პენსიები და ფინანსები დეპუტატების წინაშე, ნარკოტიკების სიძვირე, წიგნის და ჭიაკოკონობის დღეები

      გუშინდელთან შედარებით საინფორმაციო თემები ცოტა გაიშალა რამდენიმე მიმართულებით. ცხადია, ყველაზე ხმაურიანი ამბავი ბოლო დღეებიდან ისევ მეინსტრიმშია - პანკისის ხეობაში მომხდარ არეულობას ვგულისხმობ. მაგრამ ამ თემის გარდა, კიდევ იყო რადენიმე საკითხი - ნარკოტიკების მძიმე ხვედრი, საპენსიო რეფორმა, ფინანსთა მინისტრი პარლამენტარების წინაშე და სხვა წვრილ-მსხვილ-შიდა-გარე ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 აპრილი, 2019/

      პანკისის გამოხმაურებები - თინა ხიდაშელი პანკისში ჰესის მშენებლობაზე - რატომ აიტკიებდა ასე თავს ხელისუფლება, ვინმეს კერძო ინტერესი რომ არ ყოფილიყო, ვინც ხელისუფლებისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია?! ირაკლი სესიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აცხადებს, როგორ შეიძლებოდა პანკისში სპეცრაზმის შეყვანაო, როცა ცეცხლითა და მახვილით ოჯახებს აწიოკებდნენ. რატი იონათამიშვილი - პანკისში სამართალდამცველებმა მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს. თამარ ჩუგოშვილი - პოლიციელებზე თავდასხმა, მათი ქონების განადგურება და ჯანმრთელობის დაზიანება დაუშვებელია, ამას არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს. გიორგი ტუღუში - უნდა გაანალიზდეს, რამდენად იყო პროპორციული ის ძალა, რომელიც პოლიციელებმა პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს. ელენე ხოშტარია - გიორგი გახარიას ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს და გასცეს ყველა კითხვას პასუხი. კახა კალაძე - ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება, მარტივად რომ ვთქვა, ქვეყნის მტერია. ირაკლი ლექვინაძე - არ აქვს მნიშვნელობა სად ხორციელდება ჰესის პროექტი, ინვესტორის უფლებები დაცული და გარანტირებული იყოს. კახა კალაძე - ყოველთვის, როცა პანკისში ჩავდიოდით, მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა - სუფრის გაშლით დაწყებული, ძმაკაცობით დამთავრებული. როს უილსონი პანკისის მოვლენებზე - გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება ამ რეგიონში.

      ნარკოტიკები ძვირია - ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ლევან ჯიბღაშვილი - დიდი მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის, ბოდიშს ვუხდი ოჯახს და საზოგადოებას. დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს. ადვოკატი - ლევან ჯიბღაშვილი ეთანხმება წარდგენილ ბრალს.

      წიგნის დღე - დღეს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება. პრემიერ-მინისტრმა წიგნის მსოფლიო დღე წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცა. ქეთევან ციხელაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა სოფელ ტირძნისში საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცეს.

      ჭიაკოკონობის საკანონმდებლო აკრძალვა - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

      მიწის დაცვა - „თავისუფალი საქართველო“ - მიწა უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს.

      მპარავი ფეისბუკი - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - მოსახლეობას ვაფრთხილებ, გახშირებულია პერსონალური მონაცემების მოპარვის ფაქტები, განსაკუთრებით სოციალური მედიის საშუალებით.

      საპენსიო რეფორმა - ზურაბ ჭიაბერაშვილი - საზოგადოება აღშფოთებულია იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ძალით შეათრია მათ მიერ მოგონილ დაგროვებითი პენსიის ხაფანგში. საპენსიო სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, საპენსიო სისტემა საჯარო სექტორში მომუშავე 2 712-მა და კერძო სექტორში მომუშავე 433-მა ადამიანმა დატოვა. რომან გოცირიძე - საპენსიო ფონდი არ უნდა გადაიქცეს ბიუროკრატიულ დაწესებულებად, მილიონები არ უნდა ხარჯონ ოფისებსა და ფუფუნებაში. საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭო ერთ თვეში ან თვენახევარში ამოქმედდება. რომან კაკულია - დაგროვებითი საპენსიო სისტემა ქვეყნის განვითარების კარგ სცენარზე აწყობილი პროექტია - ჩვენ ყველანი ერთად ვრისკავთ. ლევან სურგულაძე - ყველაფერს ვახორციელებთ გეგმით, კანონში არ წერია არანაირი ვადები არც საინვესტიციო საბჭოს შექმნაზე და არც ინვესტიციების დაწყებაზე. რომან გოცირიძე ლევან სურგულაძეს - თქვენ, მუქთა ფულის სამჭედლო ყოფილხათ კომერციული ბანკებისთვის. გიგა ბოკერია საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს - უფრო ლოგიკური არ იყო, ჯერ რისკების გადაზღვევის მექანიზმი შეგექმნათ და მერე წაგერთმიათ ხალხისთვის ფული? ლევან სურგულაძე - 2 წელში საპენსიო დანაზოგების სახით მილიარდნახევარს, 6 წელში კი, 5 მილიარდამდე ლარს ველოდებით. საპენსიო სააგენტომ წელს რეკლამაზე 9 ათასამდე ლარი დახარჯა.

      გაჭირვების ოჯახების აღწერა - დავით სერგეენკო პრეზიდენტის მოწოდებაზე - გაჭირვებული ოჯახების აღწერა მთელი ამ წლების განმავლობაში ისედაც მიმდინარეობდა. სიღარიბე ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

      გარემოს მცველი ომბუდსმენი - პრემიერის ინიციატივით, ქვეყანაში „გარემოსდაცვითი ომბუდსმენის” ინსტიტუტის შემოღება იგეგმება.

      ფინანსთა მინისტრი პარლამენტარების წინაშე - ივანე მაჭავარიანი გიგა ბოკერიას - „ლეიბორისტულ პარტიაში“ გადადით, გაქვთ შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები და ეს თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ. ზურაბ ჭიაბერაშვილი ფინანსთა მინისტრს - რამ შეგაშინათ ბატონო ვანო? ივანე მაჭავარიანის განცხადებით, „ომეგასთან“ მიმართებაში დასმული კითხვა პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული. ივანე მაჭავარიანი ეკონომიკურ ზრდაზე - ჩვენი მიზანია, მინიმუმ პროცენტ ნახევარი, ორი პროცენტით მეტად გავიზარდოთ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს - ხელისუფლებამ მოახდინა საფინანსო სისტემის რეკეტი და ივანიშვილმა ამაში კაპიკებიც კი არ გადაიხად. ფინანსთა მინისტრი ოპოზიციას - მე რომ თქვენნაირი პოპულისტი ვიყო, ვიტყოდი, რომ თქვენ დროს საგადასახადო ტვირთი 12-დან 24 პროცენტზე ავიდა, მაგრამ არ ვარ პოპულისტი. ფინანსთა მინისტრი - კობა გვენეტაძესა და ჩემს მიდგომებს შორის სხვაობა ის არის, რომ ის ამბობს - 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში, მე ვამბობ, 12-მდე დატოვეთ. რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს - ვალდებული ხართ დეპუტატს გასცეთ პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია გამოიყენოს შესაბამისი სანქციები. ივანე მაჭავარიანი რომან გოცირიძეს - თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა. ივანე მაჭავარიანი „ომეგას“ წარმომადგენელს - კაპიკის გადამხდელი რომ არ ხართ, ამიტომაა, რომ ამ ყველაფერს იგონებთ - სახელმწიფო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“.

საზღვარგარეთულები:

      შრი-ლანკას ტერაქტები - შრი-ლანკაში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა. გამოძიების ვერსიით, შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტები ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმაზე პასუხია. შრი-ლანკაში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

      მომთმენი სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილი - ვიდრე პოროშენკო პრეზიდენტია, სასაზღვრო სამსახურისგან სხვა პასუხს არც ველოდი - არაუშავს, ცოტას კიდევ მოვითმენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 862

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters