გამოდარება არ შეგვარგო ბუნებამ. 11 მარტიდან მოსალოდნელია თოვა, ქარბუქიცო იტყობინება გარემოს ეროვნული სააგენტო. დღის ამბებში ბერას ინტერვიუ აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ასევე ოპოზიციასთან ურთიერთობები განსაკუთრებით საევროპოდ. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 273650, ბოლო დღე-ღამეში - 513; გამოჯანმრთელებული - 267111, ბოლო დღე-ღამეში - 96; გარდაცვლილი - 3613, ბოლო დღე-ღამეში - 12; კარანტინის რეჟიმში - 243. დოლარის ფასი ლარში - 3.3238.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 10 მარტი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 22 127 ტესტი ჩატარდა. 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძე - დადასტურებულია, რომ 22 მარტის კვირაში ქვეყანა აუცილებლად მიიღებს როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. მთავარია პირბადის ტარება, დისტანცია, დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება, თუ ამას არ დავიცავთ, არის რისკი, რომ ეპიდსიტუაცია ისევ გაგვიუარესდეს.

      ოპოზიციის ამბები - მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე - ისინი ყველა ხერხს მიმართავენ, რომ მოლაპარაკება ან არ გაიმართოს და ან გაიმართოს და უშედეგო აღმოჩნდეს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ მარტის ბოლომდე ხელისუფლებასთან შეთანხმება არ შედგება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას“ დაიწყებს. სოზარ სუბარი - ევროპარლამენტში დებატების შემდეგ ოპოზიცია იძულებული გახდა შეეცვალა თავისი ლექსიკა, პოზიცია და ისევ დიალოგზე საუბარი დაიწყეს. მე-9 წელია რუსეთი „ოცნების“ ხელისუფლების შერყევას ცდილობს, მისი შერყევის მცდელობის იარაღი მუდმივად არის სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. გრიგოლ გეგელია - 6-პუნქტიანი დოკუმენტის განხორციელების გარეშე არავითარი პერსპექტივა, არც ამ კრიზისის გადაჭრას, არც საქართველოს ევროპულ კავშირში ინტეგრირებას, არ გააჩნია. აკაკი ბობოხიძე - ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვილაპარაკებთ, „ქართულ ოცნებას“ იძულებულს გავხდით ილაპარაკოს რიგგარეშე არჩევნებზე. ირაკლი ჩიქოვანი - ევროპარლამენტიდან იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ თუ რაიმე უთანხმოება და განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ამისთვის სასაუბრო ადგილს პარლამენტი წარმოადგენს. „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან პოლიციამ 6 პირი დააკავა. სერგი კაპანაძე - კომპრომისთან დაკავშირებით ოპოზიციაში იდეები გვაქვს. გიორგი ვაშაძე - უფრო ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტპატიმრებზე, რურუას საკითხზე ზეპრინციპულობას იჩენენ - უნდა ვაჩვენოთ, რომ უკან დახევას არ ვაპირებთ, თორემ გადაგვჩეხავენ. მიხეილ სარჯველაძე - ხელისუფლება სერიოზულადაა განწყობილი, კარგად გვესმის ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლის მნიშვნელობა - ოპოზიციას პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ მონდომებას ვერ ვამჩნევ. სერგო ჩიხლაძე - უახლოესი ორი-სამი დღე მოლაპარაკებებში გადამწყვეტი იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დიდ იმედებს ვამყარებთ. სერგი კაპანაძე - მაღალი დონის ჩართულობა ზრდის შანსს, რომ შეთანხმება შეიძლება, შედგეს და ეს კრიზისი განიმუხტოს.

      ბარას ჩანაწერები - შაბათს, ტვ პირველმა გაავრცელა ჩანაწერები, რომელშიც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს. დავით სერგეენკო - ჩემი შეხედულებით, ბერა ივანიშვილმა დააფიქსირა, რომ თუ მისი ოჯახის შეურაცხყოფა იქნებოდა, ამაზე მომავალშიც გააკეთებს რეაგირებას - არ მგონია, ამაში რამე განსაკუთრებული იყოს. ალუდა ღუდუშაური - თუ ვინმე მე ან ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს, მეც მოვითხოვ პასუხს. მიხეილ სარჯველაძე - როგორი იქნება შეურაცხყოფაზე დამოკიდებულება, ამ ემოციურ ნაწილში ვერაფერ დასაძრახს და ისეთს ვერ ვხედავ, რომ უარყოფითი დასკვნების გაკეთების საფუძველი იყოს. გია ხუხაშვილი - მე ბერასთან არ მაქვს პრეტენზია - გულდასაწყვეტია, რაც მოვისმინე ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით - ეს არის „გაპრავება“ გირგვლიანის, გელაშვილის და სხვა ტრაგედიების. სოზარ სუბარი - დანაშაულის ნიშნები კი არა, ჩემი თვალთახედვით, მკაფიო დანაშაულია, როცა ადამიანებს იწერენ უკანონოდ - აღძრულია საქმე, დამნაშავეც დადგინდება და იმედი მაქვს, დაისჯება კიდეც. მიხეილ ყაველაშვილი - ახსნა-განმარტება გვჭირდება იმაზე, რომ დედის, რომელთანაც პირველი შეხება გვაქვს, შეურაცხყოფისთვის შეიძლება პასუხი მოვთხოვოთ და ვინმეს ეს სკანდალად მიაჩნდეს. ირაკლი ზარქუა - როდესაც დედას გიგინებენ, ახლობელს გიგინებენ, მიხვალ დაელაპარაკები - იტყვი რატომ, რისთვის. გიგა ბოკერია ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე - ეს არამარტო აღიარებითი ჩვენება, არამედ მუქარაა - თუ იაფფასიან „ქუჩურ“ გაგებას აწვები, პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე. რამაზ საყვარელიძე - საქართველოში სირცხვილია, თუ შეგაგინებენ და პასუხს არ გასცემ - რამდენად იყო იმის აუცილებლობა, ეს ბერა ივანიშვილს გუშინდელ ეთერში ეთქვა, ეს სხვა საკითხია. "თუ ვინმე სხვანაირად თვლის, მე იმ კაცის დედა მართლა შევ..." - აბაზოვის მხარდაჭერა ბერას.

      მერია - თბილისის მერია ელექტრონულ მუსიკაში და საკლუბო კულტურაში დასაქმებულების დასახმარებლად 2 მლნ ლარს გამოყოფს. კახა კალაძე - წლების წინ 1500-1700 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მხოლოდ 1000 მიკროავტობუსი იმოძრავებს. 27 ოჯახს საცხოვრებელი ბინა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა. სოციალურად დაუცველ 2000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება. მიხეილ ყაველაშვილი - თუ კახი კალაძე კანდიდატურას დააყენებს, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს. ირაკლი ზარქუა - მჯერა, რომ დედაქალაქს მერად სწორედ კახი კალაძის მსგავსი კანდიდატი დაამშვენებდა - კალაძის დამოკიდებულებაა, რომ სადაც გუნდს დასჭირდება, იმ პოზიციაზე იქნება. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. სოზარ სუბარი - ჩემი პირადი სურვილი იქნება, რომ კახა კალაძე იყოს კვლავ მერი და ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერაც ექნება.

      რაგბის პრეზიდენტი - დაპირისპირებაში მონაწილე მორაგბე - დავაყენეთ მოლი, რომელიც რაგბის ილეთია, ჩვენ შევიკარით, მივაწექით, რომ შევსულიყავით და ჩაგვეშალა არალეგიტიმური არჩევნები. ირაკლი აბუსერიძე - ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამება - ბოლომდე ვიბრძოლებ! რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. იოსებ ტყემალაძე - ეს სანატრელი დღე დადგა - ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში. მორაგბე სიმონ მაისურაძე - რაგბიში ის ხდება, რაც ქვეყანაში - უსამართლობა და განუკითხაობა.

      ქართველი მოსამართლე ჰააგაში - გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო. არჩილ თალაკვაძე - გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა, ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა.

      არეულობა იყო ჭყონდიდში - ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა. ჭყონდიდის ეპარქიაში შეკრებილი მრევლის ნაწილი აცხადებს, რომ მათ ახლად დანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანესთან კითხვები აქვთ. პროტესტის დროს სამღვდელმთავრო რეზიდენციის აივნიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ და დაშავდნენ. მეუფე სტეფანე - სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს, ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ. ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაზე: ესაა ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა, მეუფე სტეფანეს მხარს ვუჭერთ.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 340 და გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 90 ათასს გადააჭარბა. პოლონეთში კორონავირუსის 17 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური რაოდენობაა ნოემბრის შემდეგ. აზერბაიჯანში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა. თურქეთში „კოვიდ-19“-ის 14 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 67 პაციენტი გარდაიცვალა.

      ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ატომური ელექტროსადგურის - „აკუიუ“ მესამე ენერგობლოკის მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადეს.

      ნიკოლ ფაშინიანი - გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 110

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters