ციხიდან ციხეში გადაყვანის და მკურნალობის პრობლემები - აქციები

      რაც საქართველოში შემოიპარა, მას შემდეგ სულ აქტუალურია - ჯერ დაკავება, შემდეგ არჩევნები, შიმშილი და მოშიმშილეობაზე აქციები და მკურნალობის მოთხოვნები. გუშინ კი ციხიდან ციხეში გადაყვანის კადრები და ახალი მუხტი აქციებისთვის. დღის მთავარი თემა კვლავ მსჯავრდებული დამნაშავე პრეზიდენტი სააკაშვილია და ყოველდღიურად მზარდი კორონავირუსი და ახალი აცრა-წამახალისებელი აქციები ან შეზღუდვების მოლოდინები. დოლარის ღირებულება - 3.1571 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 9 ნოემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ნოემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 75 პაციენტი. საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა. „ბუსტერ" დოზის გამოყენება 18 წლის ზემოთ პირებისთვის შესაძლებელი იქნება. ამირან გამყრელიძე - „ფაიზერის“ დაახლოებით 900 ათასამდე დოზაა დარჩენილი, ვადაგასული არცერთი არ არის. „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილი 60 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის „ბუსტერ“ დოზების გაკეთება მეორე აცრიდან 3 თვის შემდეგ არის შესაძლებელი. რატომ არ ვრცელდება „მწვანე პასპორტის“ მოქმედება საზოგადოებრივ ტრანპორტში. გუშინდელი მონაცემებით, გრიპის ვაქცინით 47 ათასამდე ადამიანია აცრილი. საქართველო კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების მიღებაზე მუშაობს. მოსახლეობის სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წელს ზემოთ მოქალაქეებზე, ამიტომ, ყველაზე მთავარია ამ ხალხის აცრა. თამარ გაბუნიას განცხადებით, ქუჩის აქციების დროს არანაირი წესი დაცული არ არის, ეს ყველაფერი კი, ეპიდემიას კვებავს. 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა - „მწვანე პასპორტს“ კორონავირუსის გადატანიდან 6 თვიდან 12 თვემდე უნდა ჰქონდეს ვალიდურობა, შემდეგ კი უნდა გადაიხედოს.

