ცივი უქმეები გველის, როგორც სინოპტიკოსები ამბობენ აპრილის ბოლო წვიმიან-ცივიანი იქნება. ამის ფონზე ევროპული ნაბიჯების მოწონება-დაწუნება-შეფასება-დაკომენტარებაში გადის უკვე თვეები და დღევანდელი დღეც არაფრით გამორჩეული არ იყო ამ მიმართულებით. აი, რაც შეეხება სტრასბურგის ამბავს, ეს მართლაც მეინსტრიმულია - რუსეთი 130 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა აგვისტოს ომის გამო - 130 მლნ ევრო საქართველოს მოსახლეობას უნდა გადაუხადოს. ხვალ არჩევნებია და დღეს ფრანგი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 28, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ძალიან ხანგრძლივი შვებულების შემდეგ, qwellynews დაბრუნდა. უკვე რამდენიმე კვირაა დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი მშობლების ხმაურიანი აქციებია. მშობლების, რომელთა შვილებსაც აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვთ და ესაჭიროებათ მედიკამენტი. დღესაც გაიმართა აქცია და როგორც აანონსებენ 24 საათიან რეჟიმში იქნება აქციები. დღის სხვა ამბები კვლავ ოცნების ევროპული გზის შეფასება-გადაფასებას უკავშირდებოდა, მოსამართლეების საქმეს და პარლამენტში, ოპოებისგან მოთხოვნილ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 26, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვეყნის მთავარი განმგებელი სამართალი უნდა იყოს, უთქვამთ ძველ ასტეკებს (ან შუმერელებს). ჩვენთანაც დღის მთავარი ამბავი სწორედ სამართალს და მოსამართლეებს უკავშირდება. ამერიკისგან დასანქცირებული ქართველი მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების თემა უდაოდ მეინსტრიმული გამოდგა და მედიის ყველა არხზე პრაიმტაიმი დაიკავა. კრიტიკა და შეფასებები მის გარშემო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5375 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 6, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახალი თვის, ახალი კვირის პირველი საქმიანი დღე და მთავარი ამბავი ჩავლილი აქციების „პიროტექნიკი“ ბიჭის დაკავება და მისი დამცველები ანდა ბრალმდებლები, ცხადია ურთიერთ კრიტიკით. ასევე, ოპოზიციონერი მილიონერი კეზერაშვილის ვრცელი ინტერვიუ და მისი განხილვები. პრეზიდენტის ევროპული ტურნე, ჯანდაცვის მინისტრი და რესპუბლიკურის პრობლემა, პრემიერის საორშაბათო ინტერვიუები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5517 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 3, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ომის მეორე ეტაპი თუ ფაზა დაიწყო და დღეს განსაკუთრებული ძალით იბომბებოდა უკრაინა. მსოფლიო კვლავ ახალ სანქციებსა და დახმარებების ახალ პაკეტებზე ალაპარაკდა, ტრადიციულად, უკრაინელების ქებით. საქართველოს შიგნით ზოგადპოლიტიკური ამბები, გადადგომა-არჩევნები, სააკაშვილის ნერვები და მთავრობის გადაწყვეტილებები. ამასობაში ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოვიდა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0530 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 19, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვისაც გაზაფხულის წვიმა და აპრილის თქეში უყვარს, მომდევნო დღეები ასეც წინასწარმეტყველებენ - 21 აპრილამდე საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელიო. მსოფლიოში კვლავ უკრაინის ბომბებს ითვლიან და არც დასრულების ანონსი ჩანს სადმე. ქვეყნის შიგნით კვლავ ომის გამოძახილის ფონზე ისმის ამბები. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0613 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 18, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქართული ენის დღე და დღესასწაული. შეჯერება თუ კინკლაობის ახალი თემა უკრაიანში ჩასასვლელად. სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა და პროგნოზ-შეჯამებები და კლავაც უკრაიანის ომში გახვეული მსოფლიო. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0741 ლარია.
#კოვიდსაქართველო -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 14, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გამოდარება არ აღმოჩნდა ხანგრძლივი. ხვალ კიდევ უფრო აცივდებაო როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, 14-16 აპრილს ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. ჩვენი კანონმწერლები შეთანხმდნენ თუ არა, საბოლოოდ უკრაინაში ერთის ნაცვლად, მინიმუმ ორი დელეგაცია გაემგზავრება და მხარდაჭერას გამოხატავს, ვიღაც სამძიმარსაც არქმევს ბუჩას ამბების მერე (განსაკუთრებით). მსოფლიო კლავ სანქციობს, პუტინი კვლავ „სამხედრო ოპერაციას“ აგრძელებს და ა.შ. ლარის ამბავი - 1…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 13, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ამას ვერც ზამთრის კუდს დავარქმევთ, ვერც ნასესხებს და ა.შ. ფაქტია, დღეს თბილისში თოვლი ისევ გამოჩნდა და მინიმუმ მთებზე ცოტა შემორჩა კიდეც. კვლავ აცივდება ამ დღეებში, ჩართეთ გათბობა. პოლიტიკურ დღისწესრიგში კვლავ უკრაინაა და მის გარშემო მთელი მსოფლიო. ჩვენმა პარლამენტმა კი „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო, პატიმრებს საპატიმროში ყოფნის პერიოდს სასჯელის მოხდის ვადაში განსხვავებული წესით ჩაუთვლის. ლარის ამბავი - 1…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 12, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინ იფიქრებდა, საქართველოს ევროპული ბედი კითხარზე თუ იქნებოდა ჩამოკიდებული. ალბათ, არცერთ ქართველ სოციოლოგს ასეთი მნიშვნელოვანი კითხვარი არ შეუდგენია ჯერ, მაგრამ ასეც მოხდა ან გვეუბნებიან რომ ასეა და ახლა პასუხებზე ჰკიდია ბედი ქართლისა. პარალელურად უკრაინაში დაბომბვები არ ჩერდება და ლავროვის თქმით, არც შეჩერდება მეორე რაუნდამდე. ჩვენები იმაზე კამათობენ უნდა ჩავიდეს თუ არა ქართული დელეგაცია ბუჩაში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0755…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 11, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბუჩას კადრებმა მსოფლიო შეძრა. დამნაშავისთვის მსჯავრის გამოტანას რა დრო დასჭირდება ან საერთოდ მიაღწევს თუ არა მსოფლიო ამას, ჯერ ვერავინ პროგნოზირებს - მხოლოდ შფოთი და საქნციები. საქართველოში სამინისტრო ცვლილებები და ომბუდსმენის ანგარიშია მეინსტრიმული, ასევე უკრაინის დაზვერვის განცხადებები ჩვენების რუსებთან „თანამშრომლობაზე“. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0896 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 4, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წინასააღდგომო ბოლო #qwellynews კვლავ საპარლამენტო კინკლაობას მიეძღვნება. კანონებით ომი დაიწყო პარლამენტში და მთავარმა გუნდმა კვლავ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც კრიტიკის და აშშ-ს საელჩოს შეშფოთების მიზეზიც გახდა. დღეს ასევე იუბილარია ქართული ჯარი და ის უკვე 30 წელს ითვლის. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 308834, ბოლო დღე-ღამეში - 1433, გამოჯანმრთელებული - 289976, ბოლო დღე-ღამეში - 1160,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 29, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღესაც ამნისტია აერთიანებდა ოპოზიციასა და პოზიციას და იგივე ამნისტია აპრობლემებდა ყველაფერს. ასევე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის საათი გამოვიდა პარლამენტში და მას უსმენდნენ. - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 307401, ბოლო დღე-ღამეში - 1551, გამოჯანმრთელებული - 288816, ბოლო დღე-ღამეში - 878, გარდაცვლილი - 4077, ბოლო დღე-ღამეში - 17; კარანტინის რეჟიმში - 221. სულ აცრილია - 41801, დღიურად აცრილია - 1706. დოლარის ფასი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 28, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ძალიან აქტიური დღე გამოვიდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და სხდომის მონაწილეებს შეუერთდნენ. თავად სხდომა, ამნისტიის კანონპროექტის რეგისტრაციისთვის იმართებოდა. შემდეგ - პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე გადადგა და ახალი თავმჯდომარე კუჭავა დამტკიცდა. ამასობაში, რურუა შეიწყალა პრეზიდენტმა და მელია კიდევ თავისას აწვება. მაგრამ ყველაზე მძიმე ამბავი, კიდევ ერთ დიდებული ხელოვანის იმ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 27, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჭკვიანი ქვეყანა - არც მეტი და არც ნაკლები, ამ სიაში საქართველო მოხვდა. ცხადია, კვლევის მეთოდოლოგია ისეა აგებული, რომ არცაა გასაკვირი ჭკვიანები რომ ვართ, მაგრამ ვინც ამ ქვეყანას ჭკვიანს უწოდებს ე.ი. მას საქართველოში ან არ უცხოვრია, ან თვალნი და ყურნი არ აქვს. დღის მთავარი ამბავი ამნისტიის კანონია, რომელიც ვისთვისაც დაიწერა, ის აცხადებს - არ მინდა ეგ კანონი, ფულს გადავიხდიო. ჭკვიან ქვეყანაში კიდევ კოვიდის პრობლემა გვაქვს, თუმცა ხალხი უკვე…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 26, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეიდან, ერთი წლის განმავლობაში, თბილისელ წიგნის მკითხველებს თამამად შეეძლებათ თქვან, რომ მსოფლიო დედაქალაქელები არიან - მომდევნო ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი სწორედ თბილისი იქნება. ამ დედაქალაქში და საერთოდ ქვეყანაში კი კვლავ მელია და დოკუმენტზე ხელმოწერა ადარდებთ. კვლავ კოვიდ ავადმყოფებს ითვლიან და ჰესების პრობლემაც ისევ მოუგვარებელია. ჰო მართლა - ჭყონდიდში ეპისკოპოსს კარს უკეტავენ! კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 23, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მესამე ტალღაში ვყოფილვართ და აპრილის ბოლოსკენ პიკი იქნებაო. ვაქცინაციაც ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს, ამიტომ ასაკობრივმა ბარიერებმაც დაიწიე და მსურველებსაც მეტს ელიან. მელია კვლავ პოლიტპატიმარია, რომელიც არსადაც არ გამოვა! კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 299038, ბოლო დღე-ღამეში - 1310, გამოჯანმრთელებული - 282869, ბოლო დღე-ღამეში - 632, გარდაცვლილი - 3971, ბოლო დღე-ღამეში - 12; კარანტინის რეჟიმში - 249.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 21, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უკვე მეორე დღეა რაც შეთანხმება მოხდა, დოკუმენტეს ხელი მოწერა და ქვეყანამ ამოისუნთქაო, გვინდოდა გვეთქვა. ხელმოწერის მეორე დღე პირველზე არანაკლებ ხმაურიანი იყო. მთელი დღე დოკუმენტის გარშემო დატრიალდა და ამას დაემატა ხელმოწერილით გახარებული ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი. სპეციალურად მისთვის დღეს პარლამენტში შეკრებაც კი მოეწყო. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 297728, ბოლო დღე-ღამეში - 1792,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 20, 2021 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
მაშინ როდესაც ქუჩაში გააადგილება აკრძალულია, ქართულმა პოლიტიკურმა სამყარომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - ისტოირულს ამბობენ, თორემ რეალურად, მოკინკლავე პარტიებმა ხელი მოაწერეს დამეგობრების დოკუმენტს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევა. დღის ბოლოს, ხელმოწერის შემდეგ შარლ მიშელმა მოგვილოცა და ხვალ ჩამოვალო. გარეთ კი წვიმის ანონსებია - 23 აპრილამდე წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 19, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დენიელსონს ტყუილად არ უწერია - მთავრობამ ხელი მოაწერა და დღის მთავარ ამბად იქცა, თუმცა ოპოზიციას უხარია, მაინც აქციებს აანონსებს. ამინდი უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს გვპირდება. ჰესის მოწონებას გვპირდება მინისტრი და ავლაბარში ტერორიზმი გააქტიურდა. პანდემია არ დასრულებულა - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 293321, ბოლო დღე-ღამეში - 1077, გამოჯანმრთელებული - 279831, ბოლო დღე-ღამეში - 442, გარდაცვლილი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 16, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Creswellda_მ.
თარიღი: სექტემბერი 27, 2023.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
However the sound quality is just like wellknown Diablo great that consists of a pleasant surroundings heritage tune buy Diablo 4 Gold, and brilliant voice acting.
I am now not mad at Diablo Immortal. I will imagine that some gamers may. It is a minor title in a storied series, and the F2P gameplay mechanics are as disturbing as they appear. However, if (and this is an full-size "if") you can get past that, there is an extremely…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 26, 2023.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Thermal interface materials are integral to any thought of thermal administration answers. They not just make improvements to dependability and longevity of factors without any sacrifice in general performance, and also lessen thermal administration costs Over-all by making elements simpler to awesome. In more compact marketplaces together with, around the one particular hand, organization customers in search of to Enhance the performance and longevity of higher-functionality…
გამოაქვეყნა Ekaterine_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2023.
საათი: 10:30pm
3 კომენტარი
2 მოწონება
ჯემალ ქარჩხაძის შესახებ აბიტურიენტობის პერიოდში შევიტყე 4-5წლის წინ. მისი ნაწარმოები „იგი“, როგორც მოგეხსენებათ, მე-12 კლასის პროგრამაშია შეტანილი. შესაბამისად, პირველი გადაკვეთა ავტორთან იმ პერიოდში მქონდა. რატომღაც ქარჩხაძის ამ ნაწარმოებმა დიდად ვერ მომხიბლა და რომ არა იმდროინდელი საჭიროება, ალბათ ჩემს მეხსიერებაში არც ჩარჩებოდა ეს გაადაკვეთა. ასეთი შთაბეჭდილებები შესაძლოა დატვირთული წლის და გადაღლილობის ბრალიც იყო... ამ გადმოსახედიდან მხოლოდ ეს თუ შემიძლია…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2023.
საათი: 8:21pm
0 კომენტარი
3 მოწონება
© 2023 George.
•