აზარტული თამაშების აკრძალვები, სოც. გარემო და დასჯილი პრეზიდენტი

      როგორც ჩანს თბილი გიორგობა გვექნება და ზამთარსაც, მეტწილად თბილად შევხვდებით. ვნახოთ, როგორ გამართლდება სინოპტიკოსების პროგნოზი. ქვეყანაშიც დათბა და აქციებიც კვლავ ანონსდება. მსჯავრდებული პრეზიდენტი უკეთ არისო და მის სტუდია კვლავ აქტიურია, პრემიერი და მისი ინიციატივები იყო დღეს მეინსტრიმული, განსაკუთრებით აზარტული თამაშები და სოც. დახმარებები. დოლარის ღირებულება - 3.1134 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 22 ნოემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ნოემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1851 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 644 ადამიანი აიცრა. 1-ელი დეკემბრიდან, კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის გამო, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება.

      პრემიერმა თქვა - ირაკლი ღარიბაშვილი - 2022 წლის იანვარში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი. საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე, ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ სამიტში მონაწილეობას პრეზიდენტი მიიღებს. უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს. სოციალური დახმარების ნაცვლად, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ. პრემიერის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა.

      აზარტულის აკრძალვები - ფინანსთა მინისტრი - აზარტული თამაშის ბიზნესის დაბეგვრისას როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით განსხვავებული მოდელი იქნება შემუშავებული. ვატო შაქარიშვილი - მივესალმები პრემიერის ინიციატივას ონლაინ აზარტული თამაშების შემზღუდავი რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით. ზურაბ კუკულაძე - აზარტული თამაშების შეზღუდვა და თუ შესაძლებელი იქნება გაუქმება, კარგის მეტს არაფერს მოიტანს - ეკონომიკისთვის დიდი ეფექტის მომტანი იქნება. ფინანსთა მინისტრი - ონლაინ კაზინოებისთვის გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოფს იმას, რომ სექტორის შემცირების ფონზე, იმ ოდენობით დანაკლისს არ მიიღებს ბიუჯეტი, რა რაოდენობითაც იქნება მსგავსი ტიპის შემცირება. რომან გოცირიძე - თუ ონლაინ დაიხურება, ცოცხალ კაზინოებში ითამაშებენ - უნდა დავსვათ შეკითხვა, ვის ინტერესშია? ეს ვიღაცისთვის კეთდება. ალუდა ღუდუშაური ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე - „გირჩი“ იქნება, ნაძვის ხე თუ ალვის ხე, მოუწევს ამ რეალობას გაუსწოროს თვალი. იაგო ხვიჩია - კაზინოების აკრძალვით „თავანის“ ეპოქა დაბრუნდება, ადამიანები ხელზე „გამაზავენ“.

      სოციალური გარემო - დავით სერგეენკო - სოციალური დახმარების არსებულ სისტემას არაერთი პრობლემა აქვს. გიორგი ნონიაშვილი - მძიმე სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად, არა ღარიბაშვილის ცარიელი პოპულიზმი, არამედ ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაა საჭირო. ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეს, დასაქმების სპეციალური პროგრამის ამოქმედებისას სამუშაოს ტიპის არჩევის საშუალება ექნება. ლევან დავითაშვილი - მთავრობის მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების წახალისებაა და არა საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა და ეკონომია. ბადრი ჯაფარიძე - რასაც დღეს პრემიერი ამბობდა, სწორედ მათი მოღვაწეობის შედეგია - ახლა საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, არასერიოზული განცხადებაა. დავით სერგეენკო - ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოც კი 10-ჯერ მეტია, ვიდრე სოციალური დახმარება.

      ბიძინას ჩვენებიდან - ლაშა დამენია - ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის მიმართ ამგვარი აგდებული დამოკიდებულება, ხაზს უსვამს იმას თუ როგორ უყურებს ის სახელმწიფოს და ხალხს. რომან გოცირიძე - ივანიშვილმა ყველაფერი სწორი თქვა - ღარიბაშვილს წარმოდგენა არ აქვს არც ფინანსებზე, არც ეკონომიკაზე, არც სამუშაო ადგილებზე. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსურ საკითხებში ერკვევა. გია ვოლსკი - ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნდა იმ პერიოდში იმ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა და სასამართლოს ჩვენებას აძლევდა.

      სააკაშვილის სტუდია - დავით ჭიჭინაძე - ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საკუთარ სასამართლოზე დასწრების უფლება მისცენ, რაც კანონით ეკუთვნის, თუმცა არასოდეს ვიბრძოლებ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის. შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი წირავდა იმ დეპუტატებს, ვინც მის გამო შიმშილობდა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ადამიანები არ გაწირა. გიული ალასანია - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა რეაბილიტაცია „გარეთ“ გაიაროს. გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ - როცა ვარდების რევოლუციის გმირი გისოსების უკან წევს, ეს არ მომწონს. დავით სერგეენკოს განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას მისთვის პატიმრობიდან თავის არიდების გამო ითხოვს. რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების უამრავი გზა არსებობს, მთავარია ეს უნდოდეს ხელისუფლებას, როცა ხელისუფლებას ეს არ უნდა, იმას ნიშნავს, რომ უნდა მოვანდომოთ. გია ვოლსკი - სტრატეგია, რაც დესტაბილიზაციას და რევოლუციური პროცესების განვითარებას, სააკაშვილის ძალისმიერ გამოხსნას ითვალისწინებს. კახა ლომაია - ჩამოვედი ჩემი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად, თუ ჰოსპიტალში შევძელი შესვლა, ვნახავ. გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებას ვთავაზობთ, უცხოელი მოსამართლეების ჩართულობით დაორგანიზდეს სასამართლო მექანიზმი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა ექნება. ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა. ანა ნაცვლიშვილი - სააკაშვილის საქმეებზე უცხოელი მოსამართლეების მოწვევის მიმართ სკეპტიკურად ვარ - სასამართლო ბოლო ფაზაა, შოთაძის და ფარცხალაძის პროკურატურის გამოძიებას რატომ ვენდობით? ადვოკატი - ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო, უნდა გათავისუფლდეს და შესაძლებლობა მიეცეს, თავისუფლებაზე მოხდეს ჯანმრთელობის აღდგენა. ექიმი ელენე გიორგაძე - მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, მდგომარეობა სტაბილურია - ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ფეხბურთს ვერ ითამაშებს. რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა - ამ ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს საფუძველს, რომ შემდგომ პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში. ლიზა იასკო - მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ რეაბილიტაციას და სამედიცინო მომსახურებას მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე მიიღებს.

      შორი მეგობრები - სებასტიან მოლინეუსი - საქართველო როგორც რეგიონში, ისე გლობალურად ძლიერი ლიდერის როლს თამაშობს. ენტონი ბლინკენი - აშშ ძალიან აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. დავით ზალკალიანი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წერილი კიდევ ერთი დასტურია, რომ შეუქცევადი პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა თვისობრივად მაღალ დონეზეა.

      შატალო - იაგო ხვიჩიას შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, „შატალოზე" იმყოფებიან. ლევან იოსელიანი - თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტში, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს.

      თბილისი საახალწლოდ - კახა კალაძე - საჭიროა, ხალხმა იზეიმოს ახალი წელი, იმისთვის, რომ ყველაფერი ცუდი, რაც იყო, გავატანოთ წარსულს. საახალწლო ნობათების შესყიდვაზე ტენდერს ყველა გამგეობა საერთო სტანდარტით გამოაცხადებს.

      სასამართლო - ანა დოლიძე - ერთადერთი „რეფორმა", რომელიც „ქართულმა ოცნებამ" გაატარა, იყო „კლანის" გაძლიერება და მისთვის იუსტიციის საბჭოში ყველანაირი ბერკეტის მინიჭება. ანრი ოხანაშვილი განმარტავს, ვის ექნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის საშუალება. პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 25 ნოემბერს დაიწყება.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ენტონი ფაუჩი - აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე „ბუსტერ“ დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ. სომხეთში კორონავირუსის 272 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 35 681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1241 ადამიანი. აზერბაიჯანში კორონავირუსის 825 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 33 ადამიანი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 108

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters