წვიმიანი დღეები გრძელდება. სულ ბოლო ცნობებით, ამერიკის სენატში საქართველოს საკითხზე მსჯელობენ სენატორები. ჩვენთანაც დღის მთავარი ამბავი, დანიელსონის განმეორებით ვიზიტის დაანონსბა იყო - ახალი და მორიგებებზე. კოვიდ ვაქცინაცია გრძელდება კურიოზული ამბებით. კოვიდპანდემია საქართველოში - დადასტურებული შემთხვევა - 278178, ბოლო დღე-ღამეში - 528, გამოჯანმრთელებული - 270668, ბოლო დღე-ღამეში - 299, გარდაცვლილი - 3714, ბოლო დღე-ღამეში - 4; კარანტინის რეჟიმში - 203. დოლარის ფასი ლარში - 3.3343.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 20 903 ტესტი ჩატარდა. 4 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმოს წარმომადგენელი 27 წლის ექთანზე - ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა - ანაფილაქსიის შესამცირებლად ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია. თამარ გაბუნია - დღევანდელი მდგომარეობით 4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი არის აცრილი. კითხვის ნიშნები, რამდენად იყო ანტიშოკური პირობები ახალციხის კლინიკაში, არ არსებობს. ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში. მესამე ტალღის რისკი, განსაკუთრებით ახალ შტამებთან მიმართებაში, არის საკმაოდ მაღალი. რეგულაციები, რომელიც ბიზნეს-გარემოში ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის არის, გადახედვას არ ექვემდებარება, რადგან ეპიდემიურ რეჟიმში ცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს. გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ახალ ჯგუფს - 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებსაც მისცენ. ვაქცინების დოზები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ - ეს იქნება სიგნალი „კოვაქსის პლატფორმისთვის“, რომ დამატებითი დოზების მოწოდება შეუფერხებელი იყოს. 25 მარტიდან, მედიცინის მუშაკებსა და 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ. პენიტენციური სამსახური - ექთანს კორონავირუსზე ტესტი 18 მარტს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხის შემდეგ, იმავე დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი კი 20 მარტს დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ძირითადად ეს „ბრიტანული შტამია“. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რომელთა აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა. ჯანდაცვის მინისტრი - უკუჩვენება რომ ყოფილიყო, ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები ისევ დაწესდეს. ჯერჯერობით არ გვაქვს მიღებული რეკომენდაცია, რომ ვაქცინაციამდე სავალდებულოა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება, შესაბამისად, მედპერსონალი მიჰყვება დადგენილ სტანდარტებს. საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს. კორონავირუსის ახალი შტამის 50 შემთხვევა მესამე ტალღის დასაწყისს არ ნიშნავს, თუმცა, დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, საყურადღებოა.
გახარიას პოლიტიკა - დავით ჭიჭინაძე - გიორგი გახარია დამოუკიდებელ მოთამაშედ წარმოუდგენელია. მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ გიორგი გახარიას იმისგან გასხვავებული ხედვები ჩამოუყალიბდა, რაც მანამდე ქვეყანაში მისი მეთაურობით ხორციელდებოდა. სერგი კაპანაძე გიორგი გახარიაზე - არ მჯერა, რომ დამოუკიდებელი ფიგურა იქნება, ისევ ივანიაშვილის გამოხატულებად დარჩება - ძალიან ბევრ მძიმე კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. სალომე სამადაშვილი - ვერ ვხედავ, რომ გიორგი გახარიას დიდი პოლიტიკური პოტენციალი აქვს.
მოლაპარაკებების კიდევ ერთი ცდა - ლევან ბოძაშვილი - მაქვს ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ასოცირების დღის წესრიგის შეჩერებაზე დაიწყეს საუბარი - თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, ასოცირების პროცესს პრობლემა შეექმნება. დავით სერგეენკო - საკუთრივ დანიელსონი მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. სალომე სამადაშვილი - შედგება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება დანიელსონის დაბრუნების შემდეგ, მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული. დეპუტატი გიორგი ამილახვარი ტყუილს უწოდებს ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომ მედიატორების წარდგენილი წინადადებები „ქართულმა ოცნებამ“ „გააცამტვერა და შინაარსი დააკარგვინა“. მიხეილ სარჯველაძე - აბსოლუტურად ვერ დაგეთანხმებით, რომ ოპოზიციასთან შეთანხების ვერმიღწევის მიზეზი იმ მხარესაა, რომელსაც ხელისუფლება წარმოადგენს. გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ მოლაპარაკებები ჩაშალა და სურდა, ქუჩაში დაეწყო საქმიანობა, მაგრამ მათ ევროკავშირმა სიურპრიზის სახით დანიელსონის ვიზიტი დაუანონსა. გრიგოლ გეგელია - თუ მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდება, ამას შეუქცევადად ნეგატიური ეფექტი ექნება ევროინტეგრაციაზე, ასოცირების ხელშეკრულების გამოყენებაზე. თენგიზ ფხალაძე - კიდევ ერთი შანსი გვეძლევა, რომ ევროკავშირის გამოწვდილ ხელს ღირსეულად ვუპასუხოთ. ხათუნა ლაგაზიძე - მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირის პრესტიჟი და მათი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები სასწორზე დგას - ველოდები, რომ გარდა წინადადებათა პაკეტისა, კონკრეტულ ბერკეტებსაც აამოქმედებენ. ლევან იოსელიანი - ევროკავშირი ასე მარტივად არ დაგვანებებს თავს - ორივე მხარეს აიძულებს, რომ შეთანხმება შედგეს. სერგი კაპანაძე - ევროკავშირი ცდილობს „ქართულ ოცნებას“ მეორე შანსი მისცეს. ალეკო ელისაშვილი - გაგვიმართლა და ქვეყანას ჰყავს მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ - მოლაპარაკება შეთანხმებით უნდა დასრულდეს და არა იმით, რომ ვიღაცამ ვიღაცა დაჯაბნოს. გიგი უგულავა - დანიელსონი ბრუნდება, რადგან აქვს, ალბათ, კეთილგონიერების იმედი, რომელიც ვერ დაინახა “ქართული ოცნების” რიგებში პირველ ჯერზე - ევროკავშირში ყველაფერს იზამენ, რომ პოლიტიკური რეპუტაცია გადაირჩინონ. კახა კახიშვილი - როდესაც ამბობ, არაფერს დავთმობო, ამას მოლაპარაკება არ ჰქვია, ჰქვია ულტიმატუმებით საუბარი - ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ პოლიტიკური პროცესები გადავიდეს პარლამენტში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პარლამენტის წინაშე - თეა ახვლედიანი - ვაგრძელებთ ოკუპაციასთან და მის სავალალო შედეგებთან ბრძოლას. საქართველოს მთავრობამ უმაღლეს დონეზე უკვე მრავალჯერ გამოხატა დეპოლიტიზირებულ საკითხებზე პირდაპირი დიალოგისთვის სრული მზაობა. 2019-2020 წლებში ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტების რაოდენობა გასამმაგდა. შევქმენით უნიკალური შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებისთვის, სტატუს-ნეიტრალური რეგისტრაციის საფუძველზე, ჩაერთონ ეკონომიკურ ურთიერთობებში გამყოფი ხაზების ორივე მხარეს. პანდემიის მიუხედავად ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის საჭირო მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება. მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი დიალოგისთვის მზად არის და თბილისი არ პასუხობს. მინდა, ყველას, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, შევუთვალო დიდი მოკითხვა და მზადყოფნა, რომ საკითხები მშვიდობიანად, საერთო ჩართულობითა და ენერგიით მოვაგვაროთ.
NDI - გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36% კი ცუდად. გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა ეფექტურია. გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 25%-ს კი მიაჩნია, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. შალვა პაპუაშვილი - NDI-ის კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობა დაღლილია იმ პარტიული კინკლაობით, რომლითაც დაკავებულნი არიან ოპონენტები. გამოკითხულთა 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა. ალეკო ელისაშვილი NDI-ის კვლევაზე - ლოგიკურია, პარლამენტი არის ერთგან, პოლიტიკური პროცესი მეორეგან, ხალხი მიტოვებულია პრობლემებთან. გია ვოლსკი - მთავარ თემას მივაქციოთ ყურადღება, "ქართული ოცნების" მიმართ საზოგადოების ნდობა გაცილებით მეტია, ვიდრე მთელი ოპოზიციური გაერთიანების მიმართ. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40%-სთვის მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, „ქართულ ოცნებას“ – 23%, „ნაცმოძრაობას“ კი - 7% ასახელებს.
მეწყერსწავლა - გერმანელი ექსპერტი - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც მეწყერის გამოა მიღებული, მათ შორის მოძრაობის ბლოკირებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორია და უნდა შენარჩუნდეს. თეა გოდოლაძე - მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყერი დინამიკაშია მოსული, რომელიც დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს. ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარედ, ნალექის დროს სამშენებლო სამუშაოები გაჩერდება.
აშშ-ის საელჩო - შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა “ასტრაზენეკას” ვაქცინა გაიკეთა. ანგელა მერკელი - ჩვენ ახლა, არსებითად, ახალ პანდემიაში ვართ, ბრიტანული მუტაცია დომინანტური გახდა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 801 და გარდაცვალების 24 შემთხვევა დაფიქსირდა. Bloomberg - ისრაელში მოსახლეობის 50.6% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა.
დონალდ ტრამპი - ამერიკაში თავისუფალი პრესა აღარ არსებობს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია