შეიძლება პირველ თოვლსაც შევესწროთ დღეს დედაქალაქში - სინიოპტიკოსები თოვლჭყაპს გვიწინასწარმეტყველებენ ამაღამ. ყინვისა და წვიმის პარალელურად აქციები არ წყდება და ახალ-ახალი ვარიანტები და ვერსიები იგეგება. პარალელურად, მსჯავრდებული პრეზიდენტყოფილის შიმშილის და მის გულშმატკივარ მოშიმშილეთა ამბები იყო აქტუალური. დოლარის ღირებულება - 3.1489 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16 ნოემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ნოემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5204 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 83 პაციენტი. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინის 6 000 დოზა ჩაიტანეს. თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაქცინაცის ტემპმა მოიმატა, რაც იმედისმომცემია. ეპიდემიის გავრცელების ხელშემწყობია მობილობის მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი. ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. „დელტას“ ახალი ვარიანტი, რომელიც ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ მეზობელთან ცირკულირებს, ჩვენთან არ დაფიქსირებულა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება შემოვიდეს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, ისარგებლონ ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებებით და აქტიურად ჩაერთონ აცრის პროცესში. თენგიზ ცერცვაძე - ყველას ვაძლევ რეკომენდაციას, აუცილებლად აცრან 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები. გიორგი ღიბრაძე - იმისთვის, რომ ვისარგებლოთ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ app store-დან და google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც Georgia e-Health ჰქვია. საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებელია, კოვიდ-პასპორტი, რომელიც იუსტიციის სახლში გვაქვს აღებული, განვაახლოთ - 17 ნოემბრიდან გაცემული კოვიდ-პასპორტები სისტემაში ვალიდურია. გერმანიის ელჩი კოვიდით გარდაცვლილთა მაჩვენებელზე - შემაძრწუნებელია, რომ ყოველდღე ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება.

      სააკაშვილის სასამართლო - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. ადვოკატი - ნებისმიერი განცხადება, თითქოს სააკაშვილზე ზრუნავენ, არის ფარისევლობა. სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის მისსავე ბრალდების სასამართლო განხილვებში ჩართვას მოითხოვს.

      აქციები - თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს ავტოკოლონებით აქცია-მსვლელობა გაიმართა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები კოლონით მსვლელობას მართავენ, დაპირისპირება იყო.

      სააკაშვილის შიმშილობის და ავადობის ირგვლივ - მიტროპოლიტი იოსები - ვთხოვ ხელისუფლებას, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში - მივმართავ ყოფილ პრეზიდენტს, თქვენ ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს. უკრაინის სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე უარი უთხრეს. ნინო ლომჯარია - ძალიან მოულოდნელი და მიუღებელია, რომ უკრაინის სახალხო დამცველს საკუთარი მოქალაქის მონახულებზე და ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს. რატი ბრეგაძე - სააკაშვილს ჰყავდა 200-ზე მეტი ვიზიტორი - მე-18 დაწესებულება სამკურნალო დაწესებულებაა, ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, რომ იქ შევიდნენ ის პირები, ვისაც უფლება არ აქვს. ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონსილიუმის მოწვევა გახდება საჭირო, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. საქართველოს კანონმდებლობით ჩვენ არ გვაქვს პატიმართან უკრაინის სახალხო დამცველის შესვლის ვალდებულება. არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს! მესიჯების გავრცელება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ „არაადამიანურ მოპყრობას“ და „წამებას“ ჰქონდა ადგილი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ძალიან უბადრუკი მცდელობაა. ლევან ბეჟაშვილი - ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკური შურისძიების აქტს - სააკაშვილის მკვლელობას, წამებას და ამას საზოგადოება უყურებს. დავით კირკიტაძე - თუკი გლდანის ციხეში ყველაფერი წესრიგშია, რატომ გადაიყვანეს 580 პატიმარი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში? საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ნუ დაუჯერებენ ამ მატყუარა ადამიანებს. პენიტენციური სამსახური - №18 დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და ინფრასტრუქტურა, პაციენტთა სათანადო მეთვალყურეობისა და მკურნალობისათვის. ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის - იქნება უკრაინის დეპუტატი თუ სახალხო დამცველი, კეთილი ინებოს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი სცეს! სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლები სტაბილურია, რაც 50-დღიანი შიმშილობის დროს არ ხდება. გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის შიმშილობა პროტესტთან არაა დაკავშირებული, ეს სპეკულაციაა, რათა მან და მისმა გუნდმა პოლიტიკურ დღის წესრიგზე „იტივტივოს“. ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა ნახოს, რა პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი და ამიტომ არ შეუშვეს მის მოსანახულებლად. უკრაინის ომბუდსმენი - მინდოდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა, დავურეკე და ვწერდი, მაგრამ სამწუხაროდ, არ მიპასუხა - როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული მიზეზები, რომ არ დამიკავშირდნენ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოშიმშილე პატიმრის მკურნალობის გამოცდილება პენიტენციურ სისტემას ბევრად უფრო მეტი აქვს, ვიდრე შეიძლება სხვა კლინიკას ჰქონდეს. უკრაინის ომბუდსმენს საქართველოში არანაირი იურისდიქცია არა აქვს, ის არის კერძო პირი. გია ვოლსკი - ყველაზე მაღალი დონის კონსილიუმი არის მე-18 დაწესებულების ის სტრუქტურა, რომელიც პატიმარზე 24-საათიან ზედამხედველობას ახორციელებს - სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უკრაინის ომბუდსმენი იქნება, დეპუტატი თუ ჟურნალისტი გორდონი, როცა მათ უარს ეუბნებიან შემოსვლაზე, განპირობებულია იმით, რომ ისინი მოდიან, რათა დესტაბილიზაციის პროცესი გააღვივონ. ადვოკატი - უკრაინის სახალხო დამცველისთვის სააკაშვილის მონახულებაზე უარი ორ ქვეყანას შორის სკანდალია - ვერ მოერია საკუთარ თავს ქართული სახელმწიფო. სალომე სამადაშვილი - კონსილიუმი არათუ არ უნდა გაუქმდეს, არამედ უნდა მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები და ობიექტურმა სამედიცინო ექსპერტიზამ დადოს შესაბამისი დასკვნა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ის კოლეგებთან ერთად გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებას ეწვევა და სიტუაციას ადგილზე შეისწავლის. ამირან გამყრელიძე - მიხეილ სააკაშვილი გახდა პაციენტი - პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, მას ჩაუტაროს ყველა აუცილებელი დახმარება. თამარ გაბუნია - მას შემდეგ, რაც პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს, კონსილიუმის გარედან მოწვევის საჭიროება აღარ დგას - გლდანის დაწესებულებას აქვს ამის შესაძლებლობა. მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე - უსასტიკესი რეჟიმის მიერ შეკრებითობის პრინციპი რომ დაეტოვებინა „ქართულ ოცნებას“, დღეს 36 წელი მიესჯებოდა ამ არსებას, რომელიც ახლა თითქოს შიმშილობს. სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. ცენტრი „ემპათია“ - დღემდე ექსპერტთა ჯგუფს არ ეძლევა საშუალება ადგილზე ჩატარდეს სამედიცინო შემოწმება და გაეცნოს სამედიცინო დოკუმენტაციას სრულად, კერძოდ, მე-18 დაწესებულებაში არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია არ გადასცემიათ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს და შესაბამისად არც მათ მიეწოდათ. მიხეილ სააკაშვილი - მადლობა ძალიან კეთილშობილ და უწესიერეს შემოქმედის მიტროპოლიტს მხარდაჭერისთვის. ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის - ადამიანი კედელ-კედელ შემოვიდა, ვერ დგას წესიერად ფეხზე. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია ნორმის ფარგლებშია. გიგა ბოკერია - მე ყველას შიმშილობის წინააღმდეგი ვარ იმ რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, რომელსაც ვუპირისპირდებით. სახალხო დამცველი გეგმავს, სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართოს. სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის ციხეში მივიდა. ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილმა დღეს არ მიიღო მედიკამენტები - ძალიან საშიშია, რომ არ იღებს.

      სხვა პლანეტიდან - ირაკლი ღარიბაშვილი - ტოლერანტობის საერთაშორისო დღე იმის დასტურია, რომ ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები კაცობრიობისთვის უმთავრესი ღირებულებაა.

      ბიუჯეტის გეგმები - ლაშა ხუციშვილი - 2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა. 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 91 მილიონი ლარი. 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ 5 500 დოლარზე მეტი იქნება.

      შიმშილი პარლამენტში - ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა. ელენე ხოშტარია - ანალიზები დღეს არ არის გაუარესებული, რაც ფაქტობრივად უკეთ ყოფნას ნიშნავს ამ პირობებში. სალომე სამადაშვილი - ელენე ხოშტარიას უკვე უჭირს გადაადგილება და მოძრაობა. ელენე ხოშტარიასთან, რომელიც უკვე მე-14 დღეა პარლამენტში შიმშილობს, უმრავლესობის დეპუტატები მივიდნენ. დიმიტრი ხუნდაძე - ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ყველაზე საყურადღებოა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ის რეალურად შიმშილობს.

      დეპუტატები პარლამენტს გარეთ - პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი, რომელსაც მანდატს შეუწყვეტენ, „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძეა. დღესვე უყარეს კენჭი ზურაბ ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. გურამ მაჭარაშვილი - ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში არავის უნახავს, მამუკა ხაზარაძემ კი თავად თქვა, რომ პარლამენტში საკუთარი თავი ვერ დაინახა, რაც მისი პოლიტიკური შეცდომაა. მამუკა ხაზარაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ, „ლელოსა“ და “რეფორმების ჯგუფის“ ფრაქციებს შესაძლოა ე.წ. პოლიტიკურ ჯგუფებად გადაკეთება მოუწიოს. შალვა პაპუაშვილი - “ლელო” ამომრჩევლისადმი უპატივცემულობას რომ იჩენდა, ხმები ამიტომ დაკარგა. არჩილ თალაკვაძე - ადამიანს, რომელიც დღეს სხდომას არ ესწრება, ერთ-ერთ მიტინგზე წამოსცდა, ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, რომ სააკაშვილი ჯერ კლინიკაში გადავიყვანოთ და შემდეგ გავათავისუფლოთო.

      პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანებისა და განადგურების განსაზღვრა ხდება.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ვლადიმირ ზელენსკი - თითოეული მოქალაქე, რომელმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, სახელმწიფოსგან 1000 გრივნას მიიღებს. სომხეთში კორონავირუსის 572 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 52 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 36 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1240 ადამიანი. აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 005 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 31 ადამიანი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 140

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

vako: ნოემბერი 17, 2021||1:24am

როგორიი საინტერესო ფაქტია რო ის ხალხი დღეს ვინც ჰუმანურობის სახელით მიშას გაშვებას ითხოვს პირველია მიშა მათ ბიოგრაფიაში ვისაც გამოესარჩლნენ თითქოს სერგო თეთრაძე ბუტა რობაქიძე გირგვლიანი ჟვანია და ეს სია ჩვენ შეგვილია გავაგრძელოთ საერთოდ არც ყოფილან

ლაშა: ნოემბერი 18, 2021||11:23am

ამ შემთხვევაში მიშა არაა უბრალოდ პატიმარი, ის პრეზიდენტყოფილი პატიმარია და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes About Extract Portals

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the Dark And Darker Gold proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters