გამსახურდიას დაბადების დღეს, დამოუკიდებლობის მემორანდუმის დღეს, საქართველო ხელისუფლება და ოპოზიცია 5 პუნქტიან დოკუმენტზე ვერ შეთანხმდნენ. დღე ამ ნეგატივით დაიწყო, მაგრამ დილის ყველაზე ცუდი ამბავი ბოლო დროის ერთ-ერთი დიდი მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების ნიუსი იყო. ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსმა იმსხვერპლა. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია- დადასტურებული შემთხვევა - 281761, ბოლო დღე-ღამეში - 616, გამოჯანმრთელებული - 273167, ბოლო…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 31, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღის მთავარი ამბავი ჯერ არ დასრულებულა. ვიდრე მოლაპარაკებების მაგიდა შეიკრიბებოდა, იქამდეც მთავარი ამბავი იყო, შეიკრიბა და ჯერ კიდევ მისკენ არის ყველა საინფორმაციო პორტალის მზერა მიმართული - როდის მორჩება და რომ მორჩება, რას იტყვიან, რა შედეგით დასრულდება ეს ამბავი. პარალელურად, კოვიდი გარბის, ვაქცინები მოდის, მსურველი ბევრია - აცრილი ცოტა. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია- დადასტურებული შემთხვევა - 281145, ბოლო დღე-ღამეში - 673,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 30, 2021 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღევანდელი დღე მოთელვა იყო მოლაპარაკებების წინ. მედიატორი ცალ-ცალკე პარტიებს შეხვდა და უკვე დღის ბოლოს დაანანონსა, რომ ხვალ დადებს დოკუმენტს - მოაწერენ ხელს, ხომ კარგი, არადა ჩემი ფეხი აღარ იქნება აქო. მთლად ასე არ უთქვამს, მაგრამ მგონი მაგის თქმა უნდოდა. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია- დადასტურებული შემთხვევა - 280472, ბოლო დღე-ღამეში - 171, გამოჯანმრთელებული - 272601, ბოლო დღე-ღამეში - 382, გარდაცვლილი - 3765, ბოლო დღე-ღამეში - 14;…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 29, 2021 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქარტეხილები გველოდება, როგორც გადატანით, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით - იმიტომ, რომ ხვალიდან, 27 მარტიდან, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ორშაბათს მედიაციის ახალი რაუნდი იწყება და კვლავ დანიელსონი უმსაჯებს გუნდებს. დღის მთავარი თემაც ეს იყო, ასევე უკვე შემოსული ფაიზერის ვაქცინა და რიგი აცრის მსურველთათვის. არის ერთი საჭირო ინფორმაციაც, პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილის მფლობელები დაჯარიმდებიან.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 26, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ავტოკეფალიის აღდგენის დღე. ქვეყნის მთავარი ამბავი კი 40K ვაქცინიდან, მხოლოდ მეათედი გვაქვს ათვისებული. საერთაშორისო გამოხმაურებებიდან კი შიდა დაპირისპირებები და სათავისოდ ამოჭრილი ტექსტები იყო. კოვიდპანდემია საქართველოში - დადასტურებული შემთხვევა - 279027, ბოლო დღე-ღამეში - 399, გამოჯანმრთელებული - 271278, ბოლო დღე-ღამეში - 356, გარდაცვლილი - 3732, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის რეჟიმში - 262. დოლარის ფასი ლარში - 3.3473.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 25, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჯერ კიდევ გუშინვე ცხადი იყო, რომ მთელი დღე სენატორების გუშინდელ გამოსვლებს დაუკავშირდებოდა. განცხადებები, მართლაც დღის მთავარი განსახილველი თემა იყო, ამას დაემატა ევრო-კომისრების დასკვნები და მთელი დღე მხოლოდ ჩვენი ევროპულ-ამერიკული მხარე ისმოდა. ვაქცინაცია პრობლემაა, ამიტომ შეიძლება საყოველთაო გახდეს. კოვიდპანდემია საქართველოში - დადასტურებული შემთხვევა - 278628, ბოლო დღე-ღამეში - 450, გამოჯანმრთელებული - 270922, ბოლო დღე-ღამეში - 254,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 24, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წვიმიანი დღეები გრძელდება. სულ ბოლო ცნობებით, ამერიკის სენატში საქართველოს საკითხზე მსჯელობენ სენატორები. ჩვენთანაც დღის მთავარი ამბავი, დანიელსონის განმეორებით ვიზიტის დაანონსბა იყო - ახალი და მორიგებებზე. კოვიდ ვაქცინაცია გრძელდება კურიოზული ამბებით. კოვიდპანდემია საქართველოში - დადასტურებული შემთხვევა - 278178, ბოლო დღე-ღამეში - 528, გამოჯანმრთელებული - 270668, ბოლო დღე-ღამეში - 299, გარდაცვლილი - 3714, ბოლო დღე-ღამეში - 4; კარანტინის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 23, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვაქცინაცია ახალ ეტაპზე გადადის. ახლა უკვე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 65 წელს ზევით ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ხდება ხელმისაწვდომი. რა ამის პასუხია და გახარია პოლიტიკაში ბრუნდება, პრინციპში - არც წავსულვარო ამბობს, მხოლოდ გადავდექიო. კოვიდპანდემია საქართველოში - დადასტურებული შემთხვევა - 277650, ბოლო დღე-ღამეში - 242, გამოჯანმრთელებული - 270369, ბოლო დღე-ღამეში - 396, გარდაცვლილი - 3710, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 22, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
რაც არ უნდა ბევრს ელოდეთ შეთანხმებას, ამ საქმიდან არაფერი გამოვაო. დაახლოებით, ამ განწყობითვე დატოვა საქართველო ფასილიტატორმა დანიელსონმა. აქციებიც ანონსდება და მომავალი „საქმის გარჩევებიც“ ვაქცინაციის შედეგად ანაფილაქსიურ შოკის შედეგად გარდაიცვალა ახალგაზრდა ექთანი. რაც შეეხება კორონავირუსის სტატისტიკას - დადასტურებული შემთხვევა - 276796, ბოლო დღე-ღამეში - 360; გამოჯანმრთელებული - 269626, ბოლო დღე-ღამეში - 242; გარდაცვლილი - 3683, ბოლო…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 19, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დათბა. დათბა ბუნებაშიც და ყველა იმედიანადაა რომ დათბება პოლიტიკაშიც. პირველი დღის მერე, პრემიერის შეხვედრებს ქართული გამოხმაურებები მრავლად მოყვა როგორც ოპოზიციაში, ასევე მართველ პარტიაში. დღეს მათი შეკრება მაგიდის გარშემო კიდევ ერთხელ გაიმართა მაგრამ კონკრეტული შედეგები არ ჩანს. პრემიერ ღარიბაშვილს კი ახალი ტრიბუნები დაუთმეს და ახალმა ლიდერებმა უმასპინძლეს. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 276067, ბოლო დღე-ღამეში - 382;…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 17, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
აცრები გრძელდება, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობა არ შეინიშნებაო - მეტიც, აქტიურობას გვიწუნებენ კიდეც ეპიდემიოლოგები - ექიმები პასიურობენ. ოპოზიცია აქტიურობს და შეთანხმებების შესრულებაზე საუბრობს. მთავრობა ევროპაშია და ევროპამ გვითხრა, როგორმე მორიგდითო, არჩევნები კი თავისუფალი იყოო. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 275685, ბოლო დღე-ღამეში - 537; გამოჯანმრთელებული - 268693, ბოლო დღე-ღამეში - 128; გარდაცვლილი - 3658, ბოლო…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 16, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვაქცინაცია დაიწყო. პირველი აცრები საჯარო, პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადაიცემოდა როგორც ღირსშესანიშნავი მოვლენა. ქვეყანა ჯერ კიდევ პოლიტიკურ ვექტორებს და პოლიტიკურ ურთიერთობებს ალაგებს, რაშიც კვლავ ევროპელები გვეხმარებიან და უფრო მეტ დახმარებას გვპირდებიან, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით - მედიაციას, მედიატორის ფუნქციას შევითვისებთო, გვთავაზობენ. ამასობაში, მომდევნო დღეებში ისევ დაცხებაო, ამბობენ სინოპტიკოსები. კორონავირუსის სტატისტიკა -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
1 ღამეც უვაქცინოდ და ხვალ უკვე საქართველოს ვაქცინა ექნება. როდის დაიწყება ან კიდევ უფრო მთავარი - როდის მორჩება ვაქცინაცია ჯერ არ ანონსდება, მაგრამ მთავარია ვაქცინიანების რუკაზე მოვინიშნებით. ქვეყნის შიგნით დასალაგებლად კიდევ ჩამოვიდნენ დოპლომატ(იან)ები და პოზიცია-ოპოზიცია-ნეიტრალებს შეხვდნენ. მინისტრი ისევ იწონებს ნამახვან ჰესს და კალაძე კვლავ თავდაჯერებულია. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 274377, ბოლო დღე-ღამეში - 332;…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 12, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც იქნა კარგი ამბავი შეგვიძია დავპოსტო - ნიკოლოზ ბაზილაშვილმა, საქართველოს სახელით, როჯერ ფედერერი დაამარცხა. ქვეყნის შიგნით კი ამბები კვლავ ოპოზიციასთან ურთიერთობების დალაგებას ეხება, ამ კვირაში დასაწყებ ვაქცინაციას და მთავარი ხმაური - „ტვ პირველში შეჭრა უნდათ!“ თუმცა, არავინ არსად შეჭრილა და როგორც პროკურატურა ამბობს, არც შეიჭრება. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 274045, ბოლო დღე-ღამეში - 395; გამოჯანმრთელებული -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 11, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გამოდარება არ შეგვარგო ბუნებამ. 11 მარტიდან მოსალოდნელია თოვა, ქარბუქიცო იტყობინება გარემოს ეროვნული სააგენტო. დღის ამბებში ბერას ინტერვიუ აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ასევე ოპოზიციასთან ურთიერთობები განსაკუთრებით საევროპოდ. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 273650, ბოლო დღე-ღამეში - 513; გამოჯანმრთელებული - 267111, ბოლო დღე-ღამეში - 96; გარდაცვლილი - 3613, ბოლო დღე-ღამეში - 12; კარანტინის რეჟიმში - 243. დოლარის ფასი ლარში -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 10, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დათბა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი გაზაფხული იგრძნობოდა დღეს, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ამ დათბობას ვირუსებიც თან ახლავს. დღე შსს მინისტრის დღე იყო პარლამენტში, ასევე პლებისციტისა და არჩევნების, ნამახვანი ჰესისა და ერგნეთის საუბრების. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 272262, ბოლო დღე-ღამეში - 390; გამოჯანმრთელებული - 266253, ბოლო დღე-ღამეში - 172; გარდაცვლილი - 3563, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის რეჟიმში -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 5, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახალი პრემიერის პირველი განკარგულებები ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ვაქცინაციის მიმართულებით. ოპოზიცია ისევ ქუჩაშია და პოზიციასთან ერთად 6 პუნქტიანი გეგმა-ვალდებულებების შესახებ საუბრობს. არჩევნები თუ პლებისციტი? ესეც დღის კითხვაა. ამინდი კი 5-6 მარტს გამოკეთდება, 20 გრადუსამდე დათბება, ხოლო 7 მარტიდან კვლავ გაუარესდებაო. ვაქცინა ისევ არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 271872, ბოლო დღე-ღამეში - 133;…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2021 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
ჯერ იყო და ევროპა საქმეს ალაგებდა და ყველაფერი მოლაპარაკებისკენ მიდიოდა, მაგრამ მერე განცხადებები გაკეთდა და ყველაფერი აირია - დღეს დაანონსებული აქციების სერია გაგრძელდა და დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. ასევე დაგვიანებული და თითქის ჩვენამდე არ მოსული ვაქცინაცია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 271379, ბოლო დღე-ღამეში - 461; გამოჯანმრთელებული - 265686, ბოლო დღე-ღამეში - 163; გარდაცვლილი - 3532, ბოლო დღე-ღამეში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 2, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ესეც გაზაფხული. იმედით, ვაქცინისა და გამოკეთების მოლოდინით მოსული გაზაფხული, თუმცა ჯერ-ჯერობით, საინფორმაციო ამბებში მსგავსს ვერაფერს ვკითხულობთ. ამინდმა, ძლიერი ქარია მოსალოდნელიო, პოლიტიკურ არეულობის დასალაგებლად კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოიგვევლინა და ოფიციალური შეხვედრების პირველსავე დღეს ოპოზიცია-პოზიციის ამბავი მოაგვარა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 270918, ბოლო დღე-ღამეში - 160; გამოჯანმრთელებული -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 1, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 1, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ეს ორი დღე ისევ აცივდებაო, წვიმებიც იქნება, სეტყვა-ქარბორბალაც, ჭექაც და ქუხილიც. მოკლედ, ზაფხული დაიწყო და ცხელი ივლისიც, „ამერიკაში“ ქართველების ჩხუბით გაიხსნა - გუშინ იჩხუბეს, დღეს განიხილეს. პარლამენტარი და ტელევიზიის დამფუძნებელი პირდაპირ საელჩოში დაეტაკნენ ერთმანეთს - კადრები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ცხადია, მთელი დღე ამ თემას დაეთმო. ასევე საფრანგეთის ელჩის განცხადებას წასვლაზე და ევროპული აგიტაციის დახვედრას რეგიონებში. ლარის ამბავი - 1…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ნატომ მოსაწვევები დააგზავნა, მაგრამ არც კი უფიქრია ჩვენთვის გამოეგზავნა - შვედეთი და ფინეთი არიან მიწვეულები ჩახო-ში გასაწევრიანებლა. ნატოს სამიტზე ჩვენი პრემიერიც იმყოფებოდა და დღის ამბებში ეგეც აქტუალური იყო. ცხადია ოცნება ხმაურიანად დატოვო და მეორე დღეს მეინსტრიმი არ მიიღო, არ გამოდის - ასე მოხდა სამ დეპუტატსაც. დღეს ასევე აქტუალური იყო უკრაინაში ომი და მესა პეტრეს ტაძარში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9289 ლარია.…
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
C. J. Uzomah went toward Twitter toward chat in excess of the Cincinnati Bengals' Director of Rehabilitation and Efficiency, Nick Cosgray. "My gentleman acquired me again towards my Achilles problems in the direction of include the least difficult period of my occupation Isaiah Prince Jersey. "Uzomah was sidelined for 14 online games previous period with an Achilles harm, and disregarded highest of the year. Yet he arrived back again inside of 2021 towards background vocation highs within…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The 2022 NFL offseason is made up of now been the craziest a single in just existing memory, quite possibly at any time. This offseason is made up of been total of the equilibrium of electrical power transforming, trades and currently unheard of monster contracts. Several franchises comprise devoted towards heading all-inside of, and the unforgiving pendulums of standards are within comprehensive swing. There seems to be towards contain been a recognizable transfer within just staff…
გაგრძელება
© 2022 George.
•