სადღესასწაულოდ პოლიტიკური აქტივობა ცოტა მიმნელდა და ბოლო ორი დღის ამბების ერთად წარმოდგენა გვიწევს. აქტუალური თემებში ისევ მოხვდა ქალაქის მერია და მისი საქმიანობის მიმართულებები, ასევე საარჩევნო აგიტაციები და მოსამართლეების თემა. გუშინდელი მთავარი სიახლე იყო აზერბაიჯანელი მოსაზღვრეების ქმედებები გარეჯის მონასტერთან. დღეს კი უკრაინელი ქალბატონის დაკავება 10 მცირეწლოვანი ბავშვით.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 26, 2019 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ანონსის მიხედვით გამოსწორდა ამინდი და პოლიტიკური სპექტრიც ნელ-ნელა დამშვიდდა და სპექტრის ფერებად დაშლა დაიწყო. მაგრამ მაინც გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომლებმაც შედარებით მეტი ინფორმაცია მოაგროვა - ასეთები იყო პანკისის ამბების გამოხმაურებები და ადგილობრივების სიმტკიცე ჰესის აშენებაზე, მოსამართლეების კანონპროექტის კვლავ პარლამენტში დაბრუნება და მერიული ამბები.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 24, 2019 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გუშინდელთან შედარებით საინფორმაციო თემები ცოტა გაიშალა რამდენიმე მიმართულებით. ცხადია, ყველაზე ხმაურიანი ამბავი ბოლო დღეებიდან ისევ მეინსტრიმშია - პანკისის ხეობაში მომხდარ არეულობას ვგულისხმობ. მაგრამ ამ თემის გარდა, კიდევ იყო რადენიმე საკითხი - ნარკოტიკების მძიმე ხვედრი, საპენსიო რეფორმა, ფინანსთა მინისტრი პარლამენტარების წინაშე და სხვა წვრილ-მსხვილ-შიდა-გარე ამბები.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 23, 2019 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია უკვე კვირაზე მეტია მზე არ გვინახავს, მაგრამ კარგი ამბავი გამოჩნდა სინოპტიკოსებიდან - 25 აპრილიდან საქართველოში გამოიდარებს. იქამდე, დღის მთავარ ამბად უქმეებზე მომხდარი არეულობა იყო - გუშინ, პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა პოლიციას ქვები დაუშინეს და საპასუხოდ, ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებში მოყვნენ.
პანკისის არეულობა - გუშინ, პანკისის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 22, 2019 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მთელი დღე ორპოლუსიანი ნიუსები გვექნებოდა, რომ არა ლიბერთი ბაკნკის დაყაჩაღების ხმაურიანი ამბავი. მთელი კვირა წვიმა არ მოგვკლებია და დღევანდელ დღეს, არც გადაუღია საერთოდ. ორი ამბავი კი ასე გადანაწილდა - ერთი მინისტრის გადაყენება და მის ადგილას, ახალი მინისტრის უკვე დანიშვნა და მეორე ამბავი კვლავაც მოსამართლეების თემას უკავშირდებოდა.
გადამდგარი მინისტრი და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 19, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
აპრილის საგაზაფხულო წვიმას ვერ დავარქმევდით იმას, რაც დღეს ხდებოდა თბილისში და როგორ გარსა და სიავდრეშიც გადაიზარდა ახლა. დღის ამბებიც ხმაურიანი იყო ამინდივით - მთელი დღე საპარლამენტო დაპირისპირებები იყო და განხილვის თემა მოსამართლეობის მომავალი გახლავთ. სხვა ამბავი თბილისის მერიის გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა და შრომის უსაფრთხოებას. კიდევ ერთი ხმაურიანი ნიუსი კვიპროსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გახლავთ.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 17, 2019 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღის ამბებშიშედარებით მრავალფეროვანი თემები გაიშალა - იყო თბილისის და ტაქსების თემა, ასევე წიგნის ჩუქებისა და განათლებია ამბებიც, მაჩალიკაშვილმა საპარლამენტო კომისია მოითხოვა, კონგრესს საქართველოთი დაინტერესება ეტყობოდა და პარლამენტის ამბებიც მრავლად იკითხება. ასევე შსს-მ რამდენიმე სტატისტიკა და საავარიო ნიუსიც დადო.
ამბები თბილისის გარშემო - ტაქსის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 16, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წვიმიანი და სუსხიანი ამინდის მოლოდინში, აპრილი განსაკუთრებული სითბოთი მიდის. მართალია ხვალიდან წვიმა გვიწინასწარმეტყველეს, მაგრამ დღევანდელ საღამოს წვიმა პარიზს სჭირდება! მთელი დღის სიახლეები გადაფარა მთელი მსოფლიოსთვის ტრაგიკულმა ამბავმა - პარიზის ღმრთისმშობლის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა და ამ დრომდე ვერ ახერხებენ ჩაქრობას. საქართველოში კი მთელი დღის განმავლობაში მოსამართლეების ამბები ისმოდა.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 15, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ჩანს დღეს ჩუხბის და აყალმაყალის, დაპირიპირებების და ხმამაღალი კამათების, განსაკუთრებული პროტესტების და უნდობლობების დღე იყო. ყველა ყველას ურტყამდა და ამით იცავდა საკუთარ პოზიციებს. ამ არეულობაში იმპიჩმენტის, შესყიდვების ანაკლიის ამბებიც გამოჩნდა.
არჩევნებამდე თვეზე მეტია და ჩხუბები დაიწყო ზუგდიდში - გიგი უგულავა - არჩევნები ივანიშვილის სახლში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 12, 2019 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
დღეს მთელს მედიაში ისმოდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოხმაურებები და უკუკავშირები. ვიეთნიმე ქებით, ვიეთნიმე ირონიით აფასებდა მის ინტერვიუს, ასევე დღის მთავარ თემად წარმოჩინდა ევროსაბჭოს ქართული დღე, რჩეულიშვილის 7 წლიანი პატიმრობა და თბილისის ამბები.
ბიძინას ინტერვიუ და გამოხმაურებები - ბიძინა ივანიშვილი გირგვლიანის საქმეზე - წარმოიდგინეთ, შალვა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს 9 აპრილია და დღის ყველა ამბავი 9 აპრილის გარშემო ტრიალდებდა - ამ დღის გახსენებით, შეფასებებით, თანამედროვე პარალელებით. მეორე ამბავი იყო ბიძინას ეპისტოლარული ჟანრი და მედიაჟი დაბრუნება. ასევე პრეზიდენტის სასახლის კიდევ ერთი ახალი ბედი.
საიუბილეო თავისუფლება - 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. მსოფლიოს დედაქალაქებში 9 აპრილის 30…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 9, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ადრე შუალედურების ხსენება უნივერსიტეტს და გამოცდებს უკავშირდებოდა, ახლა უკვე არჩევნებიც შუალედური გვაქვს და მაისში ველოებით. ასეთი იყო აპრილის ახალი კვირის პირველი თემა. დღის თემების და გამოხმაურებების ნაწილი დაეთმო ბიძინა ივანიშვილის მორიგ წერილს, ასევე გამოცდების გაუქმების გაუქმებას და დედაქალაქურ ამბებს.
გამოცდების ყოფნა - არ ყოფნა - სკოლებში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 8, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სააპრილოდ, დღევანდელ აბებში ქვეყნის ტეროტირიული მთლიანობა და პოლიტიკური ინტერესები გამოსჭვივის. ამასთანავე არქეოლოგიური აღმოჩენა - მეექვსე საუკუნის ბიბლია. მინისტრი პარლამენტს ეწვია და ესეც მთავარ თემებში მოხვდა და საპატრიარქომ სასამართლოსგან უარი მიიღო მასალების გასაჯაროვებაზე.
ჟენევის მეორე რაუნდი, რუსეთი და ნატოსკენ გზა - საგარეო საქმეთა სამინისტრო…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 4, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გამოდარება ჯერ კარგად არ დაწყებულა, მაგრამ უკეთესობა შეინიშნება. დღის ამბებს რაც შეეხება, აქ ახალი ამბავი გამოჩნდა ძველის დაუმთავრებლობით - ია კერზაიას საქმე. გამოჩნდა სააკაშვილიც ქართულ მედიაში, არჩევნებიც აქტუალურია და შრომის უსაფრთხოებაც.
ხიდჩატეხილობის პრობლემები - ხათუნა ლაგაზიძე - თუ მმართველმა პარტიამ 7-წლიანი „ჩაჭრილი ხიდის“ პოლიტიკა გააგრძელა, ეს…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 3, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შუა გაზაფხილზე, აპრილის მეორე დღეს მთავარ თემებს შორის ამინდი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ძლიერი ქარი და ზოგიერთ რეგიონში წვიმა, ისე დააანონსეს, უეჭველად ასრულდებოდა. რაც შეეხება პოლიტიკურ სამყაროს - რა თქმა უნდა, დღის პრაიმთაიმის ამბავი ჭავჭავაძის შემთხვევა და გვიან ღამემდე გაგრძელებული საპროტესტო აქცია იყო. ასევე ხორავა საქმე, გამოძიებები, სასამართლოდა სხვა ჭრელი ამბები.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 2, 2019 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უცნაური ამინდით დაიწყო აპრილი, გაზაფხულის მეორე თვე დილიდან თოვლმა სიუხვით აღნიშნა, შემდეგ კი თაკარა მზემაც გამოანათა და თოვლი სადღაც, მთის მწვერვალებზე მოისროლა. რაც შეეხება დღის ამბებს მეინსტრიმული ნიუსი გუშინდელი უბედური შემთხვევა იყო და მის გარშემო განვითარებული მოვლენები ჯერ კიდევ არ დამცხრალა - ახლაც კი აქციაა ჭავჭავაძეზე. ასევე დღის ამბებში ისმოდა უკრაინის არჩევნები, იუბილარი პირველი პრეზიდენტი და ვენეციის ნაკარნახევი ქართული…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 1, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 1, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ეს ორი დღე ისევ აცივდებაო, წვიმებიც იქნება, სეტყვა-ქარბორბალაც, ჭექაც და ქუხილიც. მოკლედ, ზაფხული დაიწყო და ცხელი ივლისიც, „ამერიკაში“ ქართველების ჩხუბით გაიხსნა - გუშინ იჩხუბეს, დღეს განიხილეს. პარლამენტარი და ტელევიზიის დამფუძნებელი პირდაპირ საელჩოში დაეტაკნენ ერთმანეთს - კადრები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ცხადია, მთელი დღე ამ თემას დაეთმო. ასევე საფრანგეთის ელჩის განცხადებას წასვლაზე და ევროპული აგიტაციის დახვედრას რეგიონებში. ლარის ამბავი - 1…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ნატომ მოსაწვევები დააგზავნა, მაგრამ არც კი უფიქრია ჩვენთვის გამოეგზავნა - შვედეთი და ფინეთი არიან მიწვეულები ჩახო-ში გასაწევრიანებლა. ნატოს სამიტზე ჩვენი პრემიერიც იმყოფებოდა და დღის ამბებში ეგეც აქტუალური იყო. ცხადია ოცნება ხმაურიანად დატოვო და მეორე დღეს მეინსტრიმი არ მიიღო, არ გამოდის - ასე მოხდა სამ დეპუტატსაც. დღეს ასევე აქტუალური იყო უკრაინაში ომი და მესა პეტრეს ტაძარში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9289 ლარია.…
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
C. J. Uzomah went toward Twitter toward chat in excess of the Cincinnati Bengals' Director of Rehabilitation and Efficiency, Nick Cosgray. "My gentleman acquired me again towards my Achilles problems in the direction of include the least difficult period of my occupation Isaiah Prince Jersey. "Uzomah was sidelined for 14 online games previous period with an Achilles harm, and disregarded highest of the year. Yet he arrived back again inside of 2021 towards background vocation highs within…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The 2022 NFL offseason is made up of now been the craziest a single in just existing memory, quite possibly at any time. This offseason is made up of been total of the equilibrium of electrical power transforming, trades and currently unheard of monster contracts. Several franchises comprise devoted towards heading all-inside of, and the unforgiving pendulums of standards are within comprehensive swing. There seems to be towards contain been a recognizable transfer within just staff…
გაგრძელება
© 2022 George.
•