ბიძინას ინტერვიუ, პრემიერი ევროსაბჭოში და ვარსკვლავი ევროსაბჭოს წინ, მილიონიანი კამერები

      დღეს მთელს მედიაში ისმოდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოხმაურებები და უკუკავშირები. ვიეთნიმე ქებით, ვიეთნიმე ირონიით აფასებდა მის ინტერვიუს, ასევე დღის მთავარ თემად წარმოჩინდა ევროსაბჭოს ქართული დღე, რჩეულიშვილის 7 წლიანი პატიმრობა და თბილისის ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 აპრილი, 2019/

      ბიძინას ინტერვიუ და გამოხმაურებები - ბიძინა ივანიშვილი გირგვლიანის საქმეზე - წარმოიდგინეთ, შალვა შავგულიძეს ავიწყდება აპელაციაში შეტანა სასჯელთან დაკავშირებით, ადრე ვფიქრობდი, რომ ეს შეცდომა გამოუცდელობის გამო მოუვიდა, მაგრამ დღეს გადავაფასე. შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე „ნაციონალების“ ოპოზიციაში რომ იყვნენ, ახლა შეიძლება დავიჯეროთ?! ბიძინა ივანიშვილი ყოფილ თანაგუნდელებზე - ბევრჯერ ვუთხარი რომ თქვენ აკეთებთ იმას, რაც სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. რაც ხდება „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ, პირიქით მიმაჩნია, რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება მათ. როდესაც წავიკითხე დავით მაღრაძის პირველი განცხადება, ვერ დავიჯერე, შეცდომა მეგონა. როდესაც პრინციპულმა დეპუტატებმა სიაში ზარდიაშვილი ნახეს, რატომ არ განაცხადეს, ამ სიაში არ შემოვალთო? დღეს ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ. ანაკლიის პროექტი კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა. ბიძინა ივანიშვილი „თიბისი ბანკის“ საქმეზე - ასეთი უხეში ტრანზაქციები რუსეთის ველურ გარემოშიც არ კეთდებოდა. მთავრობა კარგი შერჩეულია, შეიძლება რამდენიმე მინისტრთან იყოს პატარა კითხვები, თუმცა პრემიერი ძალიან ცდილობს. ხაზარაძეს შეუძლია გაიხსენოს, როდესაც ანაკლიის პროექტისთვის კაპიტალს თავს ვერ უყრიდნენ, 70 მილიონს საჩუქრად ვაძლევდი. ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილთან კონფლიქტზე - ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც გავიგე, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობის ნაწილის ყოფა გაუარესდა. საზოგადოებასთან თითქოს ხიდი ჩაგვიტყდა, თუმცა ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. სოციალურ ფონზე - ზოგიერთს ხმალი დაუჟანგდა, ხელები ექავებათ და უნდათ, ის ძველი ტაშფანდურები გააღვივონ, არა მარტო „ნაცებმა“. სააკაშვილი თავის თავს ატყუებს, ჩვეულებრივი მშიშარა კაცია, უნდა ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს. რამდენიმე განვითარებულ სახელმწიფოსთან ვმუშაობთ, რომ ქართველები ლეგალურად, ევროპული ხელფასებით დასაქმდნენ. ვთვლი, რომ 2020 წლის არჩევნებში შედეგი იოლად მისაღწევია. სიცრუეს და ლანძღვას წესიერი კაცი არ ინატრებს, ეს ვუთხარი გია ჟორჟოლიანსაც და ბექა ნაცვლიშვილსაც. არ შეიძლება, გახლეჩილ საზოგადოებაში ვიმყოფებოდეთ წლების განმავლობაში. კრიმინალი რაღაც ნაწილშია გაზრდილი, აქ საზოგადოების ჩართულობაც უნდა იყოს, მარტო პოლიცია ვერ უშველის. მედიაზე - ეს მდარე სერიალები და მდარე გადაცემები - ლამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე განგაში ავტეხოთ. სირცხვილია, ზოგადად, რომ დღეს ჩვენი ერი ამ დღეშია, მაგრამ ეს არ არის „ქართული ოცნების“ და პირადად ივანიშვილის ბრალეულობა. „ქართუ ფონდი“ მიიღებს დაფინანსებაში მონაწილეობას და უნდა აღორძინდეს ქართული კინოწარმოება. ის დიდი რესურსი, დიდი ძალისხმევა, რაც ისტორიულად გვქონდა ქართველებს, რომ ვიზრუნოთ სამშობლოზე, დღეს ცოტა შესუსტებულია. მოსამართლების საკითხზე ყოფილი თანაგუნდელების პოზიციაზე - კითხვები აღარ არსებობდა, მაგრამ ისინი ვერ წყნარდებოდნენ, უფრო სწორედ არ წყნარდებოდნენ. სოციალ-დემოკრატების მიერ გუნდის დატოვებაზე - ეს არის ევროპული კლასიკური ვარიანტი იმისა, რომ დატოვო გუნდი, როდესაც იდეოლოგიაზე ვერ თანხმდები. რამაზ საყვარელიძე - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ მოულოდნელ ელემენტებს ნაკლებად შეიცავდა. ლევან გოგიჩაიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ სწორედ მისი დამსახურებაა, სასამართლო სისტემაში მოძალადე მოსამართლეები რომ არიან. გუბაზ სანიკიძე - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს 22:00 საათზე უკვე აღარ სძინავს, ან თუ სძინავს, ცუდ სიზმრებს ნახულობს. გია ხუხაშვილი - ივანიშვილი პოლიტიკურ დეპრესიაშია. რომან გოცირიძე ივანიშვილის ინტერვიუზე - ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს და ყველამ ზურგი აქცია. ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე გაბრაზებულია იმიტომ, რომ ვერ გაგვაჩუმა. ვინ ჩაწერა ზარდიაშვილი სიაში? თავად ბიძინა ივანიშვილმა გასცეს ამაზე პასუხი.

      ჟვანიას ვარსკვლავი - სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. მამუკა ბახტაძე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო. მამუკა ბახტაძემ და ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება განიხილეს. PACE-ს თავმჯდომარე - მინდა მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობას ძალიან დიდი გზის გავლა, რომელიც ევროინტეგრაციით დასრულდება. პრემიერი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან მინდა ვუთხრა ოს და აფხაზ მოქალაქეებს - ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება - თქვენთან ერთად მოიაზრება. ანსამბლმა „რუსთავმა“ ევროსაბჭოში „ჩაკრულო“​​ შეასრულა. მამუკა ბახტაძე - ჩემი დღევანდელი გამოსვლა ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩემი ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას. PACE-ს წევრი ფრანკ შვაბე მამუკა ბახტაძისგან კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდა. მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს დეპუტატის კითხვაზე დემოკრატიასთან დაკავშირებით - საქართველო სრული დემოკრატიაა, თუმცა გვესმის, რომ არის ხარვეზები და გვსურს ეს ხარვეზები გამოვასწოროთ. მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე - მსურს, 20 წლის შემდეგ გავიმეორო ზურაბ ჟვანიას სიტყვები: მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი. ჯერ ისევ ვართ გატაცებების, წამებისა და მკვლელობის საფრთხის წინაშე - არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია. რუსეთი ცდილობს სრულად წაშალოს ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება. მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის კითხვაზე - 600 000 მოქალაქისთვის სესხის დაფარვას ამომრჩევლის მოსყიდვასთან კავშირი არ აქვს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მამუკა ბახტაძეს - ჩაგიტარებიათ თუ არა ოდესმე გამოძიება აფგან მუხთარლის გატაცებაზე? პასუხად - აფგან მუხთარლის საკითხი ძალიან სენსიტიურია. რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და კოორდინაცია აზერბაიჯანელ კოლეგებთან. გამოძიება მიმდინარეობს და მე გავაკეთებ შეფასებას, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება. გიორგი კანდელაკი - პრემიერის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლით იმედგაცრუებული ვარ - მისი პასუხები კი იმდენად სუსტი იყო, რომ მე ვიგრძენი თავი არაკომფორტულად. თამარ ჩუგოშვილი - პრემიერის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას დასმული აქცენტები იყო ძალიან სწორი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მამუკა ბახტაძეს - შეგიძლიათ დაგვარწმუნოთ, რომ მომავალში საქართველოში არჩევნებზე დარღვევებსა და ძალადობას ადგილი არ ექნება? ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მამუკა ბახტაძეს - ჩვენ შეშფოთებული ვართ ვანო მერაბიშვილის საქმით, როგორ იქნება ეს საკითხი გადაწყვეტილი? პასუხი - რაც შეეხება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ საკითხს. მერაბიშვილი დაპატიმრებულია რამდენიმე კრიმინალური საქმის გამო და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გამოავლინა დარღვევა ერთ კონკრეტულ ეპიზოდში. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობას უწევს ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და ჩვენ რა თქმა უნდა, ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ნება მომეცით განვმეორდე - მერაბიშვილი დაპატიმრებულია, რამდენიმე კრიმინალური საქმის გამო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მამუკა ბახტაძეს - შეგიძლიათ პირობა დადოთ, რომ ია კერზაიას ტრაგიკული შემთხვევა ზედმიწევნით იქნება გამოძიებული? პასუხი - რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ადამიანური ტრაგედია იყო. მსურს მივუსამძიმრო ია კერზაიას ოჯახის წევრებს. ამავე დროს, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს ამ ტრაგედიას. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება უპასუხებს ყველა რელევანტურ შეკითხვას ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

      სამშენებლო საქმე - „ცენტრ პოინტის" საქმის „მიონის" ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდა. მაგრამ თავად მაია რჩეულიშვილი არ გამოცხადდა. მაია რჩეულიშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პროკურორი - მაია რჩეულიშვილისა და ქეთევან ჟორდანიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვქონდა.

      ჩინური ბაზარი - მინისტრის მოადგილე - აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე გავიდეს.

      სიტყვების კონტროლი კონსტიტუციაში - კოალიცია „განათლება ყველასათვის-საქართველო“ კანონიდან სიტყვის „ლიბერალური“ ამოღებასთან დაკავშირებით პარლამენტის განათლების კომიტეტს მიმართავს.

      ნეშთის დნმ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ხელისუფლებას მიმართავს, ბათუმში აღმოჩენილ რეპრესირებულთა ნეშტებს დნმ-ს ანალიზი ჩაუტარდეს.

      კამერები 4 მილიონად და მერიის სირცხვილები - მერია ავტობუსის ზოლებსა და ველობილიკებზე ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟებაზე 4 მილიონს დახარჯავს. კახა კალაძე - ამდენი ხნის განმავლობაში რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ, სირცხვილია. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს დღეს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ. კახა კალაძე - ბიბლიოთეკებში მძიმე მდგომარეობაა, ადამიანს არანაირი სურვილი არ გაუჩნდება იქ მივიდეს და წიგნი წაიკითხოს. თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ამოყირავებული მანქანების მონუმენტები დამონტაჟდა დროებით, თვის ბოლომდე - მიზეზი, იარე ნელას შეხსენებაა.

      ანაზღაურების რეგულირება - მერია ავტობუსის ზოლებსა და ველობილიკებზე ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟებაზე 4 მილიონს დახარჯავს.

საზღვარგარეთულები:

      არჩევნების გაუქმება - რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას არ გამორიცხავს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 115

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters