ომიკრონი მსოფლიოში, სააკაშვილი საქართველოში და აზარტის მართვა

      ბერძნული ანბანის სიდიადე ვირუსსმა გაისიგრძეგანა - მსოფლიო კოვიდვირუსის ახალმა შტამმა დაზაფრა - ომიკრონი. ჩვენთან კი მიხეილ სააკაშვილის პროცესს უფრო დიდი გამოხმაურება აქვს, ვიდრე სხვა ყველაფერ დანარჩენს. დღეს სასამართლოს დამნაშავე პრეზიდენტიც დაესწრო და სიტყვით მიმართა მოსახლეობას. დღე სულ მას მიეძღვნა და ასევე აზარტული თამაშების აკრზალვას. რაც შეეხება მოახლოებულ ზამთარს - საქართველოში 2 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. დოლარის ღირებულება - 3.0867 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 29 ნოემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ნოემბერი

      #კოვიდსაქართველო - „მწვანე პასპორტის“ წარდგენა სავაჭრო ცენტრებში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებშიც იქნება აუცილებელი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1954 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი. ალერგოლოგ-იმუნოლოგის გიორგი კამკამიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი" უმრავლეს შემთხვევაში ვრცელდება იმ პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის. 2022 წელს თბილისის და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გათანაბრდება. 2022 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, ადმინისტრაციული შენობა აშენდება. ეკატერინე ტიკარაძე - საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება - ამ ეტაპზე, საწოლფონდთან მიმართებით არანაირი დეფიციტი არ არის. ჯანდაცვის მინისტრი - მოქალაქეებს, რომელთაც ახალი შტამი შეხვდათ, შესაბამისი აცრა ჩატარებული არ ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ბერკეტად მაინც ვაქცინაცია რჩება. ეკატერინე ტიკარაძე აცრასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაზე - ვთვლი, რომ ძალიან გონივრულია - რამდენიმე თვეში შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდეთ.

      ხმაურიანი მიშა - გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, ესკორტის თანხლებით, პენიტენციური სამსახურის ავტომანქანა გავიდა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ, დილიდან. საქალაქო სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავი იყო მობილიზებული. სასამართლოსთან წყლის ჭავლის მანქანა და სამართალდამცავების დამატებითი ჯგუფები მიიყვანეს, რომლებიც ავტობუსებში იყვნენ განთავსებული. თავიდან საქალაქო სასამართლოს ეზოში არც მედიის წარმომადგენლებს და არც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს არ უშვებდნენ. აკაკი მინაშვილი - საერთო ძალისხმევამ, ჩვენი პარტნიორებისა და სახალხო დამცველის მტკიცე პოზიციამ აიძულა ხელისუფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი მოეყვანათ ამ ე.წ. სასამართლოზე. ლევან ხაბეიშვილი - პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა, სასამართლოს ეზოში არშეშვება, წყლის ჭავლის მანქანისა და სპეცრაზმის მობილიზება ერთადერთ რამეს ნიშნავს - ეს არ არის სასამართლო, ესაა „ქაჯეთის ციხე“. გიორგი ბარამიძე - მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდეს შესაძლებლობა დაესწროს მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს და უთხრას ქართველ ხალხს რისი თქმაც უნდა. ნიკა გვარამია - კარგია, რომ ივანიშვილი ამას უყურებს - ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, მაგრამ ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ იდგება. ზაალ უდუმაშვილი - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იძულებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო. ნინო წილოსანი - მიუხედავად „ნაცმოძრაობის" დაპირებისა, რომ არ შექმნიდნენ უსაფრთხოების კუთხით რაიმე განსაკუთრებულ საშიშროებას, დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესის წარმართვა აქციების ფონზე დააანონსეს. ადვოკატი - ჩვენ მოვითხოვთ სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას. ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილის პროცესი „ლაივ“ რეჟიმში უნდა გადაიცეს. ნიკა მელია - ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ და ამ შენობის შიგნით ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს, ისტორიული აბსურდია და მალე დასრულდება. მიხეილ სააკაშვილის დედა და ადვოკატები სასამართლოში შეუშვეს. კელი დეგნანი - მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა - იმედი მაქვს მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. არადა, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. გიგი უგულავა - მიხეილ სააკაშვილის საქმეში აბსურდულობის რამდენიმე ასპექტია. შსს - ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აღმაშენებლის ხეივანზე, საავტომობილო გზის ორივე მიმართულება გადაკეტეს. გიგი უგულავა პოლიციელებს - თქვენ იქცევით ისე, როგორც 90-იან წლებში იქცეოდა „ძაღლობა“, თქვენ ფორმიანი ყაჩაღები ბრძანდებით. საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს. სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. პროკურორების განცხადებით, ნიკა გვარამია 7 ნოემბრის მოვლენებისას გენპროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის საქმეს უნდა ჩამოსცილდეს. მიხეილ სააკაშვილი - არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო. გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ჩასაფრებულია, რომ ნებისმიერი ექსცესი ხელზე დაიხვიოს და მერე თქვას, ამიტომ არ უნდათ სააკაშვილი დაესწროს სასამართლო პროცესს. თამარ ჩერგოლეიშვილი - ახლა ისე უნდა მოიქცეთ, რომ მეორე პროცესზე რომ აღარ მოიყვანენ სააკაშვილს, არცერთმა საერთაშორისო პარტნიორმა ხმა აღარ ამოიღოს საზოგადოებრივი მშვიდობის დაცვის მოტივებით. ლევან იოსელიანი - მნიშვნელოვანია, ყველაფერი წარიმართოს კანონის ჩარჩოში, არ მიეცეს ხელისუფლებას მეტი არგუმენტი, რომ სააკაშვილის პროცესი კიდევ უფრო დახურულად წარიმართოს. გივი მიქანაძე - მოქალაქეების შეკრება სასამართლოსთან წნეხის ხასიათს ატარებს და შეიძლება პროვოკაციულიც იყოს. სასამართლომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლირების უფლება მისცა. იაგო ხვიჩია - სააკაშვილმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულების სისტემასა და პროკურატურას არ ცნობს, რადგან მიკერძოებულია - საყურადღებო განცხადება იყო, რადგან მის მიერ აწყობილ სასამართლო სისტემაზე საუბრობს. სააკაშვილის გამოსვლა მიმართულია არა იმ ადამიანებისკენ, რომლებმაც რამე უნდა აპატიონ, არამედ მათი რწმენაში გამყარებისკენ, რომლებსაც დამნაშავე არ ჰგონიათ.

      მსჯავრდებულის სიტყვა - მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან - არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა, განვითარების ტემპი და „დრაივი“? - თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ. ალბათ, ბევრი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ, რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში - მე ჩამოვედი, სადაც შეიძლებოდა გზაში მოვეკალი, ან მოვეკალი ჩამოსვლისას, როგორც გაუკეთეს ზვიად გამსახურდიას. მე მართლაც მიყვარს უკრაინა, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო - ყოველ ღამე მესიზმრებოდა საქართველო, ბათუმი, აფხაზეთი, ჩემი ეზო და სულ უფრო აუტანელი ხდებოდა განცდა, რომ ამ ყველაფერს ვკარგავ. ჩამოვედი, რადგან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი - ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, ნიკუშამ - „ან ახლა არ ან არასდროს, ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას“. რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული - რომ დამცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა. მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი - ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ განაჩენები. ლდანის დაწესებულებაში გონება მქონდა დაკარგული თითქმის 20 წუთი - კარგად მახსოვს, გულიკო ქილიფთარი ლოყაში მირტყამდა და მეუბნებოდა, არ მოკვდეო. მანქანიდან ძალით გადმომათრიეს, როცა ვცადე ხელიდან დასხლტომა, ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობა. ჩემო საყვარელო ხალხო, ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე, ყველამ იცის, რომ ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია. მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს, თავის ეზოში, თავის სოფელში პუტინისგან მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტი შექმნას - იმისთვის რომ დაგეხმაროთ, არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე დახურულ სივრცეს. არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე პიარისთვის დაარქვეს, ის ოფიცრები დაკავებულები იყვნენ, 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა 280 სამხედროს ამნისტია, მათ შორის, ერთი, ჩემ მიერ ამნისტირებული თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში. სააკაშვილი 7 ნოემბერზე - ამ პროცესს შს მინისტრი მართავდა, მე ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიცია. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო - შეცდომა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ვერ შევქმენით, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამემამულეს და ახლა მეხება მეც, ბოდიშს ვუხდი ყველას. შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე - მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი.

      შეფასებები - ჯარჯი წიკლაური - მივმართავ სასამართლოს, შეახსენოს მიხეილ სააკაშვილს, რომ იგი იმყოფება არა პრეზიდენტის, არამედ ბრალდებულის სტატუსით. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორებსა და ადვოკატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მიხეილ სააკაშვილის მოსამართლე - დღეს ხომ არ სრულდება ეს პროცესი? ასეთი საუბარი კიდევ გაგრძელდება ან ერთის, ან მეორეს მხრიდან და დაჯარიმდებით ორივე უმკაცრესად. 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე გაგრძელდება. ხატია დეკანოიძე - ნამდვილად სევდიანია, როდესაც მესამე პრეზიდენტს ასამართლებს ის სასამართლო, რომლის გამოც მან ბოდიში მოუხადა საზოგადოებას. მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიიდან ესკორტის თანხლებით გაიყვანეს - მხარდამჭერებმა ყოფილი პრეზიდენტი შეძახილებით გააცილეს. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს. ნიკა გვარამია - სააკაშვილისთვის არის უკიდურესად პრინციპული, რომ 2 დეკემბერს, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვას დაესწროს. პროკურორი - ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს მის მიმართ არსებულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა. ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილს - შენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ვერასდროს გახდები - ნოლია შენი ფასი. ნიკა მელია - ძალიან მტკიცედ, შეუპოვრად, არაძალადობრივად უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური პროტესტი, ვიდრე არ ჩამოვაგდებთ რეჟიმს და თავისუფლება არ გაიმარჯვებს. პროკურორი - დღევანდელ პროცესზე ბრალდებული სააკაშვილისგან მოვისმინეთ ყველაფერი, გარდა იმისა, რატომ იძალადეს 7 ნოემბერს მათ შორის ჟურნალისტებზე, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონება. 28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს, ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ „პიარულია". გია ხუხაშვილი - სააკაშვილი დღეს ცდილობდა ყოფილიყო აკადემიური, მაგრამ ეს იყო პირველი სერია - არ ვიცი რომელში, მაგრამ რომელიღაცა სერიაში უნდა ველოდოთ მისი მხრიდან სერიოზულ დარტყმებს ხელისუფლების მისამართით. ალეკო ელისაშვილი - მიხეილ სააკაშვილმა შეგვახსენა, რომ არ შეცვლილა და არანაირი სინანული არ აქვს. ხათუნა ლაგაზიძე - გარკვეულმა ნაწილმა მიიღო სააკაშვილის ბოდიში, თუმცა დიდი ნაწილი რჩება იმავე აზრზე - ილუზია, რომ ერთი გამოსვლით საკუთარი თავის სრულად რეაბილიტაცია მოეხდინა, არავის ჰქონდა.

      ახალი ფონდი - მთავრობა ”საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას იწყებს, დაგეგმილია ფონდის რესტრუქტურიზაცია. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს. ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების შესახებ ახალი კანონპროექტი პარლამენტს დეკემბრის თვეში წარედგინება. ლევან დავითაშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება, საიდანაც ჩამოვიტანთ სოციალური პოლიტიკის რეფორმის კუთხით საუკეთესო გამოცდილებას.

      ონლაინ თამაშების აკრძალვების გზაზე - ირაკლი ღარიბაშვილი - აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ჯამში, 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს აეკრძალება. ფინანსთა მინისტრი - სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეზღუდული ექნებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმით, ასევე გათვალისწინებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახის წევრის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნულ სიაში მოხვდნენ დამატებითი პირები. ჯამში, საქართველოს ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება, როგორც მომხმარებელს. იგეგმება ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღება, რომელიც არის 25 წელი. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის შესახებ სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. ვერ გავიზიარებ პათოსს, რომ სექტორის რეგულირება, მითუმეტეს, როდესაც საუბარია სათამაშო ბიზნესზე, ვინმესთვის რაიმე ტიპის სიურპრიზი უნდა იყოს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - იაპონია, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების საფრთხის გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხურავს. სომხეთში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 21 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 33 860 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1209 ადამიანი გარდაიცვალა. ავსტრალიამ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების საფრთხის გამო, საზღვრების გახსნა 15 დეკემბრამდე გადადო. ჯანმო - კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებული საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 89

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters