ამოტრიალებული ავტომობილები ავარიების სამახსოვროდ, მაჩალიკაშვილის კომისია და ზვიადის პარლამენტი, ხანძრის მეორე დღე

      დღის ამბებშიშედარებით მრავალფეროვანი თემები გაიშალა - იყო თბილისის და ტაქსების თემა, ასევე წიგნის ჩუქებისა და განათლებია ამბებიც, მაჩალიკაშვილმა საპარლამენტო კომისია მოითხოვა, კონგრესს საქართველოთი დაინტერესება ეტყობოდა და პარლამენტის ამბებიც მრავლად იკითხება. ასევე შსს-მ რამდენიმე სტატისტიკა და საავარიო ნიუსიც დადო.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 აპრილი, 2019/

      ამბები თბილისის გარშემო - ტაქსის მძღოლების განცხადებით, თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ტაქსის მძღოლების განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკურ თამაშებში არ აყვებიან. კამპანია, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული მანქანების ინსტალაციები დამონტაჟდა, შსს-მ განახორციელა. ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა დევნილთა კიდევ ერთ დასახლებაში მოწესრიგდა. ნათია თურნავა ავტოსადგურების ლიცენზირებაზე - ვმსჯელობთ, როგორ იქნას დაცული უსაფრთხოების წესები, მოითხოვს თუ არა ეს ლიცენზირებას, მოგვიანებით გადავწყვეტთ.

      წიგნის ჩუქების დღე - მიხეილ ბატიაშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ინიციატივას უერთდება, რომ 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდეს. 20-23 აპრილს „ქარვასლაში“ წიგნის დღეები გაიმართება.

      მაჩალიკაშვილის კომისია - პარლამენტში მყოფი მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, დეპუტატებმა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დროულად განიხილონ. მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუძლოდ გახდა. ომბუდსმენი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე - გარკვეული დროის გასვლის შემდგომ თუ არ გვექნება პასუხები, შემდგომ უნდა იმსჯელოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული დეპუტატები მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ. თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტმა შესაძლოა, მიმდინარე კვირას განიხილოს.

      კონგრესის საქართველო - ირაკლი კობახიძე - ორპარტიული მხარდაჭერა, რომლითაც აშშ-ს კონგრესის პოლიტიკა ხასიათდება, ნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა საიმედოა. კონგრესმენი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ძლიერი პარლამენტი ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და მეც ვეთანხმები. ამერიკელი კონგრესმენი - კარგად გვესმის, რა ღირებულებები გააჩნია საქართველოს და რასთან უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს და გააძლიეროს დემოკრატია. დავით ბაქრაძე - კონგრესმენების მხრიდან მაღალი დაინტერესება იყო შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის, როგორ ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. ირაკლი სესიაშვილი - აშშ საქართველოს გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორია და ლოკომოტივი ქვეყანა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

      შსს ამბები - გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში. შსს ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს. გიორგი გახარია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე - თუ რამე მემუქრება ამას თვალს გავუსწორებ. კახა კალაძე - ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. გიორგი გახარიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე კომპრომისის დაშვება ამ მანკიერებასთან გამკლავებას შეუძლებელს გახდის. მაია ცქიტიშვილი - სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს, რომ როგორც გზებზე უსაფრთხოება, ასევე საგზაო მოძრაობის წესები ყველამ დავიცვათ. 2018 წლის განმავლობაში, ე.წ. ჭკვიანი კამერებით 1 191 646 სამართალდარღვევა გამოვლინდა. მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება.

      ბზის ჭრის პრობლემა - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბზის უკანონოდ მოჭრისგან თავი შეიკავონ.

      ზვიადის დარბაზი - პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

      ვენეციური დასკვნის საჯარო განხილვა ანუ მოსამართლეების თემა - მმართველი გუნდი მოსამართლეების არჩევის წესზე ვენეციის კომისიის რეკონდაციების განხილვას ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გეგმავს. პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე კანონპროექტს სახალხო დამცველის მოსმენის შემდეგ უყრის კენჭს. ოთარ კახიძე უმრავლესობას - ივანიშვილი მურუსიძის ადვოკატად მოგვევლინა, იზიარებთ თუ არა იმ მოსაზრებას, რომ გირგვლიანის საქმეში დამნაშავე იყო არა მურუსიძე, არამედ შავგულიძე? ოთარ კახიძე - ველოდები, როდის შემოგვთავაზებენ ვერსიას, რომ ვენეციის კომისია ოპოზიციური გახდა და ისაუბრებენ შეთქმულების თეორიაზე. ვენეციის კომისია - იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პროცედურებიდან უნდა გამოირიცხოს. ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას ახლა ძალიან უჭირს, მაგრამ მათ მოუწევთ ვენეციის კომისიის დასკვნას გაუსწორონ თვალი. ვენეციის კომისია - მოსამართლეების დანიშვნის პროცესში საჭიროა, რომ თავიდან იყოს აცილებული ინტერესთა კონფლიქტი და მისი შთაბეჭდილებაც კი. ვენეციის კომისია - მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა საკვალიფიკაციო გამოცდა გაიარონ, უნდა გადაიხედოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს. ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დასკვნაზე - ეს არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის. ეკა გიგაური - გაუგებარია, რას აღიქვამენ ვენეციის კომისიის პოლიტიკურ რეკომენდაციებად, მაშინ როდესაც თავად კომისია არ მიჯნავს ამ ნიშნით თავის რეკომენდაციებს. სულხან სალაძე - ვენეციის კომისიის დასკვნა კიდევ ერთი არგუმენტია ჩვენს სასარგებლოდ, რომ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოება მართლი იყო.

      ქართულენოვანი წირვა მინსკში - მინსკში, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში ქართულ ენაზე პირველად შესრულდა ღვთისმსახურება.

      ანტიენჯეოშნიკური ჯვაროსნული ლაშქრობა - სალომე სამადაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობა“ გამოაცხადა.

      ენერგეტიკის მცველი - ენერგოომბუდსმენი - ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან მოხმარებული ელექტროენერგიის არასწორად გაანგარიშება სისტემური ხარვეზია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. გასულ წელს გაზის აფეთქებისა და მხუთავი აირისაგან მოწამლვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შესაბამისი რეგულაციების და მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობით აიხსნება. მწვავე პრობლემად რჩება წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება.

      გათავისუფლებულების კომპენსაცია - პრესსპიკერის განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებულ 63 თანამშრომელზე გაცემულმა კომპენსაციამ 436 500 ლარი შეადგინა.

      არჩევნები - სანდრა რულოვსი - იმედი მაქვს, რომ ზუგდიდელები მხარს დამიჭერენ - აქედან დავიწყოთ საქართველოს გამარჯვება.

      ტაძარი პარლამენტის ეზოში - “ქართული ოცნების“ დეპუტატი პარლამენტის ეზოში ტაძრის აშენების ინიციატივით გამოდის.

საზღვარგარეთულები:

      მეორე დღე პარიზის ღმრთისმშობლის ტაძრის ხანძრიდან - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია. ემანუელ მაკრონი - ჩვენ ერთად აღვადგენთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს. ფრანგი მილიარდერის ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს. ფრანგი მილიარდერების, არნოების ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციაზე 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად საუკეთესო სპეციალისტების გაგზავნა შესთავაზა. ნინო ბურჯანაძე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარზე - განცდა მქონდა, რომ ჩემი სახლი იწვოდა. პარიზის პროკურატურა - არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი განზრახ გააჩინეს. ხატია მოისწრაფიშვილი - მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ხელისუფლება განსაზღვრავს, რა ტიპის დახმარება ესაჭიროება, შესაძლებელია იმაზე ფიქრი, საქართველოს რა ფორმით შეუძლია დახმარება.

      უკრაინის არჩევნები - გამოკითხვის თანახმად, ვლადიმერ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს 47%-ით უსწრებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 63

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

Qwelly World

free counters