დღის მთავარი ამბავი ჯერ არ დასრულებულა. ვიდრე მოლაპარაკებების მაგიდა შეიკრიბებოდა, იქამდეც მთავარი ამბავი იყო, შეიკრიბა და ჯერ კიდევ მისკენ არის ყველა საინფორმაციო პორტალის მზერა მიმართული - როდის მორჩება და რომ მორჩება, რას იტყვიან, რა შედეგით დასრულდება ეს ამბავი. პარალელურად, კოვიდი გარბის, ვაქცინები მოდის, მსურველი ბევრია - აცრილი ცოტა. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია- დადასტურებული შემთხვევა - 281145, ბოლო დღე-ღამეში - 673, გამოჯანმრთელებული - 272899, ბოლო დღე-ღამეში - 298, გარდაცვლილი - 3773, ბოლო დღე-ღამეში - 8; კარანტინის რეჟიმში - 263. დოლარის ფასი ლარში - 3.4118.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 30 მარტი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - მოქალაქეებს „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დღეიდან შეუძლიათ. აჭარაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 30 751 ტესტი ჩატარდა. 8 ადამიანი გარდაიცვალა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ვაქცინაციის ჩატარებას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ. თუ ყველა მოქალაქის, მათ შორის, ტურისტების მხრიდანაც დაცული იქნება რეგულაციები, რაც დღესაა შენარჩუნებული, ეპიდვითარების მართვას შევძლებთ. ამ ეტაპისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ განიხილება. „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის სურვილი ამ დროისთვის 10 000-ზე მეტ ადამიანს აქვს გამოხატული. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ეს რაოდენობა მაინც არასაკმარისია. ეპიდსიტუაცია ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამწუხაროდ, უარესდება. ქვეყანაში მალე ჩინური, „სინოფარმის“ ვაქცინა შემოვა. კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. მთავრობა კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლების ჩართვაზე ინფორმაციას ავრცელებს.

      მოლაპარაკებების ევროპული მაგიდა - შვედეთის ელჩი - სრულად ვუჭერ მხარს საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. დევიდ კრამერი და იან კელი ერთობლივ წერილში - საქართველო ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას - აშშ-მა უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე. ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოში „პრობლემის წყაროთა ნაწილს“ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლება განმუხტავდა. ჯინ შაჰინი - იმედი მაქვს „ქართული ოცნება“ მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა, ასევე იმედი მაქვს, „ნაცმოძრაობა“ გააანალიზებს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში. ირაკლი ქადაგიშვილი - სურვილი მაქვს, ყველა კომპრომისისკენ გადმოიხაროს, მაგრამ თუ ასე არ იქნება, მუშაობას იმ პარტიებთან გავაგრძელებთ, ვისაც აქვს ხედვა საქართველოს მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე. სალომე სამადაშვილი - დოკუმენტზე, რომელიც მაგიდაზე დაიდება, პრინციპული პოზიციები გვაქვს - ჩვენ არ ვაპირებთ ფუჭი დაპირებები, ან შეფუთული სიცარიელე გავატაროთ როგორც რეფორმის დაპირება. ლევან იოსელიანი - ველოდები, რომ თუ ყველა არა, ნაწილი მაინც ხელს მოაწერს შეთანხმებას და მათ პარლამენტში ვიხილავთ. სერგო ჩიხლაძე - 5-ვე პრინციპული საკითხი უნდა იყოს დოკუმენტში და ყველა ამ საკითხზე ველოდებით მედიატორის შემოთავაზებას. სალომე სამადაშვილი - არასასურველი შედეგი დღეს საღამოს შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ მივიღოთ დანაწევრებული ოპოზიცია. დავით სერგეენკო - ჩემი მოლოდინები ოპტიმისტურია - მოლაპარაკებები შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა. ალუდა ღუდუშაური - ჩვენ უაღრესად კომპრომისულები ვართ და საქმიანი წინადადებებით მივდივართ ყველა საკითხთან მიმართებაში. სოზარ სუბარი კითხვაზე, მზაადაა თუ არა მმართველი გუნდი ხელი მოაწეროს შეთანხმებას - დაველოდოთ, რას იტყვის ოპოზიცია და რა დოკუმენტი დაიდება. ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე - არ მაქვს საფუძველი, რომ განსაკუთრებულად ოპტიმისტურად შევდიოდე და არც იმის საფუძველი მაქვს, ვთქვა, რომ არაფერი გამოვა. გიორგი ვაშაძე - ჩემთვის პრინციული და მნიშვნელოვანია, რომ 5-ვე საკითხი იყოს ამ დოკუმენტში - პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზაც უნდა დავინახოთ. აკაკი მინაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში ორი ძირითადი საკითხია გადასაწყვეტი - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ალეკო ელისაშვილი - კრიზისი უკვე იწილო-ბიწილოს და ბასტი-ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები თავისას არ თმობენ - ვინც შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ქვეყანა არ უყვარს. სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების“ განცხადებები არ აჩენს მოლოდინს, რომ ისინი მზად არიან კომპრომისისთვის, მაგრამ დაველოდებით დოკუმენტს, რომელსაც მედიატორი გაგვაცნობს. ხათუნა სამნიძე - ორივე მხარეს მოუწევს, რომ კომპრომისს დათანხმდეს თუ ისინი წინ აყენებენ ქვეყნის ინტერესებს. დავით ბაქრაძე - იმედი მაქვს, დღეს პოლიტიკურ კრიზისს დავასრულებთ და ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება გაგრძელდება. მამუკა ხაზარაძე - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომ ასეთი დონის ჩართულობა ევროპას და მის პირველ პირებს საქართველოს უახლოესი ისტორიის მანძილზე არ ჰქონია. ანა ნაცვლიშვილი - ოპოზიცია განწყობილია შეთანხმებისთვის, მაგრამ მაგიდა არ უნდა ააყირავოს მეორე მხრიდან წითელი ნაჭრის ფრიალმა. სერგო ჩიხლაძე - თუ დოკუმენტიდან რომელიმე საკითხი იქნება ამოღებული, შეთანხმება ვერ შედგება, ამას არც დავუშვებთ. ხათუნა ლაგაზიძე - თუ რიგგარეშე არჩევნების საკითხი საერთოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან, ვფიქრობ, ოპოზიციის დიდი ნაწილი მოლაპარაკებების გაგრძელებაში აზრს ვერ დაინახავს.

      საბოლოოდ, დღის ბოლოს მთავარი ამბავი ისაა, რომ კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გაერთიანებულ ფორმატში ხვდება.

      პარლამენტარობის ძალა - შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭიროა, დამატებით, მინიმუმ, 17 დეპუტატის მიერ მანდატის აქტიურად განხორციელება - მოვუწოდებ ოპონენტებს, შემოვიდნენ პარლამენტში! ლევან იოსელიანი - მოვუწოდებ ოპოზიციას, გაიაზროს საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობა და თუნდაც ერთჯერადად, ამ ცვლილების მხარდასაჭერად შემოვიდნენ პარლამენტში.

      ეკონომიკა და ენერგეტიკა - ნათია თურნავა - ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს შანსი, ყველაზე სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა და შევინარჩუნოთ რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. „ნამახვანჰესის“ პროექტი გაგრძელდება, მაგრამ კაშხალი არ აშენდება მანამდე, ვიდრე არ მოხდება კვლევების გადამოწმება. მერაბ ლომინაძე „ნამახვანჰესზე“ - ყველა იმ მხარესთან მოხდება შეთანხმება, რომელიც მოქმედებს არა ვიღაცის დაკვეთით, არამედ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

      ბანკები - ალეკო ელისაშვილი - თუ „ლიბერთი ბანკში“ ბიზნესმენი მივა, მას შეუძლია კრედიტი 10%-ში აიღოს, ხოლო თუ სესხს პენსიონერი გამოიტანს, მას 36%-ში აძლევენ და ამ დაუცველ ადამიანებს ატყავებენ.

      თანაგრძნობა - ბესიკ ბოგველის განცხადებით, ნიკა მელიასთვის 40 000-ლარიანი გირაოს გადახდის გადაწყვეტილება პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო მიიღო.

      ჭყონდიდი - ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.

      პატრიოტული ტიკტოკერობა - TitTok- ში გამოქვეყნებული ვიდეოს - „აფხაზეთი საქართველოა“ გამო, აფხაზი გოგონა დე ფაქტო შსს-ში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

      გამოშვებული მშენებელი - რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციურ დაწესებულება დღეს დატოვა. რუსუდან კერვალიშვილი - თავისუფლების ფასი არაფერია - მართლა თავისუფლები და ბედნიერები მაშინ ვიქნებით, როცა ყველა ადამიანი თავის ბინაში შევა. ადვოკატი - წინ არაფერი უდგას მაია რჩეულიშვილთან შეთანხმებას საიმისოდ, რომ დაზარალებულთა ინტერესები მოკლე დროში იქნას დაკმაყოფილებული.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - კვლევა - Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები პირველი დოზის მიღების შემდეგ ინფიცირების რისკს 80%-ით, მეორე დოზის შემდეგ კი - 90%-ით ამცირებენ. მსოფლიოს 23 ქვეყნის ლიდერები და ჯანმო-ს ხელმძღვანელი პანდემიასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 128 მილიონს გადააჭარბა. ჯო ბაიდენი - ამ მომაკვდინებელ ვირუსთან ომი ჯერ არ დაგვისრულებია, გამარჯვებამდე შორია. თურქეთში რესტორნები და კაფეები 50%-იანი დატვირთვით იმუშავებს, ძალაში რჩება „კომენდანტის საათი“. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 750 და გარდაცვალების 21 შემთხვევა დაფიქსირდა. Bloomberg - ვაქცინაცია დღეში 14.5 მილიონამდე ადამიანს უტარდება, აცრილია პლანეტის მოსახლეობის 3.6%. რუსეთში კორონავირუსის 8 277 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 409 ადამიანი გარდაიცვალა. იტალიის პრემიერი და მისი მეუღლე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრნენ. აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 25 ადამიანი გარდაიცვალა.

      დიმიტრი პესკოვი - რუსეთი არ დაუშვებს აშშ-მ ძალის პოზიციიდან ესაუბროს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 107

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters