ბომბებით დაწყებული ახალი კვირა და ომის ამბები საქართველოს პოლიტიკაზეც

      ვისაც გაზაფხულის წვიმა და აპრილის თქეში უყვარს, მომდევნო დღეები ასეც წინასწარმეტყველებენ - 21 აპრილამდე საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელიო. მსოფლიოში კვლავ უკრაინის ბომბებს ითვლიან და არც დასრულების ანონსი ჩანს სადმე. ქვეყნის შიგნით კვლავ ომის გამოძახილის ფონზე ისმის ამბები. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0613 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 18 აპრილი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო და ჯანდაცვა - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმუნიზაციის საბჭო კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის შესახებ იმსჯელებს. ამირან გამყრელიძე - იმუნური ფენა 85%-ს შეადგენს, მაგრამ თუ მას „ბუსტერით“ არ გავაძლიერებთ, 6-7 თვის შემდეგ შესუსტდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ იმუნიზაციის საბჭო კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის რეკომენდაციას გასცემს, უწყება განიხილავს და საბოლოო პასუხზე შეჯერდებიან. სამწუხაროდ, აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია კოვიდპაციენტი მიიღოს, კლინიკების ვალდებულებები დაზუსტდა. არ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ კოვიდპაციენტებისთვის 9 ათასი საწოლი იყოს მობილიზებული და 200 პაციენტის პირობებში 9 ათასი საწოლის თანხები ვიხადოთ. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გავშალოთ და დავაჩქაროთ სამუშაოები.

      ახალი დაბომბვები უკრაინაში - უკრაინის შეიარაღებული ძალები - უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების კიდევ ხუთი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. მარიუპოლის პოლიცია - „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება. ვოლოდიმირ ზელენსკი - ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ხარკოვის დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 106 დაიჭრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შევსებული კითხვარი გადასცა. ლუგანსკის გუბერნატორი მოსახლეობას - მიიღეთ ევაკუაციის გადაწყვეტილება, მომავალი კვირა შეიძლება რთული იყოს. ლუგანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი - რუსი დამპყრობლები ქალაქ კრემენაიაში შევიდნენ, დაიწყო ქუჩის ბრძოლები. რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი კრემენნაია საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს. რუსმა ოკუპანტებმა 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომელიც ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიადან გაქცევას ცდილობდა. დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი - დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დამცველები არ დანებდებიან და ბოლომდე დაიცავენ მარიუპოლს. მედია - უკრაინულმა ძალებმა სამხრეთით 60 რუსი სამხედრო და 16 ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. რუსმა ოკუპანტებმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ლვოვის დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. რუსმა ოკუპანტებმა დღეს დნიპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო დარტმები განახორციელეს, წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა. ზაპოროჟიეს ოლქში რუსმა სამხედროებმა დასახლებები დაბომბეს. უკრაინის პარლამენტის წევრი - რომის პაპმა, ომში დაღუპული ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოსმენისას ტირილი დაიწყო, ეს ამბავი ძალიან განიცადა. ომის დაწყების დღიდან, უკრაინელმა სამხედროებმა 20 600 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ზედიზედ მეორე დღეა საევაკუაციო დერეფნები არ იხსნება. ბუჩას მერი - რუსმა სამხედროებმა მოკლეს ყოველი მეხუთე მცხოვრები, რომელიც ბუჩაში დარჩა. მარიუპოლის მერის მრჩეველი - ოკუპანტები 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ფილტრაციის ბანაკებში აჩერებენ. უკრაინული მხარე - რუსი ოკუპანტების განცხადებები მარიუპოლის მოახლოებული დაცემის შესახებ არ დასტურდება - მარიუპოლი გაუძლებს და არ დაეცემა! რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. „აზოვი“ - მარიუპოლის დაცვა გრძელდება - მტრის დიდი ძალების მიუხედავად, „აზოვის“ მებრძოლები კონტრშეტევას ახორციელებენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს. რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის დასაწყებად ჯარების გადაჯგუფება დაასრულა. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე სულ უფრო მეტი სამხედრო ამბობს უარს. მედია - ხარკოვში, რუსულმა ძალებმა დაბომბეს ეკლესია, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს.

      საერთო ომი - ლინას ლინკევიჩუსი - უკრაინაში პირველად იმაზე მეტი ადამიანი ჩავიდა, ვიდრე დატოვა, ამ ერის დამარცხება შეუძლებელია. დიმიტრი პესკოვი - უკრაინული მხარე არ ავლენს თანმიმდევრულობას რუსეთთან მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების მხრივ და იცვლის პოზიციებს. ვლადიმერ პუტინი - რუსეთმა გაუძლო სასანქციო წნეხს დასავლეთის მხრიდან - მცდელობა სანქციების მეშვეობით განეხორციელებინათ საბანკო სისტემის კოლაფსი, პროდუქციის დეფიციტი, წარუმატებელი აღმოჩნდა.

      პრემიერის ბლოკი - სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ფერმერები სუბსიდიას მიიღებენ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ზრდის მაღალი ტემპი ნარჩუნდება. ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობა ორთაჭალაში აშენდება, საგარეო საქმეთა სამინისტროს არსებულ შენობას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას ვიწყებთ. მთავრობა თეატრების, მუზეუმებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის სტადიონების რეაბილიტაციას იწყებს. დაგეგმილი გვაქვს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მომდევნო 3 წელიწადში წყალმომარაგების პროექტი დასრულდეს. დევნილი მოსახლეობისთვის ახალი პროექტი იწყება, რომლის მიხედვითაც 13 ათასამდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი მომდევნო 3-4 წელიწადში გადაეცემა. 1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება. ჯიქიას ქუჩაზე პოლიციის ქალაქი აშენდება.

      თავმჯდომარის ბლოკი - შალვა პაპუაშვილი - მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს. საქართველოს გამოვლილი აქვს 3 ომი, რომელშიც ჩართული იყო რუსეთი, ამიტომ განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს რუსეთთან გვერდითი მოლაპარაკების შესახებ პრეტენზიასთან - ვფიქრობ, უკრაინასთან ყველა საკითხი გარკვეულია. „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი არანაირად არ ყოფილა განხილვის საკითხი უკრაინაში - ჩვენ მთავარ რამეზე შევთანხმდით, წინ უნდა გავიხედოთ. რასაც ჩვენ უკრაინაში ვხედავდით, ეს შეიცავს ომის დანაშაულების ნიშნებს - ეს სურათები გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, 2008 წლიდან, ჩვენთვის ეს ნაცნობია და გარკვეულწილად საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა. კარგია, რომ ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდა - ნახევარდღიანი ეიფორიისა და ისტერიის შემდეგ, ყველა დაწყნარდა და ვერ ვხედავ ბევრ ადამიანს, ვისაც კითხვარის შევსების სურვილი გაუჩნდა. დეზინფორმაციას არ აქვს ეროვნება, წარმომავლობა, ნებისმიერი დეზინფორმაცია არის ცუდი, რუსული დეზინფორმაცია ცუდია და ქართული კარგი?! თავისუფლებისა და ევროპული არჩევანისთვის ჩვენი წილი ტანჯვისა და სისხლისა გადახდილი გვაქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა ფარსი და პატრიოტიზმის იმიტაციაა. შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მიმართა, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც სანქციებში საქართველოს მონაწილეობას შეეხება.

      9 მაისის 8 მაისს - თენგიზ ფხალაძე - ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა 8 მაისს მოხდეს - ოპოზიციის ინიციატივა სრულად გამართლებულია. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები და ანგარიშგასაწევი ვეტერანების პატივისცემა.

      სოფელი - ოთარ შამუგია - 80%-იანი დამოკიდებულება გვქონდა ღვინის ექსპორტის კუთხით რუსეთის ბაზარზე და ეს მაჩვენებელი 57%-მდე შემცირდა.

      კალა - კახა კალაძე - მშენებლობის დროს საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება 2023 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარების წესი შეიცვალა. მივმართავ სამშენებლო კომპანიას, ამაღლების ქუჩაზე მშენებარე ობიექტი სწრაფად მოიყვანოს პროექტთან შესაბამისობაში - ვიდრე ამ ქალაქის მერი ვარ, უკანონო მშენებლობას არასდროს დავუშვებთ.

      თურქეთმა ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო - თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ბოევიკების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 84

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters