ვაქცინაცია დაიწყო. პირველი აცრები საჯარო, პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადაიცემოდა როგორც ღირსშესანიშნავი მოვლენა. ქვეყანა ჯერ კიდევ პოლიტიკურ ვექტორებს და პოლიტიკურ ურთიერთობებს ალაგებს, რაშიც კვლავ ევროპელები გვეხმარებიან და უფრო მეტ დახმარებას გვპირდებიან, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით - მედიაციას, მედიატორის ფუნქციას შევითვისებთო, გვთავაზობენ. ამასობაში, მომდევნო დღეებში ისევ დაცხებაო, ამბობენ სინოპტიკოსები. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 275148, ბოლო დღე-ღამეში - 159; გამოჯანმრთელებული - 268565, ბოლო დღე-ღამეში - 328; გარდაცვლილი - 3650, ბოლო დღე-ღამეში - 2; კარანტინის რეჟიმში - 211. დოლარის ფასი ლარში - 3.3204.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15 მარტი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - პირველი აცრები დაიწყო - პაატა იმნაძე - „ფაიზერიც“ და „ასტრაზენეკაც“ მაღალი ხარისხის ვაქცინებია - მოვუწოდებ კოლეგებს, იყავით ამ საქმის ავანგარდში იმ კოლეგების ხსოვნის საპატივსაცემოდ, რომლებიც კოვიდთან ბრძოლას შეეწირნენ. მარინა ეზუგბაია - პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი. მარინა ენდელაძე - მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ - ვაქცინა არაა მავნე, ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი. „გორმედის" დამფუძნებელი - „გორმედში“ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღეს 20 პირი აიცრება. აჭარაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აიცრა. ლევან გოფოძე - ვაქცინაცია ძალიან დიდი სიკეთეა. მცხეთაში პირველად "ჯეო ჰოსპიტალსის" პერსონალი აიცრა. ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციამ პანდემია უნდა დაასრულოს - წლის ბოლომდე უნდა აიცრას ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 65%. იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად, დიდი სოლიდარობით ვიქნებით ვაქცინაციის პროცესში - დაწყება ძალიან კარგია, მთავარი იქნება დამთავრება. გთხოვთ, ნუ გავთამამდებით - თუ ამ ეპიდსიტუაციით გავივლით მარტსა და აპრილს, მაშინ, დიდი ალბათობით, პანდემიის მესამე ტალღას ავცდებით. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 13 730 ტესტი ჩატარდა. 2 ადამიანი გარდაიცვალა. დავით სერგეენკო - ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა - „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესი დილიდან რუსთავშიც მიმდინარეობდა. თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინა რადგან დაიძრა, ერთიმეორის მიყოლებით წამოვა, წყვეტა ჩვენთან აღარ იქნება. ამირან გამყრელიძე კოლეგებს - პირადი ქცევით ვუჩვენოთ საზოგადოებას იმუნიზაციის მნიშვნელობა და როლი პანდემიის დამარცხების გზაზე, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 668 მუშაკი აიცრა.

      მედიაცია და პოლიტ-კურსი - კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. შეხვედრამდე - გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, რომ დღის ბოლოს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის. ბადრი ჯაფარიძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები იყო პიარული, თავიანთი რადიკალური ფრთის საამებლად. პროცესი არის რთული - მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ. ხათუნა სამნიძე - კობახიძის მიერ მედიატორთან გამომშვიდობება მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ბატონმა დანიელსონმა მოლაპარაკებები გადაარჩინა. დავით ბაქრაძე - სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ყველაფერი - პასუხისმგებლობაც და ბურთიც, „ქართული ოცნების“ მოედანზეა. ზურაბ ჯაფარიძე - მსგავსი რამ არ მინახავს: მასპინძლებს ეთქვათ, დავასრულეთ საუბარიო და სტუმარს ეთქვას, რა დავასრულეთ, ხვალ ვაგრძელებთო - დღეს ბევრად უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი. თუ რამე იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, არის დანიელსონის განცხადება, რომ ის დარჩება საქართველოში მანამ, სანამ შეთანხმებას არ მივაღწევთ. ვახტანგ მეგრელიშვილი - დანიელსონი დარჩა იმდენი ხანი, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი. თენგიზ ფხალაძე - დანიელსონის დარჩენა ეს არის დირექტივა, რომელიც მან ბრიუსელისგან მიიღო - შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ძალიან ცუდად გამოვიყურებით. ხათუნა სამნიძე - როგორ ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არ სურს კონკრეტულ კომპრომისებზე წავიდეს - დათმობა ორივე მხარეს მოგვიწევს. სალომე სამადაშვილი - მოლაპარაკებების წარმატებით დასრულდების საფუძველს პირველ რიგში მაძლევს ის, რომ ევროკავშირმა, ამ პროცესში, საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დადო. გიორგი ვაშაძე - დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას. მამუკა ხაზარაძე - გამოვასწორეთ ირაკლი კობახიძის გუშინდელი შეცდომა - ასე ცალმხრივად მაგიდის აყირავება და მოლაპარაკების გაჩერება არ შეიძლება. მიხეილ სარჯველაძე - შეთავაზებებს, რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა, საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ მას შეთანხმებაუნარიანი ვუწოდოთ. აკაკი მინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარია პოლიტპატიმრების თემა, განსაკუთრებით, ნიკა მელიას თემა იმიტომ, რომ ის არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები და უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. შალვა პაპუაშვილი - თუკი ჩვენი ოპონენტები შეუძლებელს იტყვიან, მაშინ შეთანხმება არ შედგება - ჩვენ ვაჩვენეთ, რომ „ქართული ოცნება“ იყო ყველაზე კონსტრუქციული. კრისტიან დანიელსონი ოპოზიციონერი ლიდერების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. გია ხუხაშვილი - წარმოუდგენელი იყო ირაკლი კობახიძის აბსოლუტურად თავხედური განცხადება - ფაქტობრივად, სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან, საკმარისია უკვეო. კრისტიან დანიელსონი - არის სერიოზული საკითხები, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკებების პროცესი განიხილა. გიგი უგულავა - თუ კობახიძე გაკოტრებულს მეძახის, იქ რატომ ჯდება? მსიამოვნებს გაჩეჩილი კაცის ყურება? - ეპითეტებს ისეთს მოვიგონებ, არც გაუგია - „ქართულ ოცნებას“ ახალი წინადადებები არ წარმოუდგენია. მამუკა მდინარაძე - ჩემთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო დამშვიდობების შემდეგ კრისტიან დანიელსონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რჩებოდა და მედიაციას გააგრძელებდა - ეს იყო ძალიან კარგი. კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სავარაუდოდ კიდევ ერთხელ შეხვდება. ირაკლი კობახიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე მივიდა. ყველა წინადადება, რომელიც ასახულია დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი - ერთადერთი ვალდებულება, რასაც ოპოზიცია იღებს, არის პარლამენტში შესვლა და ისიც ძალიან ბუნდოვანი წინადადებაა. კარგია, რომ კრისტიან დანიელსონი არ წავიდა ბრიუსელში და აგრძელებს კონსულტაციებს, ეს იძლევა ძალიან კარგ შანსს, დიალოგი წარმატებით დასრულდეს. ვიოლა ფონ კრამონი - მზად ვარ სრულად ჩავერთო მედიაციის მცდელობებში საქართველოს პარლამენტთან და თოთოეული მხარის პოლიტიკურ პარტიებთან. არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია. ძალით არავის ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას, თუმცა ის საკითხები, რაც შარლ მიშელთან ოპოზიციამ დააყენა, ავტომატურად მოითხოვს პარლამენტში ჩართულობას. ირაკლი კობახიძე - გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შეთანხმების ხელმოწერით. ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც ოპოზიცია იღებს არის პარლამენტში შემოსვლა, არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს და პრაქტიკულად, იქით ვეხვეწებით. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, არიან კრიმინალები პოლიტიკაში.

      ბრიუსელისკენ - ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ნათია თურნავას განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტისას, ეკონომიკურ ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვანი სასაუბრო მიმართულება იქნება. დავით ზალკალიანი - ბრიუსელში იქნება შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან - ირაკლი ღარიბაშვილს ექნება შესაძლებლობა, მასთან ერთად განიხილოს თბილისში, ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესები. დავით ბაქრაძე - კარგი იქნებოდა ხელისუფლებას პასუხისმგებლობა გამოეჩინა და პრემიერი ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმებით წასულიყო და არა ცარიელი ხელებით. დავით ჭიჭინაძე - თუ ირაკლი ღარიბაშვილი 16 მარტს მოლაპარაკებაზე ისე წავა, რომ ნიკა მელია გათავისუფლებული არ იქნება, „ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდა უნდა აყირავდეს. დავით სერგეენკო - რითი წავიდა პრემიერი ბრიუსელში? - მთავარი იმის დადასტურებაა, რომ საქართველო ინარჩუნებს ევროინტეგრაციის კურსს და უფრო მეტიც, აქვს კონკრეტული, საკმაოდ ამბიციური გეგმა. ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - რუსეთში კორონავირუსის 9 437 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 404 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 122 ქვეყანაშია დაწყებული, ყველაზე მეტი ვაქცინირებული აშშ-შია, პროცესი ყველაზე სწრაფი ტემპით ისრაელში მიმდინარეობს.

      ვატიკანი - კათოლიკურ ეკლესიას ერთნაირსქესიან წყვილთა კავშირის კურთხევა არ შეუძლია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 186

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters