ევროპაში ჩასული მთავრობა და აქტიურობის ნაკლებობა ვაქცინაციაზე

      აცრები გრძელდება, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობა არ შეინიშნებაო - მეტიც, აქტიურობას გვიწუნებენ კიდეც ეპიდემიოლოგები - ექიმები პასიურობენ. ოპოზიცია აქტიურობს და შეთანხმებების შესრულებაზე საუბრობს. მთავრობა ევროპაშია და ევროპამ გვითხრა, როგორმე მორიგდითო, არჩევნები კი თავისუფალი იყოო. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 275685, ბოლო დღე-ღამეში - 537; გამოჯანმრთელებული - 268693, ბოლო დღე-ღამეში - 128; გარდაცვლილი - 3658, ბოლო დღე-ღამეში - 8; კარანტინის რეჟიმში - 206. დოლარის ფასი ლარში - 3.3204.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16 მარტი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 29 652 ტესტი ჩატარდა. 8 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 1143 მუშაკი აიცრა. კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 42 საბავშვო ბაღი დროებით დახურულია. სერგო ჩიხლაძე - მსოფლიო მესამე ტალღის მოლოდინშია, ჩვენც ამის მოლოდინში უნდა ვიყოთ. ბიძინა კულუმბეგოვი - ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღის რისკი არსებობს. თუ საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 1,5%-ს ქვემოთ იქნება, შესაძლოა, „კომენდანტის საათის“ მოხსნის საკითხის განხილვა. დავით სერგეენკო - ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის ვაქცინაციაზე უფრო ეფექტური და უსაფრთხო საშუალება კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია. ივანე ჩხაიძე - ჯანდაცვის სამინისტრო არ არის სტრუქტურა, რომელიც ექიმებს ეტყვის გაიკეთოს თუ არა ვაქცინა - ვაქცინირებული ჯანდაცვის მუშაკების რიცხვი, რაც 668-ს შეადგენს, ძალიან დაბალია. ამირან გამყრელიძე - კორონავირუსს დაასრულებს მხოლოდ ვაქცინაცია - ყველას გთხოვთ გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ - „ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“. ის აქტივობა, რაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით გვაქვს, კარგი არ არის - უფრო მეტს ველით, განსაკუთრებით ჩვენი კოლეგებისგან, რომლებმაც უნდა მისცენ მაგალითი. გუშინდელი დღე დავამთავრეთ ვაქცინის მხოლოდ 3 დოზის დანაკარგით, სამწუხაროდ, ადამიანს დაუვარდა შპრიცი ამოღებული ვაქცინით. თითოეულ მღვდელმთავარს, ძალიან გთხოვთ, რომ ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ, ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე უფრო ძლიერ. საზოგადოებამ დაიჯერა, რომ გავიმარჯვეთ, რამაც შეიძლება პრობლემები შექმნას. წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, ვაქცინასაც აქვს, მაგრამ სარგებელი ათასჯერ მეტია - 359 მილიონი ადამიანია აცრილი და შემდგომი გართულებით არცერთი ფატალური შედეგი არ არის.

      ჯანდაცვის რეფორმა - ეკატერინე ტიკარაძე - პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო. ჯანმო-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სრულიად ახალ მიდგომას ითვალისწინებს, ექთნების როლის გაზრდასა და სერვისების ჰარმონიზაციას სოფელსა და ქალაქში. აკაკი ზოიძე - რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

      ევროპის შეფასება - დავით ზალკალიანი - ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში. გიორგი ხელაშვილი - პრემიერის ვიზიტი ცხადად გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა არა მხოლოდ უშედეგოა, არამედ განწირულია სრული კრახისთვის. პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ასევე ჟოზეფ ბორელს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი - ოლივერ ვარჰეისთან განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - აღვნიშნეთ, რომ რუსეთის სამხედრო აქტიურობა რეგიონში მოითხოვს ევროკავშირის უფრო პროაქტიულ ჩართულობას. ოლივერ ვარჰეი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე - განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა. ირაკლი ღარიბაშვილი - ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებზე და მაღალი შეფასება მივეცით ევროკავშირის მედიაციას. ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ - ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას ჩვენი მისწრაფებების განვითარების და წინსვლის საქმეში. ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვით, რომ ვიყავით და ვართ მზად, გავაგრძელოთ დიალოგი ოპოზიციასთან. ჟოზეფ ბორელი - პარლამენტის გვერდით ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი, ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისგან. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში 1,2 მილიონი უვიზო ვიზიტი განხორციელდა და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა. ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ. ეს შეხვედრა იყო შანსი შეგვეფასებინა საერთო თანამშრომლობის ასპექტები. საქართველოს პრემიერის მხრიდან ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგსა და პროგრესზე, ახლა იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიებისგანაც. გამოსავლის მოძებნაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიასა და მთავრობას, თუმცა პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება დემოკრატიის ფუნქციონირებას. ოლივერ ვარჰეი - დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, ორივე მხარე უნდა იყოს ჩართული კონსტრუქციულ დიალოგში, რომელიც მიგვიყვანს გადაწყვეტილებამდე. ყველას ვთხოვთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს - ეს მომენტი და ეს დრო არის გადამწყვეტი. დანიელსონი მომდევნო დღეებში კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს. ჩემზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები - რაც შემიძლია გითხარით არის ის, რომ ეუთო არჩევნებს განიხილავს როგორც თავისუფალს. ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ გამოვუშვათ ვინმე - თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს, იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება - რაც შეეხება პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას, ჩემი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ასოცირების საბჭო - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა.

      ოპოზიციის შეფასება ევროპის შეფასებაზე ანუ მომრიგებლობა აქაურად - იაგო ხვიჩია - მოლაპარაკებების პროცესში „გირჩის“ მონაწილეობის მთავარი ამოცანაა, ამბავი გამოვიტანოთ - რომელმა უფრო მეტად გაწირა ამ ქვეყნის მომავალი. გიორგი ვაშაძე - თუ დავინახეთ, რომ საზოგადოებისთვის მისაღები შეთანხმება დაიდო, მე სხვას არ ვუყურებ - თუ გადაამლაშე, მერე შეიძლება ყველაფერი დაკარგო. გია ხუხაშვილი - თუ რიგგარეშე არჩევნებზე მხარეები შეთანხმდნენ, მოვუწოდებდი ნიკა მელიას, გირაო გადაიხადოს. მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციონერთა რიგი ნაბიჯები დესტრუქციულია და ემსახურება იმას, რომ ზოგიერთი პარტიის მერკანტილური ინტერესების გამო, მოლაპარაკებები შედეგიანად არ დასრულდეს. სერგო ჩიხლაძე - კობახიძის განცხადებები არაადეკვატურია - შთაბეჭდილება მრჩება, რაღაც დავალება აქვს მიღებული, რომ კრიტიკულ მომენტში ჩამშლელის როლი შეასრულოს. ანრი ოხანაშვილი - გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას და ხალხის ინტერესებს, თუ ოპოზიცია ამ ინტერესებით იმოქმედებს, პოზიციების დაახლოების რესურსი არის. პაატა მანჯგალაძე - საკუთარ ხალხთან შეთანხმება დამარცხება არ არის - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ისე ელაპარაკება, თითქოს შუა საუკუნეების მონარქი იყოს და რაღაც უნდა გვიბოძოს. საფრანგეთის ელჩი - შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია, წინ საქართველო! ლევან იოსელიანი - ახლა არ არის საუკეთესო დრო, რომ ოპოზიცია ვაკრიტიკოთ. გიგი უგულავა - იმ „რაზგონით“, რა „რაზგონითაც“ კობახიძე მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს. რიგგარეშე არჩევნები აუცილებელია, ეს მაინც მოხდება, უბრალოდ, კარგია, რომ შეთანხმებით მოხდეს და არა იძულებით. მამუკა მდინარაძე - როცა მმართველი გუნდი 3 დღეა საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ელაპარაკება, მეორე მხრიდან ამ დეტალებზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ალეკო ელისაშვილი ოპოზიციაზე - პარლამენტში შემოვლენ, დიახაც. ანრი ოხანაშვილი - თუკი ვინმე კითხვის ნიშანს დასვამს არჩევნების მიმართ, ეს ნიშნავს, რომ კითხვებს ევროპული ინსტიტუციებისადმი სვამენ. ნინო ბურჯანაძე - ვინც მე პრორუსს მეძახით, ჩემს გარდა, რუსეთში რომელს გაქვთ ნათქვამი, რუსის ჩექმა არ მინდა ჩემს ქვეყანაშიო? - არცერთს! გიგა ბოკერია - მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი ასეთ კრიტიკულ მომენტშიც კი ან საკუთარ თავს ვერ თოკავს, ან საჭიროდ თვლის ქვეყნის ინტერესების საზიანოდ განცხადებების გაკეთებას. ნინო ბურჯანაძე - შეშლია ბატონ ბორელს - ძალიან მაინტერესებს, მის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ჩაუდონ, მაშინ თუ ილაპარაკებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე.

      ჟურნალისტები და-კითხვაზე - ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვს. ნოდარ მელაძის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში შედგა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძეც.

      ტრანსპორტი თბილისს - 1-ელი აპრილიდან მოქალაქეებს ერთხელ აღებული ბილეთით საათნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლებათ. თბილისში 24-მეტრიანი ავტობუსები აღარ შემოვა. ტაქსის რეფორმის შემდეგი, მესამე ეტაპი, სავარაუდოდ, 2021 წლის შემოდგომაზე განხორციელდება. ლილო-სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე თბილისის მერიამ, შესაძლოა, უარი თქვას.

      სამინისტროს დაბრუნება - ქეთევან დუმბაძე - კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა და პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნა წაშლის ბოლო დროს საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებას, რომ კულტურას ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა. პარლამენტმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნის საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა. პარლამენტმა კულტურის კომიტეტის შექმნას მხარი დაუჭირა. ელისო ბოლქვაძე - პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის მეც მოვიაზრები.

      საშველი - ანა დოლიძე პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 585 და გარდაცვალების 12 შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთში კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული ვარიანტის შტამი“ დაფიქსირდა. Bloomberg – მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 9.1 მილიონამდე ადამიანს უტარდება. „რობერტ კოხის ინსტიტუტი“ - გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 20% - ით გაიზარდა. საფრანგეთის ვაქცინაციის კამპანიის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეჩერება დროებითია. აზერბაიჯანში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 87

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters