ხვალ ბევრი ჯარიმა დაიწერება ალბათ, რადგან მწვანე პასპორტები იწყებს ამოქმედებას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს - შემოდგომაც მიიწურა და ხვალიდან ზამთრის სიცივეებს შევეგებებით. ქვეყნის შიგნით მიშა კვლავ აქტუალურია, ქვეყნის გარეთ კი პრემიერი ღარიბაშვილი და მისი „ასოცირებული“ შეხვედრები. ასევე 2024-ის არჩევნების ბარიერები და სხვა. დოლარის ღირებულება - 3.1179 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 30, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბერძნული ანბანის სიდიადე ვირუსსმა გაისიგრძეგანა - მსოფლიო კოვიდვირუსის ახალმა შტამმა დაზაფრა - ომიკრონი. ჩვენთან კი მიხეილ სააკაშვილის პროცესს უფრო დიდი გამოხმაურება აქვს, ვიდრე სხვა ყველაფერ დანარჩენს. დღეს სასამართლოს დამნაშავე პრეზიდენტიც დაესწრო და სიტყვით მიმართა მოსახლეობას. დღე სულ მას მიეძღვნა და ასევე აზარტული თამაშების აკრზალვას. რაც შეეხება მოახლოებულ ზამთარს - საქართველოში 2 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. დოლარის ღირებულება -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 29, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ჩანს თბილი გიორგობა გვექნება და ზამთარსაც, მეტწილად თბილად შევხვდებით. ვნახოთ, როგორ გამართლდება სინოპტიკოსების პროგნოზი. ქვეყანაშიც დათბა და აქციებიც კვლავ ანონსდება. მსჯავრდებული პრეზიდენტი უკეთ არისო და მის სტუდია კვლავ აქტიურია, პრემიერი და მისი ინიციატივები იყო დღეს მეინსტრიმული, განსაკუთრებით აზარტული თამაშები და სოც. დახმარებები. დოლარის ღირებულება - 3.1134 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
შეიძლება პირველ თოვლსაც შევესწროთ დღეს დედაქალაქში - სინიოპტიკოსები თოვლჭყაპს გვიწინასწარმეტყველებენ ამაღამ. ყინვისა და წვიმის პარალელურად აქციები არ წყდება და ახალ-ახალი ვარიანტები და ვერსიები იგეგება. პარალელურად, მსჯავრდებული პრეზიდენტყოფილის შიმშილის და მის გულშმატკივარ მოშიმშილეთა ამბები იყო აქტუალური. დოლარის ღირებულება - 3.1489 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2021 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
დღეს მსჯავრდებულ პრეზიდენტყოფილის სასამართლო გაიმართლა. მართალია, სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე, მსჯავრდებულ სააკაშვილს, პატიმრობა გაუუქმა, მაგრამ თავად სასამართლოს გადაწყვეტილება არავის აინტერესებდა - მთავარი იყო აქციები და ხმაური სასამართლოს თემაზე და სასამართლოს ირგვლივ. სააკაშვილი სასამართლოს არ „დაასწრეს“ და ამან ახალი აქციები გამოიწვია. დღეს პრემიერისა და მერები შეხვედრაც მოეწყო და მეინსტრიმული გამოდგა. დოლარის ღირებულება - 3.1523…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 10, 2021 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
რაც საქართველოში შემოიპარა, მას შემდეგ სულ აქტუალურია - ჯერ დაკავება, შემდეგ არჩევნები, შიმშილი და მოშიმშილეობაზე აქციები და მკურნალობის მოთხოვნები. გუშინ კი ციხიდან ციხეში გადაყვანის კადრები და ახალი მუხტი აქციებისთვის. დღის მთავარი თემა კვლავ მსჯავრდებული დამნაშავე პრეზიდენტი სააკაშვილია და ყოველდღიურად მზარდი კორონავირუსი და ახალი აცრა-წამახალისებელი აქციები ან შეზღუდვების მოლოდინები. დოლარის ღირებულება - 3.1571 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 9, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვიდრე ქვეყანაში გამარჯვებულ დამარცხებულს არკვევენ, კოვიდ სტატისტიკა ახალ სიმაღლეებს იპყრობს. დღის მთავარი ამბები სწორედ კოვიდს და არჩევნების შედეგებს უკავშირდებოდა. ცხადია, აქტუალურობას არ კარგავს მოშიმშილე პატიმარი და მისი „განმათავისუფლებელი“ აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქტიურად კომენტირებდნენ და განიხილავდნენ სასამართლოს საქმეს და პარლამენტიდან ოპოზიციის წასვლის თემებსაც. დოლარის ღირებულება - 3.1576 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 3, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
არჩევნებით მცხოვრებ ქვეყანაში, მეორე ტური ხმაურიანად ჩატარდა - 20 მუნიციპალიტეტსა და ქალაქში გამართულ არჩევნებში 19 - 1 ქართულმა ოცნებამ მოუგო ნაციონალურ მოძრაობას. შესაბამისად, არჩევნების შემდგომი გამოხმაურებები მთლიანად ამ თემას უკავშირდებოდა და პარალელურად, საპატიმროში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1557 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 2, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა itemsigv rocket_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2022.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
We will therefore discuss how you can improve your Rocket League inventory using our tips and tricks in this Rocket League guide. This guide is intended for traders who are just getting started. These aren’t necessarily new players, but rather people who want to get their feet wet in the Rocket League trading world.
Understand the market
If you want to become an expert in the Rocket League market, earn more credits and expand your inventory, you have to understand the nature of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 8, 2022.
საათი: 11:08pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ტრადიციად ქცეული კითხვის დღე - 08.08.08 - ვინ დაიწყო ომი? და დაუსრულებელი ბრალდებები ერთმანეთის რუსეთუმეობაზე, ასეთია აგვისტოს პირველი დღეების პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში. დღესაც 08.08.22-ში, კვლავ გმირების საფლავები შეამკეს, დაგმეს ოკუპაცია და პარალელურად ქსენოფობიაც, ასევე განიხილებოდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარია.…
გამოაქვეყნა Muxia_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2022.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
1 Like
The Shattered League is running from today through March 3. If you've been wanting to get back into Old School RuneScape, this might be the right time to take the plunge. If you're planning on jumping into let us know your reasons below!
Runescape And Outriders aren't two games that people consider in tandem so the sight of a Runescape player address r/Outriders may be a shock. This led to an interesting discussion and post between fans of both games. The whole thing boils down…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 31, 2022.
საათი: 11:25pm
0 კომენტარი
3 მოწონება
მას შემდეგ რაც, ჯეიმს ვებმა სამყარო ახალი თვალით გვაჩვენა, რა გასაკვირია რომ გაიზარდა მისი პოპულარობა მარკეტინგულ სამყაროშიც. ჯერ კიდევ გაფრენის წინ დამზადდა მოვლენის აღმნიშვნელი პატჩი (ჩვენებურად ალბათ უფრო ემბლემა, იარლიყი, სიმბოლო, რომელიც როგორც წესი ამოქარგულია გარკვეულ მატერიაზე და შემდეგ მაგრდება ტანისამოსზე ან სპეც ტანსაცმელზე. შეიძლება ბეიჯიც ეწოდოს და ა.შ.). ტიმ განიონის (Tim Gagnon) ემბლემებს თითქმის ყველა კოსმოსური მიღწევა ახსოვთ…
© 2022 George.
•