      მიტინგები და აქციები პრეზიდენტის შიმშილობაზე - თინა ბოკუჩავა სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე - ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი - დარწმუნებული ვარ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ შეფასდება, როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა. მიხეილ სააკაშვილის ძმა - ჩემი აზრით, უკრაინისთვის გადაცემას თვითონ მიშა არ დათანხმდება, მისი გული და სული საქართველოშია. მიხეილ სააკაშვილი - ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ, შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. გადმომათრიეს მანქანიდან, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა - პალატაში ანალიზატორს გავკარი ხელი, რადგან რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს. ლუკ კოფი - მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა. ბექა ბასილაია კონსილიუმს - თქვენს დასკვნას შეესაბამება ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მოტაცების მერე იწყებენ მე-18 დაწესებულების აღჭურვას? სახალხო დამცველი - N18 დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე, N12 საპატიმროდან არც ერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ. N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. ელენე ხოშტარია - გუშინ ვიხილეთ ველური, სასტიკი შურისძიების აქტი - სააკაშვილის გლდანში გადაყვანა იყო გამოწვევა და შეურაცხყოფა ყველა ადამიანის. ადვოკატი - როცა სააკაშვილთან შევედით, გლდანის ციხის ყველა კორპუსიდან, ორგანიზებულად, საშინელ ობსტრუქციას გვიწყობდნენ - ეს არის მორალური ტერორი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. როგორ გგონიათ, მიხეილ სააკაშვილს შევხვდით? ადვოკატები ტელეფონით გავესაუბრეთ - აქ დაცვის უფლების შესაძლებლობაც კი არ არის. საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ. მიხეილ სააკაშვილი 10-მდე სპეცრაზმელმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს დაწესებულებაში და იძულებით მოათავსეს პალატაში - სცადეს მისი დაბმა და ნემსის ასე გაკეთება. კარლ ჰარცელი - სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა. სალომე სამადაშვილის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან სხვა საკითხებთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრებს. ზურაბ ჯაფარიძე - ახლა ყველაზე მთავარი, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააკეთონ, სიმართლის საუბარია, პირდაპირ, დიპლომატიური შელამაზების გარეშე. გიორგი ვაშაძე - უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი გვაქვს, ამის იქით რა უნდა იყოს - კრიზისიდან გამოსავალი გვჭირდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით გადაინაცვლეს და აქციები დილიდან იქ გაგრძელდა. დავით ჭიჭინაძე - რაც ახლა ხდება, “ოცნებას“ ესეც თუ შერჩა, ხვალ შემდეგი ნებისმიერი ჩვენგანი იქნება, არცერთ პოლიტიკურ ლიდერთან აღარ ექნებათ პრობლემა. ნიკა მელია - სამარცხვინო მოცემულობა დასრულდება, ბევრ პოლიციელს უკვე ვეღარ გაარჩევ კრიმინალისგან - ვინმეს ჰგონია, რომ გავჩერდებით, ვიდრე სააკაშვილი უსაფრთხო ადგილზე არ იქნება გადაყვანილი?! მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებს - დარწმუნებული ხართ, რომ სააკაშვილის მიმართ პატიმართა შეურაცხმყოფელი განცხადებები პალატაში მართლა ისმის?! მარტივად შემოწმებადია, ხმაური პალატაში ისმის თუ არა. ომბუდსმენის მოადგილე - ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო პროფილის კლინიკაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი უსაფრთხოება. არასამთავრობოები - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იმ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელთან ერთად მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ. ნევროლოგი ოთარ თოიძე - ჩვენ მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და უცხოეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაყვანის შესახებ საკითხის დაყენებას. გიორგი ჩალაძე - ნებისმიერ წუთს, როდესაც სააკაშვილი არის ამ ჯოჯოხეთში, ის არის წამების მსხვერპლი, მას არ უტარდება სტანდარტული ჯანდაცვის მომსახურება. ნიკა გვარამია - იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი იპარავდა მტკიცებულებას, რადგან იცოდნენ ინსპექტორის წარმომადგენელი შედიოდა ტანსაცმლის ამოსაღებად, რათა შეემოწმებინათ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი - მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა - თანხმობა განაცხადა, წარდგეს ექსპერტიზის წინაშე მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. ნიკა მელია - არსად შეჭრის ამოცანა არ არსებობს - საპროტესტო მოძრაობა იქნება დინამიური. გიგი უგულავა - საბჭოთა მნიშვნელობით, სააკაშვილი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს, 80-იან წლებში დისიდენტები რომ გადაჰყავდათ, მერე ფსიქოლოგიურად რომ გაეტეხათ. სალომე სამადაშვილი - აქტუალურია „კლანის“, კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართებით შემოღებული იყოს იმგვარი სანქციები, რომელიც შესაძლოა, სწრაფად იქნეს მიღებული აშშ-ს მხრიდან. ზურაბ ჯაფარიძე ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე - თქვეს, რომ რთულ პოზიციაში არიან, სჭირდებათ გზავნილების დაბალანსება, რადგან არიან ქვეყნის მეგობრები და არ შეიძლება ისეთი რამ თქვან, რომ ქვეყანა დააზიანონ. ნათია მეზვრიშვილი - ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება პატიმრების მიმართ და ეს ზღვარიც მოშალა დღეს „ოცნებამ“. ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნების“ ინტერესში არ შედის დეესკალაცია და პოლარიზების შემცირება, პირიქით, მათ უნდათ, რომ უფრო დაიძაბოს ქვეყანაში ვითარება. გიორგი ვაშაძე ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე - პირობა მოგვცეს, რომ მკაფიო და მკაცრი იქნება მესიჯები, რომელსაც „ოცნება“ მიიღებს - დასავლეთი შეშფოთებულია იმით, რაც ქვეყანაში ხდება. თამარ გაბუნია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაზე - ეს კლინიკა მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის და შესაძლებელია დახმარება დასჭირდეთ. ნიკა მელია ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე - თუ ასე გააგრძელებს ეს ხელისუფლება, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერ აცდება იმ მკაცრ სასჯელს, რასაც სანქციას ვუწოდებთ. პაატა დავითაია - ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მესამე პრეზიდენტი დაცული იყოს სამართლებრივი, ფიზიკური და მორალური ზეწოლისგან. დავით ბაქრაძე - ინიციატივა მაქვს, სააკაშვილი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში და ამის პასუხად ოპოზიციამ აიღოს ვალდებულება, რომ ამ საავადმყოფოს მიმდებარედ შეკრებები არ დაიგეგმება. ერთადერთი, რაც დღეს ხელისუფლებიდან მოდის, არის ადამიანების მუდმივი დაშინება არეულობით, სისხლით, რევოლუციებით, მკვლელობებით. ანა ფოტიგა - ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით, შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან. მარინა კალიურანდი - მე მესმის, რომ სააკაშვილს მიეწოდება სამედიცინო დახმარება მისი პირადი ექიმებისგან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რომ მისი ყველა უფლება დაცული იყოს. ეკა გიგაური - სააკაშვილის ასეთი სახით გადაყვანა პროვოკაციული გადაწყვეტილება იყო, მთელი პასუხისმგებლობა, რაც ამას მოჰყვა, არის „ქართულ ოცნებაზე“. ვახტანგ მეგრელიშვილი - ეს ყველაფერი ემსახურება არა იმას, რომ ხოშტარიას სიცოცხლე გვაღელვებს, არამედ პოლიტიკურ ბრძოლას - როგორ გავაშავოთ და დავადანაშაულოთ მოწინააღმდეგე. გია ვოლსკი - არ გამოვრიცხავ, რომ ციხიდან გადაყვანის საკითხი სააკაშვილთან შეთანხმებული იყო და შემდეგ მოიგონა, რომ შეთანხმება არ შემდგარა - პროვოკაციისთვის, რისი ექსპერტიც არის. ლანა გალდავა - "ლელო" უერთდება და სოლიდარულია სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის საკითხში, რომელსაც ახლა პატივის და ღირსების დაცვის საკითხიც შეემატა. ლიზა იასკო - სააკაშვილი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს, ეს ადგილი მისთვის უსაფრთხო არ არის. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი - გუშინაც აქ ვიყავი, დღესაც მთელი დღეა აქ ვდგავარ და საშვი არ მოუციათ, გვითხრეს, რომ დაგვეცადა, მაგრამ პასუხი ახლაც არ მიგვიღია. პარლამენტის წინ “ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია ამ საღამოსაც გაიმართა. გიორგი ჩალაძე - ნებისმიერ წუთს, როდესაც სააკაშვილი არის ამ ჯოჯოხეთში, ის არის წამების მსხვერპლი, მას არ უტარდება სტანდარტული ჯანდაცვის მომსახურება. არასამთავრობოები - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იმ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ნიკა მელიას განცხადებით, 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, სასამართლოს ეზოში კი აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან. ბექა დავითულიანი - მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში რომ დაგვეწვინა და მისულიყო ორასკაციანი, მისი გამწარებული ადამიანების ჯგუფი და ეგინებინათ ფანჯრიდან, ესეც ხომ მისი წამება იქნებოდა.

      ჩვენი ევროპული გზები - კარლ ჰარცელი - პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ არსებული არასწორი პრაქტიკა არ უნდა იქცეს საარჩევნო ნორმად, მაგრამ მეორე ტურისთვის ცოტა რამ გაკეთდა მსგავსი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად. იუსტიციის საბჭოში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დანიშვნები კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - დაჩქარებული არაკონკურენტული დანიშვნა არ ზრდის სასამართლო სისტემის ნდობას. მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნები მთლიანობაში შეფასდა, როგორც კარგად ორგანიზებული, მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს საკმარისი? არის ეს საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები?

      მოშიმშილე პარლამენტიდან - ელენე ხოშტარია - თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ უკვე სიკვდილის ზღვარია, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს - არ ვაპირებ დანებებას, არც სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას. გუშინ ვიხილეთ ველური, სასტიკი შურისძიების აქტი - სააკაშვილის გლდანში გადაყვანა იყო გამოწვევა და შეურაცხყოფა ყველა ადამიანის.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 1121 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 62 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 1211 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 855 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 27 ადამიანი. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 251 მილიონს გადააჭარბა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 99

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters