უილ სმიტი შესანიშნავი მსახიობია, მისი ფილმები ძალიან მომწონს. ისეთი ტიპია დრამატულ სიტუაციაშიც, რომ გაგეცინება. ჩარლი ჩაპლინს ან რომელიმე სხვა კომიკოსს არ შევადარებ, რადგან ეს ადამიანი სრულიად განსხვავებული ტიპაჟია და ჩემი აზრით ძალიან მაგრად ასრულებს თავის როლს ყველა ფილმში. განსაკუთრებით კი ის ფილმი მიყვარს, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო - მე, რობოტი.
მე, რობოტის რეჟისორი ალექს პროიასია წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო დავაფასე ეს რეჟისორი, მისი ხედვა და ფანტაზია. მაგარი რეჟისორი აღმოჩნდა, რომელმაც უფრო საინტერესო და კარგი საყურებელი გახადა ფილმი. აქამდე წიგნი არ მქონდა წაკითხული, კინო კი ძალიან მიყვარდა. იმდენჯერ მქონდა ნანახი სულ ზეპირად მახსოვდა ყველა დეტალი ყველა სიუჟეტი და პერსონაჟის სახელები. ვისაც ფილმი გინახავთ, ვის დაავიწყდება დეტექტივი სპუნის გამოძიებები და ფიქრები იმის შესახებ, რომ რობოტსაც კი შეუძლია დაარღვიოს კანონები და ჩაიდინოს დანაშაული, ანუ მოკლად კაცი, ან გაძარცვოს. თავიდან ხომ ყველას სასაცილოდაც არ ჰყოფნის ის ფაქტი, რომ მას სჯერა რობოტებს არ უნდა ენდო და ეძებს მთელი თავისი კარიერის განმავლობაში დამნაშავე რობოტს. ფილმში ის იპოვის კიდეც რობოტს, რომელიც არ რეაგირებს ადამიანის ბრძანებაზე და არ იცავს არცერთ კანონს რობოტიქსიდან.
1. რობოტებს არ შეუძლიათ რამე დაუშავონ ადამიანებს.
2. რობოტი უნდა დაემორჩილოს ადამიანის ყველა ბრძანებას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ კანონს.
3. რობოტს შეუძლია თავი დაიცვას თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონებს.
წიგნი საერთოდ არ გავს ფილმს, სულ მცირე დეტალითაც კი. მხოლოდ სამი კანონი წერია დასაწყისში და ფილმის სიუჟეტისგან ძალიან განსხვავდება. წიგნში ვხვდებით ჟურნალისტს, რომელიც უკვე დაბერებული რობოტფსიქოლოგისაგან იღებს ინტერვიუს. აინტერესებს ყველაფერი რაც მისი მუშაობის დროს გადახდა "იუ ეს რობოტიკსს". წიგნში ამაოდ ვეძებდი დეტექტივ სპუნს, რომელიც ეცდებოდა გამოეძიებინა რობოტის ჩადენილი დანაშაული. ამაოდ ვეძებდი, თუმცა მთლიანობაში წიგნით მაინც ვისიამოვნე. ბევრი მახალისა, ბევრი რამ მასწავლა და ბევრად დამაინტერესა.
მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ეტყობა მეცნიერის დაწერილია და პირდაპირ საუბრობს ისეთი ტერმინებით, რაც ბევრისთვის გაუგებარია მაინც ძალიან კარგად იკითხებოდა. თავიდან ისე დავიწყე, ძალიან პესიმისტურად განვეწყვე, როცა ტერმინები წავიკითხე. ვიფიქრე ამის გაგრძელება არ ღირდა, რადგან მაინც ვერ გავიგებდი, თუმცა ვერ მოვწყდი. საინტერესოა ძალიან და რობოტფსიქოლოგი აღწერს თავის კარიერაში მომხდარ უცნაურობებს. ყვება დონოვანსა და პაუელზე, რომელსაც რამდენიმეჯერ არ გაუმართლათ და კინაღამ ჩაუვარდათ საქმე რობოტის გაუმართაობის გამო კოსმოსში. იმაზე მეცინებოდა, როცა რობოტი ადამიანებს მიმართავს, რომ მე უფალმა შემქმნა და არა თქვენ, მე უფლის მოციქული ვარ და მხოლოდ მას ვემორჩილებიო.
წიგნის კითხვის დროს ასეთი რობოტები მქონდა წარმოდგენილი გონებაში და ისე მივსდევდი სიუჟეტს, მაგრამ ნომრებით სულ არ იყვნენ ერთმანეთის მსგავსნი. ნს-2, დვ-2, ქიუთი და ა.შ.
რობოტფსიქოლოგი ასევე იმ ამბავსაც ჰყვება, როგორ მოუვიდათ შეცდომა რობოტის აწყობის დროს და რობოტმა ადამიანის ფიქრების წაკითხვა დაიწყო. ეს უჩვეულო მოვლენა იყო და ძალიან საინტერესოც, კითხულობდა აზრებს, მაგრამ ადამიანს არ ეუბნებოდა იმას, რაც შეიძლებოდა სიმართლე ყოფილიყო. მასში კანონები მკაცრად იყო ჩადებული და მხოლოდ იმას იძახდა, რისი მოსმენაც მას სურდა.
მისი სიუჟეტი არ მოგაწყენთ ნამდვილად, მაგრამ წიგნი მართლაც განსხვავდება ფილმისგან და ამაში თქვენც დარწმუნდებით, როცა წაიკითხავთ. აიზეკ აზიმოვი, რომ შესანიშნავი ფანტასტიკია ამაში ნამდვილად დავრწმუნდი და ერთ სიამოვნებად ღირდა მისი წიგნის წაკითხვა.
ჯერ არ დამიმთავრებია კითხვა. წიგნს მე, რობოტი ქვია, მაგრამ მასში "მარადისობის აღსასრულიც" შედის და ისიც არანაკლებ საინტერესოა. რომ დავამთავრებ კითხვას აუცილებლად დავწერ მის შემდეგ წიგნზეც. მან გამიფართოვა უფრო ფანტაზია, მომავლის შეგრძნება და მომავალში გადავვარდი რამდენიმე დღის განმავლობაში. მარადისობის აღსასრულით კი მარადიული გავხდი და დროში ხეტიალი დავიწყე. დამიჯერეთ ეს სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა აკვირდები გარედან რა ხდება 432-ე საუკუნეში, ან 50 000-ეში.
აიზეკ აზიმოვი მეცნიერებისა და ფანტასტიკის ჟანრში უდავოდ უძლიერესია. ამის შემდეგ თუ ვიშოვე მის სხვა წიგნსაც წავიკითხავ სიამოვნებით. ♥
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია