ავტოკეფალიის აღდგენის დღე. ქვეყნის მთავარი ამბავი კი 40K ვაქცინიდან, მხოლოდ მეათედი გვაქვს ათვისებული. საერთაშორისო გამოხმაურებებიდან კი შიდა დაპირისპირებები და სათავისოდ ამოჭრილი ტექსტები იყო. კოვიდპანდემია საქართველოში - დადასტურებული შემთხვევა - 279027, ბოლო დღე-ღამეში - 399, გამოჯანმრთელებული - 271278, ბოლო დღე-ღამეში - 356, გარდაცვლილი - 3732, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის რეჟიმში - 262. დოლარის ფასი ლარში - 3.3473.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 25 638 ტესტი ჩატარდა. 10 ადამიანი გარდაიცვალა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა 14 ათას ადამიანზე გადანაწილდება. გაუკეთდებათ თუ არა ვაქცინის მეორე დოზა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირველი დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდებათ, ჯერჯერობით უცნობია. ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ მოქალაქეებისთვის ვაქცინის გაკეთება, რომლებსაც კორონავირუსი შესაძლოა, უსიმპტომოდ ჰქონდეთ გადატანილი და ამის შესახებ არ იციან, საფრთხეს არ წარმოადგენს. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, რომელი შტამით ინფიცირებული პაციენტი რომელ კლინიკაში მკურნალობს. არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება. მოქალაქეები „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას 30 მარტიდან შეძლებენ. თამარ გაბუნია - ვებ-გვერდზე, რომელზეც მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, „ასტრაზენეკასთან“ ერთად „ფაიზერის“ ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება. „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად სამედიცინო დაწესებულებებში მზაობაა და მედპერსონალიც გადამზადებულია. „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებითი დოზების სწრაფად მიღებას არ ველოდებით. „ფაიზერის“ და ასტრაზენეკას“ ვაქცინების შემთხვევაში გარანტირებული ხარისხი გვაქვს. 65 წელზე ზემოთ ასაკის მოქალაქეების მხრიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებით „დიდი აქტიურობა“ ამ დროისთვის არ შეინიშნება. ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, რომ საკანონმდებლო გარემო ფარმაცევტულ ბაზართან მიმართებაში საფუძვლიანად გადაიხედოს. წერტილოვანი შეზღუდვები დღის წესრიგში დადგება, თუ რომელიმე რეგიონში ეპიდემიური სურათი იქნება სარისკო - ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც გადავიტანეთ. ამირან გამყრელიძე - კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერც იქნება. ლუგარის ლაბორატორიის მიერ, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის სისხლის ნიმუშის კვლევა რამდენიმე მეთოდოლოგიით მიმდინარეობს. 65 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის ფანჯარა გაიხსნა, ნახევარ საათში 110-მდე ადამიანი დარეგისტრირდა, თუმცა შემდგომ იკლო. ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, „ფაიზერით“ ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, გართულებები ჰქონდეს. ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიასთან ეფექტურმა ბრძოლამ მოგვცა საშუალება, უფრო ადრე გაგვეხსნა ქვეყანა საერთაშორისო მოგზაურებისთვის.
საერთაშორისო გამოხმაურებიდან შიდა პარტიულ დამბებამდე - დავით ზალკალიანი გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე - დოკუმენტი ფოკუსირებულია ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, საქართველო პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა. ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კომპრომისული ნაბიჯები აშკარაა, მაშინ როცა მეორე მხრიდან გვესმის, რომ ისინი კომპრომისად მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიჩნევენ. იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. კუბილიუსი - ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ. კუბილიუსი ნატალია საბანაძეზე - ვფიქრობ აიძულეს, რომ გადამდგარიყო. შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირების თაობაზე ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. გურამ მაჭარაშვილი - კელი დეგნანი გამბედაობისკენ მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ვერ გაბედეს და თავი ვერ დააღწიეს იმ ბულინგს, რაც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“. ირაკლი ქადაგიშვილი - კომპრომისის ჟამი დღეს უკვე ოპოზიციას უდგას. გიგა ბოკერია - თუ ბოლომდე შეტოპავენ, მათი ცხოვრება პოლიტიკურ ჯოჯოხეთად იქცევა. დავით ზალკალიანი - ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეთ, ეს პირველ რიგში, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას ვახდენთ, საჭიროა, პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის მიერ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. ალეკო ელისაშვილი - ქართველ პოლიტიკოსებს მოლაპარაკების მაგიდა მკლავჭიდის დაფა ჰგონიათ, სადაც მოწინააღმდეგეს აუცილებლად უნდა გადაუგრიხო ხელი. ალეკო ელისაშვილი - სენატში რაც ითქვა, ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ სათავისოდ თარგმნეს. ლევან იოსელიანი - ოპოზიციაში მოინახება ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც პარლამენტში შემოვა და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. გიგა ბოკერიას შეფასებით, ამ სიტუაციაში, 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევა არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობაა. ბადრი ჯაფარიძე - თუ „ოცნება“ გააგრძელებს დესტრუქციულ მიდგომას დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადებების მიმართ, ცხადია, ჩვენ მშვიდობიან მანიფესტაციებს გავაგრძელებთ. ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციური ჯგუფები უნდა დადგნენ საკუთარ თავზე მაღლა და გამოვიდნენ ვიწროპარტიული ინტერესებიდან. მამუკა ხაზარაძე - ჩვენ მოვისმინეთ კონგრესმენების და სენატორების განცხადებები, ასეთი მკაცრი და მკვეთრი შეფასება დიდი ხანია ხელისუფლების მიმართ არ ყოფილა. თუ ყველა პუნქტი, რომელიც მიშელმა და დანიელსონმა ჩამოაყალიბა არ შეთანხმდა, ცალ-ცალკე ნებისმიერ ინიციატივას პერსპექტივა არ გააჩნია. სერგი კაპანაძე - კუნთების ჩვენება, ჩვენი პარტნიორების გაფრთხილებების იგნორირება და აქეთ დამუქრება, ქვეყანას მიიყვანს კატასტროფამდე და გადაჩეხავს მათ შორის „ოცნებასაც“. ლევან იოსელიანი - „ნაცმოძრაობის“ ლოგიკა მესმის, მათ ხელს აძლევს, 5%-იანი ბარიერი, მაგრამ სხვისი არა - იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან. იაგო ხვიჩია - თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, შეიძლება მერე რუსები მოვიდნენ.
ავტოკეფალიის დღე - ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ეკლესიის გამორჩეული წარმომადგენელი არის ჩვენი პატრიარქი, რომელიც 40 წელზე მეტია, გამორჩეული ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს სამშობლოს. არჩილ თალაკვაძე - საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მონაპოვარია, რომელიც ყველას გვაერთიანებს.
მეწყერი - ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყრულ ზონასთან აქციის დროს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ანა დოლიძე პოლიციაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე მივიდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი - ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული ნაპრალების გამო, სამშენებლო სამუშაოები უნდა შეჩერდეს. მერაბ გაფრინდაშვილი ვაშლიჯვრის ფერდობზე - დამცავი ღონისძიების გასატარებელი პროექტის კორექტირება მოხდება და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. დროებითი წინაღობა, მიწის მასების მოჭრა და გატანა - რას გეგმავს მერია მეწყრულ ზონაში.
ანიტა vs თეა - წულუკიანი - ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მე "პატიმარი" ვარ, მან FB-ზე "გამასამართლა"
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.64%-ია.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 257 და გარდაცვალების 18 შემთხვევა დაფიქსირდა. ბილ გეითსი - მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს, კორონავირუსის ვაქცინების წყალობით, 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დაუბრუნდეს. Bloomberg -აშშ-ში ვაქცინაცია 130 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა, ჩინეთში - 82 მილიონს, ევროკავშირში კი - 60 მილიონზე მეტს. რუსეთში კორონავირუსის 9 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 393 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში, კორონავირუსის 1 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია