საარჩევნოდ მოჩხუბართა კლუბები, შესყიდვები და დირექტორის იმპიჩმენტი

      როგორც ჩანს დღეს ჩუხბის და აყალმაყალის, დაპირიპირებების და ხმამაღალი კამათების, განსაკუთრებული პროტესტების და უნდობლობების დღე იყო. ყველა ყველას ურტყამდა და ამით იცავდა საკუთარ პოზიციებს. ამ არეულობაში იმპიჩმენტის, შესყიდვების ანაკლიის ამბებიც გამოჩნდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 აპრილი, 2019/

      არჩევნებამდე თვეზე მეტია და ჩხუბები დაიწყო ზუგდიდში - გიგი უგულავა - არჩევნები ივანიშვილის სახლში მშვიდობიანად გასტუმრებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ზუგდიდის არეულობა - ზუგდიდის პოლიციასთან ვითარება დაიძაბა. ზუგდიდში დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ აქტივისტს ბრალი წაეყენა, მეორე-გათავისუფლდა. მაია ცქიტიშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრების დაკავებაზე - ეს არ არის ოპონენტების დევნა - ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე. რომან გოცირიძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე - პოლიტიკური დევნა გრძელდება - ველოდებით სიურპრიზებს. ანი წითლიძე - ყველაზე კომიკური და სასწაული ის არის, რომ ზუგდიდში ჩვენს მიერ გამოძახებულმა პოლიციამ ჩვენვე დაგვაკავა. ცესკო-ს თავმჯდომარე ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ წევრების დაკავებაზე - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ინციდენტი საარჩევნო- საკამპანიო ღონისძიებაზე არ მომხდარა. ლევან ხაბეიშვილი - „ოცნების“ მერობის კანდიდატი ზუგდიდში არც სასიძოდ უნდა არავის, არც თამადად ირჩევენ - “წესიერი, საყვარელი, ბუნჩულაა და ლოყებზე ვუჩქმეტ”, ეს რა ლოგიკაა. დავით მათიკაშვილი - ზუგდიდში სამართალდამცავები შესაბამისი წესით მოქმედებდნენ. ლევან ნატროშვილი - მნიშვნელოვანია, ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების დაკავების საქმეზე გამოძიება ისე წარიმართოს, რომ კითხვები არ დარჩეს. გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში, პოლიცია და „ქართული ოცნების“ აქტივისტები მონაწილეობდნენ. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე - პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. თამარ ჩუგოშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავებაზე - ჩემი გასარჩევი არ არის, პოლიციამ რა ზომა უნდა გაატაროს კონკრეტულ შემთხვევაში. ზუგდიდში დაკავებული მანუჩარ ჩხეტია ზუგდიდის პოლიციის უფროს ირაკლი ფაცაციას პროვოკაციაში ადანაშაულებს. ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე - მანუჩარ ჩხეტიამ დაკავების შემდეგ, პოლიციის სამმართველოშიც განაგრძო სამართალდამცველებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. სანდრა რულოვსი - მანუჩარ ჩხეტიას პროცესზე პოლიციელი ტყუილს ტყუილზე ამბობდა და თავის თავს ეწინააღმდეგებოდა. სანდრა რულოვსი - დაგვყვებიან გადაცმული პოლიციელები, პროვოკაციაზე მოდიან და გვიშლიან ხელს.

      მთის ფაკულტეტი - სტუ-ს რექტორი - მთის ფაკულტეტზე სასწავლო პროგრამები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შემუშავდება.

      ანაკლიის პორტი - მაია ცქიტიშვილი - მზად ვართ ანაკლიის პორტის ინვესტორებთან შესახვედრად, ამჟამად თარიღზე მიდის მოლაპარაკება. მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტის ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს კომპანია white&case, რომელიც მთავრობამ ინვესტორებთან მოლაპარაკებებში დასახმარებლად დაიქირავა. "ანაკლია სითის" აღმასრულებელი დირექტორი - საერთაშორისო ინსტიტუტებმა, რომლებიც მზად არიან განახორციელონ ინვესტიციები, მოთხოვნები წამოაყენეს, რომელსაც სახელმწიფო განიხილავს.

      ოცნების წასვლები - მაია ცქიტიშვილი ჯიშკარიანისა და შაქარიშვილის „ქართული ოცნებიდან“ წასვლაზე - ეს არ არის პარტიის დაშლა.

      დირექტორის იმპიჩმენტი - ბორდის ორმა წევრმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. „ნაციონალური მოძრაობა“ - ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის დირექტორზე მიზანმიმართულ თავდასხმას ვგმობთ. აჭარის ტელევიზიის ბორდის თავმჯდომარის განცხადებით, ბორდის წევრების მიერ დასმულ საკითხებს განიხილავენ და შემდგომ ტელევიზიის დირექტორს მოუსმენენ. აჭარის ტელევიზიის დირექტორი - ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი.

      სახელმწიფო შესყიდვები - ლევან რაზმაძე - დავების საბჭოში ხშირია მომართვიანობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არასწორად ვმოქმედებთ, პირიქით, ნდობის ხარისხია ამაღლებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე - ჩვენ უამრავი საშუალება გავაჩინეთ, რომ მორგებული ტენდერები არ იყოს. მაია ცქიტიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის დახმარება სახელმწიფო შესყიდვების სრულყოფის ნაწილში.

      კირკიტას საქმე - გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

      ცოლ-ქმრის ჩხუბიო - ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ხმაურის გამო სხდომათა დარბაზში მყოფი მოქალაქეების გაძევება მოითხოვა. ბათუმის საკრებულოში დაპირისპირების შედეგად დაშავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ ბათუმის საკრებულოში დეპუტატებს შორის ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე - „ნაცმოძრაობა“ სხდომის ჩასაშლელად დიდი ხანი ემზადებოდა - დღეს ძალიან მომზადებულები მოვიდნენ და გააკეთეს ის, რაც მოხდა. ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული, ბათუმის საკრებულოს წევრი - ირაკლი პატარიძემ დედაზე შეიგინა და ხელი დამარტყა. ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი - მინდა ტერენტი გრანელს ბოდიში მოვუხადო, რომ დღევანდელი საღამო არ გამოვიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი.

      ნახევარმილიონიანი კომპენსაცია - პრეზიდენტის ადმინისტრაციას სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების კომპენსაცია ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა.

      მარნეულის ფრთა - მარნეულში მერობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი - მარნეულიდან დავიწყებთ ოლიგარქის დამარცხებას. გოკა გაბაშვილი სასამართლო პროცესზე - გიგი უგულავა მთელი დღე ახდენდა მარნეულში ორგანიზებას, რომ კონფლიქტი არ მომხდარიყო. ხათუნა გოგორიშვილი - მარნეულში სხვებიც ვიყავით და ეს არავის გახსენებია, გიგი უგულავას წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესი მიდის.

      700 ლარიანი ღებვა - „ალმას“ დირექტორი - ტაქსების თეთრად გადაღებვა და ავტომანქანაზე თეთრი ფირის გადაკვრა ჩვენი კომპანიის მხრიდან ერთი და იგივე თანხით - 700 ლარით დაფინანსდება. სატენდერო პირობებში ერთადერთი ცვლილება შევიდა, თუ აქამდე გავცემდით ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერს, ახლა გავცემთ ღებვა-დასტიკერების და ქიმწმენდის ვაუჩერს. სხვა ყველაფერი - თანხა, პროცედურა, ვადები უცვლელი რჩება. 1 მანქანის გადაღებვა ან დასტიკერება ჩვენი ვაუჩერით 700 ლარი ჯდება. დღეის მდგომარეობით, ღებვა-დასტიკერების 138 ვაუჩერია გაცემული, საიდანაც განაღლდებულია 21 ვაუჩერი. ასევე განაღდებულია ქიმწმენდის 22 ვაუჩერი“, - განაცხადა გიორგი ტრაპაიძემ. კომპანია „ალმას“ დირექტორი - მოესწრება თუ არა ტაქსების გადაღებვა ან თეთრი ფერის ფირის გადაკვრა 1-ელ ოქტომბრამდე, ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ.

საზღვარგარეთულები:

      მანდატები - ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ისრაელის პარლამენტში 36 მანდატს მიიღებს. მამუკა ბახტაძემ ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

      მარად კიმი - ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ ისევ კიმ ჩენ ინი აირჩიეს.

      ასანჟი ციხეში - როგორც ქველინიუსში წერდნენ - ასანჯი დააკავეს. დიმიტრი პესკოვი - ჯულიან ასანჟის დაკავება მედიის თავისუფლების იდეალებთან წინააღმდეგობაში მოდის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 157

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: აპრილი 13, 2019||2:00pm

რამდენიმე დღის უკან, სწორედ იმ დღეს, გაფიცვა რომ მოაწყვეს, ტაქსს დავემგზავრე თბილისისკენ. ახლა გეტყვი სინამდვილეში ამ ვაუჩერების ამბავსო - პირველმა მე ავიღე ვაუჩერი და სიტუაცია არის ასეთიო. 

ვაუჩერში წერია, რომ მე უნდა ვიპოვო „მალიარი“, შემდეგ ამ „მალიარმა“ საკუთარი ხარჯებით უნდა შემიღებოს მანქანა თეთრად. შემდეგ, მე, მღებავი და ჩემი მანქანა მივდივარ კომპანია „ალმაში“ რომელიც ადასტურებს რომ მანქანა ნამდვილად თეთრი და ამ დასტურის ნიშნად, ჩემს მალიარს კომპანია უხდის შვიდას ლარს. სად ვიპოვო მე 700 ლარიანი მალიარი, საკუთარი ხარჯებით რომ შემიღებოს ამხელა მანქანა?

George: აპრილი 13, 2019||2:31pm

ვფიქრობ რომ ვისაც არ სურს მანქანის გადაღებვა არაერთ ამაზე უფრო სატირალ ამბავს მოყვება, მოგვიანებით *საწყალი მალიარებიც* შეურთდებიან :

".. იყო არაიყო რა ცხოვრობდა ერთი საწყალი მალიარი ( იმდენად საწყალი რომ ფუნჯით ღებავდა - კომპრესორის ფული არ ქონდა).. ბოროტმა ნაიბმა კი უბრძანა * შეღებე ოთხთვალა 700 დრაჰკანად, თორემ როცა ჩამოვა მდიდარი ვაჭარი ნიუ-ბაღდადიდან მეეტლეს აეროპორტიდან შოროპნამდე 20 ოქროს თუმანს არ გადაუხდის და შენს შვილებსაც მოწუწნიკის მაგივრად მხოლოდ ჩუპა-ჩუპსის ცელოფანები ღა შერჩება.."  

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters