ომის მეორე ეტაპი თუ ფაზა დაიწყო და დღეს განსაკუთრებული ძალით იბომბებოდა უკრაინა. მსოფლიო კვლავ ახალ სანქციებსა და დახმარებების ახალ პაკეტებზე ალაპარაკდა, ტრადიციულად, უკრაინელების ქებით. საქართველოს შიგნით ზოგადპოლიტიკური ამბები, გადადგომა-არჩევნები, სააკაშვილის ნერვები და მთავრობის გადაწყვეტილებები. ამასობაში ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოვიდა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0530 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 19 აპრილი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი.

      ომის მეორე ფაზა - „აზოვის“ მეთაური - მარიუპოლში, „აზოვსტალში“ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს, მათ შორის ქალები და ბავშვები, რუსები ყველა სახის არტილერიას იყენებენ - მოვუწოდებ ცივილიზებულ სამყაროს, „მწვანე დერეფანი“ მოაწყონ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი - ომის მეორე ეტაპი დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ჯარებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს. ყოველი დაკარგული სიცოცხლე უკრაინელებისა და თავისუფალი ქვეყნებისთვის არის არგუმენტი, რომ თაობებმა რუსეთი საფრთხედ აღიქვან. სანქციების ფონზე რუსეთს გაუჭირდება არსენალის შევსება. მარიუპოლში მყოფი სამხედროები რუსეთს არ ჩაბარდებიან. მოვისმინე ზღაპრები, რომ დაგვჭირდება თვეები ჩვენი ჯარისკაცების მოსამზადებლად იმისთვის, რომ თანამედროვე იარაღის გამოყენება შეძლონ - მზად ვართ, გამოვიყენოთ ნებისმიერი ტიპის აღჭურვილობა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ფრონტის ხაზების გარღვევის მცდელობები სამ რეგიონში დაიწყეს. მედია - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთში შეტევა მოიგერიეს - რუსულმა ძალებმა უკან დაიხიეს. ალექსეი არესტოვიჩის - რუსეთს უკრაინაში დაწყებული ახალი შეტევით ოთხი ამოცანის განხორციელება სურს. რუსეთი უკრაინაში სარაკეტო იერიშების მიტანას ომის ბოლო დღემდე გააგრძელებს, ეს სულ მცირე ერთი თვე გაგრძელდება. რუსეთის მიერ ნატო-ს ბაზაზე იერიშის მიტანის შემთხვევაში „ომი რამდენიმე დღეში დასრულდება“. უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში რუსული ძალების 7 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. რუსულმა ხომალდებმა შავ ზღვაში უკრაინის სანაპიროდან 200 კილომეტრში გადაინაცვლეს. “აზოვის“ ბატალიონი რუსული კოლონის განადგურების ამსახველ ახალ ვიდეოს ავრცელებს. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ამჟამად ჰორიზონტზე არ ჩანს. უკრაინის გენერალური შტაბი - მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში უკრაინის ჯარების თავდაცვის გარღვევაზე, ასევე მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებაზე. რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი-როგის რაიონზე თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბრძოლაზე უარი განაცხადა. უკრაინის ვიცე-პრემიერი - დღეს საევაკუაციო დერეფნები არ იხსნება. უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მეხუთედ გაცვალეს. რუსულმა ძალებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანა დაბომბეს. მიხაილო პოდოლიაკი - ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის შეიარაღება და ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით რუსეთის „სისხლისგან დაცლაა“. რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი ფაქტობრივად გაყინულია. ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინაში, რომელსაც რუსული ძალები აკონტროლებენ, ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთი აცხადებს, რომ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის მახლობლად, ვინც დანებებას გადაწყვეტს, სამ ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის. კანადა პუტინის შვილებს სანქციებს უწესებს. უკრაინის დაზვერვა - მიკოლაივის ოლქის ქალაქ სნიგირევკაში ოკუპანტები მერის არჩევასა და ოკუპირებულ ყირიმში ადმინისტრაციულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით „რეფერენდუმს“ ამზადებენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი - ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს საკვანძო ქვეყნებმა უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შექმნან და უკრაინა მის ცენტრში უნდა იყოს. უკრაინული მედია - ზაპოროჟიეს რეგიონში ვითარება დაიძაბა, მიმდინარეობს რუსული ძალების მასიური შეტევა. უკრაინის გენშტაბი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე კონტროლი აღადგინეს. დიმიტრი მედვედევი - ნატო-ს გაფართოება აღარ არის მხოლოდ სიტყვის მასალა - მოსკოვი ასეთ პირობებში მზად უნდა იყოს შესაძლო აგრესიული ქმედებებისთვის. „აზოვის“ მეთაურის მოადგილე - მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი“ დაბომბეს და თითქმის მთლიანად განადგურებულია - ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა.

      ახალი დაბომბვებით მსოფლიო შფოთი - CNN - სახელმწიფო დეპარტამენტი ეძებს შესაძლებლობებს რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად გამოცხადებისთვის. თეთრი სახლი - ჯო ბაიდენის ვიზიტი კიევში არ იგეგმება. პენტაგონი - მარიუპოლი არ დაცემულა, იბრძვის. ემანუელ მაკრონი - საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება. ჯო ბაიდენმა დონბასში რუსეთის მიერ დაწყებული ახალი შეტევის გამო, ევროპული ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრა მოიწვია. იტალია უკრაინას იარაღს გაუგზავნის. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი გააგრძელებს ყველა საჭირო ძალისხმევას უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად გადასაჭრელად. BBC - აშშ-ის ფინანსთა მინისტრი მოსკოვზე მეტ ფინანსურ ზეწოლას გეგმავს. იაპონია უკრაინას ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღისგან დამცავ საშუალებებსა და დრონებს გაუგზავნის. მედია - რუსულმა თვითმფრინავმა ევროპიდან გამოძევებული დიპლომატების დასაბრუნებლად, შემოვლითი გზით 15 000 კილომეტრზე მეტი იფრინა. უკრაინის გარდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ 13 სახელმწიფო გამოიძიებს. სახელმწიფო მინისტრი დატყვევებული ბრიტანელების ვიქტორ მედვედჩუკში გაცვლაზე - გაერთიანებული სამეფო რუსეთის დახმარებას არ განიხილავს. ახალმა ზელანდიამ რუსეთის 20-მდე ფინანსურ სუბიექტს, მათ შორის ცენტრალურ ბანკს და ვითიბი ბანკს ახალი სანქციები დაუწესა. სერგეი ლავროვი - დასავლეთმა ვოლოდიმირ ზელენსკის უღალატა, მათ ის საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს. უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება. ჩინეთის საგარეო უწყება - რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გავაძლიერებთ. უკრაინელი დეპუტატი - დონბასისთვის ბრძოლა რუსეთთან ომის მთავარი ბრძოლა იქნება, მისი შედეგი გავლენას მოახდენს მარიუპოლზე, კიევზე, ლვოვზე. მევლუთ ჩავუშოღლუ - უკრაინას სურს, მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი. მატეუშ მორავეცკი - პოლონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ ჰოსპიტლებში 10 000-მდე უკრაინელ სამხედროს უმკურნალოს. ბრიტანელი დეპუტატი - უკრაინას გაუჭირდება რუსეთის განახლებულ თავდასხმასთან გამკლავება თუ დასავლეთის ქვეყნები მას მეტ შეიარაღებას არ გაუგზავნიან. ბორის ჯონსონი - უკრაინელებმა კიევზე რუსეთის თავდასხმის მოგერიებით, 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს. BBC - უკრაინის აღმოსავლეთში, პრორუს სეპარატისტთა ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური, მეტსახელით მიშა „ჩეჩენი“ მოკლეს. ნიდერლანდები უკრაინაში მძიმე საბრძოლო ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტექნიკას გაგზავნის. ბორის ჯონსონი - უკრაინას მეტი არტილერიით სჭირდება მხარდაჭერა, ეს არის ის, რასაც მრავალ სხვა მხარდაჭერასთან ერთად ჩვენ მათ მივცემთ. ნატო - იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რათა ლიდერებს, დონბასის რეგიონში რუსეთის შეტევისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ განეხილათ. ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში მეტი არტილერიის გაგზავნას აპირებს.

      ქართული ზოგადპოლიტიკური ამბები - უკრაინაში დაღუპულ 3 ქართველ მებრძოლს საქართველოში სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ. გიორგი ვაშაძე - იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხი დაიხუროს, ამკრძალავი ნორმების პაკეტი შეიქმნას. ლევან იოსელიანი - ვადამდელი არჩევნების წინაპირობა არ არის - არც კრიზისია და არც არაფერი ისეთი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, ამაზე საუბარი აზრს მოკლებულია. ანა ბუჩუკური - ჩატარდება თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ამას წყვეტს არა კობახიძე, არამედ მოსახლეობა - სააკაშვილთან არ ვითანამშრომლებთ. ალუდა ღუდუშაური - საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე ხაბეიშვილისა და სააკაშვილის სხვა მონის თუ კომიკოსის ჰალუცინაციური მდგომარეობაა. გიორგი ვაშაძე - ქუჩაში გავიდეთ და დავინახავთ, რისი მუხტი არსებობს - სხვა პარტიებს საკუთარ გეგმაში ხელს არ შევუშლით, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს გეგმებს არ გადავუხვევთ. დავით უსუფაშვილი - მთავრობამ უნდა განმარტოს, რითია უზრუნველყოფილი, რომ არ დავუშვათ „შავი ხვრელის“ გაჩენა საქართველოს სახით? - მებაჟემ, მესაზღვრემ, პოლიციელმა, უსაფრთხოების თანამშრომელმა რა იცის და რა მითითებას ასრულებენ? გიორგი ვაშაძე - ვადამდელი არჩევნების ძახილით ვადამდელი არჩევნები არ მოვა - ვადამდელ არჩევნებამდე რომ მიხვიდე, ამისთვის ნაბიჯები უნდა გადადგა.

      სამთავრობო - ირაკლი ღარიბაშვილი - მაღალმთიანი დასახლებების, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მხარდაჭერის მიზნით, 3 წლის განმავლობაში 968.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება. ეკონომიკის სამინისტრო - მარტში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური აქტივობის ზრდაში აისახება. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი - საქართველოში წისქვილკომბინატების დიდი რაოდენობა გაჩერებულია - ხორბლის მარაგები გაკვეულწილად შემცირებულია. ოთარ შამუგია - დაახლოებით 5 მილიონი ლარი გამოიყოფა 2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის. ირაკლი ქარსელაძე - მიმდინარე 3 წლის განმავლობაში 968 მლნ ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, რაც 29%-ით აღემატება ანალოგიურ წინა მაჩვენებელს. ირაკლი ქარსელაძე - განვადებით მშენებლობის პროგრამით 500 ბაღისა და 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.

      მიშას ნერვები - ნევროლოგის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. დიმიტრი საძაგლიშვილი - ხელისუფლება მიზანმიმართულად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას - ამის გამოძახილია, რომ უკვე მეოთხე თვეა მასთან არ დაუშვიათ პირადი ექიმი და კონსილიუმის წევრები. აკაკი მინაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა ნამდვილად გართულებულია, მას სჭირდება კვალიფიციური და ადეკვატური მკურნალობა.

      სოციალური დახმარება 220 000 ბავშვს გაეზრდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიარდი ლარი გამოიყოფა.

      ტედროს ადჰანომ გებრეისუსი - ჯანმო უკრაინაში ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმების მზარდ რაოდენობას გმობს - მოვუწოდებ რუსეთს, დაასრულოს ომი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 119

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters