დღეს 9 აპრილია და დღის ყველა ამბავი 9 აპრილის გარშემო ტრიალდებდა - ამ დღის გახსენებით, შეფასებებით, თანამედროვე პარალელებით. მეორე ამბავი იყო ბიძინას ეპისტოლარული ჟანრი და მედიაჟი დაბრუნება. ასევე პრეზიდენტის სასახლის კიდევ ერთი ახალი ბედი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 აპრილი, 2019/

      საიუბილეო თავისუფლება - 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. მსოფლიოს დედაქალაქებში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. დედაქალაქში მდებარე 6 ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი მიენიჭება. მამუკა ბახტაძე - ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა. კახა კალაძე - ჩვენ გვეამაყება ეს დღე, მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, რა მნიშვნელობა აქვს 9 აპრილს. ლევან იზორია - 9 აპრილი არის თავისუფლებისა და თვითმყოფადობისთვის თავგანწირული ბრძოლის გამოვლენა. სლოგანით - „მადლობა თავისუფლებისთვის", მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. როს უილსონი - აშშ სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნებისთვის. დავით ზალკალიანი - ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, რომლებმაც თავი დადეს 9 აპრილს, ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. მაია ცქიტიშვილი - უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს ქვეყნის თავისუფლებას, ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ზაალ უდუმაშვილი - სად იყო ბიძინა ივანიშვილი, როცა 9 აპრილის დღეებში, აქ ხალხი თავისუფლებისთვის იბრძოდა? ზვიად ძიძიგური - ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა სწორედ 9 აპრილს დაღუპული გმირების წყალობით ვართ. ზაალ უდუმაშვილი - 9 აპრილი არის დღე, რომელმაც დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა. ნინო ლომჯარია - 9 აპრილი შეგვახსენებს, რამხელა მსხვერპლი დაუჯდა ქართველ ერს დამოუკიდებლობის მოპოვება. „დიდება და მადლობა გმირებს“ - ამ მოწოდებით ქუთაისში 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შეიკრიბნენ. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ზუგდიდში, 9 აპრილის გმირების მემორიალთან თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. პატრიარქმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ლიეტუვას საელჩო 9 აპრილზე - ლიეტუველებისათვის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად ნაცნობია, რადგან მასაც მოუწია მსხვერპლის გაღება თავისუფლებისთვის. სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი უკომენტაროდ დატოვა და მოგვიანებით სასახლეში ისაუბრა - სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს დროშის გულისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე „დასდო“. პრეზიდენტი - რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი და უძლიერესი იარაღი. სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის გამართულ მიღებაზე გამოსვლისას 9 აპრილს დაღუპული 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის გვარი არასწორად წაიკითხა. მიღებაზე არ იყვნენ მიწვეული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახის წევრებიც. ავლაბრის სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა 9 აპრილს დაღუპული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ. მისი თქმით სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ჩამოთვლისას მისი შვილი არ უხსენებია: "ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ...ჯერ ერთი, დაგვიძახეს, სკამი არ იყო, რომ დავმჯდარიყავი. პუტჩისტები ჰყავდათ დამჯდარი იქ. მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ იყო რაზე დამიძახეს მე, ვინ ვარ? მე არავინ არ ვარ. მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ და საერთოდ არავინ არ ვარ და ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენა. - ლაშა ჟვანია 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამის მიერ ღონისძიების პროტესტის ნიშნად დატოვებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ხატია მოისწრაფიშვილი - 9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა, რომ დღევანდელ ღონისძიებას დასწრებოდა. 9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის დედა პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებაზე - სად უნდა ვილაპარაკო იმდენი, რომ მთელი დღე გამორთული ან დაკავება მქონდეს ტელეფონზე?! სალომე ზურაბიშვილი - მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ „სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს. „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს. დავით ბაქრაძე - დღევანდელი დღე არის ერთიანობის, თავისუფლებისა და ტკივილნარევი სიამაყის დღე. დედოფლისწყაროში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა სულებს პატივი მიაგეს. კახა საბანაძემ პოლიციელებს, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები დაიცვეს, თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი ქობულია - ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყანაში და არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ ეს 9 აპრილს დაღუპულთა გმირობის შედეგია. დუბლინსა და ჟენევაში 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სლოვაკეთში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა. ნოდარ ნათაძე - ზვიად გამსახურდიამ დატოვა რეფერენდუმით დამოწმებული დამოუკიდებლობა. ილია მეორე - ვგრძნობდი, რომ 9 აპრილის ღამეს ხალხი არ დამიჯერებდა - როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე კი ყველამ ერთად დაიყვირა - არა! პატრიარქი - უნდა გავითვალისწინოთ, ვის ვებრძვით, უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი არ დაგინდობს - მეტი სიბრძნე გვმართებს.

      ბიძინასეული სიახლეები - მამუკა ბახტაძე - ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის წერილში აქცენტები ძალიან სწორად არის დასმული. ლევან იზორია - მივესალმები ბიძინა ივანიშვილის წერილის პათოსს, რომ გარკვეული პრინციპების გარშემო უნდა შევძლოთ კონსოლიდაცია. კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილის წერილში ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული. შალვა შავგულიძე ბიძინა ივანიშვილის წერილზე - ეს ცინიზმია, არ არის გულწრფელი ნათქვამი და ამას ქართული საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს. ვახტანგ ძაბირაძე - ბიძინა ივანიშვილი გაერთიანებაში გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებაში თვითონ უნდა დარჩეს, დანარჩენებმა კი მხარი უსიტყვოდ და უპირობოდ დაუჭირონ. ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებზე - ამ ადამიანებს გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, ღია კარის მტვრევით წავიდნენ. ბიძინა ივანიშვილი - ეკა გიგაური 2013 წელს საჯაროდ წერდა, რომ ყველა მოსამართლე უვადოდ უნდა იყოს არჩეული, დღეს კი ნახეთ, რა დღეშია. ყოფილ თანაგუნდელებზე - მეექვსე წელს გაახსენდათ სასამართლო, რომ თურმე სასამართლო არ ვარგა და ასეთი სასამართლო მათ არ აწყობთ, სად იყვნენ დარჩენილი დრო?! როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ზოგიერთისგან იყო მცდელობა, რომ დაგვერბია სასამართლო და პროკურატურა, როგორც ეს ქნა სააკაშვილმა, მაგრამ არც ამის რესურსი იყო და არც ამის ნება. სასამართლოში რომელ კლანზე საუბრობენ?! რას შფოთავენ ჩვენი გუნდის წევრები ან სხვები?! მურუსიძე, ჩინჩალაძე - ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათგან მართული „ენჯეობისგან“. ბესელიას, ფოფხაძის და გოგიჩაიშვილის მაგივრად შემრცხვებოდა.

      საქართველოს საზღვრებსგარე ამბები - მეზღვაურები ლიბიაში - დავით ზალკალიანი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურები დავიხსნათ. მამუკა ბახტაძე 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. თურქეთში საქართველოს ელჩი მსოფლიო პატრიარქს შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნატო-ში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა.

      სკოლის დირექტორის საქმე - მარიამ ჯაში - ყველა პოლიტიკურ ძალას ვთხოვ, რომ ტრაგედია, რომელიც ია კერზაიას და მის ოჯახს უკავშირდება, მაქსიმალურად იყოს დაშორებული პოლიტიკური პროცესებისგან.

      ბიზნესის პრეზიდენტი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობას სოსო ფხაკაძე დაიკავებს.

      პრეზიდენტის ავლაბრული სასახლე, საცერემონიოდ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმებით პრეზიდენტის ყოფილი სასახლე სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა. ლაშა ჟვანია - ავლაბრის რეზიდენციის ძირითად ნაწილში, რომელსაც სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ერქმევა, მაღალი დონის სტუმრების მიღება გაიმართება. ავლაბრის სასახლის არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი - პრეზიდენტის სასახლის შენობა ქართული კულტურის ცენტრი უნდა გამხდარიყო და არა ცერემონიების სასახლე. ფიქრია ჩიხრაძე - პრეზიდენტის სასახლე მენანება იმისათვის, რომ იქ სახელმწიფო არ იყოს წარმოდგენილი. ირაკლი კობახიძე - ავლაბრის სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით და მისი მთავარი ფუნქცია იქნება ხალხის მომსახურება. დავით ბაქრაძე - დღეს მივიღეთ ორი სასახლე, სახელმწიფო ინახავს ორივეს და აქედან ერთ-ერთის ფუნქცია არის სრულიად გაურკვეველი. ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ყოფილი შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში კულტურული ცენტრი განთავსდება. გია ნოდია ავლაბრის სასახლეზე - იმის გამო, რომ სააკაშვილმა გამართა შენობა, გაარემონტა და გაატარა რამდენიმე წელი, ჩაითვალა, რომ ეს შენობა დაწყევლილია. კონსტანტინე გამსახურდია - მოხარული ვარ, რომ ავლაბრის სასახლემ რაღაც ფუნქცია მიიღო და არ გადაკეთდა საბანკეტო დარბაზად ან სპორტსკოლად. ანა დოლიძე - პრეზიდენტის სასახლის ისტორია „ოცნების“ მმართველობის მახასიათებელია - ამბობ ერთს, ფიქრობ მეორეს, აკეთებ მესამეს, შემდეგ ამასაც ცვლი.

      ჟვანიას ვარსკვლავი - სტრასბურგში ევროსაბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება, რომელზეც დაიტანენ ფრაზას: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

საზღვარგარეთულები:

      ონიანი ციხიდან - რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

      არჩევნები ისრაელში - ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

      ტრამპის ადმინისტრაცია - მაიკ პომპეო - ტრამპის ადმინისტრაცია გენერალ ყასემ სულეიმანის ტერორისტად მიიჩნევს.

      ირანი ამერიკაზედ - ირანის პრეზიდენტი - ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ტერორიზმის გავრცელებაში მთავარ როლს თამაშობს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 183

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters