პირველი წიგნი ♥

მოკლედ ჩემს ცხოვრებაში ასეთი უცნაურობები ძალიან მრავლადაა და მიხარია კიდეც. ხანდახან ისე ვწერ, რომ აზრზეც ვერ მოვდივარ ეს როგორ დავწერე, ან აქამდე როგორ მივედი. ეს ისეთი შემთხვევაა, როგორც რაღაც ჩაიდინო დანაშაული ან ისე უბრალოდ რამე და არ გახსოვდეს. ზოგ შემთხვევაში ასე მომდის. არ მახსოვს როგორ დავწერე და აზრზე ვერ მოვდივარ. არადა რომ ვკითხულობ ნაწერს მომწონს და ვფიქრობ როგორ გამოვიდა ასეთი კარგი. ხანდახან კი არ მომწონს ხოლმე, უფრო კარგის დაწერა შემეძლო, მაგრამ ხალხის შეფასებებს, რომ ვისმენ მხოლოდ ამისთვის ღირს, რომ წერო. ხალხის სიყვარულს ვიღებ და დროს ნამდვილად არ ვკარგავ, როგორც თქვენ გგონიათ.იმხელა ემოცია მოდის მათგან, იმხელა მხარდაჭერა და გვერდში დგომა, რომ ძალიან მიხარია და ეს რამდენიმე პოსტშიც აღვნიშნე და ყველგან აღვნიშნავ, რომ თქვენ ხართ რისთვისაც ვწერ ამ ყველაფერს. თქვენ მაძლევთ სტიმულს და თითოეული (არ აქვს მნიშვნელობა გიცნობთ არ გიცნობთ, ჩემი უახლოესი ძმაკაცები ხართ თუ დები) ძალიან მიყვარხართ. ვგრძნობ თქვენგან სითბოს და ეს, რომ არა აქამდე არ მივიყვანდი საქმეს და არ დავწერდი. დიდ მადლობას გადავუხდი პირადად ჩემს უსაყვარლეს ადამიანს, ძალიან მაგარ და ლამაზ გოგოს, რომლის მსგავსი ბუნებით ხასიათით და ყველაფრით არ მოიძებნება მეორე ადამიანი. მადლობა ჩემს დაიკო ემას, რომელმაც შეძლო და საშინელი მდგომარეობიდან გამომიყვანა, ჩემს გვერდით იდგა ყველაფერში და ყოველთვის მისი მადლიერი დავრჩები, რაც არ უნდა მოხდეს. მიყვარხარ ემა რაფავა! მან საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა, მაშინ მედგა გვერდით, როცა ძალიან მჭირდებოდა და უზომოდ მიყვარს ეს ადამიანი.

ასევე მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც თბილად მეპყრობით და იცით, რომ ჩემგანაც იგივეს იღებთ და მიიღებთ ყოველთვის. ვინც იმის ღირსად ჩამაგდეთ, რომ ჩემი დაწერილი ლექსები და მოთხრობები წაგეკითხათ და ცდილობდით გაგეგოთ ჩემთვის. მადლობა მათ ვისთანაც დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს და მექნება კიდეც. მიშკა მგალობლიშვილს(Young mic), თამუნა ჩუბინიძეს, თმადლობა ემა რაფავას, თაკო ნასარიძეს, გვანცა ტონიას, გვანცა ბერიძეს, რუსა მიქავას, კოტე კირვალიძეს, ხათო კირვალიძეს, თათია ილურიძეს ნაილის და კიდევ ბევრს, რომელთა ჩამოთვლაც შორს წამიყვანს. მადლობა ყველას, ყველანი ძალიან მიყვარხართ! და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავმალავ, მინდა ყველამ გაიგოს ვინც ხართ და რა წვლილი მიგიძღვით ჩემს წინსვლაში. ჩემთვის საყვარელი ადამიანები ხართ, და იმხელა მნიშვნელობის მქონე ჩემს ცხოვრებაში, რომ ნუ გაგიკვირდებათ ამ ადამიანთა შორის მოხვედრა.ყველასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ყველასთან თავისებური, როგორც ცნობილია “სადაც ფეხს დადგამ, ყველგან იქაური ქუდი დაიხურეო”. ასეც არის, მაგრამ ყველამ ჩემი ცხოვრების ცვლილება ერთთავად მოახდინეს და მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ჩემს გულში. გულის გავლით გულამდე. გვანცა სულ ახლახანს გავიცანი, მაგრამ ჩემთვის ისევე ძვირფასი გახდა, როგორც სხვა დანარჩენი ამ სიაში მყოფი. გვანცა ბერიძე ასევე შენც ძალიან მიყვარხარ და ჩემთვის უკვე ბევრს ნიშნავ, რადგან იცი ყოველთვის რა მომწერო და როგორ მასიამოვნო. მადლობა ამისთვის ♥

ხო, პარალელურად ლექსების წერაც არ შემიწყვეტია, ორივეს თავისუფლად ვათავსებ ერთმანეთთან და ახლა ბლოგზე დასაწერ დროსაც ვნახულობ. მინდა ჩემი განცდები ყოველი დღის ემოცია წიგნის ან სხვა რამით გამოწვეული თქვენც გაგიზიაროთ. მინდა ყოველი ჩემი მოთხრობა აქ დავწერო და წაგაკითხოთ, ამისთვის რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი იქნება ჩემთვის და თქვენც იმედია ისიამოვნებთ. გრძნობა იმ ერთადერთი გოგოს მიმართ(მაშინ ასე მეგონა) თანდათან მიძლიერდებოდა და ისე მოხდა, რომ ოფიციალურად შეყვარებულები 31 დეკემბერს გავხდით. ამის შემდეგ უფრო ვუმატე ლექსების წერას, მაშინ ორი ლექსი მქონდა დაწერილი, მაგრამ ამის შემდეგ ვცდილობდი ყოველდღე მეწერა, ყოველ ღამე და დილით გამოღვიძებულს მესიჯად მიმეწერა ან Facebook-ში გამეგზავნა სურათზე დაწერილი ლექსი. ძალიან მინდოდა, რომ ყველაზე ბედნიერ გოგოდ მექცია მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც მე მაქცია ყველაზე ბედნიერ ბიჭად მისი გაცნობის და შეყვარების მერე. ღამეებს ვათენებდი და სამ ლექსს ვწერდი ხანდახან მეტსაც და დღეს მასზე დაწერილი 55-60 ლექსი მაინც შემომრჩა. მხოლოდ ამ ლექსებმა მიმაჯაჭვა დღემდე წარსულს და მათი ბრალია, რომ ვერ ვივიწყებ და ვერ ველევი. ვფიქრობ, ხოლმე რომ ყველაფერი დროის ამბავია და მალე მავიწყდება კიდეც, ვიმედოვნებ რომ ლექსებიც არანაირ გრძნობას არ გამიჩენს მალე მის მიმართ…ვიმედოვნებ. ოღონდ მკითხველო ეს საიდუმლო კარგად შეინახე, არ მინდა შენს გარდა სხვამ იცოდეს ამის შესახებ…

და კიდევ იმას მკითხავ თუ რატომ ვწერ?!

წერა ეს ჩემთვის გარდაქმნის პროცესია. ცხოვრება საპყრობილეა, ერთი დიდი დილეგი, რომელშიც სასიკვდილო განაჩენი მაქვს გამოტანილი. უსიყვარულოდ სიკვდილის განაჩენი, მაგრამ მისგან გაქცევას სულ ვლამობ, ყოველთვის ვცდილობ და ერთადერთ რამეს ვეპოტინები. მინდა, რომ თავი დავაღწიო საპყრობილეს, ისე რომ ავიცილო ეს განაჩენი, მაგრამ როცა შორეულ მომავალს გადავხედავ ეს სრულიად შეუძლებლად მეჩვენება. რაიმეს წერა, რაიმეს შექმნის მცდელობა კი როგორც ვთქვი დროში გადაყვანას ჰგავს და მას გადავყავარ ამ საპყრობილედან. ის მავიწყებს ყველაფერს, რაც მინდა დავივიწყო. თუმცა დროებით, მაგრამ ის წამი, როცა ვწერ შესანიშნავი წამია და ბევრ წერის გარეშე გატარებულ წუთსა და საათს მირჩევნია. ალბათ ამიტომ ვარ სულ მხიარულ განწყობაზე, რაც ჩემს მეგობრებს ყოველთვის უკვირთ. ვწერ და ამით იმხელა სიამოვნებას და სიხარულს ვღებულობ, რომ შემიძლია ყველას გავუზიარო და მე იოტისოდენადაც არ დამაკლდეს. ყოველთვის ვცდილობ ჩემს გარშემო არ იყოს ისეთი ადამიანი ვინც არ იღიმის, ან არ იცინის. თუ ასეა ვცდილობ ყურადღება გადავატანინო ან გავართო, მოკლედ ხანდახან კლოუნის როლსაც ვითავსებ, თუ საჭიროა.

ფიქრობ გავგიჟდი?

იქნებ არ ცდები და მართლა გავგიჟდი, მაგრამ იქნებ ცდები და მე მხოლოდ იმიტომ გეჩვენები გიჟად, რომ შენ არ გგავარ. ამ კითხვას ყოველთვის ვუსვამ საკუთარ თავს, რატომ შეიძლება ჩათვალო ის კაცი გიჟად, ვინც ოდნავ მაინც განსხვავებულია საზოგადოებისგან. ეს ალბათ ხალხის, ბრბოს დამახასიათებელი მთავარი თვისებაა და ამას ვერ გაექცევა ვერცერთი მოკვდავი. მე მოკვდავი ვარ, მაგრამ ვცდილობ დავტოვო კვალი ჩემი წასვლის შემდეგაც. ცაში ავიჭრები ძალიან სწრაფად და თეთრ ზოლს დავტოვებ, როგორც ეს თვითმფრინავებმა იციან, ხოლმე რომელსაც ბავშვობაში ვაკვირდებოდი და მიყვარდა მათი ცქერა. ამიტომ გგონივარ გიჟი? მაშინ დიდი მადლობა, რომ გიჟად მაღიარებ, რადგან ეს უფრო მაძლევს იმის რწმენას, რომ შემიძლია რაღაცის გაკეთება ამ ცხოვრებაში და უნდა გავაგრძელო ის, რასაც ვაკეთებდი. არ უნდა შევწყვიტო და ცხოვრებას არ უნდა დავუხარო თავი. ” აჰა მოდი და შენს ჭკუაზე მატარეო” ასეთი სიტყვებს ვერ გაიგებ ჩემგან ვერასოდეს. მე მიხარია რომ არ ვგავარ მათ, ვინც მხოლოდ გართობაზე და ათას რამეზე ფიქრობს. ვისაც განსხვავებული ხედვა აქვს ამა თუ იმ საკითხზე.. მოკლედ თუ ჩემი არსებობა შიშს გგვრის, ეგ არაფერი გადაიტან!

ნახვა: 432

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გამოცდილება, გაფორმება, ქველი, წერა

ლაშა: ივნისი 12, 2016||11:00pm

ლაშა ფიქრობს, რომ სიგიჟემდე ჯერ კიდევ შორია )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters