-შეიკარით ღვედები და მოემზადეთ ასაფრენად. – სტიუარდესამ ხალხი გააფრთხილა და კაბინისკენ დაიძრა, თავი დაიმაგრა და უკვე შეეძლოთ აფრენილიყვნენ.

   თვითმფრინავი ადგილიდან დაიძრა, ჯერ ძრავის ხმა ისმოდა და შემდეგ კი მცირე ბიძგი იგრძნეს მგზავრებმა. თვითმფრინავი მიწას მოსწყდა. ყველას შეკრული ჰქონდა ღვედი, სანამ ფრენისთვის დასაშვებ სიმაღლემდე ავიდოდა ირყეოდა თვითმფრინავის კორპუსი და მგზავრებსაც საშინლად არყევდა. ღვედების გარეშე, მართლაც შეუძლებელი იყო, რომ თავი შეგემაგრებინათ. სტიუარდესა, სანამ ღვედების შესახებ ეტყოდა მათ, ყველა წესი გააცნო და ის თუ რომელ სიტუაციაში, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ჯორჯ გრინვილი ფანჯარაში იყურება და ხედავს, როგორ იქცევა მთელი დედამიწა ერთ პატარა საბნად შეკრული, ხედავს როგორ შორდება ნელ-ნელა მიწას, ყველა შენობა ერთდება და ერთ მთლიანობას წარმოადგენს. რამდენიმე წუთში ღრუბლებამდე ავიდა თვითმფრინავი და ღრუბლების მეტი არაფერი ჩანდა. ჯორჯი სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილას იჯდა, სადაც ფანები ზედმეტი რამეებით არ შეაწუხებდნენ. „ავტოგრაფი შეიძლება?, თქვენთან სურათის გადაღება შეიძლება? უუუუუუ, რა მაგარია ჯორჯ გრინვილთან ვიღებ ფოტოს“ და ა.შ. ჯორჯ გრინვილი პოპის ვარსკვლავია, რომელსაც ერთმა სიმღერამ „დაიჭირე, პატარავ, დაიჭირე“ მოუტანა დიდი პოპულარობა მთელ მსოფლიოში. ის ალბომი კი სადაც ეს სიმღერა შედიოდა ძალიან მალე გაიყიდა. თავიდან 100 000 იანი ტირაჟით გამოსცა, მაგრამ მიხვდა რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა. რამდენიმე კვირაში 5 მილიონზე მეტი გაიყიდა და კიდევ იყიდებოდა, ამან დიდი წარმატება და რაც მთავარია ფული მოუტანა. ახლა თვითმფრინავით ტურნეში მიდის, კონცერტი უნდა ჩაატაროს ევროპაშიც, სადაც ასე მალე გავრცელდა მისი სახელი. უკვე წარმოდგენილი ჰქონდა, როგორ შეხვდებოდნენ. ხალხი მოაწყდებოდა თავის ლიმუზინს, უამრავი ჟურნალისტი, რომელთაც ყველას მხოლოდ ავტოგრაფი სურთ და თუ ძალიან მოინდომებენ შეიძლება ინტერვიუც ჩაწერონ, ხალხი კი წინ ნელი სვლით მიმავალ ლიმუზინს მისდევენ და ალბომს და კალამს უწვდიან, რომ ხელი მოაწეროს. ეს სიგიჟეა, რა თქმა უნდა, სიგიჟეა რომ ლიმუზინიდან გადმოვიდეს და ყველას მოუწეროს ხელი. ისინი ხომ ცოცხლად შეჭამენ ისე უყვართ. ფიქრებიდან გამოერკვა და გაიბღინძა. „ხო, მე ყველას ვუყვარვარ, ამაში გასაკვირი რა არის?“ თავისთვის ჩაილაპარაკა და შემდეგ მიმოიხედა ვინმემ ხომ არ გაიგოო, მაგრამ მის გარდა იქ არავინ იყო. ეს უბრალოდ აკვიატებული ჩვევა იყო, რომ შეემოწმებინა და დარწმუნებულიყო მარტო იყო. უამრავი ფული ჰქონდა, უკვე აღარ იცოდა რაში დაეხარჯა. ყველაფერს ყიდულობდა, მაგრამ ფული არადა არ ელეოდა, დაკარგა მის თვალში ფულმა ფასი და მისთვის სხვა რამ გახდა ძვირფასი. მეტი ძალაუფლება, მეტი პოპულარობა და მეტი სიყვარული ხალხისგან – აი რა სჭირდებოდა.

   ფული საკმარისი მაქვს და კიდევ მომემატება ახალი სიმღერების ჩაწერის მერეო გაიფიქრა ჯორჯმა. თვითმფრინავში ღილაკს დააჭირა თითი და სტიუარდესა გამოიძახა, წინასწარ შეემზადა იმისთვის, რაც მოხდებოდა. სტიუარდესა იმის მაგივრად, რომ ეკითხა რა გნებავთ სერ, აღფრთოვანებულ თვალებს შეაცეცებდა ჯორჯს და სანამ ავტოგრაფს არ გამოართმევდა არაფერს არ მოუტანდა. სურათის გადაღება გამორიცხული იყო, ისინი ხომ ჰაერში იყვნენ, სადაც ტექნიკა გამორთული უნდა ყოფილიყო. სტიუარდესა ფარდას სწევს და მასთან შედის.

   -რა გნებავთ სერ? – მას აღფრთოვანების კვალიც კი არ ეტყობოდა. ჯორჯ აღფრთოვანდა ასე რომ მოიქცა სტიუარდესა. უყურებდა თვალებში და ვერ ცნობდა, თითქოს ჩვეულებრივი მოქალაქე ყოფილიყოს. ამან გააღიზიანა ჯორჯი, მაგრამ არაფერი შეუნიშნავს გარეგნულად. მშვიდად უყურებდა გოგონას, ის ლამაზი იყო. საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდა და არაამქვეყნიური ღიმილი.

   -ერთი ჭიქა წყალი, თუ შეიძლება. -ქალი წავიდა და მან თვალი გააყოლა მის საჯდომს. მკვრივი, მრგვალი დუნდულები. წარმოიდგინა როგორ მოიქცევდა მათ ხელში, კაბის გარეშე და როგორ აკივლებდა მთელ ხმაზე, ეს სიამოვნების კივილი იქნებოდა. ქალი მას დანებდებოდა უპრობლემოდ, რადგან ის მიჩვეულია იმის მიღებას, რაც სურს. წარმოიდგინა, როგორ გადააწვინა სკამზე, ქალი კი ეუბნებოდა „მიდი ჯორჯ, მიდი ბოლომდე“.

   -ინებეთ სერ. -ისევ გულგრილი პასუხი, მან ერთი მოყუდებით დალია ნახევარ ლიტრიან ჭურჭელში ჩასხმული ცივი წყალი. შემდეგ მას შეხედა. თვალი თვალში გაუყარა და ხელი ნელ-ნელა შეუმჩნევლად საჯდომისკენ წაიღო. აღაგზნებდა ფორმიანი ქალები, ქალი კი ელოდებოდა ჭიქას როდის მიაწვდიდა. საჯდომს შეეხო, შემდეგ ხელში მოიქცია მისი ერთი დუნდული და ქალმა დაუბღვირა, მზერა შეაყინა და სწრაფად მოაცილებინა ხელი. ჯორჯმა კვლავ მისკენ წაიწია, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო და სახეში სილა, ქალი კი შეუარცხყოფილი გავიდა კაბინიდან, თან რაღაცას ბუტბუტებდა, რასაც მოჰკრა ოდნავ ყური. ის ამბობდა: „იდიოტი, კრეტინი“ იქნებ მოესმა კიდეც, მაგრამ გამორიცხული არ არის, ქალების უმეტესობა ხომ ამ სიტყვებს გამწარების დროს ამბობს, ან უკიდურესი შეურაცხყოფისთვის შეურაცხმყოფელის მიმართ.

   ჯორჯმაც თავი უხერხულად იგრძნო, მაპატიეო მიაძახა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, რომ გაიგებდა. თავის ოქროს როლექსის საათს დახედა, უკვე საკმაო დრო გასულა. წესით ახლა წყნარი ოკიანის თავზე უნდა ვიყოთ ზუსტად, იმედია იცის რას აკეთებს პილოტი და ბერმუდის სამკუთხედში არ მოვხვდებითო, შიშით ფიქრობდა ის. მისი ათას დოლარიანი რეიბანები გაიკეთა და ის იყო ძილისთვის უნდა მიეცა თავი, რომ საშინელმა ნჯღრევამ სკამიდან გადმოაგდო წინ. ხელები შეაშველა და გადარჩა თავის მირტყმას რკინაზე. ისევ საშინელ ნჯღრევა. უკვე მოთმინებადაკარგული და გაღიზიანებული ჯორჯი აპირებდა პილოტებთან მისულიყო და კარგად გაერკვია რა ხდებოდა, მაგრამ მარცხნივ გადაქანდა და მეორე სკამის სახელურს თავი მაგრად ჩამოჰკრა. ყველაფერი გათეთრდა, გამკრთალდა. ბუნდოვნად ჩანდა წინ მიმავალი გზა. გზა კი გვირაბს ჰგავდა, ბოლოში სინათლე იყო, კი კი სინათლე იყო. ყვითელი სინათლე, საიდანაც კივილის ხმები სწვდებოდა მის ყურამდე. შეკრთა, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა რომ უკან დაბრუნებულიყო. წინ მიიწევდა, გასასვლელისკენ, ტკაცუნის და კივილის ხმები კი უფრო ძლიერდებოდა და მის სახეზე შიშით გვირგვინდებოდა. პირველად მოიცვა მისი არსება ასეთ ძლიერმა შიშმა.

   დახშული სივრცე, უჰაერობა, სიცხე. საშინელი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ორმოში იყო და ცეცხლი ეკიდა. გვირაბის ბოლოს სინათლე სულაც არ ჰგავდა იმას, რაც არაერთხელ ენახა გვირაბის გავლის დროს. ის გვირაბები ამაზე დიდი იყო, მანქანები მოძრაობდნენ და ზევით შუქებიც კი იყო ანთებული ღამე. ხოლო გვირაბის ბოლოს დღის სინათლე ჩანდა ხოლმე, მაგრამ არც ღამე იყო და არც დღის სინათლე ჩანდა ბოლოს. მეორე მხარეს კი საერთოდ არაფერი იყო, რაღაც წინ ექაჩებოდა, კივილის მიმართულებით. „ნუთუ მოვკვდი? სად ვარ?“ უმტკივნეულო ტკივილი გამოესახა სახეზე. ვერ აცნობიერებდა სად იყო, რა ემართებოდა, რის გამო იყო. უცებ მუხლებზე დაიჩოქა და ლოცვა მოუნდა. უნდა ელოცა, ღმერთისთვის უნდა ეთხოვა, რომ გადაერჩინა. დაიჩოქა, თვალები დახუჭა და მამაო ჩვენოს თქმა დაიწყო, მხოლოდ ეს იყო, რომელიც ზეპირად ახსოვდა ისიც ცოტა ეშლებოდა, მაგრამ მაინც უნდა ეთქვა, მაინც უნდა ეთხოვა გადარჩენა უფლისთვის. იქნებ აქედან გამოეყვანა, ამ წყეული ადგილიდან.

    -მამაო, ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა. წმინდა იყავ ნება შენი, – მოთქვამდა, ცრემლების ჩანჩქერი ხმაურით მოსდიოდა თვალებიდან, ყოველ სიტყვას ტკივილით ამბობდა, თან ცრემლებს იმშრალებდა, მაგრამ თვალს არაფრის დიდებით არ ახელდა. არ უნდოდა დაენახა საით მიიწევდა ნელ-ნელა. თავი სუპერმარკეტში ეგონა. იყიდეს და ახლა ფასის შესამოწმებლად მიდის ნელ-ნელა, შემდეგ კი პატრონი ფულს გადაიხდის და წაიყვანს სახლში.  თავიდან ამოუვარდა ეს ფიქრი და კვლავ ლოცვაზე გადაერთო. -მოვედინ სუფევა შენი, ეგრეცა ქვეყანასა შინა. პური ჩვენი არსობისა, – ლოცვა ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა, როცა სიგრილე იგრძნო სახეზე, ჩიტების ჭიკჭიკი მოესმა, ფეხებთან სისველე იგრძნო და ტალღების ხმაურის შესანიშნავი სიმფონია. ბუნების შეხმატკბილებული აკორდები მოცარტის მეხუთე სიმფონიას წააგავდა, სიამოვნებით უსმენდა და აწყნარებდა, ამშვიდებდა მის გონებას.  მზის სხივები იგრძნო, რომელიც ნაზად ელამუნებოდნენ.

   ლოცვა სულ გადაავიწყდა. თვალი გაახილა, წამოდგა და აქეთ-იქით მიიხედა. ბუნება დაზვერა. წყალში იდგა, მის მარჯვნივ უზარმაზარი ხეები აღმართულიყო, წინ კი მხოლოდ წყალი. წყლიდან ამოვიდა და ქვიშაზე გულაღმა დაწვა, ხელები თავის ქვეშ ამოიდო და ფიქრს მიეცა. ჯერ ფიქრობდა იმაზე, რომ ეს სასწაული იყო და ლოცვა რომ დაიწყო ამიტომ მოხდა, მაგრამ შემდეგ ეს შეუძლებლად მოეჩვენა. „ღმერთი არ დამეხმარებოდა, მაშ რა არის ეს?“ თავი ყოვლისშემძლე ეგონა, ფიქრობდა რომ თვითონ გადაირჩინა საკუთარი თავი და არავინ დახმარებია, მაგრამ სად მოხვდა? აქ რატომ მოხვდა? კითხვები უტრიალებდა თავში ისე სწრაფად, როგორც ტორნადო ტრიალებს და ვერაფერი გაეგო. თავი და ბოლო ვერ გაერკვია, ცოტა ხანში კი ჩაეძინა.

   სიზმარში ნახა, როგორ იჯდა ღრუბლებზე და ადამიანებს ზევიდან დაჰყურებდა. თითქოს ღმერთი ყოფილიყოს და განკარგულებებსაც ის გასცემდეს. შემდეგ სცენა იმ ადგილას გადავიდა, სადაც თვითონ მოხვდა. ზღვაში ჩაიხედა და თავისი თავი ვერ დაინახა. არ აირეკლა ზღვამ, მეორედაც ჩაიხედა და თავზე რქები დაინახა. სასწრაფოდ მოშორდა ზღვას, უცებ გამოეღვიძა. გული გამალებით უფეთქავდა და ცდილობდა დამშვიდებულიყო. „კოშმარი იყო… მხოლოდ კოშ…მარი, ჯერ კიდევ ვერ გა…ვრკვეულვარ.“ დაისვენა, გული ნელა რიტმულად მუშაობდა უკვე და გადაწყვიტა კუნძული დაეთვალიერებინა. მანამდე კი ზღვა უნდა შეემოწმებინა, უნდა დარწმუნებულიყო რომ კოშმარი იყო და მეტი არაფერი. შიშით უახლოვდებოდა, თითქოს დათვი ედგას წინ და არ უნდოდა გაქცეულიყო. ჩაიხედა და კვლავ საშინელი რქები დაინახა, შეკრთა, უნდა დაეღრიალა მაგრამ ხმა არ ამოუვიდა. ყურში კი უცხო ხმები ჩაესმოდა, უცებ ვიღაცამ შეანჯღრია, სიზმარი წაიშალა და კვლავ იმ ადგილას გამოეღვიძა, სადაც დაიძინა. თავს კი რამდენიმე თეთრებში ჩაცმული კაცი წამდგარიყო და აღვიძებდნენ. უცებ ვერ გამოერკვა რა ხდებოდა, ვინ იყვნენ ეს ხალხი და საერთოდ სად იყო. შემდეგ ისევ გაახსენდა ყველაფერი, ის იყო ერთ მიტოვებულ კუნძულზე, სადაც არავინ ცხოვრობდა, მაგრამ როგორ არ ცხოვრობდნენ. აბა ეს ხალხი ვინ იყო ვინც გაღვიძებისთანავე ნახა. კვლავ სიზმარი ეგონა, მაგრამ ეს უკვე ცხადში ხდებოდა. როცა წამოდგა გაუკვირდა ერთი ადამიანი რომ იყო მხოლოდ დარჩენილი. დანარჩენი სად გაქრა? ალბათ მოეჩვენა ან თავბრუ ეხვეოდა, ვერაფერი გაეგო, ამის ახსნა შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს ცხადში ხდებოდა. კაცს თეთრი ტანსაცმელი ეცვა და მზეზე ბრწყინავდა მისი სამოსი. ეს თვალს ჭრიდა ჯორჯს, მაგრამ ცდილობდა თვალი გაესწორებინა მაინც.

   -ვინ ხარ? – იკითხა ჯორჯმა, როცა თავი უკეთ იგრძნო.

   -შენ თვითონ ვინ ხარ და აქ რა გინდა? – ჰკითხა თეთრსამოსიანმა კაცმა.

   -როგორ, არ იცი ვინ ვარ? – გაოცდა, მას მართლა დაეტყო სახეზე გაოცების კვალი და ეს მის მოპირდაპირე დაბალმა კაცმა, რომ დაინახა გაიღიმა, უბრალოდ გაიღიმა. ხელში ჯოხი ეჭირა, თითქოს კვერთხი ყოფილიყოს. – მე ჯორჯ გრინვილი ვარ, მომღერალი. ყველა მიცნობს და თქვენ არ გაგიგიათ ჩემი სახელი?

   -არა, მე იმას ვფიქრობ, რომ საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას აძლევ, როცა ამბობ რომ ყველა გიცნობს. მე არ გიცნობ და აქ მყოფი არც-ერთი კაცი არ გაიშვერს შენზე ხელს და არ იტყვის: „ეს ისაა, ღმერთო ჩემო კი ეს ჯონ გრინვილია.“ – აღფრთოვანებულ მის მსმენელს გააჯავრა და ხმა ცოტა დაიწვრილა.

   -სად ვარ?

   -ეგ უკვე სწორი შეკითხვაა. შენ კუნძულ ჰავენზე მოხვდი, ირგვლივ ოკეანეა. შენი თვითმფრინავი ჩამოვარდა, მაგრამ მხოლოდ შენი გადარჩენა შევძელით.

   -ყველა დაიხოცა? – გააწყვეტინა და სულ მთლად გაფითრდა.

   -კი, ყველა დაიხოცა. შენ თვითმფრინავში გიპოვეთ, შენც მოკვდებოდი ჩემი ხალხი, რომ არა ვერც შენ გადარჩებოდი. თვითმფრინავი წყალში ჩავარდა, შენც დაიხრჩობოდი, მაგრამ გადარჩი და ცოცხალი ხარ.

   -დიდი მადლობა გადარჩენისთვის, მაგრამ რა აზრი აქ ამ კუნძულზე ჩემს სიცოცხლეს თუ არავინ არ მიცნობს. იქნებ მიცნობთ. აი გიმღერებთ ახლა და გაგახსენდებით. ახალი კონცერტის გამართვას ვაპირებდი ევროპაში. – სიმღერა დაიწყო „დაიჭირე პატარავ დაიჭირე“-ს სიმღერა, ხალხი მის გარშემო მოგროვდა, მაგრამ მათ „რა ჯანდაბას მღერის“ სახეები ჰქონდათ მიღებული და ეს რომ დაინახა ჯორჯმა სიმღერა შეწყვიტა. შემდეგ ზღვას გახედა და კვლავ დაიწყო მისი მეორე სიმღერა ალბომიდან „ზღვა ო, რა დიდი და ძლიერი ხარ“. ამაზე ყველა უკან მობრუნდა, ეგონა ზღვას ელაპარაკებოდა სიმღერით და გულისყურით უგდებდნენ ყურს. თავის გარშემო რომ დაინახა შეკრებილი ხალხი გაოცდა და თავისთვის გაიფიქრა ალბათ კვლავ მიცნესო.

   -ზღვებთან ლაპარაკი შეგიძლიათ? – ერთმა ხელის აწევით იკითხა და შემდეგ გვერდზე მყოფს მხარი გაჰკრა სიცილით რაღაც გადაულაპარაკა.

   -არა, ეს სიმღერა იყო ჩემი ალბომიდან.

   -ალბომი რა არის?

   -არ იცით ალბომი რა არის? – ჯერ ერთს გადახედა, მერე მეორეს და სათითაოდ ყველას სახეზე ერთი და იგივე მინიშნება იყო აღბეჭდილი. ყველა იმას ფიქრობდა, რომ სისულელეებს უსმენდნენ და ამას ჯობდა დაშლილიყვნენ. მალე ასეც მოიქცნენ. ჯორჯს თავი ლილიპუტების ქვეყანაში ეგონა, ხოლო თვითონ კი გულივერი იყო. ნანახი ჰქონდა ფილმი და ზუსტად ასახავდა მის სიტუაციას. ყველა დაბალი იყო, თუმცა ისე არა როგორც ფილმში. ყველა თითქმის 1 მეტრი და 20 სანტიმეტრი იქნებოდა, ჯორჯი კი გაცილებით მაღალი იყო მათზე. ერთნაირი სამოსი ეცვათ, თეთრებში იყვნენ გამოწყობილნი და ერთად მოგროვილი თოლიების გუნდს მოგაგონებდათ. ერთნაირი სახეები და ერთად მოქმედებდნენ, თითქოს უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს, ან აზრების კითხვა შეეძლოთ.

   -სად ჯანდაბაში მოვხვდი ამიხსნით? – დაკარგა წონასწორობა და გაბრაზებულმა იყვირა. ხმაზე ყველამ ერთად მიანათა თავიანთი თვალები და  კარგად დააკვირდნენ. გაოცებულები ერთმანეთს რაღაცას ჩუმად ეუბნებოდნენ, შემდეგ სიცილი მოყვებოდა კვლავ ამას და ჯორჯი კი ბრაზდებოდა. მათზე ცოტა ჭკვიანმა და ასაკით დიდმა ყველას სახლებში წასვლა უბრძანა. სხვებიც უსიტყვოდ დაიშალნენ. ნაპირზე დარჩნენ მარტო მოხუცი კაცი და ჯორჯი.

   -ესე იგი შენ ამბობ, რომ იქ სადღაც ძალიან პოპულარული ხარ? – თითი წინ გაიშვირა და ჯორჯის სახეს დააკვირდა.

   -კი, ჩემზე ყველა გადარეულია. ჩემს გამო ყველაფერს აკეთებენ. რასაც მინდა იმას ვიღებ, შეუძლებელსაც კი. ყველა ქალი, რომელსაც მოვისურვებ ჩემია…

   -მოიცა, მოიცა. ერთი წუთით მოითმინე. -ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა. – და შენ მოგწონდა ასე ცხოვრება?

   -კი ძალიან მომწონდა, ეს იყო ჩემი ცხოვრება და მის უკან დასაბრუნებლად ყველაფერს მივცემდი.

   -შემიძლია დაგიბრუნო ძველი ცხოვრება, მაგრამ ერთ რამესაც უნდა მიხვდე. ჯერ უნდა მომისმინო კარგად დაფიქრდე და ისე გადაწყვიტო ღირს იმ ცხოვრების გაგრძელება თუ არა. -მოხუცმა თავი დაუკრა და მის გაოცებულ სახეს შეხედა. მისგან პასუხს ელოდებოდა.

   -რატომ უნდა მოგისმინოთ? ვინ ხართ?

   -მე? მე არავინ ვარ. მხოლოდ ამ კუნძულის მაცხოვრებელი და მათი ბელადი, მაგრამ ვფიქრობ რომ შემიძლია შენც კი რჩევა მოგცე.

   -როგორ მიბედავ რჩევის მოცემას. – გაწყრა ჯორჯი. ხელის დარტყმა მოუნდა, მაგრამ თავი შეიკავა. ის ისეთი პატარა და მოხუცი იყო, რომ შეეცოდა. – საერთოდ როგორ აძლევთ თავს იმის უფლებას, რომ დამელაპარაკოთ.

   -არის ადგილები სადაც შენი ძალაუფლება არ ვრცელდება მეგობარო…

   -უკვე მეგობაროთიც მომმართავ? – სცადა წინ წასულიყო, წყალში შევიდა მაგრამ წყალი ისეთი ცივი იყო მალე უკანვე დაბრუნდა. – არ მინდა შენი მოსმენა შემეშვი. ამ კუნძულს როგორმე უნდა დავაღწიო თავი.

   -შენ აქ არავინ გიცნობს. არც შენი სიმღერები აქვთ მოსმენილი, არც ის ვიცით რა არის ალბომი და საერთოდ იქაური ცხოვრება ჩვენთვის უცხოა, რასაც შენ ჰყვები მაგრამ თავს ვაძლევ იმის უფლებას და გეუბნები რომ ჩვენი ცხოვრება ბევრად ჯობია შენსას.

   -ეგ როგორ მოხუცო? აქ ფული რა არის საერთოდ იცით? – ხელი შუბლს ზემოთ მიიდო და ზღვას გახედა.

   -აქედან ასე მარტივად თავს ვერ დააღწევ. ჯერ მე უნდა მომისმინო.

   -კარგი გისმენ, ოღონდ მალე მითხარი შენი სათქმელი. არ მინდა ყველას მკვდარი ვეგონო და მალე უნდა დავბრუნდე ჩემს სამშობლოში. არ მინდა სიცოცხლე აქ დავასრულო, მიდი მალე.

   -კარგი, როგორც გინდა. ერთი რამე მინდა გაჩვენო. გამომყევი. – კაცი გაჰყვა. ტყეში შევიდნენ, მაგრამ თვაწინ სულ სხვა რაღაც გადაეშალა. ხეები რამდენიმე მეტრზე იყვნენ ზემოთ და სულ სოფელს წრეს ხაზავდნენ. სოფელში კი სახლები თეთრი იყო, ყველაფერი თეთრი იყო და საოცრად ლამაზი. ერთმანეთს იცნობდა ყველა, ალერსიანად ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. კარებს ღიას ტოვებდნენ და არ ეშინოდათ იმის, რომ ვინმე შეუვარდებოდათ და დააყაჩაღებდნენ ან მოკლავდნენ. ამით გაოცებული აქეთ-იქით იყურებოდა და თვალებს არ უჯერებდა. თავი სამოთხეში ეგონა, მაგრამ უცებ მიხვდა რა სისულელეც გაიფიქრა და აზრები უკუაგდო, თუმცა მართლაც ჰგავდა სამოთხეს, მაგრამ დედამიწაზე სამოთხის არსებობის არ სჯეროდა. – აი ასე ვცხოვრობთ ჩვენ. ყველაფერს მოკლებული, ფულიც არ ვიცით რა არის, მითხარით გეთაყვა. – ყველა უცხო კაცისკენ იყურებოდა და უღიმოდა, ზოგი უახლოვდებოდა და ხელსაც ართმევდა. რამდენიმე გოგომ გადაკოცნა კიდეც მოურიდებლად. მათ თავიანთ სახლებში შეიპატიჟეს, მაგრამ ამჯერად მოხუცმა უთხრა მის მაგივრად უარი. ჯორჯისთვის მათი ცხოვრების წესი უნდა ეჩვენებინა.

   -ფული არის ის, რითიც რაღაცებს ყიდულობთ. ფულია ყველაზე მთავარი ჩვენს ცხოვრებაში და როგორ თუ არ გაქვთ? – გაოცდა ჯორჯი.

   -ხომ ხედავ ფულის გარეშეც შეგვიძლია არსებობა. არანაირი ფული არ გვჭირდება სიცოცხლისთვის. ჩვენ არ ვიცით ვინ ხარ, მაგრამ შეგვიძლია ისეთი მიგიღოთ როგორიც ხარ და მოგეპყრათ ისე, როგორც გვჩვევია. ჩვენთან ყველაზე მთავარი სიკეთეა, მეგობრობა, თავაზიანობა ჯანმრთელობა და სიცოცხლე. აი რა არის ჩვენთვის მთავარი. ჩვენი სოფელი ერთი სახლივითაა და ახლა შენ ჩვენთან სტუმრად მოხვედი. აქ ყველას შეუძლია ნებისმიერ დროს სხვასთან დარჩეს სახლში, ან შევიდეს ისე რომ ნებართვა არ ითხოვოს. აქ ყველა სახლი ყველასია, საკუთრება არ გვაქვს.

   -რა მაგარია. – აღფრთოვანების შეძახილი ამოვიდა მისი პირიდან.

   -წამომყევი. კიდევ რაღაცას გაჩვენებ. – ჯორჯიც მის ნებას დაჰყვა.

   -ვერ წარმომედგინა ასეთი კუნძული თუ არსებობდა. მეგონა ყველა კუნძულის სახელი ვიცოდი, რაც არსებობდა თუმცა შევცდი.

   -ეს კუნძული არ არსებობს ჩემო ბიჭო.

   -რაა?

   -კი ასეა. აი წამოდი აქეთ. – როცა დაინახა, როგორ იყვნენ ხალხი ერთმანეთში და როგორ თავაზიანად ეპყრობოდნენ ახალმოსულს გაახსენდა თავისი სამყარო და მაშინვე შეიძულა იქაური ყველაფერი. თავისდა გასაკვირად აქ დარჩენა მოუნდა, ისიც გაიხსენა როგორ გაეცინა იმაზე მოხუცმა რომ უთხრა თუ მოგინდება აქ დარჩიო, მაგრამ მას მართლაც მოუნდა დარჩენა. თავის თავის უკვირდა თუმცა როცა შეადარა ეს პატარა სოფელი და თავისი დიდი სამყარო, დედამიწა ერთმანეთს დიდი განსხვავება აღმოაჩინა. თავის სამყაროში ისე გამოჭრიან ყელს, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ, ან თუ სახლის კარი ღია დარჩა ვინმეს ვსო ის სახლი უკვე აღარაფრად ევარგება, ან პატრონი მოკვდება ან სახლს გაძარცვავენ. დედამიწაზე ყველა თავის თავზე ფიქრობს. იმაზე თუ როგორ გამოძვრეს სიტუაციიდან და ერთმანეთის გვერდში დგომა აღარ ახსოვთ, აქ კი ხედავს როგორ ემსახურება ყველა ახალმოსულს, როგორ თავაზიანად მიიღეს ის და ელაპარაკებიან ისე თითქოს უკვე კაი ხანია მათთან ცხოვრობდეს. თავი ცოცხლებში აღარ ეგონა. „იქნებ მოვკვდი და სამოთხეში ვარ“ გაიფიქრა და თავისი ფიქრი ესიამოვნა კიდეც, მაგრამ ვერ დაიჯერა როგორ შეიძლებოდა სამოთხეში მოხვედრილიყო დედამიწიდან, ასეთი ცოდვით დამძიმებული პლანეტიდან. ამ სოფელს, რომ უყურებდა მაშინვე მიხვდა რა ცოდვილი იყო და რომ არ იმსახურებდა აქ ცხოვრებას. წამოდგა და იქვე სცენაზე ავიდა, რომელიც ისე იდგა უმოქმედოდ, რადგან მომღერალი არ ჰყავდათ და არც არავინ მღეროდა.

   -მინდა ყველამ მომისმინოთ. მე არ…ვიცი როგორ ვთქვა, რით დავიწყო მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ, ამ ქალაქში ცხოვრებას არ ვიმსახურებ. როცა გიყურებთ როგორ ევლებით ერთმანეთს და ზრუნავთ იმაზე, რომ არავის არაფერი დაუშავდეს და ყველას კარგად ექცევით ვხვდები რა ცუდი ვარ მე თქვენგან განსხვავებით. აქ ყველას თეთრები გაცვიათ მე კი შავებში ვარ ჩაცმული, როგორც თვითმფრინავში ვიყავი ისევე მაცვია და ვფიქრობ, რომ მარტო ამით განვსხვავდები თქვენგან სხვა თუ არაფერით. მაგრამ სხვაობა კიდევ ბევრია ჩვენს შორის, იმაზე მეტი ვიდრე გგონიათ. დავიწყებ იმით, რაც აქ ვნახე და მერე გეტყვით რაც ხდება ჩემს სამყაროში, საიდანაც აქ მოვედი. ფეხი რომ შემოვადგი პირველად ამ ადგილას მაშინვე სასტიკმა ნათებამ მომჭრა თვალი, მაგრამ მალევე შევეჩვიე. დავინახე ყველა როგორ ბრწყინავდა მზის შუქზე, როგორ დღეა, მაგრამ მზე არსად ჩანს. მზე ვერ ვნახე რაც მაშინვე უცნაურად მეჩვენა, მაგრამ ხმა არ ამოვიღე. აქ ყველანი ისეთი კარგები ხართ, ისეთი მგრძნობიარენი და მიმნდობი, რომ თქვენთან არამგონია დავრჩე, ვერ დავრჩები მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ღიაა თქვენი სახლის კარი. აქამდე სინდისს არაფერში არ შეუწუხებივარ, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ამ საზოგადოებას არ ვეკუთვნი, მე არ ვიმსახურებ იმას, როგორც მექცევით. ნამდვილად გული ამიჩუყდა და ავტირდი კიდეც, მაგრამ ჩვენს სამყაროში ასე არავინ მოიქცევა. იქ ყველა ფეხებზე დაგიკიდებს თუ ფული არ გაქვს და თუ არაფერს წარმოადგენ. ყველა ფულით ცხოვრობს, აქ კი ჩემი ბარგიც წყალში დაიკარგა და ის ფულიც, რაც ჩანთაში მქონდა. ბანკიდანაც ვერ გამოვიტან ფულს ასე, რომ აქ სრულაიდ ხელმოცარული შემომიშვით და უფრო ამან ამიჩუყა გული. ეს თქვენი მხრიდან კარგი საქციელია, მაგრამ მე არამგონია ანალოგიურ სიტუაციაში ასე მოვქცეულიყავი. ჩემთან რომ მოსულიყავით სახლში, ასე ჩაცმული და მეგობრობის ხელი გამოგეწოდებინათ ჩემთვის დარწმუნებული ვარ, რომ ხელსაც არ ჩამოგართმევდით და ზედაც არ შემოგხედავდით ისე გაგყრიდით სუყველას გარეთ, მაგრამ თქვენ მიმიღეთ. არ ვიცი ეს რატომ გააკეთეთ, მაგრამ მიმიღეთ. სამყარო იმხელაა, რომ ვერავის ვერ ენდობი კაცი, სახლის კარს თუ ღიას დატოვებ მაშინვე შეიძლება ვიღაც ავაზაკი შემოგივარდეს და მოგკლას. – ამაზე ყველა გაოცდა, რადგან თვითონ ესეთი რამ წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. – ხო ასეა, მე სხვა სამყაროდან ვარ, სადაც მხოლოდ ფული მეფობს, ფული, ფული და ძალაუფლება. სამყაროს ისინი მართავენ, ვისაც ეს ორი რამ აქვს თქვენთან კი როგორც ვნახე ყველა თანასწორია, არ გყავთ მერი, არც პრეზიდენტი და არც არავინ ვინც სოფელს თუ ქალაქს მართავს. არც კი ვიცი ამ ადგილს როგორ ვუწოდო, მაგრამ დავძენ არ ვარ აქ ცხოვრების ღირსი. ახლა გამახსენდა ის თუ როგორ გავიცინე, როცა მოხუცი მელაპარაკებოდა აქ დარჩენაზე. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ დარჩენას ვერ შევძლებდი, მაგრამ როცა საღად შევადარე ეს ორი რადიკალურად განსხვავებული სამყარო ერთმანეთს ძალიან ვინანე იმ სიცილისთვის, იმ სარკაზმისთვის რაც გამოვიჩინე. – ბელადისკენ შეტრიალდა, თუმცა ბელადი იმიტომ ერქვა, რომ ყველაზე მოხუცი იყო და მხოლოდ მის რჩევებს ითვალისწინებდნენ. ასევე ყველაზე ჭკვიანიც იყო, ქალაქს ის არ მართავდა. თვალებში შეხედა, ორივეს ცრემლი წამოუვიდა. ბელადს იმის გამო, რომ ბოდიშს უხდიდა, ხოლო ჯორჯს სინანულის ცრემლები მოსდიოდა. – მინდა პატიება გთხოვო აბუჩად აგდებისთვის მოხუცო, გთხოვ მაპატიო. -ჯორჯმა მხოლოდ ახლაღა შეამჩნია მისი წყლისფერი თვალებიდან, როგორ მოდიოდა ცრემლები. ერთმანეთს მიუახლოვდნენ, ხალხი ამასობაში აქეთ-იქით იწეოდა და გზას უთმობდა მათ, რომ ერთმანეთს მიახლოებოდნენ. ისინი გადაეხვივნენ ერთმანეთს. დიდხანს იდგნენ ასე და საოცარი სანახავები იყვნენ ერთად. ორი განსხვავებული ადამიანი, სხვადასხვა ასაკის ასე ჩახუტებოდნენ ერთმანეთს.

   -კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში. შეიძლება ფიქრობ, რომ აქ ცხოვრების ღირსი არ ხარ, მაგრამ მეორე შანსს ყველა იმსახურებს, აქ ნებისმიერი მიგიღებს ისე, როგორც ძმას. შანსს ხველა იმსახურებს და ძალიან მიხარია, რომ დაგვიბრუნდი. – „დაგვიბრუნდი?“ გაიფიქრა ჯორჯმა. ამ სიტყვების აზრი ცოტათი მკრთალად ეჩვენა და ვერ გაიგო, მაგრამ არაფერი თქვა. არ იყო საჭირო ახლა მომენტის გაფუჭება. – შენ დაგვიბრუნდი, თუმცა სამუდამოდ აქ ვერ დარჩები…

   -თქვენ ხომ მითხარით, რომ შემიძლია დარჩეო.

   -ეს ფანდი იყო. მინდოდა შეგედარებინა შენი სამყარო ჩვენსას. – თვალი ჩაუკრა და გაუღიმა. ჯორჯს ეს ყველაფერი უცნაურად ეჩვენა, რადგან თავიდან საერთოდ არაფერი იცოდა მოხუცმა, ახლა კი ისე დაიწყო ლაპარაკი თითქოს წინასწარვე იცოდა ყველაფერი. – შენი დრო ჯერ არ მოსულა. – ამ სიტყვების შემდეგ გაეცალა მას და ჯორჯმაც დაინახა თავისი სამოსი ნელ-ნელა როგორ თეთრდებოდა. მალე ზუსტად ისეთს დაემსგავსაა, როგორიც ამ ქალაქში ყველას ეცვა. მანაც გაიღიმა და უცებ შეზანზარდა. მოხუცმა ხელი დაარტყა და დაუყვირა.

   -გაიღვიძე. ჯორჯ გაიღვიძე მოვედით. – ვერ ხვდებოდა რატომ ეუბნებოდა მოხუცი ასეთ სიტყვებს. ეღვიძა, თან არც მთვრალი იყო, ყველაფერს კარგად არჩევდა. მოხუცი კი არ წყვეტდა და კვლავ იგივეს იმეორებდა.

   თვალი გაახილა და მისი მენეჯერი დაინახა. თვალი მოავლო იქაურობას. კვლავ თვითმფრინავში იყო, მარტოს, კარგად მოკალათებულს ეძინა და მისი მენეჯერი მაიკლი კი მის გაღვიძებას ცდილობდა. გამოფხიზლდა და ფანჯრიდან გადაიხედა, დაინახა რომ თვითმფრინავი უკვე მიწაზე იჯდა და ხალხი ნელ-ნელა კიბით ჩადიოდა. სიზმარი ეგონა და დასარწმუნებლად მაიკლს ხელი შეახო ნამდვილია თუ არაო.

   -მაიკლ ცოცხალი ხარ? – თავიდან გაეცინა, მაგრამ ჯორჯის სახეს რომ შეხედა მიხვდა სერიოზულად ეკითხებოდა.

   -ჩემგან ასე ადვილად ვერ დაიძვრენ თავს ჯორჯ. წამოდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. კონცერტი უნდა ჩავატაროთ ხომ არ დაგავიწყდა?

   -გააუქმე.

   -რა?

   -გააუქმე მეთქი. ახლავე, სწრაფად დარეკე და უთხარი რომ არ ვიმღერებ. – ხმას აუწია საგრძნობლად. ასე არასდროს დალაპარაკებია მაიკლს და მაიკლიც შეცბა.

   -რა გჭირს მეგობარო?

   -შენი მეგობარი არ ვარ, შენ ფულის გამო ხარ ჩემთან და ასე ნუ მომმართავ, არ მსიამოვნებს.

   -სულ შეიცვალე რა დაგემართა-მეთქი. -გაოგნებული შესცქეროდა ჯორჯს. ისინი უკვე დიდიხანია თანამშრომლობდნენ. მაიკლი ყველაფერს აგვარებდა, ჯორჯი მღეროდა და ფულიც შემოსდიოდათ.

   -არაფერი არ ხდება. რაღაცებზე დავფიქრდი და გადავწყვიტე კონცერტი აღარ ჩავატარო. ეხლა კი მეჩქარება გამატერე. – გვერდი აუარა და კაბინიდან გავიდა. მთელი თვითმფრინავი მოიარა, ვერსად ნახა. ვიღაცას ეძებდა, მაგრამ ვერ ნახა. მოწყენილი თვითმფრინავიდან გავიდა და კიბეზე ჩამოჯდა. ჩასვლას არ აპირებდა. თვალი მოავლო ჯგუფად შეკრებილ სტიუარდესებს და მათ შორის ერთი იცნო. ადგა და კიბე ჩაირბინა, პირდაპირ მისკენ გაქანდა. როცა მან დაინახა მოუნდა გასცლოდა, შორიდანვე დაუძახა არ მომეკაროო, მაგრამ ჯორჯი მაინც მიუახლოვდა.

    -დაწყნარდი, დაწყნარდი ბოდიშის მოხდა მინდოდა მეტი არაფერი. – ქალიც დამშვიდდა, მის ფორმაზე მიკრული ლითონის ფირფიტით თუ ვიმსჯელებდით მას სარა ერქვა და ძალიან ლამაზი იყო. დანარჩენებს ჩამოშორდნენ. – არ ვიცი რა დამემართა, ჩემს თავს ვერ ვპატიობ იმას, რაც გავაკეთე. დიდი შეცდომა დავუშვი. მჯეროდა რომ რადგან ასეთი ცნობილი ვიყავი ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა და ყველაფრის მიღება შემეძლო თავისუფლად. დამიჯერე გულწრფელად ვნანობ და მინდა ბოდიში მოგიხადო.

   -გულწრფელად, რომ ნანობ მჯერა, ამას შენს თვალებში ვხედავ. ვგრძნობ ადამიანი, როცა მატყუებს და ამაზე ნუღარ ინერვიულებ. მე გაპატიე. – გაუღიმა და მისი ღიმილი ეცნო, თითქოს სადღაც ჰქონდა ნანახი. თვალები ზღვისფერი ჰქონდა. სარა შეტრიალდა და დანარჩენებს დაეწია. ჯორჯი კი გაქვავებული იდგა და სიზმარზე ფიქრობდა.

   -ჯორჯ, ამ გოგოს გამო ხარ ასე? – უკნიდან მაიკლის ხმა მოესმა.

   -არა მაიკლ. მინდა სრულიად შევცვალო ჩემი დამოკიდებულება ყველას მიმართ. ჩემი ფული მინდა ღარიბებს დავურიგო. მინდა მათ დავეხმარო, რადგან ეს სჭირდებათ.

   -ღმერთო, შენ მგონი სულ გააფრინე.

   -არა მაიკლ, აქამდე ბრმა ვიყავი და ახლა თვალი ამეხილა. არ ვიქცეოდი სწორად და მინდა ეს ყველაფერი გამოვასწორო. – მაიკლი შეეწინააღმდეგა თუმცა მაინც მას დაუჯერა და მისი ფულის დიდი ნაწილი სხვადასხვა ფონდში გადარიცხეს.

   მაიკლი უკმაყოფილო იყო და ვერ ხვდებოდა რა სჭირდა ჯორჯს. ჯორჯ გრინვილმა ის დაითხოვა, რადგან ცუდ კომპანიონობას უწევდა. ერთ საღამოს, როცა იმას იხსენებდა, როგორი იყო და როგორად იქცა მიხვდა, რომ სიზმარი იმაზე რეალური იყო ვიდრე ცხადი, რომელშიც ცხოვრობდა. კარგი გაკვეთილი მიიღო, ახლა კი როცა ცას უყურებს ყოველთვის ახსენდება მაშინდელი სიზმარი, ახსენდება ის ხალხი თეთრებში ჩაცმული და სურს, რომ მთელი სამყარო ასეთად იქცეს, მაგრამ ეს ძალიან ძნელი რომ არის ხვდება და გულზე სინანული აწვება. ხვდება, რომ ხალხი ვერასდროს გაიგებს მის სურვილს და სამყაროს ისე ვერ შეცვლის როგორც უნდა. ყოველ ცაში ახედვისას ივიწყებს სადაც ცხოვრობს, გული გამალებით უცემს და სინანული იპყრობს, თუმცა ის მაინც ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჰავენში ცხოვრება კვლავ დაიმსახუროს.

ნახვა: 276

ტეგები: Qwelly, blog, გიორგი_ლოგუა, შვილები, ძალაუფლება, ძალაუფლების_შვილები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters